კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის გაყოფა III


Istanbul

კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის გაყოფა

ტროიცსკი და ფოტიადესი მსოფლიო საპატრიარქოს დამატებით-იურისდიქციულ უფლებებზე

Synaxis Liturgy

 

ავტორი: ალექსანდრე გ. დრაგასი

ინგლისურიდან თარგმნა: გვანცა ებრალიძე და სოლომონ ლებანიძე
რედაქტორი: დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა
წყარო: Apostoliki Diakonia of the Church of Greece

 

III ნაწილი (გაგრძელება)

პროფესორ ფოტიადესის პასუხი პროფესორ ტროიცკის სტატიაზე [60]

II. პასუხი ტროიცკის არგუმენტებზე IVმსკ-ის 28-ე კანონის შესახებ 

ფოტიადესი შემდგომ უბრუნდება ტროიცკის „მწარე სქოლიოს“, IVმსოფლიო კრების 28-ე კანონთან მიმართებაში, რომელიც მიზნად ისახავდა ამ კანონის მნიშვნელობისა და ფარგლების შეზღუდვას, რათა უზრუნველყო ევროპაში მართლმადიდებლების საეკლესიო საქმეებში ჩარევის უფლება, განსაკუთრებით ახალი სლავური ეკლესიებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდნენ. ის ყურადღებას ამახვილებს ტროიცკის მტკიცებულებაზე, რომ ფრაზას ἐν τοῖς βαρβαρικοῖς (ბერძ. იმ წარმართებში) არა აქვს არანაირი გეოპოლიტიკური დატვირთვა, ამიტომ ის არ ეხება მართლმადიდებელ დიასპორას, რომელიც იმყოფება იმ სახელმწიფოების ფარგლებს გარეთ, სადაც მდებარეობს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიები და სადაც 28-ე კანონის მიხედვით კონსტანტინოპოლს აქვს იურისდიქციის უფლება.

 

i) ΤΒαρβαρικά, გეოპოლიტიკური და ოიკუმენური, მაგრამ არა ეთნოლოგიური

იმისთვის, რომ გაამყაროს თავისი მტკიცებულება, ფოტიადესი თავის პასუხში პირველად მიმოიხილავს ტროიცკის მცდელობას, ნათელი მოჰფინოს ტერმინების — „დიასპორა“ და „წარმართული“ — ეკლესიურ გამოყენებას, თუმცა ტერმინი „დიასპორა“ არ არის ნახსენები 28-ე კანონში. რაც შეეხება კანონის ფრაზას „ν τος βαρβαρικος(ბერძ. ამ წარმართებში)“, არ უნდა გვესმოდეს, თითქოს ეს გულისხმობდეს,βαρβαρικο ῖς ἔθνεσι(ბერძ. წარმართი ერი),როგორც ზოგიერთს, პროფესორ ტროიცკის ჩათვლით, ჰგონია, რომ II მსოფლიო კრების მე-2 კანონის მიხედვით, რომელიც პირდაპირ აცხადებს: „წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით“. ფოტიადესი ხსნის, რომ ეს კანონი ეხება ბიზანტიის ფარგლებს გარეთ მდებარე ეკლესიებს, წარმართი ერებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ანუ იმ ერებს შორის, რომლებიც ჯერ სრულად არ გაქრისტიანებულან, და მისდევენ წარმართულ წეს-ჩვეულებებს, რადგან ისინი ჯერ არ იცნობენ ბერძნულ ენასა და ცივილიზაციას, „სადაც არ იყო საკმარისი რაოდენობით ეპისკოპოსები, რათა დაეფუძნათ სინოდი“, რომელიც გაუძღვებოდა მათ ნიკეის კრების გადაწყვეტილებების შესაბამისად.[94]შემდეგ ფოტიადესი ხსნის, იოანე ზონარასა და ბალსამონზე დაყრდნობით, რომ II მსოფლიო კრების მამებმა მიღებული მე-2 კანონით დამატებები შეიტანეს I მსოფლიო კრების მე-6 და მე-7 კანონებში, რომელმაც განსაზღვრა რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის იურისდიქციები. ამგვარად, II მსოფლიო კრების მე-2 კანონმა განსაზღვრა ასიის, პონტოს და თრაკიის ეპისკოპოსთა იურისდიქცია, აუკრძალა რა მათ ჩარეულიყვნენ მათი იურისდიქციის მიღმა მყოფ ეკლესიების საქმიანობაში, ანუ იმ ეკლესიებისა, რომლებიც მდებარეობდნენ წარმართი ერებით დასახლებულ ტერიტორიებზე,გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი მოწვეულნი იყვნენ მამათა მიერ დაწესებული კანონების გათვალისწინებით.[95] IVმსოფლიო კრებამ მოახდინა II მსოფლიო კრების მე-2 კანონის მოდიფიცირება, როცა მიიღო 28-ე კანონი, რომელმაც განსაზღვრა კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდრის იურისდიქციის საზღვრები, შეიყვანა რა მის ფარგლებში როგორც მანამდე თვითმმართველი პონტოს, ასიისა და თრაკიის საეკლესიო ეპარქიები, ასევე ის ეკლესიები, რომლებიც მანამდე მდებარეობდნენ წარმართთა ტერიტორიებზე, რომლებიც მე-2 კანონის მიხედვით ზემოთხსენებული ეპარქიების საზღვრებს მიღმა იყვნენ. თუმცა, უფრო ზოგადი ტერმინისἐν τοῖς βαρβαρικοῖς(ბერძ. იმ წარმართებში) გამოყენებით მე-2 კანონში გამოყენებული ἔθνεσιდაზუსტების გარეშე, IVმსოფლიო კრების 28-ე კანონი მიუთითებს ზოგადად ბიზანტიის სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მდებარე ყველა ეკლესიაზე, რადგანის ამ ტერმინს იყენებს ტოფოგრაფიული მნიშვნელობით, როგორც სინონიმი ბერძნული სიტყვისა τὸβαρβαρικόν. ეს მნიშვნელობა აქვს ამ ტერმინს სოფოკლეს ცნობილ რომაული და ბიზანტიური პერიოდების ლექსიკონშიც, და იგივეა დადასტურებული VI მსოფლიო კრების 30-ე კანონშიც, რომელშიც ლაპარაკია რუსეთსა და ალანიიაში მდებარე ეკლესიებზე, ისევე როგორც წარმართთა მიწებზე.[96]

ზემოთ ხსენებული განმარტებების საფუძველზე, ფოტიადესი ასკვნის, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის გარდა არცერთ სხვა ეკლესიას არ გააჩნია იმ ქრისტიანების ადმინისტრირების კანონიკური უფლება, რომლებიც იმყოფებიან მათი იურსდიქციის საზღვრებს გარეთ. ეს ასახავს II მსოფლიო კრების მე-2 კანონს, რომელსაც ის ასევე ამატებს III მსოფლიო კრების მე-8 კანონს, რომელშიც პირდაპირაა ნათქვამი, რომ: „ღმრთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე და დაუბრუნოს კანონიერ მფლობელს“.[97]მიზეზი, თუ რატომ ციტირებს ფოტიადესი III მსოფლიო კრების მე-8 კანონს, მდგომარეობს იმაში, რომ ის II მსოფლიო კრების მე-2 კანონთან ერთად გამოყენებული იყო პროფესორ ტროიცკის მიერ, რომელმაც „დაუსაბუთებლად და პატივისცემის გარეშე მოიხსენია მარად სახსოვარი პატრიარქი მელეტიოსი, რომელმაც გამოიყენა ეს კანონები, როცა გაკიცხა რუსეთის საზღვრებს გარეთ მყოფი რუსი იერარქები, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ჩარევისთვის.ის ციტირებს ალექსანდრიის პატრიარქ მელეტიოსის 1927 წლის 22/5 ივლისით დათარიღებულ წერილსა[98]და ტროიცკის 4 კრიტიკულ შენიშვნას, და გვაცნობს მათზე თავის პასუხებს.

 

 ii) პატრიარქ მელეტიოსის წერილი კიევის მიტროპოლიტ ანტონის მიმართ

ფოტიადესი არ მსჯელობს პატრიარქ მელეტიოსის წერილზე. მას ის სრულად მოჰყავს, რადგან თავად წერილი პასუხს სცემს ყველა კითხვას. მისი მოკლე აღწერა საკმარისი იქნება ჩვენი მიზნებისთვის.პირველი პარაგრაფი ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ის გვაწვდის ამ წერილისთვის მნიშვნელოვან მონაცემებს, ეს არის: ა) წერილები და ენციკლიკები, რომლებიც პატრიარქ მელეტიოსს გაუგზავნა კიევის მიტროპოლიტ ანტონმა და მასთან ერთად კარლოვცში მყოფმა რუსმა იერარქებმა 1926 წლის 28 აგვისტოს, მათი მიტროპოლიტ ევლოგთან შეუთანხმებლობის და მის წინააღმდეგ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; ბ)მიტროპოლიტ ევლოგის წერილები, რომელმაც საქმის საკუთარი და სხვა რუსი იერარქების ხედვა წარმოადგინა პატრიარქ მელეტიოსის განსასჯელად.

ამას მოსდევს პატრიარქ მელეტიოსის დაუყოვნებელი რეაქცია: მის მიერ თავისი სინოდალური იერარქების მოწვევა წმიდა კანონების გამოყენებით ამ საქმის შესწავლის მიზნით; შემდგომ ამ საკითხის შესწავლის შინაარსი აღწერილია ორი უმთავრესი კითხვის კონტექსტში, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს:ა) როგორია კარლოვცში რუსი იერარქების კრების სტატუსი, რომლის შემდეგ მათ გამოაცხადეს საკუთარი თავი მთელი მსოფლიოს რუსული ეკლესიების მმართველ სინოდად, სამოციქულო და სინოდალური კანონების მიხედვით? ბ)რამდენად კანონიერია ის ადმინისტრაციული და იურიდიული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა ამ სინოდის მიერ მიტროპოლიტ ევლოგის მიმართ?

მომდევნო პარაგრაფი აღიარებს იმ ტრაგედიას, რაც თავს დაატყდა დაცემის სახით რუსეთის წმინდა ეკლესიას 1919 წლიდან, რასაც მოყვა მისი ზოგიერთი იერარქის გამოყოფა სამწყსოდან, რომლებიც მათი დევნის შემგდომ აღმოჩნდნენ არა მარტო თავიანთი პროვინციების, არამედ რუსეთის ეკლესიის გარეთაც, და რომლებიც დასახლდნენ იუგოსლავიის ქალაქ კარლოვცში სერბეთის ეკლესიის ტერიტორიაზე. თავიდან ისინი წარმოცინდნენ, როგორც ერთგვარი იერარქიული თავყრილობა, მაგრამ თანდათანობით გადაიზარდნენ რუსეთის საზღვრებს გარეთ რუსეთის ეკლესიის იერარქიულ სინოდში (ὑπερόριος ρωσσικὴἐκκλησία).

აღნიშნული წერილი წარმოაჩენს კანონიკურ ვერდიქტს რიგი დაკვირვებების საფუძველზე. არ არსებობს არანაირი კანონიკური ეკლესია მის ფარგლებს გარეთ (ὑπερόριος),რომელსაც შეიძლება ჰყავდეს მმართველი სინოდი. კანონები და საუკუნეების პრაქტიკა ცნობს მხოლოდ „ეკლესიებს საზღვრებს შიგნით“(ὅρια Ἐκκλησιῶν), და მამების დანაწესს: „ნუ მოშლით მარადიულ საზღვრებს, რომლებიც მამებმა დააწესეს“;ასევე ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს, რომელზეც წერია წმინდა კანონებში:„ეპისკოპოსი ნუ გაკადნიერდება, თავისი ეპარქიის საზღვრებს გარეთ ხელდასხმა მოახდინოს ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მას არ ექვემდებარებიან“ (მოციქულთა კანონი35). თუმცა, წერილი აღიარებს, რომ ტერმინს „ეკლესია მის საზღვრებს გარეთ“(ὑπερόριος ἐκκλησία)ვერ ვხედავთ წმინდა კანონებში.არსებობს II მსოფლიო კრების მე-2 კანონი, მაგრამ ის წინააღმდეგობაშია კარლოვცში რუსეთის ეპისკოპოსებთან დაკავშირებულ საქმესთან.ამ ეპისკოპოსებმა თავი „გაითავისუფლეს“ ბრალდებისგან (σχολάζοντες) და როგორც ასეთი, მათი ქმედება დაგმობილ იყო ანტიოქიის მე-16 კანონით. კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის პატრიარქები ვალდებულნი არიან იმოქმედონ თავიანთი დაწესებული საზღვრების ფარგლებში, მაგრამ რუსმა ეპისკოპოსებმა კარლოვცში თავს უფლება მისცეს განევრცოთ თავიანთი სინოდალური იურისდიქცია ხუთ კონტინენტზე.საკუთარი საქციელის გასამართლებლად, მათ მაგალითად მოიყვანეს VIმსოფლიო კრების 39-ე კანონი, რომელიც დაკავშირებულია მთავარეპისკოპოს იოანე კვიპროსელთან და მის ხალხთან, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი მიწა-წყალი იმპერატორ იუსტინიანეII-ის დროს. მაგრამ ამ ორი შემთხვევის შედარება არ შეიძლება. ეს შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სერბეთის პატრიარქი მისცემდა კარლოვცში მყოფ რუს ეპისკოპოსებს სირმიას სამართავად, როგორც თავისი საპატრიარქოს ეპარქიას. პირველ კითხვაზე პასუხის ბოლოს ლაპარაკია იმ არეულობაზე, რომელსაც განაპირობებდა განდევნილი რუსეთის ეკლესია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან ამას მოყვებოდა იმდენივე განდევნილი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა, რამდენი ავტოკეფალური ეკლესიაცაა. ანუ საბერძნეთის, სერბეთის, რუმინეთის, ალბანეთის, სირიის, პოლონეთის, უკრაინის, პალესტინის, ეგვიპტის, კერძოდ, სხვადასხვა იურისდიქციის მქონე ეთნოფილეტისტური დიასპორა, რომელიც გაინაწილებდა ერთი და იგივე ტერიტორიას.

მეორე პასუხი, რომელიც ეხება ევლოგის, არის მოკლე და შედგება 5 ძირითადი პუნქტისგან: 1) რომ თვითმარქვია „რუსეთის ეკლესიის სინოდი საზღვარგარეთ“არის არაკანონიკური, რადგან ეწინააღმდეგება მოციქულთა და სინოდალურ კანონებსა და გამოცდილებას; 2) სერბეთის უწმინდეს პატრიარქს აქვს უფლება ცნოს რუსი მიტროპოლიტების და ეპისკოპოსების სწავლებისა და ლიტურგიზაციის უფლება მხოლოდ სერბეთის ტერიტორიაზე; 3) ზემოთხსენებულთ არა აქვთ ხელდასმის ძალაუფლება წარმართთა მიწებზე და ზოგადად რუსეთის საზღვრებს გარეთ იმ პროვინციებში, რომლებიც კანონიკურად ექვემდებარებიან მსოფლიო პატრიარქს, როგორც ევროპაში, ასევე იქ, სადაც უკვე არსებობს კანონიერად დაფუძნებული კანონიკური იერარქიული ორგანო; 4)ზემოთხსენებულ სინოდს, რომელიც ექვემდებარება იმ რეგიონის სინოდს, რომელსაც ეს რეგიონი ეკლესიურად ეკუთვნის, არა აქვს უფლება მიმართოს მიტროპოლიტ ევლოგის ბოდიშის მოსახდელად, ან გასასამართლებლად ან გასამართლებლად;5) მიტროპოლიტი ევლოგი დასახლდა პარიზში არაკანონიკურად, რადგან იქ უკვე იყო კანონიერად დაფუძნებული სხვა იერარქი.

 

iii) ტროიცკის ბრალდებები პატრიარქ მელეტიოსის წინააღმდეგ

 

ტროიცკის მტკიცებულებები მელეტიოსის მიერ მოყვანილი კანონების შესახებ:

  1. IIმსოფლიო კრების მე-2 კანონი, რომელიც მთლიანად კრძალავს ნებისმიერ ე.წ. საზღვრებს გარეთ(hyperrprios) საქმიანობას არ ათავისუფლებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რადგან ის არც არის მასში მოხსენიებული.
  2. პატრიარქ მელეტიოსმა მიზანდასახულად არ ჩართო კანონის ბოლო ნაწილი, რადგან ეს თითქოს დაკავშირებული იყო წარმართთა ერების ტერიტორიებზე მდებარე ღმრთის ეკლესიებთან.
  3. ეს კანონი რომ მხოლოდ იმას მოიცავდეს, რაც მელეტიოსმა აღნიშნა, მაშინ არცერთი ეკლესია, კონსტანტინოპოლის მიერ გათავისუფლებულიც კი, არ შეიძლება იყოს ჩართული მისიებში მის საზღვრებს გარეთ, რომელიც რა თქმა უნდა შეუსაბამობაში იქნება ღმრთის, მოციქულების მიმართ, ცნობილ მოწოდებასთან: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მთ. 28:19 და მკ. 16:15)
  4. III მსოფლიო კრების მე-8 კანონი არ ათავისუფლებს კონსტანტინოპოლს, რადგან ის ხაზს უსვამს პრინციპს, რომელიც გამოიყენება ყველა ეკლესიისთვის და ასეთივე ნიშნით, პროფესორი ტროიცკი ვარაუდობს, რომ თუ რუსეთის ეკლესიას არ შეუძლია ჰქონდეს ეპარქიები პოლონეთსა და ფინეთში, რადგან ისინი უკვე სხვა ქვეყნებია, მაშინ არც კონსტანტინოპოლის ეკლესიას შეუძლია, რადგან ისიც სხვა ქვეყანაშია.[99]

 

iv) ტროიცკის წინააღმდეგ ფოტიადესის კონტრარგუმენტები

  1. II მსოფლიო კრების მე-2 კანონი არ ათავისუფლებს კონსტანტინოპოლს იმ პრინციპისგან, რომელსაც ის ადგენს, რადგან ასეთი გამონაკლისი არ იყო გათვალისწინებული. არც მარად სახსოვარ პატრიარქს მიუმართავს ასეთი გამონაკლისისთვის.
  2. თავის წერილში, კარლოვცში რუსი ეპისკოპოსების მიმართ, პატრიარქ მელეტიოსს მიზანმიმართულად არ გამოუტოვებია მე-2 კანონის ბოლო პარაგრაფი, როგორც ეს პროფესორმა ტროიცკიმ ივარაუდა, თითქოს ის დაასუსტებდა მის თეზისს, მაგრამ იმიტომ, რომ ამ პარაგრაფს არა აქვს არანაირი კავშირი რუსი იერარქების საქმიანობასთან თავიანთი ტერიტორიის გარეთ და საზღვრების გარეშე სხვა იურისდიქციის კანონიკურ ტერიტორიაზე.
  3. როდესაც ტროიცკი მიუთითებს მე-2 კანონის ბოლო პარაგრაფს, ცდილობს, თითქოს ის გულისხმობდეს თავისუფლების მინიჭებას ეკლესიებისთვის მათი მისიონერული საქმიანობისთვის, ღმერთის მოწოდების საფუძველზე, მაშინაც კი, თუ განვიხილავთ მე-2 კანონს მისი მტკიცებულების გაუთვალისწინებლად იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც დაშვებული იყო წარმართთა ტერიტორიებზე მდებარე წმიდა ეკლესიებში და შეცვლილი იყო IVმსოფლიო კრების 28-ე კანონით.ეს პარაგრაფი არანაირად არ აძლევს ყველა ეკლესიას უფლებას ასეთ საზღვრებს გარეთმოღვაწეობაზე. ოფიციალური კანონისტების იოანე ზონარასა და ბალსამონის მიხედვით, ასეთი უფლება გაცემულ იქნა მხოლოდ ზოგიერთ ეკლესიაზე, რომლებიც მდებარეობდნენ წარმართთა ტერიტორიების მეზობლად, სადაც სახლობდნენ იქ გადმოსული ქრისტიანები, რომლებიც საჭიროებდნენ ზრუნვასა და ორგანიზაციას და შესაბამისად, არ იყო გათვლისწინებული მისიონერული საქმიანობა წარმართთა ტერიტორიებზე.[100]ეს შემთხვევა ჰგავს რუსი იერარქების შემთხვევას, რომლებიც ევროპაში მოვიდნენ როგორც დევნილნი თავიანთი ეკლესიებიდან. ამრიგად, მათ სჭირდებოდათ ორგანიზება მათი მეზობელი ეკლესიების მიერ, როგორც აღნიშნა კიდეც პატრიარქ მელეტიოსმა. როგორც ჩანს, ამბობს ფოტიადესი, კანონისტ პროფესორ ტროიცკის დაავიწყდა, რომ ეპისკოპოსს შეუძლია თავისი სამმაგი უფლების — სამღვდელო, დიდაქტიკური და ადმინისტრაციული — გამოყენება მხოლოდ იმ პროვინციის საზღვრებს შიგნით, რომელიც მისთვისაა გამოყოფილი, და არა მის გარეთ, და მას შეუძლია მხოლოდ იმ საქმიანობის წარმართვა, რასაც მას ამ რეგიონის მმართველი ეპისკოპოსი დააკისრებს. ფოტიადესი ასევე ლაპარაკობს იმ ტრადიციაზე, რომლის მიხედვითაც ეკლესიის მისიონერული საქმიანობა არ იყო მისაწვდომი ყველასათვის, არამედ მხოლოდ მოციქულთათვის და მათი რჩეული მოწაფეებისთვის, რომლებიც წავიდნენ საქადაგებლად სხვადასხვა რეგიონში და თანდათან მსოფლიო კრებების (I, II, და IV) მეშვეობით მსოფლიო სულიერად განაწილდა ხუთ საპატრიარქოზე: რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის. თითოეული მათგანი ზრუნავდა თავის რეგიონზე, ჰყავდა რა თავისი მეთაური (პროტოსი, პრიმუსი).თუმცა, IVმსოფლიო საეკლესიო კრებამ მიანიჭა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, მისი საკუთარი რეგიონის გარდა, სხვა ეკლესიებით ადმინისტრირების უფლება, რომლებიც მდებარეობდნენ სხვადასხვა ტერიტორიებზე, რომ მისი მეშვეობით და სხვებთან თანამშრომლობით, ეკლესიის ერთობა შენარჩუნებულიყო და ქრისტიანული რწმენა არ დაზიანებულიყო.
  4. III მსოფლიო კრების მე-8 კანონთან მიმართებაში, ფოტიადესი ეთანხმება, რომ ის არ ათავისუფლებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს. მიუხედავად ამისა, ის ადმინისტრირებას უწევს საეკლესიო თემებს და პროვინციებს, რომლებიც სხვა ავტოკეფალური ეკლესიების საზღვრებს გარეთ მდებარეობენ, არა იმიტომ, რომ ის გათავისუფლებულია ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპისგან, არამედ იმიტომ, რომ ყველა ეს ეკლესია მდებარეობს მისი კანონიკური ტერიტორიის საზღვრებში, რაც განსაზღვრული იყო უფრო ახალი, IV მსოფლიო კრების 28-ე კანონით. ის დაარღვევდა IIIმსოფლიო კრების მე-8 კანონს, მას რომ ეცადა მიეკუთვნებინა პროვინციები აღმოსავლეთის სამი სამოციქულო და სამეუფო საყდართა კანონიკური ან მის მიერ დადგენილი უფრო ახალი ავტოკეფალური ეკლესიების ტერიტორიებიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ზოგიერთი უფრო ახალი ეკლესია და არა იმდენად უძველესი სამოციქული და სამეუფო საყდრები, რომლებიც მონაწილეობენ ასეთ კანონიკურ საზღვრებს გარეთსაქმიანობაში, თუმცა ისინი თავიათ ისტორიულ არსებობას უნდა უმადლოდნენ კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიის კანონიკურ ქმედებებს.

 

III. პოლონეთის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

 i) პოლონეთის ეკლესიის აქტუალური საკითხი

პროფესორ ტროიცკისადმი პროფესორ ფოტიადის პასუხის ესეს უკანასკვნელ სექციას პოლონეთის ეკლესიის საკითხი წარმოადგენს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზოგადი, მაგრამ საზრიანი მსჯელობისა ბულგარეთისა და სერბეთის ეკლესიების საკითხისადმიც, და ძალიან ზოგადად საბერძნეთის, რუმინეთის, ალბანეთის და იბერიის (საქართველოს) ეკლესიებსაც შეიძლება შევეხოთ. ამ ესეს დასაწყესში, როგორც აღინიშნა, პოლონეთთან დაკავშირებით, ხაზგასასმელია ტროიცკის წინააღმდეგობა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ პოლონეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ბოძებისადმი, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და პოლონეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ტროიცკი აყენებეს ორ პრობლემას: პირველი, დამოიკიდებლობა მოპოვებული პოლონეთისთვის არ იყო საჭირო ავტოკეფალიის ორგანიზების აუცილებლობა, და მეორე, ავტოკეფალია ებოძა პოლონეთს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, და არა რუსეთის ეკლესიისგან , როგორც პოლონეთის ეკლესიის დედა ეკლესიისგან. ტროიცკისთვის, პოლოტიკური დამოუკიდებლობა შეიძლება არ იყოს განმსაზღვრელი რუსეთის ეკლესიის ამ ნაწილისთვის ავტოკეფალიის ბოძებისა. ერთადერთ კრიტერიუმად ამდაგვარი პერსპექტივისთვის, ის ეკლესიისთვის სიკეთეებსა და სარგებელს მიიჩნევს.

პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ, პოტიადისი მოიხმობს IVმსოფლიო კრების მე-17 კანონს, რომელშიც წერია, „ხოლო, თუ ხელისუფლების ძალისხმევით რომელიმე ქალაქი იქნება დაბრუნებული, ან შემდგომში დაბრუნდება, მაშინ საეკლესიო სამრევლოების დანაწილება, დაე, სამოქალაქო და საერო წესით დადგენილ ტერიტორიულ დაყოფას შეესაბამებოდეს“; და აგრეთვე VIმსოფლიო კრების 38-ე კანონი, რომელშიც საუბარია აღდგენილ და განახლებულ ქალაქებზე, რომელთა საეკლესიო მოწყობა საეპიკოპოსოთა, სამთავარეპისკოპოსოთა ან სამიტროპოლიტოთა მოხდება მმართველ ეპისკოპოსთან განშორების შემდეგ. საბოლოოდ, ავტოკეფალიისადმი სწრაფვის ისტორია ცხადყოფს, რომ ნაწილობრივი ავტოკეფალური ეკლესიები და გამოქვეყნებული ოფიციალური საეკლესიო დადგენილებები, ნათლად გვაჩვენებენ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, თუმცა ეს აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს საეკლესიო დამოუკიდებლობისათვის, ის საეკლესიო ავტოკეფალისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთან დაკავშირებით, ფოტიადისი ამ საკითხთან პირდაპირ კავშირში მყოფ 3 სამეცნიერო კვლევას იშველიებს, [101]მაგრამ ის აგრეთვე ორი თვალსაჩინო მაგალითითაც სარგებლობს, ბულგართის და სერბეთის ავტოკეფალიებთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ პირდაპირ აფიქსირებს ტროიცკის მიერ წამოჭრილ საკითხს, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს რეალური და გადამწყვეტი როლისა და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საქმეების კანონიკურად წარმართვის დემონსტრირებას ახდენს.

 

ii) ბულგარეთის ეკლესოოს ავტოკეფალიის მაგალითი

ბულგარეთის ეკლესიამ მიიღო, დაკარგა და კვლავ მიიღო თავისი დამოუკიდებლობა მსოფლიო საპატრიარქოსგან გარკვეულ პერიოდში პოლიტიკური ცვლილებების შესაბამისად. იგი გახდა ნახევრად დამოუკიდებელი მთავარეპისკოპოს იოსების ხელმძღვანელობით 869-870 წლების კონსტანტინოპოლის კრებაზე, როდესაც რომმა საბოლოოდ უარი თქვა თავის პრეტენზიებზე მასთან მიმართებაში. ავტონომია მიიღო 932 წელს, იმპერატორ პეტრეს (927-960), სიმეონის (893-927) ძის დროს, ბიზანტიის იმპერიასთან სამშვიდობი შეთანხმების შედეგად. ავტონომია მან დაკარგა ბულგარეთის სახელმწიფოს დაქუცმაცების შემდეგ, ბიზანტიის იმპერატორების ნიკიფორე II-ის და მისი ძის,იოანეს ციმისკესის (965-971) მიერ ბულგარელთა დამარცების შედეგად, როდესაც ბორის II-მ წმიდა სოფიას ტრაპეზზე დააბრძანა თავისი სამეფო გვირგვინი და იმპერიის მაგისტროსად იწოდა, ხოლო თვითგამოცხადებულმა პატრიარქმა დამიანემ უარი თქვა პატრიარქობის ტიტულზე და დორისტოლონის ტიტულს დასჯერდა.[102]უკვე იმპერატორ ასან II-ის (1218-1241) დროს, ბულგარეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ბულგარეთის ეკლესია აღიარებულ იქნა ავტონომიურ სამთავაეპისკოპოსოდ პატრიარქ გერმანეს (1235) მიერ, ხოლო მან დაკარგა თავისი ავტოკეფალია მე-14 საუკუნის მიწურულს, პოლიტიკური დამოუკიდბლობის დაკარგვის კვალობაზე. როდესაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბულგარეთის ეკლესიამ გაწყვიტა კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან და ავტოკეფალიად გამოაცხადა თავი, ბულგარეთის მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ის დაგმობილ, როგორც სქიზმატური ეკლესია და დადანაშაულებული იქნა ეთნოფილეტიზმში 1872 წლის დიდ კრებაზე, მაგრამ 1945 წელს სქიზმა დაძლეულ იქნა და ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია — აღიარებული.

 

iii) სერბეთის ეკლესიის ავტოკეფალიის მაგალითი

სერბებმა პირველი ნათლობა მე-7 საუკუნეში კონსტანტინოპოლის ეკლესიისგან იმპერატორ ჰერაკლეს ზეობის დროს მიიღეს და შემდეგ კვლავ მოინათლნენ მე-9 საუკუნეში იმპერატორ ბასილ მაკედონელის ზეობის დროს.[103]როდესაც მათ დამოუკიდებლობას მიაღწიეს სტეფან ნემანიას დროს, სტეფანეს უმცროსი ვაჟი, საბა გახდა სერბეთის ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი, რომელმაც 1219 წელს კონსტანტინოპოლისგან ავტონომია მიიღო. ეს მდგომარეობა 1346 წლამდე გაგრძელდა, როდესაც სერბთა ახალმა წინამძოლმა სტეფანე დუსანმა სერბეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო დააფუძნა, ხოლო სერბეთის ეკლესიის სინოდმა პეჩის მთავარეპისკოპოსს იოანიკიეს პატრიარქის სტატუსი მიანიჭა. ამას მოყვა სქიზმა, კალისტოს (1350-1353) კონსტანტინოპოლელის დროს კრების ჩატარება და დუსანის წმიდა ზიარებისგან განკვეთა. სქიზმა დასრულდა 30 წლის შემდეგ. როდესაც სერბეთის დესპოტმა იოვან უგლიესამ ძალადაკარგულად გამოაცხადა 1346 წლის სინოდის გადაწყვეტილება, აღადგინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უფლებები მაკედონიაზე, რომელიც იყო უზურპირებული დუსანის იმპერიის მიერ და კონსტანტინოპოლს ურთიერთობის აღდგენა სთხოვა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფილოტეოს II-მ (1364-1376) გააუქმა ანათემა და სერბეთის ეკლესიას არსებული სტატუსი აღუდგინა. სერბეთის ეკლესია გახდა კანონიკურად ავტოკეფალური მე-19 საუკუნეში,1879 წლის 20 ოქტომბრის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტომოსის საფუძველზე, ბერლინის ტრაქტატის შემდეგ, რომელმაც სერბეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. მიმოწერა სერბი ჰეგემონის იოვან ობრენოვიჩის, ბელგრადელი მიტროპოლიტის მიქაელისა და მსოფლიო პატრიარქის იოაკიმე ΙΙΙ-ეს შორის, მიგვითითებს იმ ტერიტორიის პოლიტიკური დამოუკიდელობის დიდ მნიშვნელობაზე, რომელზედაც უნდა გამოცხადეს ეკლესიის ავტოკეფალური სტატუსი. ფოტიადისი აქ დამატებით აღნიშნავს, რომ საბერძნეთის, რუმინეთისა და ალბანეთის მართლმადიდებელმა ელესიებმა კონსტანტინოპოლისგან ავტოკეფალია მიიღეს, თავისი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა დაფუძნებისთანავე. მეორე მხრივ პირიქით, იბერიის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მე-11 საუკუნიდან იყო ავტოკეფალური (მისი ავტოკეფალიის შეზღუდული სტატუსის მიუხედვად), მან დაკარგა ავტოკეფალია, როდესაც ის 1783 წელს პოლიტიკურად შეუერთდა რუსეთს. 1811 წელს, სრულიად რუსეთის სინოდმა იკისრა იბერიის ეკლესიის მმართველობა. ბოლო კათალიკოსი, ანტონ II, გარდაიცვალა 1827 წელს.

 

iv) რამოდენიმე განხორციელებული პროცედურა პოლონეთის ეკლესიის საკითხისათვის

ყოველივე ზემოთქმულის წარმოჩენისთანავე, ფოტიადისი პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს უბრუნდება და განხორციელებული რამოდენიმე საფუძვლიან პროცედურას გვიჩვენებს. ის გვამცნობს, რომ პოლონეთის მთავრობამ, პოლონეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, გათვალისწინებით იმისა, რომ პოლონეთის მოქალაქეთა ნაწილი ეკლესიურად დამოკიდებულია უცხო ქვეყნის საეკლესიო ხელისუფლებაზე, და აგრეთვე 1922 წლის 14 ივნისის ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გზაზე ორგანიზებას გულისხმობდა, გადადგა ნაბიჯები მსოფლიო საპატრიარქოსკენ და მისგან მოითხოვა ავტოკეფალის მინიჭება. არსებობდა ნათელი საფუძველი იმისა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს დროულად დაეკმაყოფილებინა პოლონეთის ეკლესიის თხივნა და აეწია მისი სტატუსი საპატრიარქო დონეზე, როგორც ეს ადრე განხორციელა რამოდენიმე სხვა მართლმადიდებელ ეკლესის მიმართ.

ტროიცკის წინააღმდეგობა, რომ ეს უნდა განხორციელებულიტო რუსეთის ეკლესიის მიერ, როგორც პოლონეთის ეკლესიის დედისა, ფოტიატიდის თქმით, არ არის მისაღები მართლმადიდებელი ეკლესიის რომელიმე კანონის ან სხვა რეგულაციის მიხედვით. პირიქით, მოციქულთა 34-ე კანონი, რომელიც განსაზღვრავს ეპისკოპოსთა იერარქიულ ურთიერთობას და მათი ერთმანეთის მიმართ უერთიერთდამოკიდებულებას, ადგენს, რომ ეპისკოპოსთა სტრუქტურის ნებისმიერი განცალკევებისთის საჭიროა დედა-ეკლესია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, და თუკი დედა-ეკლესია არ არის თავისუფალი მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, ან ნაწილობრივი, ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, შემდეგ მართლმადიდებელ ეკლესიათა პირველ საყდარს (ἡπρωτόθροςἘκκληςία), კონსტანტინოპოლის ეკლესიას, შეეძლება აღასრულოს ეს მოვალეობა, ვინაიდან ის ფლობს უტყუარ უფლებას შეეწიოს ღმრთის წმიდა ეკლესიებს გაჭირვების დროს. თავის მხრივ, მსოფლიო საპატრიარქოს აქვს ეს უფლება პოლონეთში მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხში და უფრო მეტიც, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, რუსეთის საზღვრების შეცვლის პირობებში, ეს ტერიტორიები კვლავ კონსტანტინოპოლის კანონიკურ იურისდიქციაში აღმოჩნდა, IV მსოფლიო კრების მე-17 კანონისა და VI მსოფლიო კრების 38-ე კანონის, აგრეთვე წმიდა ფოტიუსის ცნობილი აპოთერმის შესაბამისად: „τκκλησιαστικκαδτπερτν νοριν δίκαια συμμεταβάλλεσθαι εωθε πρς τδίκαια τν πολιτειν.“[104]

 

v) კონსტანტინოპოლის დამატებით-იურისდიქსიული საქმიანობის გამართლება

ტროიცკის ბრალდებებზე პასუხისას,  ფოტიადისი ასკვნის, რომ, ეს არ ყოფილა „სეკულარული ძალის ავადმყოფობა“,არც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციის შეზღუდვის ტენდენცია, მაგრამ ღმრთის წმიდა ეკლესიის კეთილდღეობის ინტერესი (კეთილგანწყობა), რომელსაც თავის ქმედებებში საუკუნეებია წინამძღვრად ჰყავს მსოფლიო საპატრიარქო, ეს „ღმრთისგან-დაცული ცენტრი“– θεοστήρικτον τοῦτο κέντρον – როგორც ყოვლად მზრუნველი კონსტანტინე ოიკონომოსი ისურვებდა, ცის ქვეშეთში მყოფ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც დაფუძნებული ყოფილა სხვადასხვა სამეფოსი, არსებობენ, ერთად არიან და აყალიბებენ განუყოფელ სხეულს ერთი, წმინდა და სამოციქულო ეკლესიისა, „რომლის თავია ქრისტე“.[105]ეს გაგება აქვს ფოტიადს, რომელიც აქვს ახსნილი ძალიან მჭევრმეტყელურად უამრავი მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი მკვლევრისთვის და ის ასრულებს პროფესორ ი. სოკოლოფის პეტროგრადის თეოლოგიურ აკადემიაში წარმოთქმული ფრაზით:

„მსოფლიო პატრიარქები დაპყრობის პერიოდიდან მოყოლებული, სთავაზობდნენ დახმარებას და თანადგომას აღმოსავლეთის სხვა მართლმადებელ ეკლესიების, ნებისმიერ რთულ გარემოებაში. ღირსია აღნიშვნისა, რომ მსოფლიო პატრიარქთა წამყვანი პოზიციის ზრდა სხვა თანასწორ პატრიარქებს შორის, შიშს არ გვრიდა სხვა პატრიარქებში, ისინი ყველანი მიიჩნევდნენ, რომ არცერთ მსოფლიო პატრიარქს არ ქონია მოტივაცია მართლმადიდებელ ეკლესიაში აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისა, რომელიც სხვა საპატრიარქო საყდრების კანონიკური პრეროგატივების და პრივილეგიოების დამცრობას ან ნეიტრალიზებას, ხოლო მათი ავტოკეფალიისთვის საფრთხეს გულისხმობდეს. როგორც primi inter pares, ახალი რომის პატრიარქები ზრუნავენ სხვა აღმოსავლეთის საყდრების სტაბილურობაზე და არასდროს უგულებელყოფენ თანამშრომლობას და სოლიდარობას თავის თანასწორ ძმებთან ქრისტეში; მათ შორის, მათ ხდიან მონაწილეებს თვით მსოფლიო საყდრის ადმინისტრირებაში…

ზოგადად, მართლმადიდებელი აღმოსავლეთის პატრიარქებს შორის იყო სრული თანაზიარება, სრული ურთიერთსიყვარული, ძმური პატივისცემა და სულიერი ერთობა და თანხმობა. სრულებით უადგილოა მართლმადიდებელ აღმოსავლეთში პაპობაზე საუბარი; კონსტანტინოპოლის პატრიარქები, რომლებიც დრო და დროს დადანაშაულებულები იყვნენ პაპისტურ ტენდენციებში, არასდროს ისწრაფოდნენ აბსოლუტური დომინირებისკენ აღმოსავლეთ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ისინი თავიიან ურთიერთობებში აღმოსავლეთის სხვა პატრიარქებთან ძმურ სიყვარულსა და ერთობაში ყოფნით იყვნენ მოტივირებულნი. მართლმადიდებელ ეკლესიაში არასდროს ყოფილა და არც იქნება პაპისტური სული.“ [106]

 

ძირითადი დასკვნები

 

ჩვენ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია და ანალიზი ამ ორი სტატიისა, რომელიც გვიჩვენებს ტროიცკისა და ფოტიადისის დისპუტს, ეხება ეკლესიის სტრუქტურასთან დაკავშირებული საკვანძო კანონების გამოყენებასა და ინტერპრეტაციას. უკანასკვნელ ანალიზში ასახულია რუსული ეკლესიის ნაწილის მცდელობა, შეცვალოს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტრადიციულიდ უპირატესი პოზიცია, რომელიც გახლდათ განმამტკიცებელი ფაქტორი მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი ერთობისა. სწორედ ამიტომ არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი კანონების შტამბეჭდავი წესი ეკლესიის სამოციქულო და კრებსით ტრადიციაში, რომელიც გამოიყენება ამ კამათში, სახელდობრ, IIმსკ მე-და მე-3, IIIმსკ მე-8, IVმსკ 28-ე, მე-9 და მე-17, VIმსლ 36-ე და 39-ე კანონები. ესაა IV მსოფლიო კრების 28-ე კანონი, რომელზედაც ფოკუსირებულია მსოფლიო საპატრიარქოს პრეროგატივების წინააღმდეგ რუსული არგუმენტაცია. რაზედაც მსჯელობა იყო ამ ესეს პირველ ნაწილში, ის დადასტურებულია დანარჩენი ორი ნაწილში ანალიზით, სახელდობრ, მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან მოყოლებული, რუსეთის ეკლესიის დრამატული მცდელობა, გახლდან წყარო უამრავი პრობლემისა დიდ ეკლესიაში, რომელმაც გარდაუვალი გავლენა იქონია მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაზე. თუმცა მსოლფლიო საპატრიარქო აგრძელებს უწყვეტად კრებსითობის ტრადიციას, რომლიც მომსწრენიც გავხდით 2016 წლის დიდ და წმინდა კრებაზე, აძლიერებს რა საერთომართლმადიდებელ მცდელობებს, შეეგებოს თანამედროვე გამოწვევებს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ზემოთ ნახსენების შუქზე, სიცხადისათვის, უნდა განვახორციელოთ რამოდენიმე დაკვრივება და ზუსტად მივუთითოთ დასკნა. დაწვრილებითი და ობიექტური დახასიათება კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოების საეკლესიო იურისდიქციებისა, რომელიც ეყდნობა პროფესორებს,ფოტიადისადა ტროიცკის, სრულებით გამოიყენებენ მიზეზებს, რათა გააღვივონ საკითხი კანონიკური იურისდიქციის საზღვრებზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ნაწილსა და აგრეთვე ასიის, პონტოსა და თრაკიის ტერიტორიებს მიღმა, რომელიც IV მსოფლიო კრების 28-ე კანონშია აღწერილი.თუმცა, ეს განსაზღვრული კანონი მსოფლიო პატრიარქს უფლებას აძლებს აკურთხოს ეპისკოპოსები ზემოთ ნახსენებ რეგიონების ბარბაროსულ მიწებზე(ἐν τοῖς βαρβαρικοῖς ). მეორეს მხრივ, დებულება, რომელიც არის მქუხარე ქარიშხალითანამედროვე კონფლიქტებისა, არის არაზუსტი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, მათ შორის ბერძნულ ორიგინალში, და ეს არის მიზეზი გამორჩეულ ბიზანტიელ კანონისტთა და მე-12 საუკუნის კანონის ექსპერტთა (იოანე ზონარა, თეოდორე ბალსამონი და ალექსი არისტენოსი) მცდარი ინტერპრეტაციისა, ისევე როგორც თანამედროვე კანონისტებისა და ეკლესიის ისტორიკოსებისა.

ასე რომ, მათი იურისდიქციის უმთავრეს საეკლესიო პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ბარბაროსთა მიწებზეკონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსების კურთხევა ხდება სამი რეგიონის კანონიკურ იურისდიქციაში (ასია, პონტო და თრაკია), ან ამ რეგიონების ფარგლებს გარეთ. პროფესორი ტროიცკი და მოსკოვის საპატრიარქოს კანონისტები, მიიჩნევენ, რომ ბარბაროსული მიწების(ἐν τοῖς βαρβαρικοῖς) ეპისკოპოსები არიან ზემოთ ნახსენები რეგიონების შიგნით მყოფები. რუსი კანონისტები მოუხმობენ საეკლესიო იურისდიქციის ტერიტორიული საზღვრების ფუძემდებლურ პრინციპს, აგრეთვე წინააღმდეგობრივი ფრაზების არაზუსტ ან ორაზროვან ინტერპრეტაციას, ზემოთ ნახსენები სამი ბიზანტიელი განმარტებელები მიერ. მართალია, ამ საკითხისთან დაკავშირებით ისინი ამტკიცებენ, რომ ფრაზის ν τος βαρβαρικοςკავშირს ტერმინთან ერები(ἔθνη) სამ რეგიონში. მეორეს მხრივ, პროფესორი ფოტიადისი და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს კანონისტები იცავენ დებულებას, რომელშიც ν τος βαρβαρικοςკონსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ ნაკურთხი ეპისკოპოსები არიან კანონიკური იურისდიქციის სამი რეგიონის ფარგლებს გარეთ28-ე კანონის საფუძველზე, აგრეთვე მოუხმობე  კანონის არაზუსტ ან ორაზროვან ინტერპრეტაციას ზემოთ ნახსენები ბიზანტიელი კანონისტების მიერ, და ასევე ამ კანონისხანგრძლივ საეკლესიო გამოყენების პრაქტიკას. აქედან ნათელია, თუ რატომ უკავშირებენ ისინი ტერმინ ν τος βαρβαρικοςტერმინს ტერიტორიები(ἐδάφη), რომლებიც ამ სამი რეგიონის ფარგლებს გარეთ ძევს. [106,1]120

IV მსოფლიო კრების მე-9, მე-17 და 28-ე კანონების განმარტებასთან დაკავშირებულ საკითხის გაღვივების მთავარია მიზეზი იყო, ერთის მხრივ, მისი მიღება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ 1930-იან წლებში, ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში დიასპორული მნიშვნელოვანი რუსული და უკრაინული სათვისტომოების მიმართ, რომლებიც გამოეყვნენ მოსკოვის საპატრიარქოს, და მეორეს მხრივ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1939-1945) მართლმადიეებელი ეკლესიისთვის მსოფლიო წესრიგის ახალი რეალობა ჩამოყალიბდა, ყველა ავტოკეფალური და ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესია მოექცა კომუნისტური ისტებლიშმენტის დინასტიური კონტროლისქვეშ, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა კავშირის (სერბეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ალბანეთი, საქართველო, ჩეხოსლოვაკია, ფინეთი, ესტონეთი და ლატვია) დამორჩილდნენ. ცხადია, შემდეგ ამ ახალმა რეალობამ, აუცილებელი გახადა საბჭოთა მთავრობის მტრული დამოკიდებულება მოსკოვის საპატრიარქოს წინააღმდეგ შეცვლილიყო, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა 1943 წლის შემდეგ (საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სერგის შეხვედრა სტალინთან და მოლოტოვთან), მას შემდეგ, რაც რუსი ხალხისთვის პატრიოტული სულისკვეტების გაძლიერებაში მოსკოვის საპატრიარქოს შეტანილი წვლილის ოფიციალურად აღიარება მოხდა.[107]

შესსაბამისად, მოთხოვნა, რომ 20 წლის მანძილზე (1925-1943) ვაკანტური საპატრიარქო ტახტი დაკავებულიყო, დაკმაყოფილდა და სერგი გახდა პირველი პატრიარქი, ხოლო გიორგი კარპოვმა, სტალინის ერთგულმა მრჩეველმა, მოსკოვის საპატრიარქოს პირველობის ახალი მისიის ორგანიზება მოახერხა, არამარტო მართლმადიდებელთა შიდა ურთიერთობებში, არამედ დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან. ამ ახალი კონტექსტიდან გამომდინარე, სერგის მემკვიდრემ მოსკოვის საპატრიარქო ტახტზე, პატრირქმა ალექსი I-მა, თავის არჩევნებს საერთომართლამდიდებელი ხასიათი მისცა ( 1945წ), ხოლო 1948 წელს მოსკოვში მოიწვია დიდი მართლმადიდებელთაშორისიშეხვედრა ყველა ავტოკეფალური და ავტონომიური ეკლესიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, მსოფლიო საპატრიარქოსგან მოსკოვის ეკლესიის დამოუკიდებლობის 500 წლისთავი აღნიშვნის მომიზეზებით (1448-1948), მაგრამ ამის ცდის მიზეზს წარმოადგენდა მოსკოვის საპატრიარქოს ახალი წამყვანი როლის თავს მოხვევა არამარტო მართლმადიდებელთაშორის, არამედ ეკლესიათაშორის ურთიერთობებში.

მართლმადიდებელთაშორისი შეხვედრისჩატარება გარკვეულწილად „მსოფლიო კრების“ მსგავსად იგეგმებოდა, მაგრამ მისი ორგანიზება, განსახილველი საკითხების შერჩევა, უსაზღვრო დეკლარაციები და საერთო ატმოსფერო, პირდაპირ თუ ირიბად, გამოწვევას წარმოადგენდა მართლმადიდებელთაშორის თუ ეკლესიათაშორის ურთიერთობებში მსოფლიო საპატრიარქოს უკვე დამკვიდრებული როლის წინააღმდეგ. ერთის მხრივ, ამ შეხვედრისთვისდამახასიათებელი იყო რომის კათოლიკე ეკლესიათან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივების დაგმობა და კომუნისტური რეჟიმების (1948წ) პირობებში არსებულ მართლმადიდებელ ეკლესიებში უნიანიზმის ლიკვიდაცია. ხოლო მეორეს მხრივ, მართლმადებელი ეკლესიების ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში მონაწილეობის დაგმობა, ბუნებრივია, იმიტომ რომ მსოფლიო საპატრიარქო და ბერძნულენოვანი მართლმადიდებელი ეკლესიები იყვნენ ამ საბჭოს დამფუძნებელი წევრები (1948). შესაბამისად, როგორც ფიქტიური თეოლოგიური ქვეტექსტი, დაგეგმილი შეხვედრაარ წარმოადგენდა წინაპირობას და კრიტერიუმს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შექმნისა წევრობის გათვალისწინებით, არამედ შეხვედრის გადაწყვეტილებაში მართლაც იყო სპეციალური აღნიშვნა: „ერთობისთვის პირობების და მდგომარეობის აღდგენა უფლის ნამდვილი აღიარებისთვის, ქრისტიანული რწმენის ისეთ დონეზე გავრცობით, რომ დემონებისთვის კი იყოს მისაღები“( იაკ. 2:19).[108]

ეს არის აშკარა მიზეზები, რის გამოც მოსკოვის საპატრიარქომ პროფესორი ტროცკი მიიწვია, რათა მართლმადიდებელ ეკლესიაში მსოფლიო საპატრიარქოს მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე დაფუძნებული წამყვანი როლი უარეყო. შესაბამისად, ამ მიზეზთა გამო, მსოფლიო საპატრიარქომ მოიწვია პროფესორი ფოტიადისი, რათა ეს საფუძველსმოკლებული, ანუ ტროიცკის პოზიციები უარეყო. 28-ე კანონსა და IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონებთან (451) დაკავშირებით ორივე მხარის არგუმენტაციის ურთიერთშეხება გვაძლევს შესაძლებლობას, არამხოლოდ მეთოდოლოგიის, არამედ დებატების შინაარსობლივი ანალიზისა:

პირველიაშკარაა ორივე მხარის მიზეზობრივი კონცენტრირება ტერმინზე ბარბაროსული-Βαρβαρικά, რომელიც კავშირშია ტერმინთან ერები – θνη(ტროიცკი), ან ტერმინთან ტერიტორიები-μέρη-δάφη(ფოტიადისი), არ არის საკმარისი ერთი ან სხვა ინტერპრეტაციის მხარდაჭერისთვის, ანუ დაფუძნებულია „ერების“ან „ტერიტორიების“ განსხვავებულობაზე. ცხადია, ამ ორივე მკვლევარის მიერ იყო უარყოფილი ან სათანადოდ ვერშეფასებული, რომ ტერმინი ბარბაროსული (τὸβαρβαρικόν, ან τὰβαρβαρικά) წარმოიშვა რომის იმპერიის ადმინისტრაციული გეოგრაფიის პროტოკოლში, საზღვრებს მიღმა არსებული რეგიონების აღსანიშნავად, სახელდობრ, დუნაის ჩრდილოეთით და რეინის ან სხვა რეგიონების – ევფრატის გასწვრივ აზიაში, თავისთავში მოიცავს არაკრიტიკულ ასოცირებას ამ ტერმინისა ერებისკულტურულ იდენტობასთან, მაგ. სპარსელებთან, სხვა ერებს შორის ყველაზე აღმატებულებთან, რომის იმპერიის აღმოსავლეთის პროვინციებიდან.

მეორე:საეკლესიო იურისდიქციების ტერიტორიული აღწერილობის ფუნდამენტურ-კანონიკური პრინციპი უყურადღებოდ დარჩა, მაგრამ ტროიცკის ჰიპოთეზის ეს მარცხი, რომელიც ბარბაროსი „ერების“ეპისკოპოსებთან ასიის, პონტოსი და თრაკიის ტერიოტორიული რეგიონების შიგნით არის გააზრებული, მათ შორის არასწორი გაგებით სამი ცნობილი განმარტებლის (ზონარასი, ბალსამონისა და არისტენოსი) IV მსოფლიო კრების მე-9, მე-17 და 28-ე კანონების მიზანმიმართული ინტერპრეტაციით. ბიზანტიელი განმარტებლები ტერიტორიული სიახლოვის (συμπαράκεινται) პრინციპისტის იყენებენ რუსების თრაკიის ადმინისტრაციულ რეგიონთან კავშირის განსაზღვრისას, ან პონტოს ადმინისტრაციულ რეგიონთან კავკასიის ალანთა კავშირისას, რომელიც გამორიცხავს პროფესორ ტროცკის თეორიას და ადასტურებს პროფესორ ფოტიადისის პოზიციას. ამას გარდა, ამ სამი რეგიონის პროვინციებში ბარბაროსული ეპარქიების არსებობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის კანონიკურად დაუჯერებელი გამოდის, და არ არსებობს მსგავსი მოწმობა Τακτικά-ში (Notitiae episcopatuum),ან სხვა მსგავსი წყარო.

მესამე:არანაირად არ ყოფილა გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „პატივით პირველობა“, თუმცა ის აღიარებული იყო II მსოფლიო კრების მე-3 კანონით (381) და წარმოაჩენდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს კანონიკური პრივილეგიებით სინოდალურ ქმედებებთან მიმართებაში, მისი საკუთარი ტერიტორიების ფარგლებს მიღმა, იქამდე, სანამ მას მიეკუთვნა ასიას, პონტოს და თრაკიაზე ტერიტორიული იურისდიქცია IV მსოფლიო კრების მე-9, მე-17 და 28-ე (451წ) კანონების მიხედვით, და როგორც უკვე აღინიშნა, კონსტანტინოპოლის დიდი კრების (394წ) მოწვევასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთის ძირითადი ეკლესიების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მეოთხე:სათანადოდ ვერ შეფასდ, რომ ეს პრივილეგია განმტკიცდა არამხოლოდ IV მსოფლიო კრების 28-ე კანონით, არამედ ის წინააღმდეგობის გარეშე იყო სანქცირებული შესაბამისი საეკლესიო პრაქტიკით დრემდე.მაგალითად, რუსეთის ეკლესია არაერთხელ მიმართავდა აპელაციით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სერიოზულ შიდა საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მოსკოვის საპატრიარქოს დაარსება და გაუქმება (1589, 1590, 1593, 1720), ან გასამართლების საკითხი დაკავშირებული მოსკოვის პატრიარქ ნიკონთან (დაახლ. 1663-1666). ეს საეკლესიო პრაქტიკა, რომელიც ეფუძნებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პატივის უპირატესობას, მუდმივად იყო გაზიარებული აღმოსავლეთის სხვა საპატრიარქოების მიერ. სახელდობრ, მათი მორჩილების შეუწყვეტელი დასტურით სარწმუნოებრივ საკითხებსა და კანონიკური წესრიგის მიმართ. [109]

მეხუთე:დროულად არ ყოფილა გათვალისწინებული, რომ ეს საეკლესიო მოქმედება ოფიციალურად ბიზანტიური სახელმწიფოს მიერ აღიარებული და კონსოლიდირებული იყო სამოქალაქო კანონმდებლობასთან, ორივე კანონით – იუსტინიანეს ახალი კანონებით(Novellae VI, CIX, CXXI და სხვ.) და აგრეთვე ცნობილი ეპანაგოგის(Epananone) ან ბასილ მაკედონელის (867-886)კანონის შესავლისმეშვეობით და აგრეთვე სხვა დეტალურად შესაბამისი სანქცია-τίτλος III „პატრიარქთან დაკავშირებით (ΠερὶτοῦΠατριάρχου).“ ეს სანქცია-τίτλος აღიარებს კონსტანტინოპოლის პატრიარქის არამარტო უკვე საფუძვლიან კანონიკურ უფლებას, მიიღოს აპელაციები τὸἔκκλητον სხვა აღმოსავლეთის პატრიარქებისგან, არამედ აძლევს მას სარწმუნოებრივი საჭიროების და კანონიკური წესრიგის საკითხებში ჩარევის უფლებას. ეპანაგოგის სპეციალური სანქცია, რომელიც აგრეთვე კანონიკურ ტრადიციაშიც იყო ინტეგრირებული და იყო შთამბეჭდავად შესაფერისი და განუწყვეტელი მართლმადიდებელ ეკლესიაში, ზუსტად დასძენს, რომ „კონსტანტინოპოლის საყდარი, რომელიც სამეფო ბრწყინვალებით არის გამშვენებული, აღმატებულ იქნა კრებით ხმათა უპირველესი საყდრის პოზიციაზე, რომელიც იმართება საღმრთო კანონებით, უნდა მართოს სხვა საყდართა ( = ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი) შორის დავები და ისინი გამოძიებულ და განსჯილნი უნდა იქმენ მხოლოდ ამ საყდრის (=კონსტანტინეპოლის) მიერ“ (title III, paras. 9-10).

რასაკვირველია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, პირველ ათწლეულში (1945-1955) იდეოლოგიური და რელიგიური დაპირისპირება კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის, შენელდა სტალინის გარდაცვალების შემდეგ (1953). ამასთანავე, მიუხედავად კონფრონტაციის მცირე პერიოდისა, ისინი განიმსჭვალენ არაკანონიკური აქტივობების შინაარსით. მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელთაშორის შეხვედრის (1948) ხელმძღავნელობის პროვოკაციული გადაწყვეტილებების ამპარტავნულმა ფანტაზიებმა განაპირობეს არამარტო უტოპიური, არამედ აგრეთვე საფრთხე შეუქმნეს თავად რუსეთის ეკლესიისთვის. ასე რომ, მოსკოვის საპატრიარქომ, როგორც ყველა სხვა ავტოკეფალურმა ან ავტონომიურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კომუნისტული რეჟიმის მმართველობის ქვეშ, გააცნობიერეს რეალური სიტუაცია და დატოვეს მოსკოვის შეხვედრა და უარი თქვეს მისი გადაწყვეტილებებზე (1948). ეს გამომჟღავნდა, ერთის მხრივ, მათი მძაფრი პასუხით, მსოფლიო პატრიარქ ათენაგორასგან მართლმადიდებეკთაშორის კონფერენეციაზე მონაწილეობაზე მოწვევასა და საერთომართლმადიდებელ და ეკლესიათშორის ურთიერთობების გაძლიერებისას ზოგად პრობლემებზე კონფრონტაციაში (როდოსი 1961, 1963, 1964, შანბეზი 1968), ხოლო მეორეს მხრივ, მათი ოფიციალური მოთხოვნით, რატა გაწევრიანებულიყვნენ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში (ნიურ დელი 1961).

შესაბამისად, ხანგრძლივი მზადებები დღის წესრიგის საკითხების წინასაკრებო საერთომართლმადიდებელ კონფერენციებზე (1976, 1982, 1986, 2009, 2015) და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოწვევამ (კრეტა 2016), აღადგინა კანონიკური წესრიგი მართლმადიდებელ ეკლესიის შიდა ცხოვრებისა. [110]

 

I ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე

II ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე

ΙΙI ნაწილის I მონაკვეთი იხილეთ ამ ბმულზე

___________________

94 Photiades cites Hefele, Duchesne and Abbé Fleury, see p. 226 and refers to Ralle-Potle, op. cit., II 170 concerning Canon 2 ECII.

95 Ibid. pp.170-172.

96 Ralle-Potle, op. cit., II, pp. 369-371

97 Ralle-Potle, op. cit., II, p. 203.

98 See his present article, Ἐξἀφορμῆς.. op. cit. footnote 56, pp. 228-231, reprinted from Πάνταινος 1927, ππ. 514-516: « ΜελέτιοςἐλέῳΘεοῦΠάπαςκαὶΠατριάρχηςτῆςΜεγάληςΠόλεωςἈλεξανδρείαςκαὶπάσηςγῆςΑἰγύπτου, Ἀριθμ. 1551, ΤῷἹερωτάτῳΜητρo πολίτῃΚιέβουκ. ἈντωνίῳκαὶτοῖςσὺναὐτῷΡώσσοιςἈρχιερεῦσιχαίρεινἐνΚυρίῳ…” For an English translation of this Letter and a fuller discussion of Troitsky’ objections, see Maximos of Sardes, The Ecumenical Patriarchate. , op. cit., footnote 1, pp. 225-227.

99 See S. Troitsky, op. cit. pp. 36-37.

100 See footnote 59 on p. 232 and Ralle-Potle, op. cit., II, pp. 170-171.

 

101 I. Pavlov, Istoritcheskija analogii k voprosou ob Aftokefalii Pravoslavnoj Grouzinskoj Tcherkvi, Journal I protokoly zasjedanij pradsobornavo prisoutstvija , Petrograg 1907, III, p. 231; M. Zyzykin, Aftokefalia I zasady jej zastosowania , Warszawa, 1931, pp. 10-22; and A. Lototchky, Aftokefalia, zasady Aftokefalji , Warszawa, 1932, p. 158.

102 E. Goloubinsky, Kratjij otcherk istorii pravoslavnych Tcherkvej Bolgarskoj, Serbskoj, Rsumynskoj ili Moldo-Valaschskoj , Moskva, 1871, p. 38.

103 Goloubinsky, op. cit., pp. 443-447.

104Βαλέττα, ΦωτίουἘπιστολαί, Λονδῖνο, 1864, p. 162. See also ἩλιουπόλεωςΓενναδίου, « ΤὸΑὐτοκέφαλοἐντῇὈρθοδόξῳἘκκλησίᾳ», Ὀρθοδοξία , ἔτοςε´, τεῦχος50 ον, 28 Φεβρουαρίου1930, p. 38-39.

105 See Photiades’ article, op. cit., p. 238 footnote 68.

106 I. Sokoloff, “On the Administration of the Church of Constantinople and the Rights of the Ecumenical Patriarchate,” Church News (The Periodical of the Holy Synod of Russia) 1904. For the full Greek text, see Photiades’ present article, op. cit., pp. 238-240. For an English translation of the full text see Maximos of Sardes, The Ecumenical Patriarchate. , op. cit., pp. 298-299.

107 See V.I. Phidas, Ecclesiastical History (in Greek), op. cit., p. 470.

108 See V.I. Phidas, Ecclesiastical History (in Greek), op. cit., pp. 472 f. See also Viorel Ioniţă, Towards the Holy and Great Synod of the Orthodox Church: The Decisions of the Pan-Orthodox Meetings since 1923 until 2009 , Institut for Ecumenical Studies, University of Fribourg, Switzerland, Friedrich Reinhardt Verlag Basel, 2014, ch. VI (The Orthodox Conference in Moscow 1948 ) pp. 31-37, and the Resolutions adopted by the Orthodox Conference in Moscow, pp. 114-122.

109See Maximos of Sardes, The Ecumenical Patriarchate. , op. cit., pp. 279-287 for the relationship of the Patriarchate of Constantinople with the Eastern Patriarchates (Alexandria, Antioch, Jerusalem), and pp. 287-293 for the relationship of the Patriarchate of Constantinople with the Patriarchate of Moscow.

110 See V.I. Phidas, Ecclesiastical History (in Greek), op. cit., p. 474.

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment