კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის გაყოფა III

კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის გაყოფა

ტროიცსკი და ფოტიადესი მსოფლიო საპატრიარქოს დამატებით-იურისდიქციულ უფლებებზე

vaptisi

 

ავტორი: ალექსანდრე გ. დრაგასი

ინგლისურიდან თარგმნა: გვანცა ებრალიძე
რედაქტორი: დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა
წყარო: Apostoliki Diakonia of the Church of Greece

 

 

III ნაწილი

პროფესორ ფოტიადესის პასუხი პროფესორ ტროიცკის სტატიაზე [60]

 

i) ტროიცკის სტატიის კონტექსტი და მიზანი

პროფესორი ფოტიადესი თავის პასუხს იწყებს პროფესორ ტროიცკის სტატიის ზოგადი მიმოხილვით. ის წერს, რომ სტატია დაწერილი იყო მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის შედეგად ცენტრალურ ევროპისა და კერძოდ რუსეთის მიწებმა ტერიტორიული ცვლილებები განიცადეს. ის აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებმა განაპირობეს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სექციის ადმინისტრირებაში ახალი რეორგანიზაცია იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც უზრუნველყოფდა მსოფლიო საპატრიარქო, რადგან იქ არ არსებობდა ორგანიზებული და აღიარებული ავტოკეფალური ეკლესია. ტროიცკის მიზანია, აღნიშნავს ფოტიადესი, რომ საკამათო გახადოს ამ მიწებზე მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქცია, განსაკუთრებით კი — მართლმადიდებელ დიასპორასა და ზოგადად მართლმადიდებელ მისიებზე. უფრო კონკრეტულად, მან მიზანში ამოიღო მსოფლიო საპატრიარქოს მიერ განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიც იყო, დაწყებული 1923 წლიდან და შემდგომ, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, ხოლო ესტონეთის, ფინეთის, ჩეხოსლოვაკიისა და დასავლეთ ევროპაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების ავტონომიების შექმნა. ტროიცკიმ დაადანაშაულა მსოფლიო საპატრიარქო, რომ, თითქოს, ის ინფიცირებულია ე.წ. „მსოფლიო ძალაუფლების ტიფით“, რამაც მე-20 საუკუნის მსოფლიო პატრიარქებს, დაწყებული მელეტიოს IV-დან, რომელიც მან დაადანაშაულა ამ ანომალიის შექმნაში, მისცა უფლება თავისი ტერიტორიის მიღმა გაევრცელებინათ თავიანთი იურისდიქცია სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების ხარჯზე. მან თავისი მოსაზრება დააფუძნა საეკლესიო კანონებსა და უძველესი კანონისტების სქოლიოებს, სადაც, მისი აზრით, მან გამოააშკარავა მსოფლიო საპატრიარქოს ამბიცია, ჰქონოდა გაფართოებული იურისდიქცია, როგორც ყალბი და არაკანონიკური. [61]ფოტიადესი ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტროიცკი ამ საკითხს ეხება. მან ეს საკითხი წამოაყენა ჯერ კიდევ თავისი იუგოსლავიაში ლტოლვილობის დროს, მაშინ, როცა რუსმა მიტროპოლიტმა ევლოგიმ დაითხოვა იგი პარიზის თეოლოგიური სკოლიდან (კერძოდ ის ამას ეხება თავისი პუბლიკაციის სქოლიოში Tcherkovna jourisdiktchija nad diasporom, Beograd, 1932). ფოტიადესისთვის ტროიცკის მოსაზრებები წარმოადგენს კანონის არასწორ ინტერპრეტაციას, რომელიც ამახინჯებს ჭეშმარიტებას მართლმადიდებელი ეკლესიების პირველი საყდრისსაზიანოდ.[62]

 

ii) ფოტიადესის პასუხის გამოყენების არეალი

ამ გადაწყვეტილების დემონსტრირების მიზნით ფოტიადესი მიმართავს შესაბამისი კანონების სრულ ექსპერტიზას და მათი მნიშვნელობების განმარტებას ეკლესიის ისტორიიდან ცნობილი კონკრეტული მაგალითების გამოყენებით. ტროიცკის გამოწვევის საპასუხოდ ის მოკლედ გვახსენებს მსოფლიო საპატრიარქოს დაარსებისა და ზრდის კანონიკურ საფუძველს, რათა ნათლად დაგვანახოს: ა) თუ რატომ წარმოადგენს ტროიცკის მიერ კანონების ცრუ ინტერპრეტაცია სიმართლის დამახინჯებას და ზიანს აყენებს მართლმადიდებელი ეკლესიების პირველ საყდარს; ბ) რატომ არა აქვთ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს კანონიკური უფლება ჩაერიონ ევროპაში მართლმადიდებლობის ადმინისტრირებაში;გ)რატომ მხოლოდ სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდარს ჰქონდა კანონიკური უფლება, რათა ეღიარებინა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, ავტონომიურობის ნორმების მიხედვით, მოეხდინა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ მყოფი მართლმადიდებელი სამიტროპოლიტოების ორგანიზება. [63]

 

I. კონსტანტინოპოლის დამატებით-იურისდიქციული უფლებების კანონიკური საფუძველი

 

iii)IIმსოფლიო კრების მე-3კანონი

 

პირველ რიგში, იგი გვახსენებს, რომ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის პოზიცია განსაზღვრული იყო IIმსოფლიო კრების მე-3 კანონით, რომელიც ანიჭებდა მას „პატივით უპირატესობას რომის ეპისკოპოსის შემდეგ, რადგან კონსტანტინოპოლი წარმოადგენდა ახალ რომს“.[64]სწორედ ამის საფუძველზეა, რომ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსები სათავეში ედგნენ აღმოსავლეთის საერთო თუ ადგილობრივ კრებებს, სადაც ხელდასხეს კიდეც აღმოსავლეთის რამდენიმე ეპისკოპოსი და მიტროპოლიტიც კი, ისევე, როგორც ამას აკეთებდა რომის ეპისკოპოსი დასავლეთში. ფოტიადესმა მოიყვანა რამდენიმე სპეციფიური მაგალითი, სადაც ფიგურირებენ ამ პერიოდის კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსები: ნექტარიოსი, სიზინიოსი, ნესტორი, იოანე ოქროპირი, ატიკოსი და პროკლოსი, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსები იყენებდნენ პატრიარქის უფლებებს პონტოსა და ასიის ეპარქიებში IVმსოფლიო საეკლესიო კრებამდე გაცილებით უფრო ადრე.[65]

 

iv) IVმსოფლიო კრების28-ე კანონი 

მეორე, რასაც ის ხაზს უსვამს არის ის, რომ მე-3 კანონი აღიარებული იყო ქალკედონში IVმსოფლიო კრების დროს და მისი შემდგომშიც გამოყენება კანონიკურად იყო სანქციონირებული და გახანგრძლივებული კრების მიერ მიღებული 28-ე კანონით.[66]ფოტიადესი აგრეთვე დოკუმენტალურად ამტკიცებს, რომ 28-ე კანონის მუხლი, რომლის მიხედვითაც კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს უნდა ხელდაესხა მხოლოდ მიტროპოლიტები და არა მის დაქვემდებარებაში მყოფი მიტროპოლიების ეპისკოპოსები, იგულისხმება პონტოს, ასიისა და თრაკიის მიტროპოლიები, წარმოადგენდა მისი უფლებების შეკვეცას, რაც გამოწვეული იყო რომის პაპ ლეონის ჩარევით, როგორც ეს გამოაშკარავა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ანატოლიმ. მაგრამ ამის სანაცვლოდ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს არაორაზროვნად მიენიჭა დამატებით-იურისდიქციული უფლებები ხელდაესხა ყველა ეპისკოპოსი საკუთარი მიტროპოლიების საზღვრებს მიღმა მდებარე ბარბაროსულ ტერიტორიებზე.[67]

 

v)კანონები 3 IIმსკ, 28 IVმსკ, 36 VIმსკ

მესამე, ფოტიადესი იხსენებს VI მსოფლიო კრების 36-ე კანონს, რომელიც აერთიანებს II მსოფლიო კრების მე-3და IV მსოფლიო კრების28-ე კანონებით სანქციონირებულ ყველა უფლებასა და პრეროგატივას.[68]ყველა ეს კანონი (მე-3, 28-ედა36-ე), ამბობს ფოტიადესი,ზუსტად განსაზღვრავს კონსტანტინიპოლის ეპისკოპოსის ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას(τήν διοικητικήν ἐξουσίαν), მაგრამ ის იქვე აღნიშნავს, რომ არის სხვა კანონებიც, რომლებიც განსაზღვრავენ მის სამართლებრივ უფლებებს (τὰδικαστικὰδικαιώματα)მთლიანად ეკლესიაში, კერძოდ IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონები.

 

vi) კანონები 9 და 17 IVმსკ

მეოთხე, ფოტიადესი ხსნის, რომ IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონები ადასტურებენ, რომ კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი არის ბოლო სააპელაციო ინსტანცია სამღვდელოების ყველა დავისა და პრობლემის მოგვარების საკითხში, საეპისკოპოსოებისა და სამიტროპოლიტოების ჩათვლით.[69]მე-9 კანონში ლაპარაკია კლერიკოსებს შორის, კლერიკოსებსა და ეპისკოპოსებს შორის, კლერიკოსებს ან ეპისკოპოსებსა და მიტროპოლიტებს შორის პოლიტიკური განსხვავებებისა და დავების შესახებ და ასევე აღნიშნავს, რომ ყველა ეს შემთხვევა „უნდა განიხილებოდეს … დიდი სამთავროს ეგზარქოსის (παρτξάρχτς διοικήσεως)ან კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდრის მიერ“.[70]მე-17 კანონიეხებაგარკვეულიეპარქიისსაზღვრებშიწარმოქმნილ დავებსდაგანმარტავს, რომ „ვინც თავისი მიტროპოლიტის მხრიდან დაიჩაგრება, შეუძლია მიმართოს დიდი სამთავროს ეგზარქოსის, ანდა კონსტანტინოპოლის საყდრის სამსჯავროს.[71]ფოტიადესი ხსნის, რომ ეგზარქოსი აქ ნიშნავს პატრიარქსდა მტკიცებულებად ციტირებს: I) იუსტინიანეს 123-ე ნოველას, თავი 22 და II) ივა ედესელის მიმართვას თავის ეგზარქოსთან IV მსოფლიო კრების მე-10 აქტში, რადგან ორივე მათგანი ეგზარქოსს პატრიარქთან აიგივებს.[72]

 

vii) კანონისტები

კონსტანტინოპოლისეპისკოპოსისკანონიერიუფლებებისუკეთასახსნელად, ფოტიადესი ასევე მოიხმობს ალექსი არისტენოსის სხოლიონსა და განმარტებას, რომელშიც ნათქვამია, რომ „უკანასკნელი აპელაციის უფლება გადაეცა კონსტანტინოპოლის პატრიარქს — პრივილეგია, რომელიც არ მიუღია არცერთ სხვა პატრიარქს, არც კანონით და არც სხვა წესებით, კერძოდ კი — ვერავინ გაასამართლებს სხვა საპატრიარქოს მიტროპოლიტს გარდა კონსტანტინოპოლის პატრიარქისა.“[73]სწორედ IV მსოფლიო კრებისმე-9 კანონის შესაბამისად, იმპერატორებმა ლეონმა და კონსტანტინემ ბრძანეს:

„კონსტანტინოპოლის პატრიარქის გასამართლება არ ექვემდებარება უფრო მაღალ სააპელაციო ორგანოს და არ შეიძლება გადაიხედოს ნებისმიერი სხვა ორგანოს მიერ; რამეთუ ყველა საეკლესიო კრიტერიუმი მომდინარეობს ამ ერთიდან, ამ ერთში მიიღება გადაწყვეტილება და ამ ერთში ბრუნდება; გარდა ამისა ეს არ მომდინარეობს სხვიდან და არ არის დაკავშირებული სხვასთან; რადგან ეს არის ძირითადი პრინციპი“. როგორც ფოტიადესი აღნიშნავს, ეს არის კანონის ის განმარტება, რომელსაც ეყრდნობოდნენ დიდი მეცნიერები უ. ბევერიჯი, კ.ი. ჰეფელე და ა. ლეკლერკი (Beveridge, Hefele, Leclercq).[74]

 

viii) IVმსკ მე-9 და სარდიკის მე-3 და მე-5 კანონები

ფოტიადესი კიდევ ორ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. პირველიარის, ლეკლერკის მიერ კონსტანტინოპოლისა და რომის სამეუფო საყდრებისთვის მინიჭებული სააპელაციო იურისდიქციების შედარება.ის ამბობს, რომ მათი წონა და შინაარსი არ არის ერთნაირი, რადგან IVმსოფლიო კრების მე-9 კანონი (დაკავშირებულია კონსტანტინოპოლთან) გამოცემულია მსოფლიო კრების მიერ და არ შეიძლება შეედაროს სარდიკას ადგილობრივი კრების (დაკავშირებულია რომთან) მიერ გამოცემულ მე-3 კანონს. ეს უკანასკნელი უბოძებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს სადავო საკითხები, მაშინ როდესაც, მეორე აძლევს უფლებას რომის პაპს დანიშნოს არბიტრები, რომლებიც სადავო საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, სარდიკის კრების მე-5 კანონი ადასტურებს, რომ რომის საყდარს არ შეუძლია რომელიმე საკითხის გადაწყვეტაკონსტანტინოპოლის საყდრის დაუკითხავად. საუბრობს ასევე იუსტინიანეს 130-ე ნოველის მოხმობით, ფოტიადესი მიუთითებს კონსტანტინოპოლის საყდრის უპირატესობის ამაღლებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „ილირიკუმში წარმოქმნილი კანონიკური დავები არ უნდა განიხილებოდეს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის და მისი სინოდის აზრის გაუთვალისწინებლად, რადგან მათ აქვთ ისეთივე პრივილეგიები, როგორც ანტიკურ რომს“.[75]ის ასევე შეეხო რომის პაპის ზოსიმეს მცდელობას, გაეყალბებინა ნიკეის მსოფლიო კრების კანონები იმისთვის, რომ გაეძლიერებინა თავის სააპელაციო უფლებები კართაგენში მიმდინარე დავებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი ეს მცდელობები გამოაშკარავებულ იქნა ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის საეკლესიო არქივების შესწავლის შედეგად. [76]

 

ix) მსოფლიო პატრიარქის მნიშვნელობა

მეორესაკითხი, რომელსაც განიხილავს ფოტიადესი არის ტიტულების — ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი და პატრიარქი —ისტორიული გამოყენება და მნიშვნელობა, თუ როგორ შეიცვალნენ ისინი ეკლესიის ისტორიის მანძილზე, განსაკუთრებით კი — ეკლესიის სინოდიკურ პროცედურებში.[77]ის ყურადღებას ამახვილებს მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქისწოდებაზე, რომლიც 518-519 წწ-ში ებოძა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსსა და პატრიარქს იოანე II-ს. ამ წოდების ნამდვილი მნიშვნელობის ასახსნელად ის მონაწილეობას იღებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ამ ტიტულთან დაკავშირებულ დავათა დისკუსიებში და ციტირებას უკეთებს რიგ ცნობილ მეცნიერებს.[78]დასკვნად ის პროფესორ კარტაშევის განცხადებას იყენებს: „მაგალითები, რომლთაც ჩემს წიგნში ვახსენებ, საკმარისია კონსტანტინოპოლის პატრიარქის უპირატესობის აღიარებისთვის, არა როგორც წარსულის არქეოლოგიური მოვლენის, არამედ როგორც ცოცხალი და მოქმედი პრინციპისა.[77]ამრიგად, ფოტიადესი ხაზს უსვამს კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირველ და უმაღლეს პოზიციას აღმოსავლეთის პატრიარქებსა და მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებში მყოფ იერარქებს შორის, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პრივილეგიები, აღნიშნავს იგი, არამედ მოვალეობებიც. ამაში შედის მისი ზრუნვა ყველა ეკლესიაზე, მათ აღმშენებლობასა და ქრისტიანების მომზადებაზე, და აგრეთვე, ხაზს უსვამს, მისი ჩარევის უფლებას კანონიკური წესრიგის აღსადგენად იქ, სადაც ის შერყეულ ან დარღვეულ იქნა. ისტორია გვაჩვენებს, რომ მსოფლიო პატრიარქი ყოველთვის ასრულებდა ამ მოვალეობებს და სარგებლობდა ამ პრივილეგიებით ისე, რომ მიეღო სწორი გადაწყვეტილებები და უზრუნველეყო სტაბილურობა და მთლიანობა უწმიდეს მართლმადიდებელ ეკლესიებში მის ყველა ადგილზე. ამ მტკიცებულების უფრო ნათელი დემოსტრირებისათვის, ფოტიადესი გვაწვდის მაგალითებს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან, სადაც ზოგიერთ მათგანს ადგილი ჰქონდა თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე (1453 წელს), ხოლო ზოგიერთს — უკვე თურქეთის უღელის ქვეშ. აშკარაა, რომ კონსტანტინოპოლმა დაკარგა თავისი პირველობის უფლება მისი თურქების დაპყრობის შემგდომ:

 

x) ოიკუმენური პრეროგატივების გამოყენების ისტორიული მაგალითები

ა) მაგალითები1453 წლამდე:პირველი მაგალითი იყო გადაწყვეტილება, რომელიც კონტანტინოპოლის სინოდმა მიიღო ჯერ კიდევ 394 წელს ორ ეპისკოპოსს, აგაპიოსსა და ბაგადიოსის, შორის დავის დროს ბოსტრას ეპარქიასთან დაკავშირებით, რომელიც ანტიოქიის იურისდიქციის ქვეშ იყო.[80] ბევრი სხვა მაგალითისთვის, ის იხსენებს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ანატოლის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა 600-ზე მეტი ეპისკოპოსის წინაშე ქალკედონში შემდგარი IVმსოფლიო საეკლესიო კრების დროს, აღნიშნა რა დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც მათ შეეძლოთ წამოეჭრათ თავისი ეკლესიური საკითხები კონსტანტინოპოლის მუდმივმოქმედი (Ἐνδημοῦσα)სინოდის წინაშე და მიეღოთ კანონიკური გადაწყვეტილებები.

როგორც ამ წეს-ჩვეულების ნათელი მაგალითი, ფოტიადესი აღნიშნავს კანონებს ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იყო პატრიარქ სიზინიოს II-ს დროს (X ს.) და მარხვასთან დაკავშირებით, რომელიც გაცემული იყო პატრიარქ იოანე ქსიფილინოსის დროს (XI ს.). ეს კანონები გახდნენ საყოველთაო სრულიად მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.[81] კიდევ ერთი ასეთი მაგალითი იყო კვიპროსის ეპისკოპოსის იოანე ამათუსის განკვეთა კონსტანტინიპოლის სინოდის მიერ პატრიარქ ლუკაI ქრიზოვერგის დროს (XIIს.)[82]; და კიდევ ერთი, როდესაც პატრიარქმა კალისტოს I-მა წესრიგისკენ მოუწოდა ტირნოვოსა და სრულიად ბულგარეთის მთავარეპისკოპოსს (1355 წ.), რომელსაც პატრიარქის წოდება მიანიჭა ლამპსაკოსის სინოდმა (1234 წ.) პატრიარქ გერმანე ΙΙ-ის დროს, მაგრამ დიპტიქში სხვა პატრიარქებთან ერთად მოხსენიების გარეშე,და რომელმაც სცადა მიესაკუთრებინა პატრიარქის სრული უფლებები და უგულებელეყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის მასზე გავრცელებული იურისდიქცია. [83] 

            ბ) მაგალითები1453წლის შემდგომ პერიოდში:რაც თურქეთის პერიოდს ეხება, ფოტიადესი ლაპარაკობს იმ მრავალ მაგალითსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქების კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც მიმართული იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის საკეთილღეოდ. ეს მაგალითები მოყვანილია ოიკუმენური საყდრის არქივარიუსის და შემდგომში კი ბეროას, კიზიკოსის და კესარიას მიტროპოლიტის, კალინიკოს დელიკანესის საპატრიარქო დოკუმენტების Πατριαρχικγγραφα-ს მეორე ტომში. ისინი ეხება დოგმებს, წმიდა ტრადიციებს და კანონიკურ საეკლესიო დებულებებს, რომლებიც მოიცავენ მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სხეულს და განსაკუთრებით კი იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ეხება ამა თუ იმ ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. კერძოდ, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის (სინაის სამთავარეპისკოპოსოს ჩათვლით) და კვიპროსის, და მოიცავენ 1574-1863წწ. პერიოდს.

ამ პერიოდის განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან მაგალითად ფოტიადესს მოჰყავს ალეპოს მიტროპოლიტის არჩევა პატრიარქ პაისიოს II-ის დროს. ეს ასახულია მემორანდუმში, რომელიც ადიდებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს მისი ზრუნვისთვის,არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ეკლესიისთვის, რომელთა მიმართაც მას შეუძლია მისთვის მსოფლიო კრების მიერ და მეფის ბრძანებებით მინიჭებული უფლებებით სარგებლობა. [84]კიდევ ერთი მაგალითი დაკავშირებულია ალეპოს სამიტროპოლიტოსთან, კერძოდ კი მსოფლიო პატრიარქის მიერ, მისი მიპროპოლიტის, ფილემონის არჩევასთან, რომელსაც ეს სამიტროპოლიტო გადაეცა სილვესტერ ანტიოქიელის მიერ, მასში არსებული განსაკუთრებული პრობლემების გამო. ამ მაგალითთან დაკავშირებულ ორივე დოკუმენტში, მემორანდუმსა (1757) და დაბრუნების აქტში, რომლის მიხედვითაც ალეპოს სამიტროპოლიტო დაუბრუნდა ანტიოქიის სამპატრიარქო საყდარს პატრიარქ სამუელ I-ის დროს (1766). კონსტანტინოპოლის საყდარი მოხსენიებულია როგორც საერთო (კანონიკური) დედა ეკლესია ყველა ეკლესიისთვის ყველა ტერიტორიაზე, რომელიც ზრუნავს ყველა ეკლესიის მოთხოვნებსა და პრობლემებზე, რადგან მას მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებები და პრივილეგიები.[85]ფოტიადესი აქვე დასძენს კიდევ ერთ თვალსაჩინო მემორანდუმს ანტიოქიის პატრიარქ დანიელის (1767) არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე განადიდებს კონსტანტინოპოლის საყრის განსაკუთრებულ, კანონიკურ როლს და მის მნიშვნელობასა.[86]ამ ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითებს, რომლებიც სრულად წარმოაჩენენ პროფესორ ფოტიადესის მტკიცებულებებს კონსტანტინოპოლის საყდრის გაფართოებულ იურისდიქციაზე მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში, მიჰყავს იგი აშკარა პასუხამდე, ტროიცკის მიერ კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ მიმართული უსამართლო ბრალდებების საპირისპიროდ:

პირველი მაგალითია, 1663 წელს აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქის (დიონისე IIკონსტანტინოპოლელი, პაისი ალექსანდრიელი, მაკარი ანტიოქიელი, ნექტარი იერუსალიმელი) მიერ შედგენილი ტომი, რომელიც მათ გამოსცეს რუსეთის ეკლესიის მიერ დასმული 25 შეკითხვის საპასუხოდ. ფოტიადესი ახდენს კითხვებისადა პასუხების(ნომ. 8, 21 და 22) ციტირებას, რომლებიც რელევანტურია ტროიცკისთვის მის პასუხთან მიმართებაში:

მე-8კითხვა:უნდა შეათანხმოს ყველა ეკლესიამ თავისი ყველა გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლთან და სამეუფო საყდრის მიერ უნდა განიხილებოდეს ყველა საეკლესიო დავა?

პასუხი:ეს პრივილეგია ეკუთვნოდა რომის პაპს მანამ, სანამ ის გამოეყოფოდა კათოლიკე ეკლესიას ქედმაღლობით და თვითნებობით. მაგრამ ამ გამოყოფის შემდეგ, ეკლესიების ყველა საკითხი ეხება კონსტანტინოპოლის საყდარს და ის გამოსცემს ყველა გადაწყვეტილებას, რადგან მას კანონების მიხედვითძველ რომთან თანასწორი პირველობის უფლებებიგააჩნია… ის ფაქტი, რომ მსოფლიო საპატრიარქოს საყდარს მინიჭებული აქვს ეს პრივილეგიები შეიძლება დამტკიცდეს მრავალი გზით, მათ შორის, სამართალმცოდნე დიდი ავტორიტეტების მიერ …. და ასევე კანონისტ ბალსამონის მიერ, რომელიც ამბობს, „ის რაც კანონიერად იყო დამტკიცებული განსაკუთრებით პაპთან მიმართებაში არის არა მხოლოდ მისი, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქის პრივილეგიაც; მაგრამ, რადგან რომის ეპისკოპოსი გამოეყო კათოლიკე ეკლესიას ეს კანონმდებლობა და პრივილეგია ეხება მხოლოდ კონსტანტინოპოლის საყდარს.“ შემდეგ, თუ მოხდება ისე, რომ დანარჩენი პატრიარქები მხარს დაუჭერენ მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის მიერ დადგენილ ნებისმიერ მთავარ საკითხს, მიღებული გადაწყვეტილება შეუცვლელი დარჩება.

21-ე და22-ე კითხვა: თუ მიტროპოლიტმა ან პატრიარქმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე მასსავე დაქვემდებარებულ ეპისკოპოსების წინაშე… ხოლო ის არ ემორჩილება მათ და გარბის არბიტრთან მათი გადაწყვეტილებით, რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში?

პასუხი:„სამეუფო საყდრისა და მისი პატრიარქების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გამოიცა მის წინააღმდეგ წერილობით, და ყველაფერი, რაც მართლზომიერი და კანონებთან შესაბამისობაშია, როგორც ეს უკვე აღინიშნა, და რადგან მსოფლიო სამეუფო საყდარს აქვს ეს პრეროგატივა კანონების საფუძველზე, შენარჩუნდება და არ იქნება მისი შემდგომი განხილვის საშუალება…“[87]

მეორე მაგალითი, რომელიც მოყავს ფოტიადესს, არის მტკიცებულება ტომიდან მოსკოვის საპატრიარქოს დაფუძნების შესახებ, რომელიც ხელმოწერილი იყო კონსტანტინოპოლოს პატრიარქ იერემიას მიერ, ასევე ანტიოქელი პატრიარქ იოაკიმეს, იერუსალიმის პატრიარქ სოფრომის და 81 მიტროპოლიტის მიერ, რომ ეჩვენებინა მსოფლიო პატრიარქის წამყვანი როლი მართლმადიდებელი ეკლესიების თავმჯდომარე იერარქებს შორის: „ასე რომ, მასაც (მოსკოვის პატრიარქს) სათავეში ჰყავდეს კონსტანტინოპოლის სამოციქულო ტახტი.[88]

 

xi) მსოფლიო პატრიარქის ჭეშმარიტი ისტორიული პროფილი

ფოტიადესი აღიარებს, რომ ზოგიერთ რუს კანონისტსა (სუვოროვი, პავლოვი და სხვები) და ისტორიკოსს არ ძალუძთ სწორედ შეაფასოს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მრავალმხრივი მოღვაწეობა. შესაბამისად, ლაპარაკობენ აღმოსავლეთ პაპიზმზე და ადანაშაულებენ მსოფლიო პატრიარქს აღმოსავლეთში პაპური ძალაუფლების დაწესებაში. ასეთი იყო პროფესორ ტროიცკის პოზიცია, რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე ლაპარაკობდა ახალი რომის „მსოფლიო ბატონობის ცოდვაზე“, მსოფლიო პატრიარქის დასავლეთ ევროპასა და დიასპორაში ბოლოდროინდელი საქმიანობის გამო. საქმე იმაშია, ამბობს ფოტიადესი, რომ ის რაც კონსტანტინოპოლმა გააკეთა არის არაფერი გარდა იმ საქმიანობის გაგრძელებისა, რასაც ის დასაწყისიდანვე ყოველთვის ეწეოდა წარსულში საკუთარი მოვალეობებისა და უფლებების შესრულების მხრივ. ის, თუ რამდენად არასწორია ტროიცკისა და სხვათა მოსაზრებები, შეიძლება ნათლად დაგვენახა თუ სათანადო ყურადღებას მივაქცევდით: ა) პატრიარქ ნეოფიტუს VII-ის აქტს, რომლის მიხედვითაც ალეპოს მიტროპოლია ანტიოქიის საყდრის ქვეშ მოექცა,[89]ან ბ) პატრიარქ გერასიმე II-ის ამ საკითხთან დაკავშირებულ სიგელს,[90]ან თუნდაცგ) მსოფლიო პატრიარქის მიერ გრეგორი ალეპოელის მიმართ გაცემულ საყვედურს, რომელმაც არ ახსენა ანტიოქიის პატრიარქი სილვესტრი მისი სამიტროპოლიტოს ანტიოქიაში დაბრუნდების შემდეგ, მაგრამ მის ნაცვლად ახსენა მსოფლიო პატრიარქი.[91]შესაბამისი ტექსტები, რომლებსაც ფოტიადესი ციტირებას უკეთებს, ხაზს უსვამენ: ა) კონსტანტინოპოლის საყდრის შეუწყნარებლობას მათ მიმართ, ვინც აჭარბებს თავის უფლებებს სიხარბის გამო და მოქმედებს და ლაპარაკობს უსამართლოდ (ἀφαιρεῖν ἐκείνων τὰδίκαια καὶπλεονεκτεῖν ἀδικοῦντα, οὐχ ὅπως πράττειν, ἀλλ οὐδὲἀκούειν ἀνέχεται); ბ)მსოფლიო სამეუფო საყდრის სამართლიანი დამოკიდებულება სხვა საპატრიარქო და სამოციქულო საყდრებთან მიმართებაში, რამეთუ ის არ ართმევს მათ იმას, რაც მათ კანონით ეკუთვნით და არც სხვებს აძლევს უფლებას იმოქმედონ თავიანთი უფლებამოსილებების მიღმა, და ზრუნავს მათ უფლებებზე მათთან მჭიდრო ურთიერთობის საფუძველზე.(μήτε τὰἐκ τῶν νόμων προσήκοντα ἐκείνοις ἀφαιρούμενος, μήτε ὑπὲρ τοὺς ὅρους πράττειν ἀξιῶν, ἀλλὰμάλιστα πρὸς τὰδίκαια καὶτὰς χρείας ἐκείνων. συναντιλαμβανόμενος) დაგ) კონსტანტინოპოლის საყდრის მზაობაზე, უარი თქვას იმ უადგილო და მიუღებელ ქმედებებზე, როგორიცაა, მაგალითად, სინოდალური გადაწყვეტილებებისა და ინსტრუქციების იგნორირება (ἄτοπα καὶπαράλογα πράγματα ἔξω τῆς συνοδικῆς ἀποφάσεως καὶπαραγγελίας).[92]ამრიგად, ფოტიადესი ასკვნის, რომ მსოფლიო პატრიარქს არასოდეს ჰქონია მცდელობა დაეკნინებინა სხვა ეკლესიების უფლებები და არც სხვებისთვის მიუცია ამის უფლება.

ამის ნათელი დასტურია ფოტიადესის მიერ მოყვანილი მაგალითი, მსოფლიო პატრიარქების (მეთოდიოს II, იაკობI, კალინიკეII დაგაბრიელIII) განაჩენი,რომელიც გამოტანილ იქნა მათ მიერ იერუსალიმის პატრიარქის მოთხოვნით, სინაის მთავარეპისკოპოსებთან განმეორებითი მცდელობების გამო, რათა მათ გაეთავისუფლებინათ თავი იერუსალიმის პატრიარქების კანონიკური იურისდიქციისგან. მისი ციტატა პატრიარქ იაკობ I-ის სინოდალური წერილიდან, რომელიც გამოქვეყნდა 1687 წელს, ასახავს მსოფლიო პატრიარქის შეურყეველ პოზიციას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ: ის შეესაბამება სამოციქული ეკლესიის კანონსა და წესრიგს, რომელიც გადმოცემული იყო უძველესი დროიდან, განმსჭვალული იყო სიმტკიცით შეენარჩუნებინა ყველგან მდებარე ეკლესიების ურყევი პრივილეგიები, სამოციქულო პროტოტიპების, სინოდალური და კანონიკური ტერმინების და წმინდა მამათა დანაწესების შესაბამისად, და კანონიკური ძალაუფლების საფუძველზე, რომელიც კონსტანტინოპოლის სამეუფო საყდარს ანიჭებდა უფლებას გადაეწყვიტა მის წინაშე მდგომი საკითხები ან წესრიგის აღდგენის მიზნით,აღეკვეთა ის დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წმინდა ეკლესიებში სხვა ტერიტორიებზე[93]

 

P.S. III ნაწილის გაგრძელება მალე იქნება

I ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე

II ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე

 

___________________

 

60 See ἘμμανουὴλΦωτιάδης, ἙξἈφορμῆςἑνὸςἌρθρου(On account of an Article), Ὀρθοδοξία 23, 1948, 210-40. Troitsky, (“ O granitchach raspostradenija prava vlasti Konstantinopolskoj Patriarchii na ‘diaspora ” (The Limits of the Authority of the Patriarch of Constantinople over the Diaspora), Journal of the Moscow Patriarchate No 11, 1947, pp 34-45. 

61 Op. cit., p., 210. 

62 Ibid. 

63 op. cit., pp. 211-2. 

64 op. cit. p. 212. For Canon 3 see Ralle-Potle, op. cit., I p. 173. 

65 For a full discussion of this see op. cit., pp. 212-213. 

66 For the text of Canon 28 see Ralle-Potle, op. cit., II, pp. 280-281. 

67 For details see op. cit., p. 215 and footnotes 18 and especially 20. 

68 op. cit., p. 213. For Canon 36 see Ralle-Potle, op. cit. II p. 387. 

69 op. cit., pp. 216-217. 

70 Ralle-Potle, op. cit., II p. 237. 

71 Ralle-Potle, op. cit., II, pp. 258-259. 

72 Mansi, Concilia Ampl. Collectio VII, 237. 

73 Ralle-Potle, op. cit., II, p. 240. 

74 Beveridge, Συνοδικόν, vol. II., Hefele, Histoire des Conciles , trad. par Leclercq, B2, p. 794. 

75 See Ralle-Potle, VI, op. cit. pp. 259, 260. 

76 See Photiades’ essay, op. cit. p. 218. 

77 Here he turns to accredited scholars like Ivan Andreeff (Konstantinopolskie Patriarchi ot vremeni Chalki donskavo Sobora do Fitija , Sergeif Posad, 1895), Th. Zahn (Forchungen zur Geschichte des neuetestamentlichen Kanons und der altkirchlichen Literatur , III, Erlangen 1884) and W. Moeller (Lehrbuch der Kirchengeschichte , Freiburg I, 1889). 

78 He cites Pichler, Hergenröther, Gelzer, Ziegler, Andreeff, Barsov, Vailhé. 

79 A. Kartaschoff, Praktika appelatchionnavo prava Konstantinopolskich Patriarchof , Warszawa, 1936, p. 19. 

80 Migne, PG, cxxxviii, clms. 449-453, cxix, 821-825. 

81 Ralle-Potle, op. cit. V, p. 41ff, and V, 51-56. 

82 Ralle-Potle, op. cit. III, 324. 

83 Miklosich et Müller, Acta Patriarcatus Constantinopolitani , A, 438, clxxxvi. Also, Archim. K. Δελικάνη, Πατριαρχικῶν ἐγγράφων Τόμος Γ´, Κωνσταντινούπολις, 1905, p. 1046-1047. 

84 Archim. K. Delikanes, op. cit. Tomos II, p. 189. 

85 For the relevant memoranda see Delikanes, op. cit. Tomos II, 200-1 and 210. 

86 Ibid. pp. 212-213.

87 M. Gedeon, ΚανονικαὶΔιατάξεις , τόμοςα´, 341-366 and Delikanes, op. cit. III, pp. 93-118. 

88 Delikanes, op. cit., III, p. 25. 

89 Ibid. III, p. 217. 

90 Ibid. II, p. 220. 

91 Ibid. II, p. 191 

92 Ibid. 

93 Ibid., p. 403. 

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment