უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია (ისტორიულ-თეოლოგიური ანალიზი)

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია

(ისტორიულ-თეოლოგიური ანალიზი)

51632647_2024768097636130_1469195723688902656_n

წინასიტყვაობა

უკრაინის საეკლესიო სივრცეში მიმდინარე მოვლენები საქართველოში დიდი ყურადღების საგანად იქცა. ამ თემის ირგვლივ შეიმჩნევა მზარდი აქტივობა სოციალურ ქსელებში, მედიასაშუალებებში, იწერება და ითარგმნება სტატიაები. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი წინაპირობა შექმნა აღნიშნული საკითხის საფუძვლიანად გაცნობისათვის.

წარმოდგენილი ნაშრომი, თავისი აკადემიურობითა და თანმიმდევრულობით, არის მცდელობა, სინთეტურად აღწეროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორია, მისი თეოლოგიური და ისტირულ-პოლიტიკური ანალიზის გზით და მოკლედ გამოეხმაუროს იმ პრობლემურ თემებს, რომელზეც კრიტიკული შენიშვნები არსებობს ზოგიერთ საეკლესიო ჯგუფში. ამდენად ნაშრომის უპირველეს მიზანს წარმოადგენს აკადემიური გზით, ისტორიულ მტკიცებულებათა და კანონიკურ-თეოლოგიური მოწმობებით ობიექტური და სინთეზური ინფომრაციის მიწოდება მკითხველისათვის.

 

ავტორთა კოლეგია:

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

იეროდიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

ნიკოლოზ ღონღაძე

გურამ ლურსმანაშვილი

ნიკოლოზ გურგენიძე

 

შ ი ნ ა ა რ ს ი

  1. უკრაინის ავტოკეფალისტური საეკლესიო მოძრაობის მოკლე მიმოხილვა
  2. უკრაინისათვის ავტოკეფალურობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა
  3. კონსტანტინოპოლის საყდრის აპელაციის უფლება
  4. გამაერთიანებელი კრება
  5. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი
  6. პოლიტიკის როლი ეკლესიის ავტოკეფალურობაში

 

 

წინამდებარე ნაშრომი მომზადდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის

მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) კურთხევით

ნაშრომის გადმოსაწერად შესაძლებელია Academia.edu-დან

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment