წმიდა მამათა კანონმდებლობა


კანონიკური სამართლის ისტორიაში აღიარებულია, რომ ერთადერთი კომპეტენტური საკანონმდებლო ორგანო საეკლესიო კრებაა, უფრო ზუსტად, მსოფლიო საეკლესიო კრება – კოლექტიური საკანონმდებლო ორგანო. მაგრამ ძირითად კანონიკურ კოდექსში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ინდივიდუალურ საკანონმდებლო ნიმუშებსაც – წმ. მამათა ეპისტოლეებიდან და სხვა თხზულებებიდან შეკრებილ იურიდიული შინაარსის დებულებებს, ე.ი. ერთპიროვნული კანონმდებლობის ნიმუშებს. არადა, არცერთ საეკლესიო პირს, როგორი ავტორიტეტიც არ უნდა იყოს ის, სავალდებულო საეკლესიო კანონის დადგენის უფლება არა აქვს. ყველაფერი ნათელი გახდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ არც ერთი ამ კანონთაგანი თავდაპირველად არ წარმოადგენდა ზოგად, სავალდებულო საკანონმდებლო ნორმას. რომელიმე ეკლესიის ორგანიზაციის დოგმატის თუ ლიტურგიკის საკითხებში გასარკვევად, ეპისტოლის ფპროვინციის ეპისკოპოსი, რომელსაც მისი დიდი ავტორიტეტისა და ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნის გამო მიმართავდნენ მისი ეპარქიის საეკლესიო პირნი, ან მეზობელი ეპარქიის მესვეურნი. ორმით პასუხობდა კითხვებზე და ეს პასუხები დამყარებული იყო ბიბლიური და ეკლესიის სხვა სახელმძღვანელო წიგნების ღრმა ცოდნაზე და ამიტომ პასუხები მწყობრად ჩამოყალიბებულ დებულებებს შეიცავდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდა იმპერატიული მითითების ფორმა, ისინი უმეტესად წარმოადგენდნენ კეთილმოსურნეობით გამსჭვალულ რჩევა-დარიგებებს. მაგრამ ეს რჩევა-დარიგებები სავალდებულო კანონმდებლობის ძალას იძენდა, თუკი საეკლესიო კრება, უმეტეს შემთხვევაში მსოფლიო საეკლესიო კრება, ამ ეპისტოლეებს სავალდებულო კანონების უფლებამოსილებას ანიჭებდა. ასეთი ლიტერატურის ზღვა მასალიდან მსოფლიო VI კრებამ (ტრულის) შეარჩია 12 ავტორის მეტ-ნაკლები რაოდენობის ეპისტოლე და კანონების ფორმით ჩართო კანონიკურ კრებულებში. ძირითადად აქ წარმოდგენილია III-IV სს. წმიდა მამათ ეპისტოლარული მემკვიდრეობა (9 ავტორი), V საუკუნის ავტორები შედარებით ნაკლებია (2), ხოლო ავტორი VI საუკუნიდან. არის IX ს. ავტორის (ტარასი კონსტანტინოპოლელის) ერთი ეპისტოლე, მაგრამ ის VII მსოფლიო კრების კანონებს ერთვის. VI კრებაზე ადრე იაონე სქოლასტიკოსმა თავის 50-ტიტლოვან კანონიკურ კრებულში ბასილი დიდის 68 კანონი შეიტანა (ამფილოქე იკონიელისადმი გაგზავნილი II და III ეპისტოლიდან შედგენილი). ხოლო საბოლოო კანონიკურ კოდექსში მათმა რიცხვა 92-ს მიაღწია (ისევე, როგორც „დიდ სჯულისკანონში“).