კვიპროსის ეკლესიის სინოდის განჩინება (18 თებერვალი, 2019 წ.)

Σύνοδοςკომუნიკე

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი 2019 წლის 18 თებერვალს, შეიკრიბა რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც მისი უნეტარესობა, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი თავმჯდომარეობდა და დეტალურად იმსჯელა საკითხზე, რომელიც ეხება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და რომელიც, როგორც მოვლენებმა გვიჩვენეს, ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის თემას.

აცნობიერებს რა კვიპროსის ეკლესიის პასუხისმგებლობას სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძველ ავტოკეფალურ ეკლესიისა, რომელმაც ავტოკეფალია მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მოიპოვა და დგას ყოველგვარი ეროვნული შუღლის, სხვათა იურისდიქციასა და უფლების საკითხებში ჩარევისა და ასევე რაიმე სარგებლობის გამორჩენის მიზნის მიღმა, წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება გამოეხატა საკუთარი აზრი იმ პოზიციისა და პრინციპების მიხედვით, რომლითაც უნდა მოხდეს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების მოწესრიგება, იმ რწმენით, რომ ამ პრინციპების დაცვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კრიზისიდან გამოსვლას.

1)ნებისმიერ ერს აქვს უფლება ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოითხოვოს ეკლესიური ავტოკეფალია. ეს უფლება უზრუნველყოფილია წმინდა კანონებით („დაე საეკლესიო უფლებები, რომლებიც ეხება საზღვრებს, შეიცვალოს სახელმწიფო მართვის კვალდაკვალ“).

2)თუ გულწრფელობაარისწინაპირობამორწმუნეთამშვიდობიანითანაარსებობისთვის, არაგულწრფელობაძირსუთხრისადამიანებს შორისურთიერთობას, კიდევ უფრო მეტ წონას იძენს ეს სიტყვები, როცა საუბარია ეკლესიათა შორის ურთიერთობაზე. ისმის კითხვა, რამდენად მყარი და გულწრფელია ურთიერთობები ჩვენს ეკლესიებს შორის, თუკი, მიუხედავად მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა სინაქსისის ერთსულოვანი გადაწყვეტილებისა 2014 და 2016 წლებში წმინდა და დიდი (სრულიად მართლმადიდებელი) კრების შესახებ, ოთხმა ეკლესიამ არ მიიღო მასში მონაწილეობა?  როგორ ვპასუხობთ ღმერთის მოწოდებას: „თქვენიდიახიყოსდიახ, არაკი — არა“ (მათ. 5:37)? კიდევ უფრო დამთრგუნველია აპოსტერიორი მოწოდება კონსენსუსისკენ იმ ეკლესიების მხრიდან, რომლებმაც თავდაპირველად უარყვეს ეს პრინციპი, ხოლო შემდგომ მოითხოვეს სხვათაგან მისი დაცვა. ამ მოთხოვნაზე გაიცა ამომწურავი პასუხი, რომელიც მიღებულ იქნა სინაქსისის ყველა მონაწილის მიერ 2016 წელს. კონსენსუსი ეხება იმ ეკლესიებს, რომლებიც ესწრებოდნენ კრებას და მას არ აქვს გადაწყვეტილების მიღებისას უმიზეზო დაბრკოლების ფუნქცია.  თუ ერთი ან ორი ეკლესია არ ეთანხმება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს ფიქსირდება, მაგრამ გადაწყვეტილებას ყველა ეკლესია აწერს ხელს. კანონების ხმა ერთმნიშვნელოვანია: „დაე გაიმარჯვოს უმრავლესობის აზრმა“.

3)რამდენად სერიოზულად გამოვიყურებით ჩვენ, მართლმადიდებელნი, დანარჩენი ქრისტიანული და არაქრისტიანული სამყაროს წინაშე, როცა უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრისას, ვვარდებით უთანხმოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოვაწეროთ ხელი გადაწყვეტილებებს?  როგორ შევძლებთ დავარწმუნოთ სხვები, იხელმძღვანელონ უფლის მითითებით: „ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური“(მარკ.9:35)? რომ არ გაუქმებულიყო ავტოკეფალიის გამოცხადების შესახებ შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მეხუთე წინასაკრებო სხდომაზე, იმ უთანხმოების გამო, რომელიც ტომოსის ხელმოწერის პროცედურას ეხებოდა, განა იარსებებდა დღევანდელი პრობლემა?

4)რამდენად აბუჩად ვიგდებთ რწმენას(ακροβατούμε περι την πίστιν), როცა ვწყვეტთ ევქარისტულ ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის! განა შესაძლებელია, რომ საეკლესიო განკარგულებამ გააუქმოს სულიწმინდას მოქმედება სხვა ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტაძრებში? პავლე მოციქული ნათლად ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ „ვცდილობთ შევინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ და რომ ჩვენ ვართ „ერთი სხეული და ერთი სული…ერთი ღმერთი, ერთი რწმენა, ერთი ნათლობა“. საღმრთო ევქარისტია, რომლის მეშვეობითაც ხდება ხალხის კურთხევა, უნდა რჩებოდეს საეკლესიო უთანხმოებების მიღმა.

5)როდესაც ერთი ეკლესიის წინამძღოლი არ იხსენიებს მეორეს ნებისმიერი ადმინისტრაციული თუ იურისდიქციული მიზეზით, ეს არ შეიძლება მეტყველებდეს მართლმადიდებელი თავმდაბლობის სულისკვეთების არსებობაზე. როცა მორწმუნენი იტანჯებიან ამდენი ცდუნებით, ჩვენ, როგორც საეკლესიო ხელისუფლება, ვაძლევთ მათ უცუდეს მაგალითს. ეს, სამწუხაროდ, პირველად არ ხდება. არსებობს ანტიოქიის და იერუსალიმის საპატრიარქოთა მაგალითი, ისევე, როგორც ადრე ადგილი ჰქონდა მსგავს შემთხვევებს მსოფლიო და იერუსალიმის საპატრიარქოებსა და ათენის სამთავარეპისკოპოს შორის.

6)როგორც კვიპროსის, ასევე სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიის ორიათასწლიანი გამოცდილება ბადებს ჩვენში იმის შესაძლებლობის ეჭვს, რომ „უკანა თარიღით“ დავამტკიცოთ ხელდასხმები, რომლებიც შესრულებულ იქნა ანათემირებულ ეპისკოპოსთა მიერ.რიგ პირთა ანათემები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა უკრაინის კრიზისში, აღიარებული იყო ყველა მართლმადიდებლის მიერ. აპელაციას უნდა ჰქონოდეს დროში შეზღუდვები მის შემოტანის ვადებთან და განხილვასთან დაკავშირებით.

თუკი ჩვენ გულახდილად მივსდევთ ზემოთხსენებულ პრინციპებს და შესაბამისობაში ვიქნებით მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებთან, მაშინ გადაწყდება არა მარტო უკრაინული, არამედ სხვა საკითხებიც, რომლებიც ეკლესიას ტანჯავენ.

რაც შეეხება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების კონკრეტულ საკითხს, ჩვენ ვთვლით, რომ:

– მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ განცხადება გაკეთდა ადგილობრივ ეკლესიაში მშვიდობის დამკვიდრების მიზნით და მისი ერთიანობის მისაღწევად. ჩვენ არ ვდაობთ ამ მიზანს, მაგრამ ის ჯერაც არ არის მიღწეული.

-ბუნებრივია, უნდა გავიდეს დრო, რომ დავინახოთ შედეგი.  თუ მიზანი არ იქნა მიღწეული, ჩვენ ველოდებით, რომ მსოფლიო პატრიარქი, გამოიყენებს თავის, როგორც კოორდინატორის, როლს, რომელსაც მისთვის უზრუნველყოფს მისი, როგორც პირველის მართლმადიდებლურ სამყაროში, მდგომარეობა, და ამ საკითხის გადასაჭრელად მოიწვევს სრულიად მართლმადიდებელ კრებას ან ეკლესიათა წინამძღოლების სინაქსისს. ყველას ძირითადი მზრუნველობა უნდა იყოს იქ (უკრაინაში) მცხოვრები ღვთის ხალხის გადარჩენა.

-მაგრამ თუ ახალი სტრუქტურის გარშემო ერთიანობა მიღწეული იქნება (ηγεσία), მსოფლიო პატრიარქმა უნდა მონახოს საშუალება დააწყნაროს მორწმუნეთა სინდისი ხელდასხმებსა და საიდუმლოებთან მიმართებაში, რომლებსაც ადგილი აქვთ ამ სტრუქტურაში.

-ასევე, მსოფლიო პატრიარქმა უნდა გაითვალისწინოს რუსი ხალხისთვის იმ ადგილის მნიშვნელობა, სადაც მონათლულნი იყვნენ მათი წინაპრები და იზრუნოს იქ შესაბამისი იურისდიქციის უზრუნველყოფაზე.(κατοχύρωση μιας σχετικής δικαιοδοσίας του εκεί).

 

კვიპროსის ეკლესია იმყოფება ყველა მხარის განკარგულებაში, ვნც დაინტერესებულია ეკლესიის შერიგებით, „რომელიც ღმერთმა საკუთარი სისხლით შეიძინა“.

 

კვიპროსის სამთავარეპისკოპო

 

 

 

რუსულიდან თარგმნა გვანცა ებრალიძემ

 

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment