კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის გაყოფა II

კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის გაყოფა

ტროიცსკი და ფოტიადესი მსოფლიო საპატრიარქოს დამატებით-იურისდიქციულ უფლებებზე

xy0NFR_5bdb39e367ac52_01371271-tmb-750x428xfill

 

ავტორი: ალექსანდრე გ. დრაგასი
თარგმნა: სოლომონ ლებანიძე
რედაქტორი: დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

წყარო: Apostoliki Diakonia of the Church of Greece 

 

 

 

II ნაწილი

ტროიცკის სტატია კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ლიმიტზე

 

ტროიცკიმ დაიწყო ბრალდება, რომ ხუთი უძველესი საპატრიარქოს მეთაურები, რომლებიც გარემოებათა ძალით სხვათა ზემოთ იყვნენ განლაგებულნი,“ ხშირად ვარდებოდნენ ამქვეყნიური ცოდვის ცდუნებაში (მთ.4: 3-10), როდესაც ისინი თავიანთი ძალაუფლების გაზრდას ცდილობენ.თუმცა, იგი შეგულიანებული იყო იმით, რომ ეკლესიის კრებათა ღმრთაებრივად ბოძებულ ცნობიერებას შეეძლო აღეკვეთა ქმედებები, მსგავსად რომისა (მაგ. კართაგენის კრება) და ანტიოქიის (მაგ. II მსოფლიო კრების მე-8 კანონი) იურისდიქციის გაფართოების სხვა ეკლესიების საზიანოდ. მიუხედავადამისა, ის ამტკიცებდა, რომ ამგადაწყვეტილებებს ხშირად უგულებელყოფდა კონსტანტინოპოლი, რომელიც ხშირად თავს წარმოაჩენდა სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებზე მაღლა, როდესაც რომის ეკლესიისდან მემკვიდრეობით გადმოცემით პატივით პირველობას, ძალაუფლებით პირველობად გადააქცევდა“.[23] ამ შემთხვევაში, ის კონსტანტინოპოლის ინტერვენციულ ქმედებებს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მიმართ საზიანოდაღიქვამდა, და მაგალითისთვის იშველიებდა შუა საუკუნეებში სლავური საპატრიარქოების გაუქმებას, უფრო ხშირად კი — ბულგარეთისა და ანტიოქიის სქიზმებს. რუსეთის შემთხვევაზე მსჯელობისას, ტროიცკი ასკვნის, რომ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ მყოფი კონსტანტინოპოლი უძლური იყო, რათა ჩაეხშო მოსკოვის ზრდადი გავლენა. მიუხედავად ამისა, მან სცადა მოსკოვის შეკავება და „რთულ მდგომარეობაში“აღმოჩნდა. [24]

ამის შემდეგ, ტროიცკი ადანაშაულებს კონსტანტინოპოლს „ახალი თეორიების“ შეთხზვაში, რომელთა მეშვეობითაც კონსტანტინეპოლს სურს მართლმადიდებელ სამყაროზე დომინირება. ას მოსაზრებას ამყარებდა მთელს „დიასპორაზე“(ანუ დისპერსია) [25იურისდიქციის გავრცელების პრეტენზია, რომელიც მოიცავს თითოეული ავტოკეფალური ეკლესიის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველა ტერიტორიას. ამ თეორიის შემქნელად ის პატრიარქ მელეტი IV-ს (მეტახაკის)[26] მოიაზრებს. ტროიცკი იშველიებს რამოდენიმე მაგალითს იმისა, რომ მელეტის მემკვიდრეები აგრძელებდნენ ამ პრაქტიკას. [27] შესაბამისად, ტროიცკი გვაძლევს საკვანძო მაგალითების სიას,  კონსტანტინეპოლის მიერ ამ ახალი თეორიის განხორციელების თაობაზე. [27.1]

  1. 1922 წელს კონსტანტინეპოლი აფუძნებს 4 ეპარქიას ამერიკაში და ნიშნავს დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ექსარქოსს, აპოკალიპტური ტიტულით თიატირის მიტროპოლიტისა (გამოცხ. 2:18)
  2. 1923 წელს კონსტანტინეპოლი ნიშნავს პრაღის და სრულიად ჩეხოსლოვაკიის მთავარეპისკოპოსს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქო ტომოსით აღდგა უძველესი წმიდა კირილესა და მეთოდეს სამთავარეპისკოპოსო. ეს ეკლესია, როგორც ფინეთის, ესტონეთისა და პოლონეთის ეკლესიები იურისდიქციულად დაექვემდებარნენ კონსტანტინეპოლს.
  3. 1924 წელს კონსტანტინოპოლმა დანიშნა მიტროპოლიტი „უნგრეთისა და ექსარქოსი ცენტრალურ ევროპისა ბუდაპეშტში“, ისევე როგორც ეპისკოპოსი პარისში. პოლონეთის ეკლესიას, თავის მხრივ, ებოძა ავტოკეფალია, თუმცა ტროიცკი აღნიშნავს, რომ ის ინარჩუნებდა კონსტანტინეპოლზე დამოკიდებულებას. მეტადრე, კონსტანტინოპოლმა დაარსა ორი ეპარქია ავსტრალიაში და აგრეთვე ცდილობდა რუსეთის საპატრიარქოს გაუქმებას და მის დამორჩილებას ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდში.
  4. 1925 წელს პოლონეთის ეკლესიის მეთაურს ებოძა ტიტული „უნეტარესი“ და 1929 წელს თრაკიის ეპისკოპოსი (კონსტანტინეპოლის შემადგენლობაში) ზედამხედველად, პრივილეგიების ფართო სპექტრით გაიგზავნა იქ.
  5. 1928 წელს ამერიკის რუსული ეკლესიის ეპისკოპოსი ადამი (პილიპოვსკი) დაექვემდებარა კონსტანტინეპოლს.
  6. 1931 წელს დასავლეთ ევროპაში რუსი მიტროპოლიტი ევლოგი თავის დაქვემდებარებულ ეპისკოპოსებთან ერთად გადავიდა კონსტანტინეპოლის იურისდიქციაში.
  7. 1932 წელს კონსტანტინეპოლმა დააყენა საკითხი იუგოსლავიის ფარგლებს გარეთ მყოფი სერბული ეკლესიების მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში დაქვემდებარების თაობაზე.

 

ამ პუნქტების მოშველიებით ტროცკი ასკვნის, რომ ეს სიტუაცია მცირე ხანს შეიცვალა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც რუსული ეკლესიის ყოფა გაუმჯობესდა და კონსტანტინეპოლმა დაიწყო მისი ეპარქიებისა და სამრევლოების კარგვა სსრკ-ს საზღვრებს გარეთა და შიგნით, როდესაც ისინი დაუბრუნდნენ თავის დედა ეკლესიას — მოსკოვის საპატრიარქოს. თუმცა, ტროიცკი აღიარებს, რომ ფინეთისა და პოლონეთის ეკლესიების დაბრუნების საკითხი, ასევე დასავლეთ ევროპაში რუსული დიასპორის მოსკოვისთვის დაბრუნების საკითხი, კვლავ გადაუწყვეტელია და ისინი ნებაყოფლობით კონსტანტინეპოლს დაექვემდებარნენ. ამასთან, ტროიცკი აღნიშნავს, რომ კოსტანტინეპოლი უარს არ იტყვის თავის თეორიაზე მთელი მართლმადიდებელი დიასპორის მისადმი კანონიკური დაქვემდებარების თაობაზე და ის მიიჩნევს აუცილებლად ამ თეორიის ორივე მხარის მიერ შესწავლას და მის განხორციელებას პოლონეთისა და ფინეთის ეკლესიებში. პოლონეთის ეკლესიასთან დაკავშირებით, ის შენიშნავს, რომ საჭირო იყო არამხოლოდ ამ ეკლესიის კონსტანტინეპოლისადმი დამოკიდებულების საკითხის შესწავლა, არამედ ამ ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ბოძების უფლების შესწავლაც.[27.2] ამდენად, ის ბრალს დებს კონსტანტინეპოლს იმაში, რომ ის ამ თეორიას ამართლებს II მსოფლიო კრების მე-2, III მსოფლიო კრების მე-8 და IV მსოფლიო კრების 28-ე კანონებით, და ამიტომაც ის თავის სტატიაში ცდილობს მოახდინოს ამაზე რეაგირება. ტროიცკი ზოგადად მიმოიხილავს ΙΙ მსოფლიო კრების მე-2 და ΙΙΙ მსოფლიო კრების მე-8 კანონებს, ხოლო შემდეგ, მთავარ პოლემიკურ მსჯელობას წარმართავს IV მსოფლიო კრების 28-ე კანონზე, რომელსაც კონსტანტინეპოლი იშველიებს, რათა გაამართლოს საკუთარი იურისდიქციის გავრცელება „ბარბაროსთა მიწებს“ (ἐντοῖςβαρβαρικοῖς) შორის არსებულ ეპისკოპოსებზე. [28]

 

i ) II მსოფლიო კრების მე-2 კანონი

„ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა. კანონთა თანახმად ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. ასიის სოფლების ეპისკოპოსნი განაგებდნენ მხოლოდ ასიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი – მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს.ეპისკოპოსი არ უნდა გავიდეს თავისი სამრევლო ეკლესიის ფარგლებიდან ხელდასხმისათვის, ან სხვა რაიმე საეკლესიო განგებისათვის მოწოდების, ანუ მიწვევის გარეშე. თითოეულ სამთავროს (ეპარქიას) განაგებს ამავე სამთავროს კრება ნიკეაში განსაზღვრებული კანონის თანახმად, ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ტომთა ეკლესიები უნდა განაგონ მამათა მიერ დაწესებული ძველი კანონების მიხედვით.“[29]

პირველი არგუმენტი მოყვანილია პატრიარქ მელეტი II (მატახაკის) ალექსანდრიელის (7/5/1927) წერილის ციტირებიდან მიტროპოლიტ ანტონისადმი, კიევის ფორმალური მიტროპოლიტი, როგორც ROCOR-ის (საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებელი ეკლესია)თავმჯფომარე იერარქისადმი. [30] ამ წერილში მელეტი ბრალს დებს ანტონს II მსოფლიო კრების მე-2 კანონის უგულებელყოფასა და კარლოვატსში დამოუკიდებელი სინოდის შექმნის გამო, რომელიც  სერბეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა: „ამ კანონის საფუძველზე, თქვენ, როგორც რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსებს, არ გაქვთ უფლება თქვენი ეკლესიების საზღვრებს გარეთ საეპისკოპოსო იურისდიქციებში“.[31მიუხედავად ამისა, ტროიცკი არ ეთანხმება მელეტისეულ კანონის განმარტებას და იცავს საპირისპირო აზრს აქ მოშველიებული არგუმენტებით:

  1. ეს კანონი არ ახსენებს კონსტანტინეპოლს და არც ანიჭებს მას რაიმე პრივილეგიას სხვა ეკლესიაზე.
  2. თუკი კანონს გავიგებთ ისე, როგორც მას განმარტავს მელეტი, მაშინ არცერთ ეკლესიას, კონსტანტინეპოლის ჩათვლით, თავის საზღვრებს მიღმა არ შეუძლია მისიონერული მოღვაწეობა.
  3. პატრიარქი მელეტი ციტირებს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საკითხს არ ეხება. მიზანმიმართულად გამოტოვებს კანონის ბოლო ნაწილს, რომელიც ყველა ეკლესიას მისიის წარმოების საშუალებას აძლევს: „ხოლო წარმართთა შორის არსებული უცხო ერთა (ν τος βαρβαρικος θνεσι) ეკლესიები უნდა დაემორჩილონ იმ წესებს, რომელიც მამათა დროიდან მოგვეწოდება.“
  4. კანონი არ კრძალავს ეკლესიის იურისდიქციის გავრცელებას ეკლესიის საზღვრებს გარეთ, როცა სამისიონერო პროვინციებს ეხება საქმე, მაგრამ ეს დაკავშირებულია მხოლოდ დაარსებული ეკლესიების ტერიტორიულ ერთიანობასთან. ამ მოსაზრების უფრო გამტკიცებისთვის, ტროიცკი ასკვნის, რომ „მამათა დროიდან მოწოდებული წესები“ შუა საუკუნეების კანონისტების, ზონარის და ბალსამონის მიერ გაგებული იყო, როგორც ნებადართული ნებისმიერი პროვინციის ეპისკოპოსისთვის, ეწვიოს სხვა „წარმართულ“პროვინციას, მოქცეულთა რწმენაში განმტკიცების მიზნით. [32]

 

ii) III მსოფლიო კრების მე-8 კანონი

„საეკლესიო წესებისა და წმინდა მოციქულთა კანონების საწინააღმდეგო, სიახლე და თავისუფლების ხელმყოფია ქმედება, რომლის შესახებაც გვაცნობეს ღვთისსათნომყოფელმა თანაეპისკოპოსმა რიგინოსმა და მასთან ერთად კვიპროსის სამთავროს კეთილკრძალულმა ეპისკოპოსებმა — ზენონმა და ევაგრემ. ვინაიდან იგი საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას საჭიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი; მით უფრო, რომ არასდროს ყოფილა ჩვეულება, ანტიოქიის ეპისკოპოსს კვიპროსში ხელთდასხმა მოეხდინოს, როგორც ეს წერილობით და სიტყვიერად გვაცნობეს წმინდა კრებაზე მობრძანებულმა კეთილკრძალულმა კაცებმა. ამიტომ კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, ყოველგვარი შევიწროების გარეშე უნდა შეუნარჩუნდეს წმინდა მამათაკანონებისამებრ და ძველი ჩვეულების თანახმად იმის უფლება, რომ თავად აწარმოონ კეთილკრძალულ ეპისკოპოსთა ხელთდასხმა. იგივე წესი უნდა იყოს დაცული ყველა სხვა სამთავროსა და ეპარქიაში. ამდენად, ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე; ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობის ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვმადლა. ამგვარად, წმინდა და მსოფლიო კრებამ სათნოდ მიიჩნია, რომ თითოეულმა ეპარქიამ, ყოველგვარი შევიწროების გარეშე, წმინდად შეინარჩუნოს თავიდანვე მისთვის მინიჭებული და ძველთაგანვე დამტკიცებული უფლება. ჩვეულებისამებრ, თითოეულ მიტროპოლიტს, თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად, შეუძლია ამ დადგენილების ასლი გადაიღოს. აქვე ვადგენთ: ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინების საწინააღმდეგოს თუ ვინმე შემოიღებს, უკანონოდ იქნეს შერაცხული.“  [33]

ტროცკის მეორე არგუმენტი კიდევ ერთხელ მიმართულია პატრიარქი მელიტის და „სხვა ბერძენი კანონისტის“წინააღმდეგ, რომელთაც რუსეთის ეკლესია III მსოფლიო კრების მე-8 კანონის უგულებელყოფაში დაადანაშაულეს, მას შემდეგ, რაც მათ თავისი იურისდიქცია, ინტერვენციის გზით, გადალახეს პოლონეთსა და ფინეთში. [34] ამ შემთხვევაში, კონსტანტინეპოლი იუწყებოდა, რომ მხოლოდ მის ეპისკოპოსს, და არა სხვას, შეეძლო ამ პროვინციებზე კონტროლის განხორციელება, რომელიც მას, ან მის წინამორბედებს, არ ეკუთვნოდა. ტროიცკი ხედავს კონსტანტინეპოლს ამ კანონის დამრღვევად:

  1. თუ მელეტის არგუმენტი სწორი იყო, მაშინ კონსტანტინეპოლს არ შეეძლო განეხორციელებინა თავისი იურისდიქცია, რადგან კანონი ამისთვის გამონაკლისს არ უშვებს. შესაბამისად, თუკი მოსკოვს არ მისცემდა ნებართვას, ჰქონოდა ეპარქიები პოლონეთსა და ფინეთში, როგორც სხვა სახელმწიფოებში, მაშინ იგივე მიზეზი არც კონსანტინოპოლს ექნება.
  2. კანონი გაგებულ უნდა იქნას თავის ისტორიულ კონტექსტში, კერძოდ: ა) ანტიოქიის ეკლესიამ შეაჩერა თავისი პრეტენზიები კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესიის მართვაზე და ბ) საეკლესიო ტერიტორიული იურისდიქციები ერთ სახელმწიფოში (ბიზანტიაში) იყო განსაზღვრული.
  3. ბალსამონი II მსოფლიო კრების მე-2, IV მსოფლიო კრების 28-ე და VI მსოფლიო კრების 39-ე კანონების ციტირებისას განმარტავს,რომ „რომის იმპერიაში არსებული ეკლესიები, ზოგიერთის გარდა, ექვემდებარებოდნენ კონსტანტინეპოლის საყდარს“. თუმცა, თუ ეს განმარტება კონსტანტინეპოლის მიერ ფართო ნაციონალური მასშტაბით ინქა გამოყენებული (მაგ. მისი იურისდიქციის გარეთ), მაშინ ეს არღვევს ამ კანონს.
  4. კონსტანტინეპოლმადაარღვია კანონი პროვინციების (პოლონეთი და ფინეთი [35]) დამორჩილებით, რომელნიც მოსკოვს 100 წელზე მეტ ხანს ეკუთვნოდა, ხოლო IV მსოფლიო კრების მე-17 კანონით განსაზღვრულია 30 წელი. [36] ანალოგიური შეიძლება ითქვას დასავლეთ ევროპაში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც რუსები კონსტანტინეპოლის ეგიდით იმყოფებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება არღვევდა მე-17 კანონს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა არ გასცა განტევების წერილები. პირველ რიგში, ამ პროვინციების დამორჩილება გაუქმებულია III მსოფლიო კრების მე-8 კანონით, ხოლო მეორე, როგორც მიმღებს, ასევე მიღებულს, მე-17 კანონის გათვალისწინებით, უნდა ჩამოერთვათ თავინთი წოდება. [37]

iii) IV მსოფლიო კრების 28-ე კანონი

„მივყვებით რა ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს, ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ას ორმოცდაათი ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინოპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იგივეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინოპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნომყოფელმა ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, ასიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტები, ზემოთ დასახელებული სამთავროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მისი გამორჩევა წინასწარ უნდა მოხდეს ერთსულოვნად და შემდეგ წარედგინოს მას ხელთდასხმისათვის.“  [38]

ტროიცკის საბოლოო და დამუშავებული არგუმენტები მიმართულია კონსტანტინოპოლის დამატებით-იურისდიქციული უფლებების წინააღმდეგ, „ბერძნები თავიანთი თეორიის მთავარ დადასტურებას პოულობენ  IV მსოფლიო კრების 28-ე კანონში, რომელიც ნამდვილად მიანიშნებს კონსტანტინოპოლის ეკლესიის უფლებებზე.“ ტროიცკი აღიარებს, რომ ეს კანონი გულისხმობს II მსოფლი კრების მე-3 კანონს, რომელიც კონსტანტინეპოლს აძლევს რომის ტოლ პატივს, მაგრამ ის აღნიშნავს, რომ „შემდეგ ის ზღუდავს მის (კონსტანტინეპოლის) ძალაულებას“მხოლოდ ასიის, პონტოს, ანდა თრაკიის მიტროპოლიტების, და „აგრეთვე ბარბაროსთა შორის არსებული ეპარქიების ეპისკოპოსთა კურთხევის შემოფარგვლით (ντοςβαρβαρικος).“ ეს შესაძლებლობას აძლებს მას მიიჩნიოს, რომ „ახალი (ბერძნული პაპისტური) თეორიის დამცველთა“ ინტერპრეტაციის ἐντοῖςβαρβαρικοῖς პოლიტიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, მხოლოდ კონსტანტინეპოლს ეძლევა იურისდიქციული ძალაუფლება ყველა ეკლესიაზე არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრების მიღმა, ე.ი. მართლმადიდებელ დიასპორაზე. ამის საფუძველზე, ტროცკი ცდილობს, უკუაგდოს ეს კონცეფციები, ტერმინებზე – დიასპორა და ბარბაროსები – სხვადასხვა საეკელსიო მწერლობის მოშველიებით. [39]

 

ა) ტერმინი დიასპორა

ტროისკი ძიებას იწყებს დიასპორის „დისპერსიის“(გაფანტულობის) მნიშვნელობის ჩანაცვლებით, რომელიც ადრეულ ქრისტიანულ ლიტერატურაში არის ნახსენები. [40] ამის საფუძველზე, ის ამტკიცებს, რომ ეს ტერმინი შეცდომით არის გამოყენებული თანამედროვე კონტექსტში, რადგან ეს „არ ნიშნავს, რომ ტერმინ ‘დიასპორას‘ აქვს გეოგრაფიული ან პოლიტიკური მნიშვნელობა, არამედ კონფესიური მნიშვნელობა და ეხება უმცირესობის რწმენას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს უმცირესობა გარკვეულ სახელმწიფოში ან მის გარეთ.“[41]

 

ბ) ტერმინი ბარბაროსი

ტროიცკი ანალოგიური წესით ხსნის ტერმინ ბარბაროსს, კონსტანტინეპოლის მიერ კანონისგანმარტების ეტიმოლოგიური და გრამატიკული საფუძველების უარყოფის მცდელობით. მისი კვლევის მიხედვით, ტერმინი ბარბაროსი“ ან ბარბაროსიერები“გამოიყენებოდა ადრეულ ქრისტიანულმ წერლობაში. მოგვიანებით ბარბაროსმა ხალხებმა ქრისტიანობა რომაელებსა და ბერძნებზე გაცილებით გვაინ მიიღეს. იმ ფაქტმა, რომ ეს ბარბაროსი“ ხალხი წარმოადგენდა უმცირესობის (დიასპორა) იმპერიაში, ეკლესიას შეატანინა სპეციალური კანონების ფორმულირება, II მსოფლიო კრების მე-2 დაIV მსოფლიო კრების 28-ე კანონების სახით, მათზე გარკვეული საეკლესიო წესის ამოქმედებისათვის. ისფაქტი, რომ ტერმინი საბოლოდ ეთნოგრაფიულია, ვიდრე გეოპოლიტიკური ხასიათის, პოულობს მტკიცებულებას ახალაღთქმაში, სადაცტერმინიგამოიყენებოდაყველაარა-ბერძნულადდაარა-ლათინურად მოლაპარაკესადმი, როგორც რომის იმპერიის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც,[42] და IV-VIსაუკუნისბიზანტიურტექსტებში, სადაც ეს ტერმინი აღნიშნავდა უცხოელებს, როგორც ქვეყნისშიგნით,[43] ასევე გარეთ,[44] რომისიმპერიაში. დასასრულს, ისასევედასძენს, რომ τὸβαρβαρικὸν ტერმინი მხოლობოთში გამოყენებოდა, რომის იმპერიის გარეთ მყოფი ბარბაროსული ქვეყნების აღნიშვნისთვის, განსხავებით τὸἑλληνικόν-გან, რომლითაც აღინიშნებოდა ბერძნულ სამყაროს. [45]

 

გ) ტერმინი ბარბაროსი IV მსოფლიო კრების 28-ე კანონში

ტერმინ „ბარბაროსის“ კვლევის შემდეგ, ტროცკი აკვირდება, თუ რამდენად შესაბამისაია ამ ტერმინის გამოყენება 28-ე კანონითან, რომელსაც კონსტანტინეპოლი იშველიებს ავტოკეფალური ეკლესიების საზღვრების მიღმა იურისდიქციის განხორციელების გასამართლებლად. თუკი ტერმინის პოლიტიკურ-გეოგრაფიულის კონოტაცია (ე.ი. სცდება ბიზანტიის საზღვრებს), მაშინ კონსტანტინეპოლის პრეტენზია უნდა იყოს სამართლიანი, მაგრამ თუკი ის ეთნიკური ხასიათისაა (ანუ მიმართულია იმპერიის ფარგლებში მცხოვრები არაბერძნენი ქრისტიანებისადმი), მაშინ კონსტანტინეპოლის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია. ტროიცკი ამ უკანასკვნელის მტკიცებისას ცდილობს გაამტყუნოს კონსტანტინეპოლი კანონის მცდარ ინტერპრეტაციაში შემდეგი მეთოდოლოგიის მოშველიებით: 1) 28-ე კანონის ტერმინების კონტექსტის მნიშვველობა; 2) 28-ე კანონის კონტექსტი II მსოფლიო კრების მე-2 კანონთან მიმართებით; 3) შუა საუკუნეების კანონისტების მიერ ამ კანონის განმარტებები; 4) კანონის ისტორიული მიმართება კონსტანტინეპოლის ისტორიასთან.[46] პირველი და მეორე პუნქტების შეჯამება ამდაგვარია:

  1. ამკანონის ავტორებმა სიტყვა ἐντοῖςβαρβαρικοῖςშეგნებულად მრავლობით რიცხვში ჩაწერეს, რათა ზოგადად აღენიშნათ ბარბაროსი ხალხები (არა ქვეყნები) , მხოლობითში — ἐντῷβαρβαρικῷ-ის მაგიერ, რომელიც როგორც ტერმინის წინა კვლევისას ნაჩვენები იყო, აღნიშნავს ბარბაროსი კანონის (ქვეყნების) მქონე მიწებს.
  2. კანონი იყენებს ზედსართავს βαρβαρικοῖς, მაგრამ არსებითი სახელის თანხლების გარეშე. თუკი ამას II მსოფლიო კრების მე-2 კანონის ფრაზას “ἐντοῖςβαρβαρικοῖςἔθνεσι”დავუკავშირებთ, გამოვა რომ გამორჩენილი სიტყვა „ხალხები“ (ἔθνεσι)უნდა მიესადაგოს 28-ე კანონსაც, რადგან ეს კონტექსტი გრამატიკულად უდგება უკანასკვნელს.
  3. კანონი საუბრობს მხოლოდ„ზემოთ მოხსენიებული ეპარქიების“ხალხზე (ე.ი. ასიის, პონტოს და თრაკიის ეპარქიების ბარბაროსი ხალხები) და არა ზოგადად ბარბაროს ხალხზე. თავის მხრივ, ეს ეპარქიები ბიზანტიის იმპერიის შიგნით არსებობდა, თუმცა ტროიცკი უშვებს იმას, რომ ამ ეპარქიებს ჰქონდათ თავისი მისიები და წარმომადგენლობები მათ ფარგლებს გარეთაც. ასე რომ, ეს კანონი არ არის დაკავშირებული იმპერიის ფარგლებს მიღმა ტერიტორიებთან, რომელნიც კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსისადმი არის დამორჩილებული,„ეპისკოპოსები ბარბაროსთა შორის მცხოვრები ამ სამ ეპარქიაში არსებულ საეკლესიო ფარგლებში, მიუხედავად ამის, ეს ბარბაროსები ცხოვრობდნენ ბიზანტიაში, თუ მის ფარგლებს გარეთ.“
  4. კონსტანტინეპოლი, რომელიც თავდაპირველად მცირე ტერიტორიას წარმოადგენდა, რომლის ეპისკოპოსი თრაკიის ეპარქიას ექვემდებარებოდა და შემდგომში გახდა ბიზანტიის (ახალი რომის) დედაქალაქი, ამის საფუძველზე II მსოფლიო კრების მე-3 კანონმა კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსი პატივით რომის ეპისკოპოსს გაუთანაბრა, თუმცა რანგით მე-2 ადგილზე დატოვა. კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსის აღზევებამ და მისმა ურთიერთობამ იმპერატორთან, მას მეტი ძალაუფლება შესძინეს მიტროპოლიტებსა და ეპისკოპოსებზე ამ 3 ეპარიქში. ესაა მიზეზი იმისა, რომ IV მსოფლიო კრების 28-ე კანონში დადასტურდა მისი პატივი, მაგრამ შეიზღუდა მისი ძალაუფლება იურისდიქციაზე სამი ეპარქიის — ასიის, პონტოს და თრაკიის — ფარგლებს გარეთ. IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონები მას აძლევენ სასამართლოს უფლებებს მხოლოდ ამ სამ ეპარქიაში, როგორც ნიკეის Iკრებამ გარკვეული საეკლესიო პროვინციები დაუქვემდებარა სამ საეკლესიო ცენტრს — რომს, ალექსანდრიასა და ანტიოქიას. ამ აზრის გათვალისწინებით, ტროიცკი ამტკიცებს, რომ თითოეული ავტოკეფალური ეკლესიის ცენტრალურ ძალაუფლებას უფლება აქვს აწარმოოს მისიები მათსავე ტორიტორიებს გარშემო. თუმცა, „სამი ეპარქიის დაქვემდებარება კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსისადმი, ხდის მას ცენტრალურ ხელისუფლად მათთვის და „დიასპორების“ მართვა ამ სამ ეპარქიაში მისი განკარგვის ქვეშ იყო.“[47]

 

დ) IV მსოფლიო კრების 28-ე კანონის განმარტება შუა საუკუნეების ბიზანტიელი კანონისტებთან

ამჟამად ტროიცკი იშველიებს შუა საუკუნეების ბიზანტიელ კანონისტებს თავისი ჰოპოთეზის გასამყარებლად. ის იწყებს ალექსი არისტენოსით [48], იოანე ზონარათი [49], თეოდორე ბალსამონითა [50და მე-14 საუკუნის მათე ბლასტერით [51]. ყველა მათგანი, 28-ე კანონში ტერმინ Βαρβαρικοῖς-ს განმარტავდა როგორც „ბარბაროს ხალხებს“პონტოს, ასიის და თრაკიის ეპარიქებისა. აქედან გამომდინარე, კონსტანტინეპოლს ჰქონდა ეპისკოპოსთა დადგინების უფლება ბარბაროსებისთვის „დიასპორა“ (უცხოელებისთვის) ამ სამ ეპარიქაში, ხოლო მეზობელი ეპარქიების ბარბაროსი ხალხები რჩებოდნენ შესაბამისი მართლმადიდებელი ეკლესიების იურისდიქციაში. მაგალითად, ევროპაში, არისტენოსიც და ზონარაც, კონსტანტინეპოლის უფლებას, ეპისკოპოსის დანიშვნისა ბარბაროსი დიასპორისთვის თრაკიაში (ქალაქ სარდიკიდან აღმოსავლეთში) შეუძლებლად თვლიდნენ, ვინაიდან ეს ეპარიქიები რომის (თესალია, მაკედონია და ილირია) დაქვემდებარებაში იყო. პონტოში კი, ბალსამონი განსაზღვრავდა მის ბარაბროსულ დიასპორას შავი ზღვიდან ტრაპიზონამდე და მის შიდა ტერიტორიას. ასიაში კი ეს ტერიტორია შემოიფარგლებოდა ეფესოს, ლუკიას შემოგარენით და გარშემო ტერიტორიით პამფილიაში, მაგრამ მას არ შეეძლო ანატოლიის ეპისკოპოსის კურთხევა, ვინაიდან ეს უფლება მხოლოდ ანტიოქიის ეპისკოპოსს ჰქონდა. [52]

 

ე) IV მსოფლიო კრების 28-ე კანონის ისტორიული გამოყენება

ისტორიულ კონტექსტში კონსტანტინეპოლის პრეროგატივების გამოყენების ანალიზისას, ტროიცკი იყენებს საბოლოო არგუმენტს. ის ამტკიცებს, რომ 28-ე კანონი კონსტანტინეპოლს ნებას რთავდა ემართა ბარბაროსთა დიასპორები მის კუთვნილ იურისდიქციაში (ასია, პონტო და თრაკია), სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების შეზღუდვის გარეშე ჰქონოდან თავისი კუთვნილი ბარბაროსთა დიასპორა. შესაბამისად, რომი ნიშნავდა ეპისკოპოსებს partibus infidelium-ში (ურწმუნო მოსახლეობის მყოლ ქვეყნებში – ი.ჯ.) ევროპის დიდ ნაწილში, თრაკიის გარდა, ალექსანდრია —  ეგვიპტის სამხრეთით ქვეყნებში, და ანტიოქია საქართველოში, სომხეთში, სპარსეთსა და მესოპოტამიაში. [53მეორე მხრივ, კონსტანტინეპოლის დიასპორა შემოიფარგლებოდა ასიით, პონტოთი და თრაკიით, დიდი დროის კრების შემდეგ. ეს რომ ასე იყო, დასტურდება შემდეგით:

  1. იუსტინიანეს სამოქალაქო კოდექსი (534): მხოლოდ საუბარია მცირე სკვითიის ეპისკოპოსზე (კათედრა ქ.ტომში), და ისავრიის ეპისკოპოსი ისავრიაპოლისში, რომელიც მცირე ხან იმყოფებოდა კონსტანტინეპოლის ქვეშ IVმსოფლიო კრების 28-ე კანონის მიღების შემდეგ. ტრულის 30-ე კანონი ამ ეკლესიებს „ბარბაროსულ ეკლესიებს“ უწოდებს.
  2. .იუსტინიანეს ნოველა XI (535): იმპერატორმა იუსტინიანემ დაარსა ახალი ავტოკეფალური ეკლესია,სახელად იუსტინიანა პრიმა(Justiniana Prima), სამისიანერო საქმიანობისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბარბაროსებს შორის. ახალი ეკლესიის ახალ მთავარეპისკოპოსს დაექვემდებარნენ სოფიის, რიპარია დაკიის, პრესლავის, დარდანიას და ზემო მოესიას ეპისკოპოსები. ეს დაახლოებით მოიცავდა ყოფილ იუგოსლავიის, ალბანეთის და დასაველეთ ბულგარეთის ტერიტორიებს.
  3. იუსტინიანეს ნოველა CXXXI (545): იუსტინიანა პრიმას ტერიტორიები რომის იურისდიქციას დაუბრუნდამას შემდეგ,რაც პაპმა გააპროტესტა ახალი ავტოკეფალიის შექმნა მისი უფლებების საზიანოდ.
  4. იუსტინიანა პრიმა გაუქმდა მე-7 საუკენეში, რეგიონში სლავური ემიგრაციის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მისმა სამიტროპოლიტოებმა (ფილიპესი, თესალონიკესი და ლარისასი) მხარს უჭერდნენ მათ კონსტანტინეპოლისგან დამოუკიდებლობას, სლავური დისპორისთვის ახალი საეპისკოპოების შექმნისთვის.
  5. კონსტანტინეპოლის იურისდიქცია ბარბაროსთა დიაპორაზე შემოიფარგლებოდა ბიზანტიის განაპირა მხარეებით, რომელიც ნათლადაა წარმოჩენილი კონსტანტინეპოლის საყდრის ქვეშ მყოფი ეპარქიების უძველეს სიებში ეპოფე ანიუსის [54], დე ბორის [55], ლეო ფილოსოფოსის [56და ნილუს დოქსოპატრესის [57ჩანაწერებში. ტროიცკი აღიარებს, „რომ მეორე სია ახსენებს გოთურ სამიტროპოლიტოს, მაგრამ როგორც ვ.ა. მოშინმა გვიჩვენა, ჩვენ საქმე გვაქვს შემოთავაზებასთან და არა დადასტურებულ ფაქტებთან“. ამის თქმისას, ის მაინც აღიარებს, რომ ორივე — ლეო ფილოსოფოსი და ზემოთ ნახსენები კანონიკური განმარტებლები (მოშენი) რუსეთის ეკლესიის ტერიტორიას კონსტანტინეპოლისას უმატებენ, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ „პირველ შემთხვევაში ჩვენი გვიანდელი გამარტება გვაქვს, მეორეში კი ცხადი ანაქრონიზმი, ვინაიდან არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მე-5 საუკუნეში თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე არსებობდა ქრისტიანობა. დასაბამიდან, რუსეთის ეკლესია საწყისს კონსტანტინეპოლის ეკლესიის იღებს, მაგრამ არა IV მსოფლიო კრების 28-ე კანონიდან გამომდინარე, არამედ მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, როგორც ახლად მოქცეული ხალხი, რომელიც ექვემდებარება თავის დედა ეკლესიას, სანამ არ მოითხოვებდა ავტოკეფალიას.“ [58]

 

თავისი უკანასკვნელი დაკვირვებისას, ტროიცკი ამტკიცებს, რომ კონსტანტინეპოლის იურისდიქცია არ ეფუძნებოდა IV მსოფლიო კრების 28-ე კანონით ბოძებულ პრეროგატივებს. ამის საპირისპიროდ, ისტორიამ გვიჩვენა, რომ მისი იურისდიქცია გაფართოვდა ხელსაყრელი გარემოებით, როგორც ის გავრცელდა დურაჩიუმში (თანამედროვე დურეი) იმპერატორ ლეონ III-ის მიერ ილირიუმის დაპყრობის შემდეგ, ან მისი გაფართოება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მისივე მოშურნე „სლავი მისიონერების“მეშვეობით.მაშასადამე, მისი იურისდიქცია იკვეცება ნაკლებად ხელსაყრელი გარემოებების დროს, როგორიცაა არაბერძნული (ე.ი. სლავური) ტერიტორიების დამოუკიდებლობა კონსტანტინეპოლისგან ავტოკეფალიის სახით. გარდა ამისა, ტროიცკი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელ დიასპორაზე კონსტანტინეპოლის იურისდიქციის განვრცობა უნდა გაბათილდეს, ვინაიდან ის არასდროს ემყარებოდა IV მსოფლიო კრების 28-ე კანონს, რომლითაც პატრიარქ მელეტი IV-ის მიერ 1922 წელს შექმნილი თეორიით დიასპორაზე პრეტენზია ცხადდებოდა. ყველაზე მკვეთრ მაგალითს ამ თეორიის მცდარობისა წარმოადგენს ის, რომ დიასპორების თეორი არ არის ნახსენები მე-19 საუკუნის ბერძნულ კანონიკურ ნუსხებში პადალიონში (1800), ათენურ სინტაგმაში (1852-1859) ან კიდევ არქიმანდრიტ კალისტეს ბროშურაში სახელწოდებით „საპატრიარქო საყდარი და მისი უფლებები და პრივილეგიები სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან მიმართებით“(ალექსანდრია 1921), რომელშიც არანაირი მინიშნება არაა ამ თეორიაზე, მით უმეტეს, რომ ბროშურა ამ გამოგონებაზე ერთი წლით ადრე გამოვიდა.

დასასრულს, ტროიცკი ასკვნის, რომ კონსტანტინეპოლის ახალ თეორიას მართლმადიდებელ დიასპორასთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი კანონიერი საფუძველი, როგორც მისი თეზისი ამტკიცებდა , II მსოფლიო კრების მე-2, III მსოფლიო კრების მე-8, IV მსოფლიო კრების მე-17 და 28-ე კანონები, როგორც მისი მხარდამჭერთა დამტკიცება. ამის ფონზე, კონსტანტინეპოლის „მსოფლიო ძალაუფლებრივი ამპარტავნება, დაგმობილია კანონების მიერ“, ის მხოლოდ აზიანებს ეკლესიის ცხოვრებას და „მალე მსოფლიო ეკლესიის სინდისი, ღმრთაებრივი სულით განათლებული, დაგმობს მის პაპისტურ და ანტიკანონიკურ ერსს.“ [59]

 

I ნაწილი იხილეთ ამ ბმულზე

________________________

 

Here again is the theme of primacy of authority as repeated by the Karlovtsy scholars. See Troitsky, op. cit., p. 59

24Interestingly, Troitsky, who was in Moscow at the time, does not attack the atheist soviet regime, which had devastated the Russian Orthodox Church up to that point. See Troitsky, op. cit., pp. 59-60.

25Troitsky references Canon 85 of Basil the Great.

26Meletios Metaxakis (1871-1935) was Metropolitan of Kition (1910-1918), Archbishop of Athens (1918-1921), Patriarch of Constantinople (1921-1923), and Patriarch of Alexandria (1926-1935)

27For example, Troitsky cites two Constantinopolitan Patriarchal letters as evidence: 1) Epistle of Patriarch Basil II to the Metropolitan of Warsaw (12/12/1922), which aimed to show that Constantinople was intervening in Moscow’s former territory of Poland; and 2) Letter of Patriarch Photius II to Patriarch Barnabas of Serbia (5/30/1931) where Constantinople claimed the diocese of Budapest as its jurisdiction instead of Serbia’s, since Constantinople had jurisdiction over the diaspora (i.e. outside established Orthodox jurisdictions). See Troitsky, p. 60.

27,1 These examples can only be found in the Russian original as the abridged Englishtranslation did not include them. See TROITSKY, O granitchach raspostradenija prava vlastiKonstantinopolskoj Patriarchii na ‘diaspora (The Limits of the Authority of the Patriarch ofConstantinople over the Diaspora), op. cit., pp. 35-36.

27,2 The Church of Poland would fall under Moscow’s influence one year after thepublication of Troitsky’s article in 1948, whereas the Church of Finland (the Finnishterritories that were occupied by the USSR, not in Finland proper) would fall in 1957.

28Troitsky, op. cit., p. 67.

29Christian Classics Ethereal Library : http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf214.ix.viii.iii.html

30Metropolitan Anthony was the head of the ROCOR Karlovtsy Synod of which Troitsky was a central member.

31Troitsky, op. cit., pp. 60-61. Interestingly, the editors of the 1996 One Church journal add a footnote to support the autocephaly of the OCA stating: “Even on the basis of this canon, it is the Moscow Patriarchate which enjoys primary jurisdiction on the American continent for nowhere had Orthodoxy yet been established here until Russian clergy came to Alaska and San Francisco.” See footnote 1 in Troitsky, p. 67 The authors claim of Moscow having jurisdiction over the entire American continent is quite misleading and very open to interpretation. The editors are correct in asserting that the Russian clergy were the first to establish Orthodoxy in Alaska (1794), but they were not to establish Orthodoxy in the United States since Alaska at that time was part of the Russian Empire. The Russian mission, however, did eventually relocate its diocese into US territory (San Francisco) after Alaska was sold to the United States in 1867. In contrast, the Greek Orthodox were the first recorded group to establish an Orthodox Church in the USA after they established the first Orthodox Church in New Orleans, Louisiana in 1864. What’s more, the question of the establishment of Orthodoxy on the American continent is open to debate, especially when one considers that some historians have pointed that Greek sailors might have even brought Orthodox worship to the American Continent as early as the late 1700’s. For Russian Orthodoxy in America see Constance J. Tarasar, Orthodox America 1794-1976 , OCA Department of History and Archives, New York 1975 and Mark Stokoe & Leonid Kishkovsky, Orthodox Christians in North America 1794-1994 , Orthodox Christian Publications Center 1995. For Greek Orthodoxy in America see Rev. George Pappaioannou, The Historical Development of the Greek Orthodox Archdiocese of North and South America , 1984 in F.K. Litsas (Ed.), A Companion to the Greek Orthodox Church (pp. 178-206), New York, N.Y (Greek Orthodox Archdiocese of North and South America). “The Archdiocese of America,” The Greek Orthodox Theological Review , 45 (2000), 193-306 and on the Greeks of Florida see:

http://web.archive.org/web/20050418154250/ http://web.classics.ufl.edu/CGS/florida_hellenism.htm (Retrieved February 2017) For a general account of Orthodoxy in America also see Thomas E. FitzGerald, The Orthodox Church , Prager, Westport Connecticut London 1998.

32See Troitsky, op. cit., p. 61. For the interpretation of Zonaras and Balsamon see Athenian Syntagma II, pp. 171-172.

33Christian Classics Ethereal Library : http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf214.x.xvi.xii.html

34See Troitsky, p. 61.

35Again, the Editor makes a point to add that this situation is also applicable to the Orthodox Church on the American Continent. See Troitsky, p. 62.

36The Canon reads, ” Outlying or rural parishes shall in every province remain subject to the bishops who now have jurisdiction over them, particularly if the bishops have peaceably and continuously governed them for the space of thirty years.  But if within thirty years there has been, or is, any dispute concerning them, it is lawful for those who hold themselves aggrieved to bring their cause before the synod of the province.  And if any one be wronged by his metropolitan, let the matter be decided by the exarch of the diocese or by the throne of Constantinople, as aforesaid.  And if any city has been, or shall hereafter be newly erected by imperial authority, let the order of the ecclesiastical parishes follow the political and municipal example .”http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf214.xi.xviii.xvii.html

37See Troitsky, op. cit., p. 62.

38Christian Classics Ethereal Library http://www.ccel.org/ccel/schaff/npnf214.xi.xviii.xxviii.html

39See Troitsky, op. cit., p. 62.

40In the Old Testament, the term is used for the Jews dispersed among the heathen (Deut. 30:3-4; Judith 5:19; Job 7:35 etc.). The term is also utilized in similar ways in the New Testament, although it is applied in three different ways ; to the Hellenes (John 7:34-35; John 12:20-29), to the Christians living among the Jews in the Diaspora (James 1:1), and to the Christian (elect) strangers dispersed in Asia Minor and the Asian part of the Roman Empire (1 Peter 1:1; Hebrews 11:13). His findings also reveal that both the early (St. Clement of Rome, Migne , PG 1, 200C, and in the Clementines, Migne, PG 2, 147A) and the later Christian writers (85 th Canon of Basil) use it the same way as the Old Testament. See Troitsky ,op. cit., pp. 62-63.

41Troitsky , op. cit., p. 63.

42The following Biblical examples are given in support of this claim: a barbarian in speech (1 Cor. 14:9-11); barbarians within the Roman Empire (Rom. 1:14); and barbarian peoples of Melita (Malta), even though they possessed Roman citizenship (Acts 28:1-4).

43Canon 8 of Trullo. Maximos also adds Epistle to Diognetus, V. 4, Socrates XV. 36. See Maximos of Sardes, The Ecumenical Patriarchate. , op. cit., p. 220.

4485 th Canon of St. Basil the Great,vidi Codex Justiniani XII, 36, 39. Maximos corrects Troitsky by saying it is Codex Justiniani XI, 36. See Maximos of Sardes, The Ecumenical Patriarchate. , op. cit., p. 220.

45Troitsky gives the example found in Canon 52 of Carthage, where the term τῷβαρβαρικῷπαράκειταιdenotes a “barbarian land” on the border of Africa. See Troitsky , p. 63 The quote in question is « διὰτὸεἰςτὰτέλητῆςἈφρικῆςκεῖσθαιαὐτὴνκαὶὅτιτῷβαρβαρικῷπαράκειται». See Ράλλη-Πότλη, Σύνταγματῶνθείωνκαὶἱερῶνκανόνων(hence forth cited as Ralle-Potle), Ἀθῆναι1852, II, p. 430.

46See Troitsky op. cit. ,pp. 63-64.

47Troitsky , op. cit., p.64.

48Aristenos writes : ” To him(Bishop of Constantinople) are subjected only the metropolitans of Pontus, Asia, and Thrace, and they receive consecration from him, as do also the bishops of the barbarians in these dioceses , because the dioceses of Macedonia and Illyricum, Thessaly and Peloponnesus, and of Epirus and the (barbarian) people in it (i.e. in this particular diocese) were at that time under the authority of the Roman bishop. ” See Athenian Syntagma II, p. 286.

49Zonaras writes : The consecration of bishops among the barbarian people found in the aforementioned dioceses is given over to the Constantinopolitan bishop, because the rest of the dioceses, i.e. Macedonia and Thessaly, Helladia and Peloponnesus, the so – called Epirus and Illyricum, at that time were subjected to the bishop of Old Rome. ” See Athenian Syntagma II, pp. 283-284.

50Balsamon writes : ” The bishoprics among the barbarians are Alania, Rhossa, and others, since the Alanians belong to the Pontic diocese, and the Rhossans to the Thracian diocese. ” See Athenian Syntagma II, p. 285.

51Blastares writes: ” it is also permitted the bishop of Constantinople to consecrate bishops among the barbaric peoples bordering upon dioceses subject to him, such as the Alanians and Rhossans, since the first border upon the Pontic and the second upon the Thracian diocese. ” See Athenian Syntagma IV, p. 257.

52Troitsky , op. cit., p.65.

53Troitsky , op. cit., p.66.

54See Migne, PG, 86, 1, 789.

55See De Boor, Zeitschrift für Kirchengeschichte, 1891, XII

56See Athenian Syntagma V, 474-475

57See Migne, PG, 132, 1097

58Troitsky , op. cit., p.66.

59Troitsky , pp. 66-67

 

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment