მართლმადიდებელი თეოლოგიის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია

მართლმადიდებელი თეოლოგიის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია

(მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდის ქვეშ)

ორგანიზატორი: თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტი

კონფერენციის თემა: »მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება. მართლმადიდებელი თეოლოგია 21-ე საუკუნეში«.

 

41602639144_356166784d_o

თესალონიკი, 21-25 მაისი, 2018 წელი

კონფერენციის ვებ-გვერდი: http://orthodoxconference.theosch.auth.gr

 

კონფერენციაზე მოწვეული იყო 120 მომხსენებელი მთელი მსოფლიოდან — სხვადასხვა სამეცნიერო, კვლევითი და თეოლოგიური სასწავლებლებიდან, უნივერსიტეტებიდან და ინსტიტუციებიდან. კონფერენციაზე სიტყვით წარდგა მრავალი საეკლესიო მაღალიერარქი, მათ შორის:

  • კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ყოვლადუწმინდესი ბართლომესო (ოფიციალური წარმომადგენელი ამერისკის მთავარეპისკოპისი დიმიტრიოსი)
  • ალბანეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი ანასტასიოსი (ოფიციალური წარმომადგენელი ეპისკოპოსი ასტი)
  • მილეტოს მიტროპოლიტი აპოსტოლოსო
  • ტარგობისტეს მიტროპოლიტი ნიფონი
  • მონტენეგროს მიტროპოლიტი ამფილოხი
  • სილივრას მიტროპოლიტი მაქსიმოსი
  • სასიმას მიტროპოლიტი გენადიოსი
  • აბიდოს ეპისკოპოსი კირილოსი
  • ამორიონის აპისკოპოსი ნიკიფოროსი
  • ხრისტუპოლის ეპისკოპოსი მაკარიოსი
  • ტელმესოს მთავარეპისკოპოსი იობი
  • მესინიას მიტროპოლიტი ხრიზოსტომოსი
  • ბურსას მიტროპოლიტი ელპიდოფოროსი
  • და სხვა დამსწრე მაღალიერარქები.

 

კონფერენცია მთლიანად მიეძღვნა მართლამდიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებას, რამაც საშუალება მოისცა კრების მომზადების, მისი მსვლელობის, მიღებული დოკუმენტების, კრიტიკული ასპექტების, შემდგომი რეაქციებისა თუ სხვა მრავალი კრებასთან დაკავშირებული საკითხების ღრმა მსჯელობის, რეფლექციის, გადააზრებისა და ახლაბურად დანახვისა. უნდა ითქვას, რომ ამ მაშტაბის კონფერენცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს წმინდა და დიდი კრების რეცეპციის საკითხში, რაც კვლავ ადასტურებს ზემოხსნებული კრების სრულ ლეგიტიმურობასა და მის აუცილებლობას მართლამდიდებელი ეკლესიისათვის ეკლესია, როგორც კრებსითი, სინოდალური ორგანოსი. კრება, როგორც ჭეშმარიტ სწავლებაზე ეკლესიის მოწმობის გაცხადება.

 

ამ კონფერენციის შემდგომ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ წმინდა და დიდ კრებას უთუოდ, გარდუვლად დიდი აღიარება ექნება მართლამადიდებელი (და არამდხოლოდ) ეკლესიის ცხოვრებაში. ეს პროცესი შეუჩერებელია, რადგან ეკლესია არსობობს კრებიდან კრებამდე. და ვიდრე ეკლესია იარსებებს, იარსებებს კრებები, სინოდიკურ პრინციპზე (სინოდალურობაზე) დამყარებული. აქვე შევნიშნავთ, რომ სინოდალურობა არ გულისხმობს მხოლოდ ეკლესიის მაღალიერარქთა მონაწილეობას ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ეკლესიის მთელი სისავსისა, რაც გულისხმობს, რომ სინოდალურობა, ანუ კრებსითობა იწყება ლოკალური (სამრებლოს, ეპარქიის) დონიდან, შემდგომში პროვინციულ (იგულისხმება ადგილობრივი ეკლესიები) დონეზე და ბოლოს უნივერსალურ/მსოფლიო/ეკუმენურ დონეზე, რისი გამოხატულებაც აღნიშნული კრება იყო/არის, რადგან ეკლესია, ამ კრების სახით და სულიწმინდის მოქმედებით, თავს აცხადებს ერთ, წმინდა, კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიად.

 

კონფერენციაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ კრებაზე არდამსწრე ეკლესიათა არგუმენტაციაში არანაირი ეკლესიოლოგიური, დოგმატური თუ ზოგადად თეოლოგიური მიზეზები არ იკვეთება. ამიტომ, არდამსწრე ეკლესიებს მართებთ ამაზე ხელახალი მსჯელობა; კეთილსინდისიერ, საეკლესიო ნიადაგზე მიიღონ და აღიარონ წმინდა და დიდი კრება, და ამით დაუბრუნდნენ წმინდა ეკლესიის ბუნებრივ არსს — სინოდალურობას.

 

გამოიკვეთა, რომ წმინდა და დიდი კრება არის ახალი შესაძლებლობა საერთომართლმადიდებელ დონეზე, რათა მოხდეს სინოდალურობის (კრებსითობის) მივიწყებული ტრადიციის განახლება, და ამით შელშეწყობა ეკლესიის ერთიანი სხეულის სიმტკიცისა. თუკი წმინდა და დიდი კრება შეძლებს გახდეს ის ინსტიტუტცია, რომელიც ერთი ხმით წარმოადგენს მრავალ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას და გახდება საერთომართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი, რომელიც სინოდიკური პრინციპით მიიღებს გადაწყვეტილებებს, ეს შექმნის მნიშვნელოვან საფუძველს სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან უპრინციპო ერთობის დიალოგის სწორად წარმართვისა, და მაშასადამე, დროთა მანძილზე სხვადასხვა პოლიტიკურ, ენობრივ-ტერმინოლოგიურ, თუ თეოლოგიურ ნიადაგზე დაკარგული ერთობის აღდგენისა. იმ ერთობისა, რომელიც არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ერთობა კი ღმრთის უზენაესი ნებაა, რომელსაც ჩვენი თანამონაწილეობა სჭირდება.

 

 

საიტის ადმინისტრაცია

 

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Post a Comment