კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?

Bildschirmfoto 2017-08-13 um 12.25.08კრეტის წმიდა და დიდი კრება: ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება?
ავტორი: აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

 

(I ნაწილი)

1. შესავალი სიტყვა

მეხუთე მსოფლიო კრების ოქმებში ვკითხულობთ: „ეკლესიის იმედი არ უნდა ემყარებოდეს ადამიანებს, მაშინაც კი თუ ისინი კეთილნი   არიან, ხოლო თუ ისინი ბოროტნი არიან არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესია დაირღვა.

მიუხედავად ამისა ჩვენ ვიღებთ მათ ბრალდებას, რადგან ჩვენი ძმები არიან. და თუ დამტკიცდება რომ დამნაშავენი არიან, შევაჩვენებთ იმავე დღეს. ხოლო ეკლესიას, რომელიც ღმერთმა  აღგვითქვა და გვიბოძა, არც ვყიდით და არც არასოდეს  მივატოვებთ“.

ზემოთ წარმოდგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვები, კართაგენის კრების (411) ოქმებში[1]  მიეკუთვნებიან ნეტარ ავგუსტინეს.  შემთხვევითი არ არის, რომ მოცემული ნაწყვეტი წაიკითხეს მეხუთე მსოფლიო კრებაზე [2],როდესაც საჭირო გახდა  ემსჯელათ საკითხზე: შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვილი ერეტიკოსების შეჩვენება.

ნიკოპოლეის აწგანსვენებული მიტროპოლიტი მელეტიოსი [3], რომელმაც გამოსცა მეხუთე მსოფლიო კრების ოქმები შენიშნავს: „წმიდა მამის ეს სიტყვები მიგვითითებენ, თუ როგორი უნდა იყოს საეკლესიო შეხედულება  სქიზმის შესახებ. ავგუსტინეს ზემოთ მოყვანილი სიტყვები არა მხოლოდ გმობენ ძველი კალენდრის მიმდევრების სქიზმატურ მიდრეკილებებს[4], არამედ წარმოადგენენ  პირველ-მორე  კრების შესაბამისი კანონების განმარტების  საფუძველს.

უფრო ადრე, მეხუთე მსოფლიო კრებაზე ეპისკოპოს ცეცილიანეს საკითხთან დაკავშირებით, წაიკითხეს ნეტარი ავგუსტინეს  სხვა ნაწყვეტი[5], რომელიც ეხება როგორც  ცეცილიანეს (რომლსაც რწმენისთვის არასდროს უღალატია) ასევე მათ რომლებიც მისი მიზეზით  ჩამოშორდნენ ეკლესიას: „თუ  მართალი აღმოჩნდება მათი ბრალდებები ცეცილიანეს მიმართ, მას მაინც შევაჩვენებთ, მიუხედავად იმისა რომ გარდაცვლილია;  ხოლო ქრისტეს ეკლესია, რომელიც შფოთის სავანედ არასოდეს იქცევა, არამედ საღმრთო მითითებებს მიჰყვება, ადამიანის გამო არ უნდა დავუტევოთ“.

აუცილებელია მოვიხმოთ  კიდევ ერთი ნაწყვეტი ნეტარი ავგუსტინეს ნაშრომიდან[6], რომელიც ასევე აუცილებლად ჩათვალეს  წაეკითხათ მეხუთე მსოფლიო კრებაზე[7]. ამ ნაწყვეტში ნეტარი მამა მიუთითებს: „მე ვიმყოფები  ეკლესიაში, რომლის წევრებიც არიან ის ეკლესიები რომელთა შესახებაც ვიცით, რომ იშვნენ მოციქულთა გარჯის წყალობით… და უფლის თანამოღვაწე, არასოდეს შევწყვეტ კავშირს მათთან, არც აფრიკაში და არც სადმე სხვაგან. თუ ამ კავშირში ზოგიერთი მოღალატეა (რომელთაც ახლა არ ვიცნობ), როდესაც მათ ვინაობას გამიმხელ, მე მათ დავწყევლი, არამხოლოდ  ბაგეებით, არამედ გულითაც. ზოგიერთი „მკვდრის“ გამო არასოდეს არ განვეშორები „ცოცხლებს“, რომლებიც იმყოფებიან წმიდა ეკლესიის ერთობაში“.

ნათელია, რომ ნეტარი ავგუსტინეს ეს სიტყვები, რომელთაც ადასტურებს და ამკიცებს მეხუთე მსოფლიო კრება, ზოგიერთისთვის დღეს  არაფერს  ნიშნავს. მათ ჰგონიათ, რომ უფლება აქვთ არაფრად ჩააგდონ  სინოდალური, საეკლესიო შეგნება და ავთენტურობა, როგორც ეს გამოიხატა კრეტის წმიდა და დიდ კრებაზე, გასული წლის ივნისში. მათ ვინც ხელი მოაწერეს სინოდის გადაწყვეტილებებს ერეტიკოსებად და მართლმადიდებლური რწმენის მოღალატეებად მიიჩნევენ. უშედეგოდ მოუწოდებენ სხვებსაც იგივე მოიმოქმედონ.  გაოცებულნი ვრჩებით როდესაც ვხედავთ, რომ საბერძნეთის საზღვრებს შიგნით თუ გარეთ არსებოს ამდენი თვითმარქვია დოგმატოლოგი, ეკლესიოლოგი, კანონოლოგი,  ისტორიკოსი, მღვდელი, ერისკაცი,  ბერი,  რომელებშიც ხშირად ვხედავთ არა მხოლოდ იმას, რომ არ გააჩნიათ არსებითი თეოლოგიური განათლება (ისე რომ არცაა საჭირო მათ აზრს ყურადღება მიექცეს), არამედ მათ აკლიათ სულიერი თავშეკავებაც.  ვერ ახერხებენ დაგაფიქრონ შენი შეხედულებების მართებულებაზე და დაგეხმარონ  სულიერად გაძლიერდე.  როდესაც ამ ორიდან ერთ-ერთს ან ორივეს (ნაკლოვანებებს) თან ახლავს ჭკუის სიმცირე, მაშინ რთულად სამკურნალო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც ვხედავთ თვითშემეცნების და ქრისტიანული თავმდაბლობის სიმცირეს, გვახსენდება პერიკლეს სიტყვები თუკიდიდეს საფლავის ქვაზე: „უცოდინარობა-თავხედობას, ხოლო აზროვნება, სიბრძნეს შობს“, ან უფრო ცნობილი და ამ შემთხვევისთვის შესაფერისი ადგილი“ „ღმერთს, ვისი სიკვდილიც სურს მას აგიჟებს“ [8]. შესაძლოა ყველაზე შესაფრისია მოციქული პავლეს სიტყვები: „…იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს“ (რომ. 1,22).  ბიბლიური სიტყვების  ღირსების დაკინინება  თეოლოგიური განათლების ქონის შემთხვვაში როგორც წესი არ ხდება, მაგრამ ხშირად ჭარბობს ქედმაღლობა.

კრეტის წმიდა და დიდი კრების მონაწილე ეპისკოპოსები მართლაც ერეტიკოსები არიან? კონსტანტინოპოლის ბართლომეოსი, ალექსანდრიის თეოდორე, ათენის იერონიმე, ტირანის ანასტასიოსი, დანარჩენი პირველიერარქები, მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები, რომლებმაც  მონაწილეობა მიიღეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, განსაკუთრებით იმ დიკუმენტს რომელიც ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას დანარჩენ  ქრისტიანულ სამყაროსთან, მწვალებლები არიან? როგორ ხდება  რომ   კრიტიკისაგან თავის არიდებას ახერხებენ ის ეკლესიები რომელთაც ხელი მოწერილი აქვთ იმავე დოკუმენტებზე, რომლებიც მომზადდნენ  წინა სინოდალურ თათბრიზე  და მიუხედავად იმისა, რომ  შედარებით ცუდ ვერსიას წარმოადგენდნენ, ეს ეკლესიები  კრების გამართვას დაეთანხმნენ, როგორც ეს მოხდა მაგ. მოსკოვის საპატრიარქოს შემთხვევაში 2016 წლის იანვარში.  ხოლო იმ ეკლესიების (მაგ. ანტიოქიის), რომლებიც ასევე თანხმობას აცხადებდნენ კრების გამართვაზე,  ურთიერთობები ჰტეროდოქსებთან [9]  სცდებიან იმ საზღვრებს რომელთაც ადგენს კრეტის კრება.

მძიმე და იმავდროულად უსამართლო ბრალდებაა: კრების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას და აღიარებს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გარდა სხვა ეკლესიების არსებობას.  კრების დოკუმენტები არ საუბრობენ ერეტიკოსებზე არამედ ეხებიან ჰეტეროდოქსებს. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის გარდა სხვა ეკლესიების აღიარება, აკნინებს ჭეშმარიტებას და ეკუმენიზმის მეშვეობით მიდის პან-რელიგიამდე [10]. ისმის კითხვა, წმიდა და დიდი კრების დოკუმენტები უკავშირდებიან ბაპტიზმატურ თეოლოგიას (βαπτισματική Θεολογία),  განშტოებების თეორიას (θεωρία των κλάδων) და შეერთების ეკუმენიზმს(Οικουμενισμός της ενσωμάτωσης)?

__________________________

[1] Actes de la Conference de Cartage, (Serge Lancel), SC 224 (1975) 1132-1134.

Mansi IV, 220CD.

[2] Μητρ. Νικοπόλεως Μελέτιος, Ἡ πέμπτη Οἰκουμενικὴ Σύνοδος, Ἀθῆναι 1985, 345.

[3] Μητρ. Νικοπόλεως Μελέτιος, ὅπ, παρ., 345, ὑποσ. 60.

[4] იგულისხმებიან ბერძენი სქიზმატიკოსები.

[5] Μητρ. Μελέτιος, ὅπ. παρ., 344. Mansi 9, 577 DE.

[6] C. S. E. L 52, 446-450.

[7] Μητρ. Μελέτιος, ὅπ. παρ., 346.

[8] ძველი ბერძნული ანდაზა.

[9] სხვაგვარად მადიდებელი.

[10] Ἡ Σύνοδος τῆς Κρήτης: Ἁγία καὶ Μεγάλη Σύνοδος, Ἐπισημάνσεις καὶ Σχολιασμοὶ ἐν Συνειδήσει καὶ Ἀληθείᾳ, Ἔκδοση Συνάξεως Ὀρθοδόξων Ρωμηῶν «Φώτης Κόντογλου», Τρίκαλα (Σεπτέμβριος) 2016

 

 

 

კრეტის წმიდა და დიდი კრება:

ახალი ეკლესიოლოგია თუ გარდამოცემის ერთგულება? 

 

(II ნაწილი)

ავტორი: აბიდოსის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი)

2. პირველ-მეორე კრების 15-ე კანონი

მართლმადიდებლობის ზოგიერთი თანამედროვე დამცველი დადებითად პასუხობს ზემოთ დასმულ კითხვებს და საკუთარ თავს ადარებენ  წმ. ათანასეს, მაქსიმე აღმსარებელს, თეოდორე სტუდიელს, მარკოზ ეფესელს და სხვა მრავალს. ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ მოიხმონ პირველ-მეორე კრების (861)   15-ე კანონის მეორე ნაწილი[1] განცალკევებულად: „მაგრამ ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჯეროვანი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი“[2].

მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველნი საკუთარ ეპისკოპოსებს ადანაშაულებენ ერესში, მაგრამ არ წყვეტენ მათთან კავშირს, როგორც ამას წესი და ამ კანონის განმარტება  მოითხოვს[3]. რადგან კანონი ავალდებულებს მწვალებლური ეკლესიიდან გამოსვლას, რომელსაც წინამძღვრობს ერეტიკოსი პატრიარქი და მასთან ზიარების გაწყვეტას. ხოლო ისინი ეკლესიურად მიუღებელი წესით  წყვეტენ იმ ეპისკოპოსის მოხსენებას, რომელსაც ეკუთვნიან და არა პატრიარქის, რომელსაც ისედაც არ იხსენებენ და არც არიან ვალდებულნი მოიხსენიონ, სურთ დარჩნენ, იმსახურონ და იქადაგონ ტაძარში, მონასტერში, ან სკიტში სადაც იმყოფებიან, რომ იღვაწონ მათთვის „ერეტიკოსი“ ეპისკოპოსის სამწყსოში. „კავშირის გაწყვეტისას“ კატეგორიულად აცხადებენ, რომ განხეთქილებას არ ქმნიან და არც რომელიმე სხვა  სქიზმატურ ეკლესიას უერთდებიან. ამგვარად უეპისკოპოსო სასულირო პირების პოზიცია მიანიშნებს.  რომ უფრო მეტად სურთ საკუთარი თეოლოგიური შეხედულებების დანერგვა და გატარება, ვიდრე სქიზმის წარმოქმნა, რაც გამოიწვევდა საეკლესიო ერთობის დარღვევას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ თეოდორე სტუდიელის სიტყვებს[4]: „უთავო, უწინამძღვრო, უწესრიგო და დაპირისპირებულნი ვერ გადავრჩებით“. მათი მცდელობანი, რაც მათ წინააღმდეგობრივ პიროვნებას უკავშირდება, გვახსენებს ხალხურ ანდაზას: „ძაღლიც გააძღო და პური მთლიანი დაგრჩეს შეუძლებელიაო“!

აკრიბიის გამოყენების  შემთხვვაში, პატრიარქის მოხსენების შეწყვეტას და საეკლესიო ერთობის დარღვევას (თუ ორივე მათგანი მართლაც სახეზეა), კანონის მიხედვით უნდა  მოხდეს დამნაშავის განკვეთა: „თუ მღვდელი, ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი გაბედავს განდგომას თავისი პატრიარქის ერთობისაგან და განსაზღვრებისა და განწესებისამებრ არ ახსენებს მის სახელს საღვთო ჟამისწირვის დროს, არამედ კრების მიერ განაჩენის გამოტანამდე და მის საბოლოო დასჯამდე განხეთქილებას მოიმოქმედებს, საერთო კრებამ დაადგინა რომ იგი სრულიად უცხო უნდა იქნეს ყოველგვარი მღვდლობისაგან, თუკი ემხილება ეს უკანონობა“.

იმ შემთვევაშუ თუ  არ მომხდარა  კრების მიერ პატრიარქის ერესის გამო დასჯა, კანონის პირველი ნაწილი შეუძლებელია მოქმედებდეს[5]. ცხდია რომ კანონი შეუძლებელია გამოყენებულ იქნას იმ პრესვიტერების და ეპისკოპოსების მიმართ, რომელებიც პირდაპირ არ ემორჩილებიან პატრიარქს, რადგან  ეს პრესვიტერები და ეპისკოპოსები არ იხსენიებენ,  არც ვალდებულნი არიან და არც აქვთ უფლება  იხსენიებდნენ პატრიარქის სახელს, საღმრთო ლიტურგიის დროს.    კრების მიერ პატრიარქის განსჯის არ არსებობის მიუხედავად, მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველნი ფიქრობენ (მცდარად), რომ უფლება აქვთ მოიხმონ კანონის მეორე ნაწილი,  რომელიც ამართლებს კავშირის გაწყვეტას იმ შემთვევაში თუ პატრიარქი ქადაგებს ერესს „აშკარად“. ხოლო მაშინ როდესაც მართლაც  საქმე გვაქვს  „ცრუეპისკოპოს“  ან  „ცრუმოძღვარ“ პატრიარქთან, მისგან განდგომით: „ეკლესია სქიზმით კი არ დაისერება არამედ განხეთქილებისა და განყოფისაგან გადარჩება“ [6].

ჩვენს შემთხვევაში მართლმადიდებლობის თანამედროვე დამცველებმა ჯერ უნდა აჩვენონ, რომელ ერესს ქადაგებს პატრიარქი „აშკარად“, რომელ კრებებს, რომელ მამებს და რომელ ერესებს გულისხმობს 861 წელს გამართული კრება და შესაძლებელია თუ არა ამ კატეგორიაში შედიოდნენ თანამედროვე კონფესიები (რომლებიც არ არსებობდნენ აღნიშნული კანონის შემოღებისას,  ხოლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ არ იყო დაგმობილი  „ფილიოკვე“. აღსანიშნავია რომ შემდგომ კრებაზე 879-880 წლებში დაიგმო ნიკეა-კონსტანტინოპოლის  სიმბოლოში რაიმეს ჩამატება და არა თავად ფილიოკვეს შესახებ სწავლება). დღეს, ისინი ვინც ამ კანონს იშველიებენ არღვევენ საეკლესიო ერთობას, როდესაც უერთდებიან ან ქმნიან ახალ (მათთვის მართლმადიდებლურ) ეკლესიას და ხდებიან სქიზმატიკოსები, რაც გამართლებლია იმ შემთხვევაში თუ პატრიარქი „აშკარად“  ქადაგებს ერესს, ანუ დაუფარავად და მოურიდებლად, როგორც ამას  შენიშნავს წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი[7]. თუ ვინმე ფიქრობს რომ ჰეტეროდოქსებთან დიალოგის სახით ურთიერთობა ერესია, ეს როგორც არგუმენტი მოკლებულია სერიოზულობას. შედეგად, ნათელია, რომ  კანონის როგორც პირველი ასევე მეორე ნაწილი გულისხმობს პრესვიტერებს, ეპისკოპოსებს, და მიტროპოლიტებს რომლებიც პირდაპირ ემორჩილებიან პატრიარქს, რასაც ადგილი არ აქვს ჩვენს შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ.

ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტები არ მიუთითებენ საეკლესიო დანაშაულის არსებობაზე, რომელის შესახებაც საუბრობს 15-ე კანონის მეორე ნაწილი. უკვე კვიპრიანე კართაგენელის ეპოქიდან (რომელსაც სქიზმების თეოლოგიც ეწოდება) სქიზმის მნიშვნელობა და საეკლესიო ერთობის დარღვევა ნიშნავს, უკვე არსებული ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს გარეთ სხვა ეკლესიის წარმოქმას[8].  სწორედ ამას განსაზღვრავს  პირველ-მეორე კრების 15-ე კანონის  შესატყვისი მოციქულთა 31-ე კანონი[9], რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ „მღვდელი  უგლებელყოფს თავის ეპისკოპოსს… და ხვა საკურთხეველს აღმართავს…“.

პირველ-მეორე კრების 15-ე კანონთან დაკავშირებით უნდა შეინიშნოს:

  • 15-ე კანონი შეუძლებელია გულისხმობდეს მოგვიანო ხანის ცდომილებებს. ობიექტურად შეუძლებელია ამგვარი ყოფილიყო პირველ-მეორე კრების მამების სურვილი, რადგან იმ დროს არ არსებობდნენ  თანამედროვე  კონფენსიები. კანონი მოქმედებს   „წმიდა კრებების მიერ და და მამათაგან დაგმობილი რომელიმე ერესის“ არსებობის  შემთხვევაში, იგულისხმება  მსოფლიო კრებების მიერ დაგმობილი ერესები. აღნიშნული კანონის დადგენის დროს  (861) ჯერ დაგმობილი არ იყო ფილიოკვეს შესახებ  ცდომილება, რომელიც უკვე არსებობდა დასავლეთში. გარდა ამისა, ამგვარი სწავლება აღმოსავლეთში არასოდეს ყოფილა შეწყნარებული, რაც საფუძველს არ გვაძლევს  ვიფიქროთ,  რომ  კანონი ამ მიზეზით იქნა შემოღებული. იმ შეზღუდვების და წინაპირობების (რომლებიც მოცემულია კანონის მეორე ნაწილში), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მოხმობა და გამოყენება მამათა ნაშრომებში თითქმის არ ხდება[10], საეჭვოა  ამ კანონის მიმღები მამების  სურვილი ყოფილიყო  კანონს ემოქმედა მოგვიანო  „დაგმობილი“[11]  ცრუსწავლებების წინააღმდეგაც,  ეს შეუძლებელიცაა, რადგან მეშვიდე მსოფლიო კრების შემდგომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ ჩატარებულა სხვა მსოფლიო კრება, შესაბამისად ჩვენს შემთხვევაშიც დანაშაულიც არ არსებობს. („თანამედროვე აღმსარებელების“ [12] ამ საკითხთან დკავშირებული  არგუმენტის და საეკლესიო სისხლის სამართალთან მისი კავშირის განხილვა, ზედმეტად მიგვაჩნია, რადგან  პირველ-მეორე კრების 15-ე კანონის მეორე ნაწილს მოცემულ შემთხვევაში ძალა არ აქვს ბევრი  სხვა მიზეზის გამო).

პირველ-მეორე კრების მამებმა კავშირის გაწყვეტის წინაპირობად დაადგინეს „დაგმობილი“  ცრუსწავლების საჯაროდ ქადაგება და განმსაზღვრელად დააწესეს, რომ    ეს ერესი ან მსოფლიო კრების მიერ  უნდა იყოს დაგმობილი  და ან უნდა არსებობდეს  Consensus Patrum  (თუკი  რა თქმა უნდა მამები რომლებსაც კანონი გულისხმობს შეიძლება განვასხვაოთ მსოფლიო კრებების მამებისაგან),  რაც დღეს არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, კათოლიკები მწვალებლები არიან თუ სქიზმატიკოსები. მართლმადიდებელ სამყაროში არც ჰეტეროდოქსებთან ურთიერთობების  საერთო განსაზღვრება არსებობს. პირველ-მეორე კრების მამების მიზანი იყო ერესის წინააღმდეგ  ერთობის შენარჩუნება და არა მართლადიდებლებს შორის განხეთქილების წარმოქმნა. სწორეს ამიტომ აუცილებელ წინაპირობად დაადგინეს  ზემოთაღნიშნული ფრაზა.  ისინის ვინც  ამ კანონით მანიპულირებენ  პირველ რიგში უნდა უნდა   მიუთითონ, ჰეტეროდოქსების რომელ ცრუსწავლებას იზიარებს  და საჯაროდ ასწავლის პატრიარქი[13].

განდგომილნი, საბედნიეროდ ცოტანი, არ წარმოქმნიან სქიზმას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადგან ასეთი რამ გულისხმობს ეკლესიის კანონიკურ ფარგლებს გარეთ სხვა სამსხვერპლოს აღმართვას, მაგრამ არღვევენ საეკლესიო ერთობას. პროფესორი სპირიდონ ტროიანოსი აღნიშნავს: „სქიზმასთან ახლოს დგას პარასინაგოგეს დანაშაული. პირველის შემთხვევაში აუცილებელია არსებობდეს თუნდაც ერთი ეპისკოპოსი, ხოლო მეორე ხორციელდება პრესვიტერის მიერ“[14]. პროფსორი გ. პულისი[15] სქიზმის შესახებ მსჯელობისას აღნიშნავს: „ამ დანაშაულის გამორჩეული მახასიათებელი არის ის რომ მოქმედი, ან თანამოქმედი არის სამღვდელო პირი, ეპისკოპოსის ხარისხით. ეს ასეა, რადგან სქიზმის შემთხვევაში  არსებობს  გარკვეული მმართველობითი სტრუქტურა, რომელსაც იმისთვის რომ იმოქმედოს სჭირდება ეპისკოპოსი ეკლესიების და  მღვდელების  საკურთხებლად. როდესაც  დანაშაულებრივ მოქმედებას სჩადის პრესვიტერი,  საქმე გვაქვს პარასინაგოგეს კანონიკურ დანაშაულთან“. განდგომილნი, მიუხედავად განცხადებისა რომ სქიზმას არ ქმნიან, იყნებენ კანონს რომელიც სქიზმას გულისხმობს.

იმავეს აღნიშნავს აწგანსვენებული პრესვიტერი ევანგელოს მანძუნიასი: „წმიდა კანონების მიხედვით სქიზმასა და პარასინაგოგეს შორის განსხვავება კანონიკური დანაშაულის ჩამდენში   ჩანს. ამგვარად, სქიზმა წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ მღვდლებთან  და ერისკაცებთან ერთად. პარასინაგოგე ხორციელდება არა ეპისკოპოსის, არამედ პრესვიტერების მიერ, რომლებიც მღვდელმოქმედებენ განცალკევებით. ან არ აღიარებენ თავიანთ ეპისკოპოსს, ან არ იხსენიებენ მის სახელს დადგენილი  წესის მიხედვით, თუნდაც იმ შემთხვევაში როდესაც ის (ეპისკოპოსი) ჩადის დანაშაულს ან იზიარებს ერეტიკულ სწავლებას, მაგრამ  ჯერ კრებას არ განუსჯია იგი. პრესვიტერს, რომელიც იმყოფება იერარქიის მეორე   საფხურზე,  არ აქვს უფლება განსაჯოს ან დაგმოს ეპისკოპოსი“ [16].

    • პირველ-მეორე კრება ერეტიკოსებში, პირველ რიგში გულისხმობს ხატმებრძოლებს[17], სწორედ ეს იყო კრების მოწვევის მიზეზიც (პატრიარქი ეგანეტეს გადაყენების (858), მისი განკვეთის (859)  დამოწმების და ფოტიოსის  კონსტანტინოპოლის პატრიარქად არჩევის აღიარების   გარდა).  ხატმებრძოლეობა წარმოადგენდა  „წმიდა კრებების მიერ და    მამათაგან დაგმობილ“   ცრუსწავლებას. კანონის ზედაპირული წაკითხვაც კი გვარწმუნებს, რომ  იგი ეწინააღმდეგება „ზილოტ“     მონაზვნებს და მღვდლებს, მათი მხრიდან ახალი ხატმებრძოლური წინააღმდეგობის თავიდან ასარიდებლად.    კანონი არ ითვალისწინებს კერძო შემთხვევებს, არამედ მიემართება საეკლესიო ერთობის დარღვევას გარკვული ჯგუფების მიერ, რასაც ჩვენს შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
    • თეოლოგიური დიალოგებში შესვლა არ   ნიშნავს იმას რომ მართლმადიდებლური მხარე იზიარებს თანამოსაუბრეთა დოგმატურ შეხედულებებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არ იქნებოდა დიალოგი. თუ  ჰეტეროდოქსებთან დიალოგი    წარმოადეგნს ერესს ან პანერესს, მაშინ ამ ერესში ყიფილა ჩავადნილი ეკლესია და ამ ეკლესიის მამები უძველესი დროიდან.
    • ჰეტეროდოქსების არცერთი ცრუსწაველება არ იქადაგება პატრიარქის მიერ „საჯაროდ“. რაც შეეხება კრეტაზე მიღებულ დოკუმენტებს, ქვემოთ ვაჩვენებთ, რომ ისინი არათუ არ წარმოადგენენ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გარდამოცემული დოგმატური სწავლებისაგან გადახვევას,  არამედ  პირიქით –  სრულად ეთანხმებიან მას.
    • პირველ-მეორე კრების 13-ე, 14-ე  და 15-ე კანონები[18],  ეხებიან საეკლესიო მოხსენების შეწყვეტას. 13-ე კანონი განსჯის პრესვიტერის და დიაკონის მიერ ეპისკოპოსის მოხსენების შეწყვეტას, 14-ე ეპისკოპოსის მიერ მიტროპოლიტის მოხსენების, ხოლო 15-ე მიტროპოლიტების, ეპისკოპოსების და პრესვიტერების მიერ პატრიარქის მოხნების შეწყვეტას.  მხოლოდ  15-ე კანონი, ისიც ერეტიკოსი პატრიარქის შემთხვევაში,  ამართლებს პატრიარქის სახელის მოხსნების შეწყვეტას (შემზღუდველი პირობების გათვალისწინებით, რომ  ეს ერესი დაგმობილი უნდა იყოს კრებების და მამების მიერ და მას საჯაროდ, კადნიერად და თავისუფლად უნდა ქადაგებდეს პატრიარქი) მათ    მიერ, რომლებიც ვალდებულნი არიან იხსენიებდნენ მას. პირველ-მეორე კრების 13-ე კანონი[19], ისევე როგორც მოციქულთა 31-ე[20], რომელიც მოქმედებს  მოხსენების შეწყვეტის  და    სქიზმის არსებობის შემთხვევაში, რასაც ჩვენს შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამორიცხავს მიტროპოლიტის წინააღმდეგ პრესვიტერების და მონაზვნების თვითნებურ მოქმედებას საკრებო გადაწყვეტილებამდე: „როდესაც მღვდლობის პატივში მყოფი მიიტაცებს მიტროპოლიტთა მსაჯულებას და მათ ბჭობაზე ადრე გამოუტანს განაჩენს თავის მამასა და ეპისკოპოსს ის არც მღვდლობის პატივის, არც მღვდლის სახელის ღირსია. ხოლო მის მიმდევრებს თუ სამღვდელონი იქნებიან ისინი, უნდა წაერთვათ პატივი, ხოლო თუ მონაზვნები ან ერისკაცები იქნებიან, უზიარებელნი უნდა იყვნენ და ეკლესიიდან სრულიად უნდა განეყენონ, სანამ არ დაანებებენ თავს განხეთქილების მოქმედთა ერთობას და არ მიბრუნდებიან თავის ეპისკოპოსთან“.
    • იმ პრესვიტერების განსასჯელად, რომლებიც თვითნებურად წყვეტენ საღმრთო ლიტურგიაზე თავიანთი ეპისკოპოსის მოხსენებას, საკმარისია ღანგრის 6-ე კანონი[21]. ამ კანონის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნას მეხუთე-მეექვსე  კრების  31-ე კანონიც: „განვაჩინებთ, რომ მღვდელმსახურებმა სამღვდელო მოქმედება, ან ნათლისღება კარის ეკლესიაში აღასრულონ სხვა არანაირად, თუ არა ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვით. კლერიკოსი, რომელიც ამ წესს არ დაიცავს, განიკვეთოს”[22].           (აუცილებელია შევნიშნოთ რომ  კანონების     გამოყენება  მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის განსჯის სფეროში შედის, რომელიც ვალდებულია გამოიყენოს ყველა სამოძღვრო საშუალება შეცდომილთა განსასწავლად და გაითვალისწინოს,  კონკრეტულ შემთხვევაში, დანაშაულის სუბიექტური და ობიექტური      მხარეები).

    პირველ-მეორე კრების 15-ე კანონი, როგორც უკვე      აღინიშნა,  არ აძლევს პატრიარქის სახელის მოხსენების შეწყვეტის უფლებას პრესვიტერებს, რომლებიც სხვა მიტროპოლიტის იურისდიქციაში შედიან.  ამგვარი რამ გამოიწვევდა ადგილობრივი ეკლესიის მსოფლიოობის გაუქმებას, რაც წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად საფუძველს. ნათელია, რომ პირველ-მეორე  კრების მამებს სურდათ, მოხსენების შეწყვეტის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის თვიადან არიდება, სწორედ ამიტომ დაადგინეს, რომ დანაშაული ფიქსირდება  მხოლოდ ერეტიკოსის პატრიარქის შემთხვევაში, როდესაც ეს ერესი „დაგმობილია“, როცა ამ ერესს პატრიარქი ქადაგებს საჯაროდ და როდესაც მოხსენების შეწყვეტა ხდება მათ მიერ, რომლებიც ვალდებუნი არიან იხსენიებდნენ მას.

    • წმიდა კანონები პრესვიტერებს არ აძლევენ არანაირ საფუძველს შეწყვიტონ საკუთარი მიტროპოლიტის მოხსენიება, სანამ კრება არ განსჯის მას (პირველ-მეორე კრების 13-ე).  განდგომილთა არგუმენტი, რომ წყვეტენ მოხსენებას, რადგან მათ მიტროპოლიტს კავშირი აქვს  „ერეტიკოს“ მიტროპოლიტებთან და პატრიარქებთან, მოკლებულია კანონიკურ საფუძველს და არასერიოზულია.    მაშინაც კი თუ   მათი მიტროპოლიტი კავშირშია[23], სხვა მართლაც ერეტიკოს მიტროპოლიტებთან და პატრიარქებთან, შეუძლებელია იგი დავადანაშაულოთ ერესში, რადგან   არ არსებობს დანაშაულის სუბიექტური  მხარე.

    მართლმადიდებლობის „თანამედროვე   აღმსარებლების“ არგუმენტის მიხედვით, ყველა რუს, ბულგარელ, ქართველ და ანტიოქელ პრესვიტერს უნდა გაეწყვიტა საკუთარ მიტროპოლიტთან საეკლესიო კავშირი, რადგან იმ პატრიარქს და ეკლესიას რომელსაც იგი ეკუთვნის საეკლესიო კავშირი აქვთ   ათ „ერეტიკოს“  პატრიარქთან, და მიტროპოლიტთან! არსებობს ამაზე მეტი უგუნურება? არსებობს თუნთაც ერთი ამგვარი შემთხვევა ამ სამყაროში? რატომ აგრძელებს ოთხი მართლმადიდებლური ეკლესია  საეკლესიო კავშირს  დანარჩენ ათ ეკლესიასთან, რომლებმაც მონაწილეობა  მიიღეს კრეტის წმიდა და დიდ კრებაში, თუ  ეკლესიის ის ათი პირველმოსაყდრე, რომელიც მონაწილეობას იღებდა, ერეტიკოსია? არსებობს ამაზე დიდი უგუნურება!!!

    განდგომილთა მხრიდან პირველ-მეორე კრების 15-ე კანონის მცდარი განმარტების მიუხედავად[24], არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მთავარი პრობლემა: შემოაქვს კრეტის  წმიდა და დიდ კრებას ახალი ეკლესიოლოგია, რომელიც არ ეთანხმება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას[25]?

    მნიშვნელოვანია წმიდა გრიგოლ პალამას შენიშვნა 1351 კრების სინოდალურ ტომოსზე: „სხვა არის რწმენისთვის სიტყვისგება და სხვა  რწმენის აღმსარებლობა. სიტყვისგების დროს არ  უხმს სიტყვისმგებელს ზუსტსიტყვაობა, როგორც ამბობს ბასილი დიდი, რწმენის აღსარების დროს კი სიზუსტე ყველას მოეთხოვება“[26].  ოდნავ ქვემოთ ტომოსში აღნიშნულია: „სიტყვების გამო კია არ ვდავობთ, რადგან სიტყვებში საფრთხეს ვერ ვხედავთ, სანამ გონება ჯანმრთელად სჯის. …არა ჩვენს სიტყვებში, არამედ ჩვენს საქმეებში ჩანს ჭეშმარიტება და ღვისმოშიშება, როგორც ასწავლის გრიგოლ ღვთისმეტყველი“. აუცილებელია  ვაჩვენოთ ზუსტსიტყვაობენ თუ არა კრების დოკუმენტები სიტყვების მეშვეობით  ჭეშმარიტების გამოხატვისას, და მართალია თუ არა ის, რომ ისინი   ვინც რწმენას იცავენ,  კი არ ზუსტსიტყვაობენ, რაც დასაშვებია, არამედ ცდებიან.

    [1] Ρ. Π. Β´, 693.

    [2] დიდი სჯულისკანონის ახალ ქართულ თარგმანში გამოტოვებულია ფრაზა: „წმიდა კრებების მიერ და და მამათაგან დაგმობილი რომელიმე ერესის გამო“. შესაბამისად თუ ამ ფრაზას დავამატებთ, კანონი ამგვარ სახეს მიიღებს: „მაგრამ ის, ვინც წმიდა კრებების მიერ და და მამათაგან დაგმობილი რომელიმე ერესის გამო,  განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და აშკარად ასწავლის ეკლესიაში, და საკრებო განჩინებამდე თავის თავს განაშორებს ასეთი ეპისკოპოსის ერთობისაგან, არამცთუ თავისუფალია კანონთამიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჯეროვანი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუეპისკოპოსი და ცრუმოძღვარი    დიდი სჯულისკანონი, თბილისი 2004. გვ. 213. ძველ ქართულ თარგმანში კანონი სრული სახითაა მოცემული: „რამეთუ რომელთა წმიდათა კრებათა და მამათა მიმართისა რაჲსმე განწვალებულებისა მისისათჳს განყვნენ თავნი თჳსნი ზიარებისაგან მღდელთმთავრისა თჳსისა, ცხად არს, ვითარმედ რაჟამს მან წვალებაჲ იგი საეროდ ქადაგოს და დაუბურველითა თავითა ეკლესიასა შინა ასწავოს, ეგევითარნი იგი არა ხოლო კანონთამიერისა განკანონებისაგან თავისუფალ არიან, რომელთა უწინარეს საკრებოჲსა განჩინებისა განაშორნენ თავნი თჳსნი ზიარებისაგან ეპისკოპოსად სახელდებულისა მის, არამედ ვითარცა მოშურნენი მართლმადიდებლობისანი პატივისაცა ჯეროვნისა ღირს იქმნენ, რამეთუ არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღუარი განიკითხეს და არა განხეთქილებითა განჭრეს ერთობაჲ ეკლესიისაჲ, არამედ განხეთქილებათა და განყოფილებათაგან ჴსნაჲ ეკლესიისაჲ ისწრაფეს“.

    [3] Ζωναρᾶς, Ρ. Π. Β´ 694: «…περὶ τῶν προφάσει τινῶν ἐγκλημάτων τῶν οἰκείων ἀφισταμένων προέδρων καὶ τὴν ἕνωσιν διασπώντων τῆς ἐκκλησίας…». Βαλσαμών, Ρ. Π. Β´,695: «…ἀποσχίσῃ ἑαυτὸν ἐκ τούτου, καὶ τοιουτοτρόπως διαρρήξῃ τὴν ἕνωσιν τῆς ἐκκλησίας».

    [4] Theodori Studitae Epistulae, Pars altera, CFHB, vol. XXXI/2, Series Berolinensis (Ed. H.–G. Beck–A. Kambylis–Keydell) 1991 (rec. G. Fatouros), Ἐπιστ. 368, 500.

    [5] Ρ. Π. Β´, 692-693.

    [6] Ρ. Π. Β´, 693.

    [7] Νικοδήμου Ἁγιορείτου Πηδάλιον, Θεσσαλονίκη 1991, 35.

    [8] De Unitate 17, 226, SC 500, 224: «arma ille contra ecclesiam portat, contra Dei dispositionem repugnat hostis altaris, aduersus sacrifcium christi rebellis, pro fde perfdus, pro religione sacrilegus…contemptis episcopis et Dei sacerdotibus derelictis constituere audet aliud altare, precem alteram inlicitis uocitus facere, dominicae hostiae ueritatem per falsa sacrifcia profanare».

    [9] ΡΠ Β´, 39.

    [10] Ὁ Καθηγητὴς Γ. Πουλῆς, Ἐκκλησιαστικὸ Ποινικὸ Δίκαιο. Δοκιμὲς πολλαπλῆς ἀνάγνωσης, Θεσσαλονίκη 2008, 87, ἀναφέρει περίπτωση καταχώρησης-περιγραφῆς τοῦ κανόνα στὸ κεφ. ια´ τοῦ ἀριθμ. 9 χειρογράφου κώδικος μὲ τὸν τίτλο «Νόμος ἐκκλησιαστικός τε καὶ πολιτικός», τοῦ ἔτους 1728, ὑπὸ ἀνωνύμου στὸ Μυστρᾶ. Ἡ ἀναφορὰ βέβαια αὐτὴ δὲν ἀποτελεῖ ἐφαρμογὴ τοῦ κανόνα.

    [11] Ὁ Ι. Παναγόπουλος σὲ ἄρθρο του μὲ τίτλο, «Διακοπὴ Μνημοσύνου τοῦ Οἰκουμενικοῦ Πατριάρχου ὑπὸ ὑπαγομένων εἰς τὸ κλίμα του Μητροπολιτῶν τῆς αὐτοκεφάλου Ἐκκλησίας τῆς Ἑλλάδος» καί «Ἀντικανονικὴ ἡ διακοπὴ τοῦ Μνημοσύνου τοῦ Οἰκουμενικοῦ Πατριάρχου», Ἐκκλησιαστικὸ Δίκαιον (Μελέται-ἄρθρα-γνωμοδοτήσεις- σχόλια ἐπὶ τῆς ἐκκλησιαστικῆς Νομολογίας), Ἀθῆναι 533.

    [12] აქ ირონიულად.

    [13]  პატრიარქში ავტორი გულისხმობს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I.

    [14] Σπ. Τρωϊάνος – Γ. Πουλῆς, Ἐκκλησιαστικὸ Δίκαιο Ἀθήνα-Κομοτηνή 2003, 588.

    [15] Γ. Πουλῆς, Ἐκκλησιαστικὸ Ποινικὸ Δίκαιο, 85.

    [16] Πρωτ. Εὐάγγελος Μαντζουνέας, Τὰ ἀδικήματα Αἱρέσεως καὶ Σχίσματος κατὰ τοὺς ὀκτὼ πρώτους αἰῶνας, Ἀθῆναι 1977, 44-45.

    [17] Πέτρος Μενεβίσογλου (πρώην) Μητρ. Σουηδίας καὶ πάσης Σκανδιναβίας, Ἱστορικὴ Εἰσαγωγὴ εἰς τοὺς κανόνας τῆς Ὀρθοδόξου Ἐκκλησίας, Στοκχόλμη 1990, 478 ἑπ.

    [18] Ρ. Π. Β´, 688-689, 692, 692-693.

    [19] Ρ. Π. Β´, 688-689.

    [20] Ρ. Π. Β´, 39.

    [21] Ρ. Π. Γ´, 404: «Εἴ τις παρὰ τὴν ἐκκλησίαν, ἰδίᾳ ἐκκλησιάζοι, καὶ καταφρονῶν τῆς ἐκκλησίας, τὰ τῆς ἐκκλησίας ἐθέλοι πράττειν, μὴ συνόντος τοῦ Πρεσβυτέρου κατὰ γνώμην τοῦ Ἐπισκόπου, ἀνάθεμα ἔστω». Συνάξεις ἢ παρασυνάξεις ὁδηγοῦν σὲ καθαίρεση.

    [22] Ρ. Π. Β´, 371.

    [23] ჰეტეროდოქსებთან ურთიერთობის შესახებ იხ. ᾽Αρχιμ. (καὶ μετέπειτα Ἀρχιεπίσκοπος) Ἱερώνυμος Κοτσώνης, Ἡ κανονικὴ ἄποψις περὶ τῆς ἐπικοινωνίας μετὰ τῶν Ἑτεροδόξων (Intercommunio), ἐν Ἀθήναις 1957, 5 ἑπ. Τὸ κανονικὸ πλαίσιο τῆς ἐπικοινωνίας μὲ ἑτεροδόξους καταγράφεται καὶ ἀναλύεται εὔστοχα καὶ στὸ ἔργο τοῦ Π. Παναγιωτάκου, Σύστημα τοῦ ἘκκλησιαστικοῦΔικαίου κατὰ τὴν ἐν Ἑλλάδι ἰσχὺν αὐτοῦ. Τὸ Ποινικὸν Δίκαιον τῆς Ἐκκλησίας, Τόμος Γ´, ἘνἈθήναις 1962, 344-350.

    [24] თავის სტატიაში კ. კირიაზოპოულოსი: „მოხსენების შეწყვეტა მღვდლების მიერ და კავშირის გაწყვეტა მონაზვნების ან ერისკაცთა  მხრიდან, ეპისკოპოსის, პირველმოსაყდრის, ან ეპისკოპოსთა კრების მიერ ერესის საჯაროდ ქადაგების შემთხვევაში, წარმოქმნის სქიზმის საეკლესიო  დანაშაულს“, არ ცდილობს კანონის შინაარსობრივ განმარტებას. არგუმეტირებულად არ პასუხობს მთავარ კითხვაზე, ხდება  თუ არა ერესის საჯაროდ   ქადაგება. იგი პირდაპირ ეთანხმება ამ აზრს. შეკითხვაზე პასუხის სირთულეს განაპირობებს ის რომ შეკითხვა თეოლოგიურია და არა სამართლებრივი.http://aktinesblogspot.gr/2016/10/blog-post_902html.

    [25] კრების დოკუმენტების სრული გამოცემა (ბერძნულად, ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად) შედგა სერიაში: Corpus Christianorum ConciliorumOecumenicorum Generaliumque Dectreta, IV/3, Turnhout 2016 (Brepols). წინამდებარე ნაშრომში გამოყენებულია ი. ლოცუს გამოცემა, თესალონიკი, 2016 (გამომც.CEMES), მკითხვლისთვის საქმის გასაიოლებლად.

    [26] Ἰ. Καρμίρης, Τὰ Δογματικὰ καὶ Συμβολικὰ Μνημεῖα τῆς Ὀρθοδόξου Καθολικῆς Ἐκκλησίας, τόμ. Ι, Ἐν Ἀθήναις 1952, 315.

 

 

 

(III ნაწილი)

3.ერეტიკოსები და  სქიზმატები

კრების დოკუმენტის წინააღმდეგ მთავარი ბრალდება ის არის, რომ მასში ერეტიკოსებად არ იწოდებიან   კათოლიკები და პროტესტანტები.  მეორე მსოფლიო კრების 6-ე კანონში[1]მოცემული კრიტერიუმები განსაზღვრავენ თუ რა შემთხვევაში შეიძლება ვინმეს ერეტიკოსად გამოცხადება:  „მწვალებლებს ვუწოდებთ ძველად ეკლესიიდან გაძევებულ და შემდეგ ჩვენს მიერ შეჩვენებულ, განკანონებულ კლერიკოსებს“. წმიდა კანონების თვითნებურად  მოხმობა  და მითუმეტეს ბოროტად გამოყენება  ყოვლად დაუშვბელია. ნათელია, რომ ადამიანი ერეტიკოსად ვერ ჩაითვლება, თუ  იგი განკანონებული არ არის   მსოფლიო კრების მიერ. ადგილობრივი კრებების მიერ ზოგიერთი  სწავლების დაგმობის მიუხედავად[2], არ მომხადარა კათოლიკების საზოგადო დაგმობა.  ჩანს, რომ  1054 წლის შედეგ აღმოსავლეთში  ეს ფაქტი  ზოგიერთისთვის დაფიქრების მიზეზი გახდა, სწორედ ამიტომ ბალსამონი აღნიშნავს: „ეს ყოველივე გაითვალისწინე, რადგან შესაძლოა დაგჭირდეს მათ წინააღმდეგ რომლებიც ამბობენ, რომ არ იყო სწორი რომის საყდრისგან გამოყოფა,  სანამ როგორც ბოროტის მოსურვეებს (κακόφρονες) ისე არ დავგმობდით მათ. ხოლო წინამდებარე კანონი მათ დოგმატური მიზეზის გამო არ სჯის…“[3]. აღსანიშავია, რომ ბალსამონი  1054 წლის ორმხრივი ანათემებიდან, მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ საუბრობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სქიზმის შესახებ, რასაც რა თქმა უნდა  უკავშირებს დოგმატურ მიზეზებს; ამისთვის  მიმართავს პირველ-მეორე კრების (861) 15-ე კანონს არა პიროვნულ,  არამედ ეკლესიათა შორის  საეკლესიო ერთობის დარღვევის საფუძველზე. ის თავს არიდებს კათოლიკებს უწოდოს ერეტიკოსები, მაგრამ მათ ახასიათებს როგორც „ბოროტის მოსურვეებს“ (κακόφρονες), თუმცა არ ცდილობს განასხვაოს ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან.

რადგან ობიექტური მკვლევარი ვალდებულია დაწვრილებით გამოიკვლიოს ყველაფერი; ამიტომაც არ უნდა დავივიწყოთ აღმოსავლეთის ეკლესიის ის სიმბოლური დოკუმენტები, სადაც კათოლიკები და მათგან მოგვიანებით განყოფილნი (პროტესტანტები) ხასიათდებიან როგორც ერეტიკოსები, ან იგმობა მათი ესა თუ ის სწავლება (რა თქმა უნდა ამგვარი რამ არ მომხდარა მსოფლიო კრების მიერ, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური და დოგმატური ტრადიციის მიხედვით შეუძლებელია ჩაანაცვლოს ადგილობრივმა კრებამ). განსაკუთრებით საინტერესოა თუ როგორ განსაზღვრავს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ურთიერთობებს მათთან, რომლებსაც  ადგილობრივ კრებებზე  ან სხვა დოკუმენტებში უწოდებს მწვალებლებს,  მაგალითისთვის:

  • მარკოზ ეფესელი თავის ცირკულარულ ეპისტოლეში, სათაურით: „ყოველთა მკვიდრთა ქვეყნისათა და კუნძულებზე მყოფ მართლმადიდებელ ქრისტიანთა მიმართ“[4], კათოლიკებს უწოდებს ერეტიკოსებს, ძირითადად ფილიოკვეს გამო „მათ როგორც ერეტიკოსებს არ გავექეცით? და ამის გამო არ განვშორდით?“.  მიუთითებს წმიდა ფოტიოსის ნომოკანონს[5] წმიდა თეოდორე სტუდიელის საპირისპიროდ, რომელიც ფიქრობდა, რომ ვალდებულნი ვართ ერეტიკოსებად მივიჩნიოთ „ისინი, რომლებიც არ  ნათლავენ და არ ინათლებიან მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“[6]. წმიდა მარკოზ ეფესელი აღნიშნავს: „ერეტიკოსი არის  ის ვისაც მიემართება  ერეტიკოსების წინააღმდეგ გამოცემული კანონები, ასევე ის ვინც თუნდაც მცირედით გადაუხვევს სწორ რწმენას“.  ეს პოზიცია მარკოზ ეფესელს ხელს არ უშლის კათოლიკებს ეკლესია უწოდოს: „მრავალი წლის წინ ჩამოშორდა დასავლეთის ეკლესია, ეს სახელგანთქმული წევრი,  ოთხ უწმიდეს პატრიარქთან  ზიარებას“[7]. ის ფაქტი რომ კათოლიკები მარკოზ ეფესელის მიერ მწვალებლებად ხასიათდებიან, ხელს არ უშლის მას  კათოლიკობიდან მართლმადიდებლობაში შემომსვლელები მიიღოს მხოლოდ მირონის ცხებით; ამისთვის  მიუთითებს მეორე მსოფლიო კრების 7-ე კანონს და შესაბამისად იყენებს მას[8]. ფერერა-ფლორენციის კრებაზე წარუმატებლობის შემდეგ უქმდება  კათოლიკური ეკლესიის წოდება  მოძმე ეკლესია [9]?  იგივე განსხვავებები არ გვაქვს?
  • 1638 წლის კონსტანტინოპოლის კრება, კირილე ლუკარის კალვინისტურ  რწმენის აღსარებას უწოდებს ერეტიკულს: „მიუხედავად იმისა, რომ მასშიც მოიძებნება მცირე სიკეთე, მის სიღრმეში იზრდება ერესი“[10]. ამ დოკუმენტში მართლმადიდებელ ეკლესიას  მრავალჯერ ეწოდება  აღმოსავლეთის ეკლესია[11], რაც უშვებს დასავლეთის ეკლესიის არსებობას.
  • სინოდალური ეპისტოლე, რომელსაც სხვებთან ერთად ხელს აწერენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი  გრიგოლ მეხუთე და იერუსილმის ათანასე (1836), ეწინააღმდეგება პროტესტანტების პროზელიტურ საქმიანობას; ლუთერს, კალვინს და ცვინგლს უწოდებს ერეტიკოსებს.  სინოდალური ეპისტოლე განსაზღვრავს: „დღევანდელი ერეტიკოსები თანამოაზრენი არიან და იღწვიან  ერსიარქების სასარგებლოდ, რომელთა სახელებსაც ატარებენ. ეს ერეტიკოსები  იწოდებიან ლუთერო-კალვინისტებად…“[12].  ამას გარდა, ამ დოკუმენტში საუბარია აღმოსავლეთის (მართლმადიდებელ) ეკლესიასა და დასავლეთის ეკლესიაზე [13].
  • აღმოსავლელი პატრიარქების  ენციკლიკაში პაპი პიუს IX-ის  (1848) მიმართ, პაპიზმი ერესადაა მოხსენიებული და  არიანიზმთანაა შედარებული (იპერბოლაა და არა ანალოგია): „ეს ერესები განივრცნენ თითქმის მთელ  სამყაროში და უფალს აწუხებენ, ოდესღაც იყო არიანიზმი, დღეს  არსებობს პაპიზმი“[14]. თუმცა, როგორც ამას ქვემოთ ვიხილავთ, ენციკლიკაში  პაპიზმის ამგვარად მოხსენიების მიუხედავად, ხშირად რომის საყდარს ეკლესია ეწოდება.
  • მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრაზე მოსკოვში (1948) აღნიშნულია: „პაპიზმის არსი იმაში გამოიხატება, რომ ნამდვილი კათოლიკე მართლმადიდებლობა ირყვნება, ამ ახლადგამოჩენილი დოგმატების შემოტანით… პაპიზმის მთელი ისტორია მიუთითებს ქრისტეს ეკლესიის ახალი აღთქმისეული სწავლების შერყვნაზე“[15]. ქრისტიანული სწავლების შებღალვის მიუხედავად, შეხვედრაზე საუბარია კათოლიკური ეკლესიის შესახებ, როგორც ამას ქვემოთ ვიხილავთ.

ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ ნათელია, რომ XIX საუკუნემდე კათოლიკები ადგილობრივი კრებების მიერ, რომელთაც შეზღუდული ავტორიტეტი და ძალა აქვთ, ხასიათდებიან  ერეტიკოსებად. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ საუბარია „ახლადგამოჩენილ დოგმებზე“   კათოლიკების მხრიდან, მათ ერეტიკოსები არ ეწოდებათ. დასავლეთის ქრისტიანები აღარ ხასიათდებიან ერეტიკოსებად  მას შემდეგ რაც: 1. 1902-1904 და 1920 წლებში დაიგზავნა  მსოფლიო საპატრიარქოს ენციკლიკები, რომლებიც მიზნად ისახავენ ორმხრივი ნდობის აღდგენას კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის, ასევე პროზელიტური საქმიანობის შეწყვეტას კათოლიკების მხრიდან[16]; 2.   გაუქმდა ანათემები (1965), რომელიც გამოცხადებული ჰქონდა მსოფლიო საპატრიარქოს [17] (1054); 3. მიღებულ იქნა  პანორთოდოქსული გადაწყვეტილება, დაწყებულიყო თეოლოგიური დიალოგები[18]. მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს ეს ყოველივე? ააქვთ მათ რაიმე მნიშვნელობა?

1965 წელს ანათემების გაუქმებამ, რომლებიც გამოცხადდნენ 1054 წელს (ისტორიულად დამტკიცებულია, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის გაწყვეტა XI საუკუნის შემდეგ მყისიერად არ მომხდარა[19]. კავშირის გაწყვეტაში გადამწყვტი როლი ითამაშეს ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა), ხელი შეუწყო შემდგომში დაახლოებისკენს სწრაფვას. ვლასიოს ფიდასი აღნიშნავს, რომ ანათემების გაუქმებით (1965) შეიქმნა განკანონების  კანონიკური ჩარჩო  და რომ  აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საბოლოო სქიზმა გადაზრდილია უზიარებლობაში დოგმატური განსხვავებების დაძლევამდე[20].  ანათემების გაუქმება არ არის საკმარისი საეკლესიო ერთობის აღსადგენად დოგმატური განსხვავებების  არსებობის გამო,  ამიტომ მისი  მნიშვნელობა უფრო მეტად ფსიქოლოგიურია; აიოლებს ერთობისაკენ მსვლეობას დიალოგის მეშვეობით. უნდა გავიგოთ რომ: „დიალოგი წარმოადგენს გულწრფელი შერიგების გამოხატულებას, სულიერი ნდობის, პატივისცემის და სიყვარულის ნიშანს… რათა ისევ ვიგემოთ რწმენაში სრული კავშირი, ძმური ერთობა და საიდუმლოებითი ცხოვრება, რომელიც არსებობდა ჩვენ შორის ეკლესიის ცხოვრების პირველი ათასწლეულის მანძილზე“[21].

შედეგად,  ტერმინ „ჰეტეროდოქსის“  გამოყენება „ერეტიკოსის“ ნაცვლად არ ნიშნავს დოგმატური განსხვავებების დავიწყებას ან მათ იგნორირებას. ეს შენიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეიძლება ყურადღებიდან გამოგვრჩეს.

საეკლესიო ლიტერატურაში არ ხდება  ტერმინების „ერეტიკოსი“ და „ჰეტეროდოქსი“, ერთმანეთისაგან განსხვავება. საჩვენებლად რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ:

  • ათანასე დიდი: „ისინი ცრუობენ როდესაც წერენ რწმენის შესახებ… ჰგონიათ რომ რწმენის საკითხებს განსაზღვრავენ… ცრუმოძღვრების (ἑτεροδοξία=ჰეტეროდოქსია) ბრალდებას გაურბიან…“ [22].
  • იოანე დამასკელი: „ერესებს უთანხმოებანი, დაპირისპირებები და ცრუმოძღვრებანი (τεροδοξίαι) ახლავს თან როდესაც ერთი ერესი მეორეს ამხობს. ბრძოლის ველად იქცა ერეტიკოსთა სამყოფელი“[23].
  • იოანე ოქროპირი: „მოძღვარივით კი არ საუბრობს, არამედ როგორც მსახური, რათა ასწალოს მოწაფეს თავმადაბლობა „რაჲთა ამცნო ვიეთმე, რაჲთა არა სხუასა რასმე მოძღურებდენ“ (ἑτεροδιδασκαλεῖν). ასე არ მოიხსენიებს მათ, რათა უფრო მეტად შერცხვენილნი არ გამოაჩინოს“[24].
  • ევსები კესარიელი: „და პავლეს მანკიერი სხვაგვარადმადიდებლობა, მხილებები და შეკითხვები, რომლებიც მის მიმართ აღიძრა” [25].
  • ევსები კესარიელი: „ერთად ხშირად იკრიბებოდნენ, მტკიცებულებები და გამოძიებები აღიძვრებოდა თითოეულ სინოდზე, როდესაც სამოსატელის გარშემო მყოფნი ცდილობდნენ უცხოდმადიდებლობის დაფარვასა და დამალვას, სხვები კი მოშურნეობით აშიშვლებდნენ და სააშკარაოზე გამოჰქონდათ მისი მწვალებლობა და ქრისტეს გმობა“[26].

საეკლესიო ლიტერატურაში ტერმინები „ჰეტეროდოქსი“ და „ერეტიკოსი“ აღნიშნავენ  რწმენაში განსხვავებას და ერთმანეთის გვერდიგვერდ იხმარებიან.   მართლმადიდებელი  ეკლესია  ტერმინს „ჰეტეროდოქსი“ დღეს იყენებს  მათ მიმართ, რომლებიც იმყოფებიან მის გარეთ და აწარმოებს მათთან დიალოგს შერიგებისა და სიყვარულის პირობებში. მართლმადიდებელი ეკლესია აცნობიერებს   ჩვენ შორის არსებულ განსხვავებებებს და იმასაც, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით საერთო რწმენა ერთმანეთთან გვაკავშირებს. იგი განსხვავებების დაძლევის შემდეგ, მოელის ევქარისტიული კავშირის აღდგენას. მართლმადიდებელი ეკლესია თვლის, რომ ეს ტერმინი  შესაფერისია მისი პოზიციის და ურთიერთობის გამოსახატავად კონკრეტულ ქრისტიანულ აღმსარებლობებთან, რომლებშიც ხედავს, რომ დასაახლოებლად  არსებობს ძირითადი პირობები. საზოგადო ტერმინი „ერეტიკოსი“ შინარსობრივად გამოხატავს განვრდომას და მოკვეთას; სიცოცხლის, გამოცდილების, და ჭეშმარიტების უარყოფას, სწორედ ამის გამო აღნიშნული ტერმინი ისტორიულად უარყოფითი შინარსისაა და გამოიყენება ყველა მოკვეთილის და კანონიკური ეკლესიის მიღმა მყოფების მიმართ. ტერმინი „ჰეტეროდოქსი“ ერთის მხრივ  განასხავებს მართლმადიდებელს სხვაგვარადმადიდებელისაგან (ἄλλως δοκοῦντας) რწმენაში, ხოლო მეორეს მხრივ გამოხატავს ნეიტრალურ პოზიციას არსებული განსხვავებების მიმართ, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ დიალოგის საგანს გამოძიებისა და შეთანხმების პროცესში. დიალოგი როგორც კათოლიკებთან, ასევე სხვა რომელიმე ქრისტიანულ აღმსარებლობასთან   მრავალსაუკუნოვანი დაშორებისა და გაუცხოების შემდეგ მიმდინარეობს თანასწორობის საფუძველზე.   დიალოგის დასაწყებად  აუცილებელია განსხვავებული აზრის პატივისცემა (ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი გაზიარებული იქნება მართლმადიდებლების მიერ), პირველ რიგში კი განსხვავებული აზრის განხილვა უნდა მოხდეს ობიექტური კრიტერიუმებით, რასაც წარმოადგენს საერთო ტრადიცია პირველი ათასწლეულის მანძილზე. ეს უკანასკნელი გამორიცხავს  ჭეშმარიტების რელატივიზაციას. ტერმინები „ჰეტეროდოქსი“ და „ერეტიკოსი“  შინაარსობრივად  არ უიგივდებიან ერთმანეთს სრულად;  დღეს  მათ ვიყნებთ  ზუსტი შინაარსობირვი მნიშვნელობით. ტერმინი „ერეტიკოსი“ შეურაცხმყოფელია და სალანძღავია. ისტორიიდან გვახსენებს განურჩევლად ყველა იმ ჯგუფს, რომლებიც უარყოფდნენ და ებრძოდნენ ეკლესიის მთავარ დოგმატურ სწავლებებს და თვითონ ეკლესიასაც. ტერმინი „ჰეტეროდოქსი“ აღნიშნავს ქრისტიანულ აღმსარებლობებს, სადაც არსებობს საფუძველი დიალოგის საწარმოებლად, რათა შესაძლებელი იყოს შეთანხმება.

„რწმენის აღმსარებელთა“ მოწოდებაზე, რომ კათოლიკები ერეტიკოსებად უნდა იწოდებოდნენ, პასუხი ნათელია და კატეგორიული. მათთვის ერეტიკოსის სახელით მოხსენიება იმიტომ არ ხდება, რომ არ არიან განკანონებულნი მსოფლიო კრების მიერ; ასევე დიალოგის პირობებში  ტერმინი „ჰეტეროდოქსი“, რომელიც ცხადად გამოხატავს აღმსარებლობით განსხვავებას, ითვლება უფრო შესაფერისად იმ მიზეზების გამო რომლებიც ზემოთ დავასახელეთ. რატომ არ უწოდებდა მარკოზ ეფესელი კათოლოკებს ერეტიკოსებს, სანამ ფერარა-ფლორენციის კრებაზე   ჩიხში არ შევიდა მოლაპარაკებები? რატომ არ თქვა  II მსოფლიო კრებამ, რომ  სულიწმიდა მამის თანაარსია [27]? სხვაგვარად ფიქრობდა? რა თქმა უნდა არა.

კითხვაზე, რა კრიტერიუმით უნდა შევრაცხოთ ვინმე ერეტიკოსად ან ჰეტეროდოქსად,  ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ამგვარად პასუხობს: „ძველ ეკლსიაში    ერეტიკოსების მიმართ დამოკიდებულება იყო ძალიან მკაცრი. საეკლესიო კანონები კრძალავდნენ არახოლოდ ზიარებაში მონაწილეობას, არამედ ერეტიკოსებთან თანალოცვასაც. ამასთან, არ შეიძლება გამოგვრჩეს, რომ პირველი საუკუნის ერესები არიანიზმი, საბელიანიზმი და მონოფიზიტიზმი უარყოფდნენ ქრისტიანული სარწმუნოების ძირითად საფუძვლებს: ქრისტეს ღმერთობას, სამების პირთა თანასწორობას,  ქრისტეში საღმრთო და ადამიანური ბუნების სისრულეს. იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ქრისტიანული აღმსარებლობების მიმართ, რადგან იღებენ ეკლესიის ძირითად  დოგმატებს. მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ დიდი სიზუსტით უნდა განარჩიოს ერთმანეთისაგან ერეტიკოსები და  ჰეტეროდოქსები. მოსკოვის წმიდა პატრიარქი, ფილარეტი თვლიდა,  რომ  „მოუღებელია და მცდარი პაპიზმი (ე.ი კათოლიკობა)  გავუთანაბროთ არიანიზმს“ . მთლად სწორი არ იქნებოდა ჰეტეროდოქსებს მოვეპყრათ ისე როგორც ეს განსაზღვრეს დიდი კრებების ეპოქის  მამებმა ერეტიოსების მიმართ; რომ უნდა მოვიკვეთოთ ისინი და არ უნდა გვქონდეს მათთან კავშირი“[28].

მიტროპოლიტი ილარიონის ზემოთმოყვანილი მოსაზრება ძირითადად სწორია. თანამედროვე ჰეტეროდოქსები განსხვავებულადმადიდებელი  ქრისტიანები არიან და არ უიგივდებიან უძველეს ერეტიკოსებს, რადგან ეთანხმებიან სამების პირთა ღმერთობას და ქრისტეში საღმრთო და ადამიანური ბუნების სისრულეს (რამდენად ეთამხმებიან ეს განსაზღვრავს მართმადიდებლებლთა კავშირს  მათთან. უნდა დაკონკრეტდეს,  რა დონეზე შეიძლება არსებობდეს  ეს კავშირი, რადგან შეუძლებელია ზოგადად ვისაუბროთ ჰეტეროდოქსებტან ზიარების შესაძლებლობაზე, ისე როგორც ეს ესმის დღეს ანტიოქიის საპატრიარქოს, როგორც ქვემოთ ვნახავთ). მიტროპოლიტი ილარიონის ეს შეხედულებები წარმოდგენია მისი ნაშრომის „რწმენის საიდუმლოება“ გერმანული თარგმანის უკანასკნელ ქვეთავში, სათაურით „ეკლესია და ეკლესიები“. გასაკვირია, რომ მეშვიდე თავის (სათაურით „ეკლესია”) ეს ქვეთავი გამოტოვებულია  იმავე ნაშრომის ბერძნულ თარგმანში[29]. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეთავი გამოტოვებულია  მიმდინარე წლის რუსულენოვან გამოცემაშიც [30]. ბუნებრივია  ისმის კითხვა, რამ გამოიწვია ამ ქვეთავის გამოტოვება?  სხვას ვეუბნებით კათოლიკებს და სხვა მართლმადიდებლებს? თითოეულს უფლება აქვს გამოიტანოს საკუთარი დასკვნა და არ არის საჭირო ზედმეტი კომენტარი. მხოლოდ სინანულს იწვევს ზემოთაღნიშნული.

მიტროპოლიტი ილარიონი უკუაგდებს არქიმანდრიტ (ჯერ კიდევ არქიმანდიტი იყო) იუსტინე პოპოვიჩის  მოსაზრებებს[31], რომ ეკუმენიზმი ეს არის ზოგადი ნიშანი, რომელიც შეიცავს დასავლეთ ევროპის ფსევდოქრისტიანულ გაერთიანებებს, რომლის მწვერვალს წარმოადგენს პაპიზმი, როგორც ერესთა ერესი. მიტროპოლიტი ილარიონი ეწინააღმდეგება ასევე  რუსული დიასპორის არქიეპისკოპოს ამბერკის (Tauscher) მოსაზრებას [32], რომ მსოფლიო ეკლესიის ერთობიდან მხოლოდ ჰეტეროდოქსები არ მოკვეთილან, არამედ ისინიც, როლებიც თავიანთ ცდომილებაში იწოდებიან მართლმადიდელებად, გულისხმობს მოსკოვის საპატრიარქოს (ეს ყოველივე დაიწერა არქიეპისკოპოს ამბერკის მიერ, რა თქმა უნდა დიასპორის  რუსული ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლამდე).  მიტროპოლიტი ილარიონი საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად მოიხმობს  ბულგაკოვისა, ფლოროვსკის  მეინდორფის და ანტონი ბლუმის შეხედულებებს აღნიშნულ საკითხზე. ხაზს უსვამს წმიდა ფილარეტ მოსკოველის (XIX ს.) სიტყვებს: „ვერ გავბედავ ვუწოდო ცრუ ვერცერთ ეკლესიას, რომელსაც წამს, რომ იესო არის  ქრისტე“[33].  მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, რომ ხშირად სქიზმები წარმოიშვებოდნენ პოლიტიკური მიზეზებით და არა თეოლოგიურით.  დროის გასვლასთან ერთად პოლიტიკური ფაქტორები გავლენას ვეღარ ახდენდენ, მაგრამ ეკლესიათა შორის მტრობა შენარჩუნდა.

მიტროპოლიტი ილარიონი არ ეთანხმება ეკლესიის განსაკუთრებულობას ხსნის საქმეში[34]. იგი სწორად მიუთითებს ნეტარ ავგუსტინეს შესაბამის ციტატას: „ზოგიერთები, რომლებიც თვლიდნენ რომ უცხონი არიან ეკლესიისაგან, მეორდ მოსვლის დროს აღმოაჩენენ, რომ მას ეკუთვნოდნენ; სხვანი, რომლებიც სამწუხაროდ თვლიდნენ, რომ ეკლესიის წევრები არიან, ნახავენ რომ უცხონი იყვნენ მისგან“[35] და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ღმერთმა იცის სად იწყება და სად მთავრდება ეკლესიის საზღვრები. მას ვისაც ჰგონია რომ ეკლესიის ფარგლებს გარეთ არ არსებოს ღვთის მადლი, ეს ნიშნავს იმას რომ იგი ცდილობს ღვთის ყოვლადძლიერების წინაშე ზღუდე აღმართოს. მიტროპოლიტი ილარიონი ასკვნის: მართმადიდებელი ეკლესიისადმი თავგანწირვა არ უნდა იწვევდეს უზომო ზეიმს, ისე რომ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებს ვთვლიდეთ  ადამიანური ბოროტების  ნაყოფად, რომელიც ადამიანების 99%-ს სიკვდილისკენ მიაქანებს[36].

ამ ყველაფრის მიუხედავად ზოგიერთები თვლიან, რომ მხოლოდ ისინი მოხვდებიან სასუფეველში. მაქსიმე აღმსარებლი თავის კომენტარში დიონისე არეოპაგელის ნაშრომზე, „საეკლესიო იერარქიის შესახებ“ აღნიშნავს: „მომავალი მდგომარეობის შესახებ ჭეშმარიტება ისაა რომელის შესახებაც მოციქული პავლე   ამბობს: „რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა (I კორ. 13, 12)[37]. ჩვენ ალბათ ვერაფერს ვერ ვხედავთ! რა თქმა უნდა მათი უფლებაა ეთანხმებოდნენ წმიდა კვიპრიანე კართაგენელის შეხედულებებს ყველაფერში, მაგრამ შეუძლებელია დაამტკიცონ, რომ მათ შეხედულებებს საფუძველი აქვს ბიბლიასა და მამათა ღვთისმეტყველებაში (უკვე მოვიყვანეთ ერთი ციტატა ნეტარი ავგუსტინეს ნაშრომებიდან, ქვემოთ სხვა ციტატებსაც მოვიყვანთ).

4.მოსკოვის საპატრიარქო და ჰეტეროდოქსები კრეტის წმიდა და დიდი კრების დოკუმენტებში

მოსკოვის საპატრიარქომ 2000 წელს მიიღო დოკუმენტი, სათაურით „ჰეტროდოქსების მიმართ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის  დამოკიდებულების ძირითადი საფუძვლები“[38]. ეს დოკუმენტი იყოფა შვიდ თავად, რომელთაც ემატება ორი განყოფილება [39]. დოკუმენტში ერეტიკოსები და ჰეტეროდოქსები ერთმანეთისაგან ცხადად განირჩევიან. ჰეტეროდოქსებს მიეკუთვნებიან ისინი ვისაც სწამს  სამების და იესო ქრისტეს  ღმერთკაცად და მხსნელად აღიარებენ. ერეტიკოსებს მიკუთვნებიან ისინი ვინც უარყოფენ ამ მთავარ ქრისტიანულ დოგმატებს[40]. ჰეტეროდოქსების ის ჯგუფები, რომლებთანაც რუსული ეკლესია ორმხრივ დიალოგს აწარმოებს, ან მონაწილეობს პანორთოდოქსულ დიალოგებში,  ეკლესიებად იწოდებიან.

წმიდა და დიდი კრების დოკუმენტებში, ის ქრისტიანული ერთობები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ საერთო რწმენა ძირითადი დოგმატების მიმართ, იწოდებიან ჰეტეროდოქსებად.  თეოლოგიური დიალოგის მიმართ ერთობლივი ნდობის გამო, არსებობს მათთან შეთნხმების მოლოდინი. ამგვარი რამ შეუძლებელია მოხდეს ერესების მიმართ, სწორედ ამის გამო, სამართლიანად არ ხდება მათი მოხსენება კრების დოკუმენტებში. პირველი ათასწლეულის მონარქიანისტი შეუძლებელია გაუთანაბრდეს მეორე ათასწლეულის კათოლიკეს. არცერთ მსოფლიო კრებას არ შეუწყნარებია  საეკლესიო ექსკლუზივიზმი.  მართლამიდებელი ეკლესიის პატრიკულ სწავლებას დავუპირისპირდებით იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისის გარეშე მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ მყოფ ქრისტიანულ ერთობებს ერეტიკოსებად ჩავთვლით და გამოვრიცხავთ მათი წევრების ხსნის შესაძლებლობას. ამგვარი რამ ოფიციალურად დაფიქსირდა ფლორენციის კრებაზე  ვულაში: „Contate Domino“ და ეხება კათოლიკურ ეკლესიას[41]. მსოფლიო კრებების პერიოდში ეკლესია ერთმანეთისაგან განარჩევდა  ერესებს და აღიარებდა ზოგიერთი მათგანის საიდუმლოებებს; აღიარებდა მათ ნათლობას, მირონცხებას და მღვდლობის საიდუმლოს, მაშინ როდესაც ამ ერსების წევრები ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში შემოსვლას განიზრახავდნენ [42]. ეკლესია ამგვარად იქცეოდა, რადგან ეკლესიის წიაღში შემოსვლა არ წარმოადგენდა  და არც ახლა წარმოადგენს მექანიკურ მოქმედებას, არც მაგიის ძალით ხდება.  ეკლესია აღიარებს მადლის არსებობას და საიდუმლოებების  ნამდვილობას მის ფარგლებს გარეთ, მაშინ როდესაც ეს საიდუმლოებები ქრისტეს ერთ და განუყოფელ სხეულში შესვლისკენ მიუძღვიან.

აღსანიშნავია ყველაზე დიდი რუმინელი  თეოლოგის, დიმიტრი სტანილოაეს მითითება[43], რომ ეკლესია ჰეტეროდოქსებთან ურთიერთობის დროს მოქმედებს „თავის სასარგებლოდ“! ეკლესიას შეუძლია აამოქმედოს ჰეტეროდოქსების მიერ შესრულებული საიდუმლოებები, ითვალისწინებს რა ავაზაკის მაგალითს, რომელიც სასუფველში შევიდა საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე.  თავიანთი საიდუმლოებებით ჰეტეროდოქსები გამოხსნის აღთქმას და იმედს მოიპოვებენ. ეზიარებიან სინათლის მკრთალ სხივს, რომელიც კათოლიკებში უფრო ძლიერია, ვიდრე პროტესტანტებში. ჰეტეროდოქსების შორიდან ესმით ის ცნობა და აღთქმა,  რომელიც გარკვვით მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ისმის. ჰეტეროდოქსები თავიანთი საიდუმლოებებით ამყარებენ  გარკვეულ კავშირს ქრისტესთან, მიუხედავად იმისა რომ ეს კავშირი ბუნდოვანია, რადგან რწმენა რომელიც უპყრიათ შეცვლილია.

ამგვარად, დასაშვებია ვიფიქროთ, რომ თუ ჰეტეროდოქსების საიდუმლოებებში არსებობს ქრისტეს ერთ სხეულში და საღმრთო ევქარისტიაში ზიარების შესაძლებლობა, შედეგად მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია აღიაროს, ამ საიდუმლოებებში საღმრთო მადლის არსებობა. რა თქმა უნდა  ეს  არ აღინიშნა  კრეტის წმიდა და დიდ კრებაზე (შესაძლოა ეს არც არასოდეს მოხდეს).  კრებამ სავსებით მართებულად  გამოიყენა ტერმინი „ჰეტეროდოქსები“  და ამგვარად განასხვავა თანამედროვე ჰეტროდოქსები, რომლებთანაც დიალოგს აწარმოებს, ძველი და თანამედროვე მწვალებლებისაგან.

არ იქნება სერიოზული, თუ თავს მოვიტყუებთ თითქოს არ ვიცოდეთ ვინ არიან დღეს ჰეტეროდოქსები და ვინ მწვალებლები. იმის მაგივრად, რომ ვკიცხავდეთ ჩვენს უცოდინარობას და ურწმუნოებას, ვაკრიტიკებთ წმიდა და დიდი კრების გადაწყვეტილებებს! 1986 წელს პანორთოქსულ შეხვედრაზე განისაზღვრა ტერმინ ჰეტეროდოქსის შინაარსი და მოხდა მანამდე არსებული დიალოგის მსვლელობის აღწერა.  ამ შეხვედრაზე დადგინდა კრიტერიუმები  ჰეტეროდოქსების   ვიანაობის და რაობის განსასაზღვრად, რათა შეგვეძლოს განვარჩიოთ ისინი მწვალებლებისაგან. ჰეტეროდოქსები არიან: კათოლიკები,  აღმოსავლური უძველესი ეკლესიები (პროქალკედონელები), ლუთერანები, რეფორმატორები,  ძველი კათოლიკები და ანგლიკანები.

სავსებით მართებულად კრეტის წმიდა და დიდი კრების საბოლოო დუკუმენტში არ ხდება არცერთი იმ დიალოგის ხსენება, რომლებიც ჯერ განვითარების პროცესშია, რადგან მათი ხსენება შეუძლებელია ყოფილიყო, ამ ფაზაში, სინოდალური გადაწყვეტილების საგანი. ვისაც სურს ადვილად შეუძლია  მიიღოს ინფორმაცია დიალოგის პროცესის და ასევ იმ საერთო დოკუმენტების შესახებ, რომლებიც  შეადგინა შერეულმა საღვთისმეტყველო კომისიამ.

 

 

  1. სხვა ეკლესიების ისტორიული სახელწოდება

წმიდა და დიდი კრების იმ დოკუმენტის მეექვსე პარაგრაფში, სადაც საუბარია „მართლმადიდებელის ეკლესიის დამოკიდებულებაზე დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“ ვკითხულობთ: „ეკლესიის ონტოლოგიური ბუნების შესაბამისად, შეუძლებელია დაირღვეს მისი ერთიანობა. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს იმ ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელდებას,  რომლებიც არ არიან მასთან თანაზიარებაში…“. ცნობილია, რომ ეს განცხადება გახდა მკაცრი კრიტიკის საგანი იმ არგუმენტით, რომ   სხვა ქრისტიანული აღმსარებლობები მასში  ეკლსიებადაა აღიარებული, რაც არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის თვითშეგნებას, რომ იგი წარმოადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და  სამოციქულო ეკლესიას. მაგრამ  რეალურად მდგომარეობა სულ სხვაგვარია და კრიტიკოსებს, თუ არ სურთ ამ დოკუმენტის წაკითხვა და გაგება,  რბილად რომ ვთქვათ, არ იქცევიან სწორად.

დოკუმენტის პირველივე პარაგრაფში, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, გამოხატულია მართლმადიდებელი ეკლესიის თვთშეგნება, რომ იგი წარმოადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ეკლესიის ერთიანობის დაცვის წინაპირობა, როგორც დოკუმენტის მეორე პარაგრაფშია აღნიშნული, არის წმიდა წერილის და წმიდა გარდამოცემისადმი ერთგულება.  წმიდა წერილის და წმიდა გარდამოცემის ერთგულების გარეშე, მართლმადიდებელი ეკლესია არ იქნებოდა კათოლიკე ეკლესია; მას არ ექნებოდა საყოველთაო ხასიათი, კათოლიკე რწმენის და ჭეშმარიტების სისავსე, როგორც  მას მიეცა იესო ქრისტესა და მოციქულთაგან.  ეკლესიის საყოველთაოობის დაცვის საფუძველი და წინაპირობა არის სამოციქულო მემკვიდრეობა და პატერიკული გარდამოცემა. სამოციქულო მემკვიდრეობა აუცილებელი წინაპირობაა გარდამოცემული ჭეშმარიტების საყოველთაოობის დასაცავად, იმის მიუხედავად თუ როგორ გვესმის სამოციქულო მემკვიდრეობა, როგორც წესის მემკვიდრეობა, თუ რწმენის მემკვიდრეობა (ან ორივე მათგანის ერთად, უფრო სწორი იქნებოდა). კრეტის კრების დოკუმენტის მიხედვით  სამოციქულო მემკვიდრეობას გამოხატავენ საეკლესიო მამები და განსაკუთრებით მსოფლიო კრების მამები. შესაძლებელია ამ საკითხებში უთანხმოება არსებობდეს?

კათოლიკე ეკლესიის ერთიანი სხეულისაგან მოკვეთა იყო და არის საზარელი მოვლენა.  კრეტის კრების დოკუმენტის მეექვე პარაგრაფში ხაზგასმითა აღნიშნული, რომ კათოლიკე ეკლესიისაგან მოკვეთა ვერ ავნებს ეკლესიის ერთობას. ეკლესია (მართლმადიდებელი) რჩება ერთი და კათოლიკე. დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს, მისი ონტოლოგიური ბუნებით, ეკლესიას.  ნიკოლაოს კაბასილას თანახმად „ეკლესია საიდუმლოებებში  არსებობს“[44],  შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს საიდუმლოებები.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა მყოფების შესახებ რა შეგვიძლია ვთქვათ?  წარმოადგენენ ისინი ეკლესიას, თუ უბრალოდ ქრისტიანულ აღმსარებლობებს? კრების დოკუმენტის მიხედვით, ეკლესია არის ერთი და კათოლიკე „შეუძლებელია დაირღვეს მისი ერთიანობა“, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია უშვებს ზოგიერთ ამ ქრისტიანულ აღმსარებლობას უწოდოს ეკლესია.  რომელიმე სხვა ქრისტიანული ერთობის ეკლესიად მოხსენიება,  არ ნიშნავს იმას, რომ მასში ვაღიარებთ ონტოლოგიურად საეკლესიო ჰიპოსტასს, ე.ი. საიდუმლოებებს.

რატომ ეწოდებათ ჰეტეროდოქსულ ქრისტიანულ ერთობებს ეკლესია?

საკლესიო გარდამოცემის თანახმად, ჭეშმარიტებისაგან მოკვეთა ხდება ამპარტავნებით. საეკლესიო ლიტერატურაში, ხშირად, ეს ქრისტიანული ერთობები ეკლესიებად იწოდებიან. მაგალითად, პაპისტები და ლათინები იწოდებიან დასავლელებად, ან კათოლიკურ ეკლესიად. მეორე ათასწლეულის საეკლესიო მამები, მეოცე საუკუნეში ეკუმენური მოძრაობის დაწყებამდე, ყოველგვარი  სირთულის გარეშე უწოდებდნენ კათოლიკებს ეკლესიას, განსაკუთრებით პროტესტანტული რეფორმის შემდეგ; ისინი ამგვარად იქცეოდნენ მაშინაც კი, როდესაც აღმოსავლეთში კათოლიკების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროზელიტურ საქმიანობას და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ურთიერთობა გნსაკუთრებით დაძაბული  იყო.

წმიდა და დიდი კრების  კრიტიკოსებმა შესაძლოა იციან (მაგრამ ავიწყდებათ ნებით, ან უნებლიეთ), რომ სქოლასტიკური თეოლოგიის შერყევის შემდეგ ნომინალიზმა გაიმარჯვა ავგუსტინეს და თომა აქვინელის რეალიზმზე, რომლებიც იზიარებდნენ პლატონის  (რეალობამდე იდეების არსებობის შესახებ)  და არისტოტელეს (უნივერსალიების  საგნებში გამოვლინების შესახებ) იდეებს. ამან გამოიწვია ანსელემ კენტერბერიერის ონტოლოგიური არგუმენტის  გაბათილება,  ღმერთის არსებობის შესახებ. უნივერსალიები (ზოგადი ცნებები),   ყველა ცნებაზე აღმატებული- ღმერთის ცნება, ან რომელიმე სხვა ცნება, რომელიც ადამიანური გონებისათვის მისაწვდომია არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რეალობას უნდა წარმოადგნდეს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო ანსელმ კენერბერიერის ონტოლოგოური არგუმენტი ღმერთის არსებობის შესახებ, მისაღები იქნებოდა. გულიელმ ოკამმა (+1347) ჩამოაყალიბა ნომინალიზმის შესახებ მოძღვრება, რაც მკაცრად უპირისპირდება რეალიზმს. ის რაც გონებისთვის მისაწვდომია ან აქვს სახელი არ ნიშნავს, რომ რეალურად არსებობს.

ნავპაკტოსის და წმიდა ვლასიოსის ერუდირებული  მიტროპოლიტი იეროთეოსი აღნიშნული დოკუმენეტის  კრიტიკისას აღნიშნავს: „The phrase “the historical existence”was replaced with the “the historical name“[45]. იგი  არ  ეთანხმება  ფრაზას,  „ისტორიული  სახელწოდება“ და  ასაბუთებს: „There is no name without existence, otherwise an ecclesiological nominalism is expressed“ (ამ არგუმენტს იმეორებს მისი ერთგული პლაგიატი პროტოპრესვიტერი პეტრე ჰირსი და ბულგარეთის ეკლესიაც, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ). ნავპაკტოსის მიტროპოლიტი არ აკონკრეტებს რომელი ნომინალიზმის შესახებ საუბრობს. ნომინალიზმის უკიდურეს ფორმაში  (როლსენი) სიტყვები არიან უბრალოდ ხმები, რომელთაც არ გააჩნიათ რეალური სახე. ასევე არსებობს ნომინალიზმის კონცეპტუალური ფორმა, რომელიც შემოიტანა აბელარდმა და შუასაუკუნეებში გაიზიარა ზემოთნახსენებმა გულიელმო ოკამმა, ხოლო მოგვიანებით ჯონ ლოკმა; მათი მოძღვრების  მიხედვით, უნივერსალიები  რეალურ საგნებს არ მიემართებიან და ზოგადად საგანს არ წარმოადგენენ; სიტყვები გამოხატავენ ზოგად ცნებებს, რომლებიც არსებობენ აზრობრივ წარმოდგენებში, რაც გააჩნია გონებას.  ამგვარი განსხვავების მიუხედავად ნომინალიზმის ორივე ფორმისთვის საერთოა, რომ სახელები არ აღნიშნავენ საგნებს.  ამიტომ, მიტროპოლიტ იეროთეოსის აზრით, არ შეიძლება ენაში გამოიყენებოდნენ (ნომინალიზმის პირვლი ფორმის მიხედვით უნდა იკძალებოდეს).  შედეგად, თეოლოგიური ენა არ შეიძლება ნომინალიზმს შეუთავსდეს.

ისმის კითხვა, როდესაც    თეოლოგიურ ენაში ვარქმევთ რაიმეს ბოროტს (მორალური იქნება ეს თუ ბუნებრივი), რასაც მამების მიხედვით ჰიპოსტასი არა აქვს[46],  არის თუ არა ეს „თეოლოგიური ნომინალიზმი“? ააქვს ბოროტებას ჰიპოსტასი? წმიდა მამები რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი[47], ცდებოდნენ?  უნდა შევწყვიტოთ ბოროტებას ვუწოდებდეთ  ადამიანის დაცემას,  ხრწნილებასა და ცოდვას, რადგან არ შეიძლება თეოლოგიურ ნომინალიზმში გადავიდეთ?

თეოლოგიური ენა, რომელშიც სახელები და საგნები ერთმანეთს არ უიგივდებიან, აღწერითია და პირობითი[48]. თეოლოგიურ ენაში ქმნილსა და უქმნელს შორის არ არსებობს მსგავსება და რა  თქმა უნდა ძალა არ აქვს მეტაფორულ  ფილოსოფიურ სილოგიზმს. თეოლოგიური ენა ესაა ღმერთშემოსილ მამათა პირობითი ენა, რომლის საფუძველი საღმრთო გამოცდილებაა. დიალექტიკური სილოგიზმის მტკიცებულებითი სილოგიზმისაგან განსხვავება წარმოადგენს  მამათა  მეთოდოლოგიის საფუძველს. მტკიცებულებითი მეთოდი რომ არ არსებობდეს მართლმადიდებლურ თეოლოგიაში, მას არსებობის მიზეზი არ ექნებოდა, ვერ შეძლებდა ეთქვა რაიმე არსებითი ადამიანის და სამყაროს შესახებ. თეოლოგიურ ენას არავითარი კავშირი არ აქვს   ფილოსოფიურ ჭვრეტასთან; მასში მსჯელობა სხვადასხვა წინაპირობების საფუძველზე იწყება. ასე რომ არ ყოფილიყო გამართლდებოდა Ludwig Wittgestein-ის სიტყვები ტრაქტატში, Tractatus Logicophilosophicus: „Wovon man nicht reden kann, darüber muß man schweigen“[49], ასევე: „ჩემი ენის საზღვრები მიუთითებენ ჩემი სამყაროს საზღვრებზე“[50]. ზემოთ მოყვანილი სიტყვები იმ კონტექსტის გარდა, რომელშიც საუბრობს Ludwig Wittgestein-ი,  სამწუხაროდ მიემართებიან სხვა კონტექსტსაც. ურწმუნო და უღმერთოსთვის ღმერთის და ეკლესიის (მართლმადიდებელი ეკლესიის)  შესახებ საუბარიც კი მიუღებელ ნომინალიზმს წარმოადგენს. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების მთელი მონაპოვარი მიუღებელ ნომინალიზმს  წარმოადგენს? აი როგორ ცდომილებაში ვვარდებით, როდესაც ჩვენი მსჯელობის საფუძველი არის მცდარი, ანტიპატერიკული და ანტიისიქასტური.

წმიდა დადი კრების წინააღმდეგ ამგვარ არგუმენტს, ნუთუ შესაძლებელია   ჰქონდეს საფუძველი?

წმიდა გრიგოლ პაპამა,  რომელმაც აღწერა მთელი პატერიკული ტრადიცია,    ღვთიმეტყველების რაობასთან და მის მეთოდებთან დაკავშირებით, აღნიშნავს: „თუ მამათაგან რომელიმე რაიმე იგივეს ამბობს რასაც ფილოსოფოსები, ეს ხდება მხოლოდ სიტყვებში, ხოლო აზრობრივად  არსებობს დიდი განსხავვება“[51].  გრიგოლ პალამა ასევე ამბობს, რომ სიტყვებს შეიძლება განსხავებული შინაარსი ჰქონდეთ და ეს განსხვავება იყოს ძალიან დიდი.

რადგან წმიდა და დიდი კრების დოკუმენტში ჰეტეროდოქსებს ეწოდებათ ეკლესია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ონტოლოგიურად ეკლესიებს წარმოადგენენ. წმიდა და დიდი კრება იყენებს სახელს „ეკლესია“ და ამგვარად იმეორებს იმავე სახელწოდებას, რომელიც არსებობს მამათა ლიტერატურაში. ქვემოთ საჩვენებლად მოვიყვანთ მაგალითებს  უკანასკნელი საუკუნეების (რეფორმაციის შემდგომი ხანის) ტექსტებიდან. სახელის „ეკლესია“ გამოყენება ხდება  პირველი საუკუნეების წმიდა მამებისგანაც, როგორც უკვე ვიხილეთ[52] (ბასილი დიდი, წმიდა ტარასი, მარკოზ ეფესელი და ა. შ.).

  • დასაწყისში აუცილებელია გავიხსენოთ, რომ ბევრ დოკუმენტში მართლმადიდებელი ეკლესია თავის თავს უწოდებს აღმოსავლეთის ეკლესიას, რაც მიუთითებს დასავლეთის ეკლესიის არსებობაზე. ეს დოკუმენტებია: 1. კონსტანტინოპოლის კრების გადაწყვეტილება კირილე ლუკარის აღსარების წინააღმდეგ[53] (1638); 2. კონსტანტინოპოლის კრების სინოდალური ეპისტოლე იასიოს კრების მიმართ (1642)[54]; 3. იასიოს კრების ეპისტოლე მოლდოვა-ვლახეთის  მმართველის მიმართ[55]; 4. კონსტანტინოპოლის კრების სინოდალური ტომოსი, რომელიც გაიმართა პატრიარქ დიონისეს თვმჯდომარეობით (1672) [56]; 5. იერუსალიმის კრება, პატრიარქ დოსითეს თავმჯდომარეობით (1672)[57]; 6. იმავე პატრიარქის რწმენის აღსარება [58]. სახელს „აღმოსავლეთის ეკლესია“ არ  ექნებოდა აზრი, თუ დასავლეთში არ არსებობს დასავლეთის ეკლესია. ამასთან, ტერმინები აღმოსავლეთის და  დასავლეთის ეკლესია გამოიყენება სქიზმამდელი (1054) პერიოდის აღსანიშნავადაც.
  • აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქთა პასუხი ანგლიკანების მიმართ[59] (1716/25), ანუ კონსტანტინოპოლის იერონიმე III-ის, ალექსანდრიის სამოელის, ანტიოქიის ათანასე III-ის და იერუსალიმის ქრიზანთის. მეორე პასუხში მიმართავენ: „დიდი ბრიტანეთის უწმიდეს არქიეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს და მათთან მყოფ ღვთისმოშიშ სამღვდელოებას, რომლებიც ქრისტეში მოქმედებენ…“ [60]. შესაძლებელია დავუშვათ რომ  სინოდალური ეპისტოლე, რომელიც გაიგზავნა   არქიეპისკოპოსების, ეპისკოპოსების და სამღვდელოების მიმართ, არ მიემართებოდეს  ეკლესიას (სახელდებითად ეკლესიას მაინც)? იმავე დოკუმენტში, რომელშიც ლიტურგიკულ საკითხებს მიემართება, საუბარია „სხვა ერების და ეკლესიების მოწყობის შესახებ“[61].

კონსტანტინოპოლის კრების სინოდალურ ეპისტოლეში, ანტიოქიელი მართლმადიდებლების მიმართ (1722), საუბარია აღმოსავლეთის ეკლესიაზე[62].  

კონსტანტინოპოლის კრების რწმენის აღსარებაში (1727) საუბარია „რომის ადგილობრივი ეკლესიის“ შესახებ [63].  სახელწოდება „ადგილობრივი“ გამოყენებულია „საყოველთაოს“ საპირისპიროდ. საყოველთაოობა ახასიათებს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. კათოლიკური ეკლესიას ეწოდება „დასავლეთის ეკლესია“.

სინოდალური ეპისტოლე  „ყველა მართლმადიდებლის მიმართ“, რომელსაც ხელს აწერს კონსტანტინოპოლის გრიგორი VI-ე და იერუსალიმის ათანასე (1836),  საუბრობს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და დასავლეთის ეკლესიაზე[64], ასევე განმარტავს ლუთერანების პროზელიტური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს: „ამ უკანასკნელ ჟამს  ყველა საშვალებით და  მეთოდით ცდილობენ განივრცოს სხვადასხვა ერსების საწამლავი მართლმადიდებლების სასმენელში, რომ შებილწონ ჭეშმარიტი სარწმუნოება და გაანადგურონ ქრისტეს სამწყსო“[65]. ამგვარი რამ ხდება დღეს? საინტერესოა,  რომ ამ სინოდალურ ეპისტოლეში, რომელიც მკაცრად უპირისპირდება დოგმატურ ცდომელებებს, ლუთერანები და კალვინისტები ხასიათდებიან, როგორც „ჰეტეროდოქსები“[66], რაც მცირედითაც კი არ უშვებს, რომ ჰეტეროდოქსები არ განიყოფიან მართლმადიდელობისაგან.  ეპისტოლეში ნახსენებია ლუთერი და აღნიშნულია, რომ: „მან ეკლესიის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოავლინა და მისმა მიმდევრებმა მას მიბაძეს“[67]. „ეკლესიაში“ ცხადია იგულისხმება კათოლიკური ეკლესია.

ორი წლის შემდეგ, კონსტანტინოპოლის კრების ენციკლიკაში (1838), კათოლიკები ხასიათდებიან კათოლიკურ ეკლესიად [68]. სხვა ადგილას კათოლიკებს ეწოდებათ პაპის ეკლესია[69].

აღმოსავლეთის მართლმადიდებელ პატრიარქთა პასუხში (კონსტანტინოპოლის ანთიმოზის, ალექსანდრიის იეროთეოსის, ანტიოქიის მეთოდეს და იერუსალიმის კირილეს) პაპ პიუს IX-ის (1848) მიმართ, საუბარია დასავლთის ეკლესიებზე, დასავლეთში არსებულ ეკლესიებსა და რომაულ ეკლესიაზე[70]. პაპი არის რომის ეპისკოპოსი[71].  ამგვარი წოდებების გამოყენების, კათოლიკების მირ შემოტანილი სიახლეების დაგმობის და პაპის უნეტარესად მოხსენიების გარდა[72], ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ: „დასავლეთის ყველა ეპისკოპოსის საყდარი თავისუფალი და განმზადებული რჩება“ [73], იმის იმედით, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ზიარების აღდგენა მოხდება  შვიდი მსოფლიო კრების სწავლების საფუძველზე:  „სულუწმიდის შვიდი ბეჭდით, ანუ შვიდი მსოფლიო კრებით, დაბეჭდილი რწმენის ერთობით  და ჭეშმარიტების მორჩილებით“[74].

რამე განსხვავებულს ამბობს კრეტის წმიდა და დიდი კრება? არ უნდა დაგვაფიქროს იმან, რომ XIX საუკუნის მამებს (ანუ XIX საუკუნემდე სანამ  ეკუმენური მოძრაობა დაიწყებოდა) არ დაუკავებიათ დასავლეთის საეპისკოპოსო საყდრები, განსაკუთრებით კი რომის საყდარი, ერთობის აღდგენის მოლოდინით? ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ცდომილებების არსებობის მიუხედავად მათ საკუთარი სხეულის და სულის  ნაწილად თვლიდნენ[75]?

კონსტანტინოპოლის პატრიარქის, გრიგორი VI -ის,  უარის მიუხედავად, მონაწილეობა მიეღო ვატიკანის პირველ კრებაზე (1868),  იგი რომის პაპს უნეტარსს უწოდებს[76] და აღნიშნავს: „რადგან  ეკლესიაში, ათი საუკუნის წინ, ეს დოგმები გვქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთში, ძველ და ახალ რომში,   ორივე მას მივმართვთ და ვიხილავთ, რა მიემატა ან რა გამოაკლდა“[77]. ჭეშმარიტი კავშირის საფუძვლად და კრიტერიუმად სახელდებიან: „…უწმიდესი და სულიწმიდიით აღვსილი კრებები, ასევე წმიდა მამები… რომლებიც დასავლეთის ყველა ქრისტიანისა და ეპისკოპოსისთვის არიან უცდომელი და სანდო მეგზურნი, ვინც გულწრფელად ესწრაფვის სახარებისეულ ჭეშმარიტებას; ისინი არიან უსაფრთხო გზა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ერთად შევიყაროთ დოგმატურ  ერთობაში“[78]. კვლავ ისმის კითხვა, თქვა რამე განსხვავებული კრეტის წმიდა და დიდმა კრებამ?

საპატრიარქო ენციკლიკა და სინოდალური ეპისტოლე პაპ ლეონ XIII-ის მიმართ (1895)  კათოლიკებს უწოდებს  პაპის ეკლესიას,  რამდენჯერმე რომაულ ეკლესიას და ხანაც- დასავლეთის ეკლესიას[79]. მასში საუბარია დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიების გაყოფაზე[80]; ასევე მითითებულია ამ ორ ეკლესიას შორის არსებული განსხვავებები [81], ხოლო პაპი ლეონ XIII იწოდება უნეტარესად[82].

მოსკოვის მართლმადიდებელურ კონფერენციაზე (1948)  საუბარია კათოლიკურ  ეკლესიაზე, დასავლეთის ეკლესიასა და კათოლიკურ იერარქიაზე[83].

2006 წელს, როდესაც პაპმა ბენედიქტე XVI-ემ უარი თქვა დასავლეთის პატრიარქის წოდებაზე, მსოფლიო საპატრიარქომ პატრიარქ ბართლომეოსის, ხოლო  საბერძნეთის ეკლესიამ არქიეპისკოპოს ქრისტოდულოსის მეთაურობით გააპროტესტეს ამგვარი ქმედება. ამ ქმედების მნიშვნელობა შეუძლებელი აქ განვიხილოთ, მაგარამ შესაძლებელია დაისვას კითხვა, რას მიემართება პაპის მიმართ ეს პროტესტი, თუ კათოლიკური ეკლესია ეკლესიას არ წარმოადგენს, სახელით მაინც? რატომ უნდა შევეწუხებინეთ ამ ტიტულზე უარის თქმას, თუ კათოლიკური ეკლესია არ იყო (სახელით მაინც) ეკლესია და არ არსებობდა საღმრთო ევქარისტიაში კავშირის მოლოდინი?

ზემოთ მოყვანილი მაგალითები სრულიად საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ საეკელსიო ლიტერარტურაში დასავლეთის ჰეტეროდოქსი ქრისტიანები, ცდომილებების მიუხედავად, ეკლესიად იწოდებიან, რომელსაც მეთაურობს უნეტარსი პაპი, ყავს ეპისკოპოსები, იერაქია და სამღვდელოება. ე.ი. დასავლეთის ეკლესიას აქვს სტრუქტურა. კრეტის კრებას არაფერი ახალი არ  მიუღია, როდესაც აღიარა სხვა ეკლესიების ისტორიული სახელდება. სიახელე და ტრადიციის უგულებელყოფა იქნებოდა რომელიმე სხვა სახელწოდება რომ გამოეყენებინა. ვინც ამას არ ეთანხმება, არ ეთანხმება ისტორიას, ეკლესიის ისტორიას, რომლის მოხმობის უფლება არ აქვთ, რადგან ვერ ასაბუთებენ თავიანთ შეხდულებებს.

 

ისმის იგივე კითხვა:

ჰეტეროდოქსების მიმართ ტერმინის  „ეკლესია“ გამოყენებით, კრეტის წმიდა და დიდი კრება ონტოლოგიურად აღიარებს მათში ეკლესიის არსებობას? პასუხი კატეგორიულად უარყოფითია.ეს  გარკვევით ჩანს თვითონ დოკუმენტში და მისი ჩამოყალიბების ისტორიაშიც.

მართლმადიდბელი ეკლესია მეორე ათასწლეულის მამების მსგავსად ცნობს იმ ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელდებას,  რომლებიც არ არიან მასთან თანაზიარებაში, მაგრამ როგორც აღნიშნულია  ამ დოკუმენტის მეექვსე პარაგრაფში, სწამს და მიაჩნია, „რომ მათდამი მისმა დამოკიდებულებამ მტკიცე საფუძველი უნდა შეუქმნას მათ, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად გააცნობიერონ მთელი ეკლესიოლოგიური თემატიკა და, განსაკუთრებით, მათი უმთავრესი სწავლება საიდუმლოთა, მადლის, მღვდლობისა და სამოციქულო მემკვიდრეობის შესახებ“[84]. დოკუმენტის ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აწესებს გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდესჰეტეროდოქსული საეკლესიო ერთობა, რათა მოხდეს მისი, როგორც ეკლესიის  ონტოლოგიურად აღიარება.  თემების ნუსხა მხოლოდ ჩამოთვლილი საკითხებით შეუძლებელია შემოიფარგლებოდეს, რადგან თითოეულ ჰეტეროდოქსულ გაერთიანებასთან მართლმადიდებელ ეკლესიას სხვადასხვა დოგმატური განსხვავებები აქვს, ასევე თითოეული განსახილვლი საკითხი თავისებურია. სხვა ქრისტიანული ერთობების ეკლესიად აღიარებისთვის აუცილებელია საერთო რწმენის არსებობა შემდეგ საკითხებში:

ა) საიდუმლოებები. სხვადასხვა თემებთან ერთად განხილვის საგანს წარმოადგენს: საიდუმლოებების მნიშვნელობა, შესაძლებელია თუ არა საიდომლოებების რიცხობრივად გამოსახვა, მათი აღსრულების წესი, საღმრთო ვქარისტია, ყველა საიდუმლოს აღსრულების განგება[85], საიდუმლოებების თეოლოგიური მნიშვნელობა, რომელიც  განსხვავებულია ჰერტეროდოქსულ ერთობებში. კრების დოკუმენტი არსად არ აღიარებს ჰეტეროდოქსების ნათლობას; იგი მოელის საღმრთო ევქარისტიაში ზიარებას, რისთვისაც აუცილებელია საერთო რწმენის არსებობა, მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა რწმენა. თუ ვინმეს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს იგი მისი სუბიექტური მოსაზრება იქნება და  არავითარი კავშირი არ აქვს    კრების დოკუმენტებთან.

ბ) მადლის შესახებ სწავლება. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაში, უქმნელი მადლის შესახებ, შესაძლებელია საღმრთო მადლთან ზიარება, რაც განღმრთობით მთავრდება[86].   კათოლიკური ეკლესიის სწავლებისაგან განსხვავებით  ქმნილი მადლი შესახებ, მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ეს სწავლება უკავშირდება საღმრთო   ბუნების საღმრთო ენერგიებისაგან განსხვავებას. შესაბამისად, ეს სწავლება მტკიცედ უკავშირდება თეოლოგიის იკონომიისაგან განსხვავებას. იგი წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის არსებით ელემენტს და შეუძლებელია  ეკლესია განუდგეს მას.

გ) მღვდლობა. სინოდალური მოწყობისთვის აუცილებელია განხილულ იქნეს ამ საიდუმლოს თეოლოგიური შინაარსი და მისი მნიშვნელობა. სინოდალურობასთან, პრიმატთან  და ავტორიტეტთან დაკავშირებული საკითხები ამ თემის ირგვლივ ერთიანდებიან. ამ თემას უკავშირდება ასევე ქალების მღვდლად კურთხევის საკითხი. ეს სიახლე  ძალიან ართულებს თანხმობას  ლუთერანებთან ანგლიკანებთან და ძველკათოლიკებთან.

დ) სამოციქულო მემკვიდრეობა. აუცილებელია განხილულ იქნეს ამ ტერმინის მნიშვნელობა და თეილოგიური შინაარსი, რათა მოხდეს რომელიმე ეკლესიის ეკლესიურობის აღიარება. მართლმადიდებლებმა  ჰეტეროდოქსებთან დიალოგში უნდა დააზუსტონ, თანხმობისთვის  საკმარისია  რწმენის მემკვიდრეობის, წესის მემკვიდრეობის, თუ ორივეს არსებობა.

წმიდა და დიდ კრების აღნიშნულ დოკუმენტში ჩანს, რომ ჰეტეროდოქსებთან განხილვის პროცესში  მყოფი  საკითხების წარმოდგენილი ნუსხა არასრულია და აქ მხოლოდ საჩვნებლად იქნა მოყვანილი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში თანხმობა, როგორც  კრეტის წმიდა და დიდი კრებაზე აღინიშნა, აუცილებელია და ამის გარეშე ვერ მოხდება ჰეტეროდოქსების ეკლესიის ონტოლოგიური აღიარება. ამგვარი შეთანხმების შემთხვევაში ჰეტროდოქსები უკვე აღარ იქნებიან ჰეტეროდოქსები, არამედ- ერთმორწმუნენი. მაგრამ „მთელი ეკლესიოლოგიური თემატიკის სწრაფად და ობიექტურად გაცნობიერების“[87] გარეშე, შეუძლებელი იქნება ამგვარი აღიარება. ქვემოთ ვნახავთ, რომ ობიექტური აზრის კრიტერიუმს წარმოადგენს საერთო რწმენა, რომელიც პირველი ათასწლეულის მანძილზე არსებობდა ეკლესიაში, ასევე მსოფლიო კრების გადაწყვეტილებები და ამ ყოველივეს პატრიკული თეოლოგიის შუქზე განმარტება. შესაბამისად, ამაოდ შიშობენ კრიტიკოსები.

ამგვარად, მოსაზრება რომ წმიდა და დიდი კრება აღიარებს ჰეტეროდოქს ქრისტიანულ ერთობებს, როგორც ეკლესიებს, არ არის მართალი. ამას ისინიც კი ხედავენ ვინც  აღიარებენ ჰეტროდოქსებს როგორც ეკლესიებს. ნათელია, რომ სამების პირთა ღმერთობის აღიარება და ღმერთკაც იესო ქრისტეს შესახებ სწავლების მიღება, არ არის საკმარისი ჰეტეროდიქსული ერთობის ეკლესიად აღიარებისათვის.

კრების დოკუმენტის „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“ ისტორია  კრების მოსამზადებელი შეხვედრების მანძილზე (რა დროსაც მოხდა დოკუმენტების მომზადება და დამტკიცება შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ) უჩვენებს, რომ კრეტის წმიდა და დიდი კრების საბოლოო დოკუმენტი  არ აღიარებს  ჰეტეროდოქსების ეკლესიებს ონტოლოგიურად. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ  მოსამზადებელ შეხვედრებზე ხდებოდა ჰეტეროდოქსებში ეკლესიურობის აღიარება. ყოველგვარი ეჭვის გასაქარწყლებლად წარმოგიდგენთ იმ ცვლილებებს, რომლებიც შეეხო აღნიშნულ დოკუმენტს:

მესამე პანორთოდოქსულ შეხვედარზე [88] (1986) აღინიშნა, რომ „…მართლმადიდებელი ეკლესია… ცნობს ყველა ქრისტიანული ეკლესიის და აღმსარებლობის რეალურ არსებობას, მაგრამ სწამს, რომ  მათთან ურთიერთობა იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოახდენენ მთელი ეკლესიოლოგიური თემატიკის წარმოჩენას…“. წინადადება: „აღიარებს ყველა ქრისტიანული ეკლესიის და აღმსარებლობის ჭეშმარიტ არსებობას“, შესაძლოა ვინმეში (განსაკუთრებით უნდობლებში)  აღძრავდეს ეჭვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ჰეტეროდოქსულ ეკლესიებს. ამგვარი ეჭვი უსაფუძვლოა, რადგან იმავე დოკუმენტში საუბარია ჰეტეროდოქსების მხრიდან, „მთელი ეკლესიოლოგიური თემატიკის წარმოჩენის“ შესახებ. შესაძლებელია დავუშვათ, რომ ეკლესია აღიარებდა ჰეტეროდოქსულ ეკლესიებს და იმავდროულად ითხოვს გამოკვლევისა და განხილვის შემდეგ მათი საეკლესიო ჰიპოსტასის წარმოჩენას რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მათთან დაკავშირებით? ეკლესიის არსებობისთვის ამ შეხვდრაზეც იგივე კრიტერიუმები იქნა  წარმოდგენილი: საიდუმლოებები, მადლი, მღვდლობა, სამოციქულო მემკვიდრეობა. თუ ეკლესია აღიარებს ჰეტეროდოქსულ ეკლესიებს, მაშინ რა საჭიროა დიალოგი? ამ შეხვედრის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „დიალოგის დროს უნდა მოხდეს ძველი  განუყოფელი ეკლესიის საერთო ტრადიციის მოძიება“.  შესაძლებელია პირველი ათასწლეულის მამების დავიწყება?

ამგვარად, იმ შემთხვევაში თუ წინადადებას „…მართლმადიდებელი ეკლესია… ცნობს ყველა ქრისტიანული ეკლესიის და აღმსარებლობის რეალურ არსებობას“, წავიკითხავთ კონტექსტიდან ამოგლეჯილად შესაძლოა გამოიწვიოს კითხვები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით თუ რა იგულისმება მასში. მაგრამ ტექსტების ამგვარი განმარტება ახასიათებთ მხოლოდ ერეტიკოსებს და იეჰოვას მოწმეებს. საწყენია, რომ ამგვარ მეთოდს მიმართავენ ისინი რომლებიც ფიქრობენ, რომ მხოლოდ ისინი ფლობენ ჭეშმარიტებას. არის თუ არა ეს ცდომილება?

მეხუთე პანორთოდოქსული შეხვედრის [89] (2015) შესაბამის გადაწყვეტილებაში, რომელშიც ერთიანდება 1986 წლის დოკუმენტი ეკუმენური მოძრაობის შესახებ, წინადადება: „მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს ყველა ქრისტიანული ეკლესიის და აღმსარებლობის ჭეშმარიტ არსებობას“, შეიცვალა წინადადებით: „მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელდებას“.  სახელის „ჭეშმარიტი“ სახელწოდებით „ისტორიული“ შეცვლა, იმის განმარტებასთან ერთად თუ რას ნიშნავს „მთელი ეკლესიოლოგიური თემატიკის წარმოჩენა“, გამორიცხავს ყოვლგავარ უსაფუძვლო ეჭვს ჰეტეროდოქსული საეკლესიო ერთობების ეკლესიურობის აღიარებასთან დაკავშირებით. როგორც 1986 წლის, ასევე 2015 წლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არ იმყოფება იმ ერთობებთან თანაზიარებაში, რომელთა რეალურ და ისტორიულ არსებობას აღიარებს. 1986 წლის დოკუმენტის პირველ პარაგრაფში, განსაკუთრებით კი 2015 წლის დოკუმენტის მეექვსე პარაგრაფში აღნიშნულია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია „დიალოგის გზით  აძლევს ქრისტეში არსებული ჭეშმარიტების სისავსისა და თავისი სულიერი საუნჯეების შთამბეჭდავ მოწმობას მათ, ვინც მის გარეთაა, წინასწარ ახდენს რა, პირუთვნელი მიზანდასახულობის შესაბამისად, ერთიანობისკენ მიმავალი გზის მოსწორებას“. როდესაც ვხედავთ, რომ დოკუმენტების მიხედვით ერთობა არა მოცემულობა, არამედ მომავალ პერსპექტივას წარმოადგენს (შესაბამისად შეუძლებელია არსებობდეს Intercommunio); როდესაც ცხადდება, რომ  ჰეტროდოქსებთან დიალოგში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულია იძლეოდეს „ქრისტეში არსებული ჭეშმარიტების სისავსისა და თავისი სულიერი საუნჯეების შთამბეჭდავ მოწმობას“; როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია არ ეთანხმება, იმას რომ იმ ეკლესიებს, რომელთა „ისტორიულ არსებობას“ ცნობს, გააჩნიათ კათოლიკე სარწმუნოება, რაც საეკლესიო ზიარების წინაპირობაა, ყოველივე ამის შემდეგ შესაძლებელია ვინმემ იფიქრის, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს რომელიმე სხვა ეკლესიის ონტოლოგიურ არსებობას, მაგრამ  მას არ აღიარებს კათოლიკე ეკლესიად?  შესაძლოა ზოგიერთებს უჭირთ იმის გაგება თუ რას ნიშნავს „ერთი“და „კათოლიკე“ ეკლესია. მათლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით   მხოლოდ ამ მახასიათებლების თანხვედრის შემთხვევაშია შესაძლებელი საეკლესიო ჰიპოსტასის აღიარება ონტოლოგიურად. ამ მახასიათებლების არ არსებობის შემთხვევაში არ დაირღვეოდა  მართლმადიდებელი ეკლესიის თვითშეგნება, რომ იგი არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია?

ნათელია, რომ სხვა ეკლესიების ისტორიული არსებობის აღიარება,  არ აზიანებს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას და მის ონტოლოგიურ ბუნებას. მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, როგორც ეს აღინიშნა 2016 წლის დოკუმენტის მეექვსე პარაგრაფში. აღნიშნული გამორიცხავს    მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა სხვა ეკლესიის აღიარებას. ჰეტეროდოქსებთან კავშირი არ წარმოადგენს მათთან არასრულყოფილ ზიარებას; როგორც დოკუმენტში აღინიშნა, კავშირი საერთოდ არ არსებობს.

2016 წლის 21-28 იანვარში, შამბეზიში (ჟენევა), მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეკრების დროს  ყოველგვარი ცვლილების გარეშე (ტექსტობრივი კუთხით) დამტკიცდა, 2015 წლის პანორთოდოქსული კონფერენციის მიერ მომზადებული დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმ“[90]. 2015 წლის დოკუმენტში ზუსტად იგივეა აღნიშნული, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს სხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელდებას…“. არსებულ მონაცმებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ კრების მოწინააღმდეგეების მხრიდან ეპისკოპოსებზე და ეკლესიის სისავსეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, წმიდა და დიდი კრების საბოლოო დოკუმენტში არ გვხვდება მითითება  ჰეტეროდოქსული ეკლესიების  „რეალურ“ ან „ისტორიულ“  არსეობაზე. დოკუმეტში საუბარია „სხვა ეკლესიების ისტორიული სახელდების“ ცნობაზე.  ამგვარი დეფინიცია გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესია, მის ფარგლებს გარეთ, აღიარებს სხვა ეკლესიების ონტოლოგიურ არსებობას. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია შევნიშნოთ:

  • საბოლოო განცხადებაში სხვა ეკლესიების ისტორიული სახელდების შესახებ, ტერმინი ეკლესია არ წარმოადგენ კრეტის წმიდა და დიდი კრების აღმოჩენას, რათა ამ ტექნიკური ტერმინით მომხდარიყო  სხვა ეკლესიების ონტოლოგიური არსებობის აღიარება (საიდუმლოებების, პირველ რიგში კი ნათლისღების საიდუმლოს აღიარების) მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა. როგორც უკვე ვაჩვენეთ საეკლესიო ლიტერატურიდან მტკიცდება, რომ ეს სახელწოდება (ეკლესია)ხშირად მიემართება ჰეტეროდოქსულ ქრისტიანულ ერთობებს, რომლებიც მოსწყდნენ აღმოსავლეთის ეკლესიას 1054 წლის სქიზმის შემდეგ.
  • ტერმინი „ეკლესია“ საყოველთაოდ ცნობილია; ხშირად ხდება მისი გამოყნება ძველ ბერძნულ ლიტერატურასა და ძველ აღთქმაში. რადგან ეს ტერმინი უწინ არ მიემართებოდა ქრისტეს ეკლესიას,  ქრისტეს და მოციქულებს არ უნდა გამოეყენებინათ იგი?  იესო ქრიტე ცდებოდა?
  • სრულიად უსაფუძვლოა მოსაზრება, რომ მოსამზადებელი კრებების დოკუმენტები და კრეტის წმიდა და დიდი კრების საბოლოო დოკუმენტი განიცდიან ვატიკანის მეორე კრების გავლენას და აღიარებენ ჰეტეროდოქსულ ერთობებს როგორც ეკლესიებს. ჩანს რომ ამ მოსაზრების დამცველებს საკმარისი ცოდნა არ გააჩნიათ ვატიკანის მეორე კრების  ეკლესიოლოგიური ხედვების შესახებ[91]. ვატიკანის მეორე კრების  ეკლესიოლოგიური ხედვების ანალიზი წინამდებარე ნაშრომის  თემატიკას სცილდება, ამიტომ აქ თავს ავარიდებთ ამ საკითხის განხილვას. თუ ადამიანს სინდისი და ცოტაოდენი გონება აქვს მიხვდება, რომ  ვატიკანის მეორე კრების მიერ ჰეტეროდოქსების ეკლესიურობის აღიარებას არანაირი კავშირი არ აქვს აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, სქიზმის შემდეგ, სხვა ქრისტიანული ეკლესიების ისტორიული სახელდების აღიარებასთან.

საკუთარო მოსაზრებების განსამტკიცებლად  პროტოპრესვიტერი პეტრე ჰირსს მოყავს მართლმადიდებელი თეოლოგები რომლებიც მისი აზრით, აღიარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა ეკლესიებს და ამგვარად ცვლიან მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას. ზედმეტად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ შეურაცხმყოფელია  ის მეთოდი რომელსაც  იყენებს ეს პიროვნება ამ ადამიანების მოხსენიების დროს.

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის პიროვნების დიდი მნიშვნელობის გამო ძალიან მოკლედ შევეხებით, თუ რა ითქვა მის შესახებ. პროტოპრესვიტერი პეტრე ჰირსი წერს: „ეკლესიის de facto განყოფას (რასაც იწვევს ერთობლივი ნათლობის და ევქარისტის მიღება) დაეთანხმა პატრიარქი 2014 წელს,  იერუსალიმის აღდგომის ტაძარში. იქ პატრიარქმა „დაუფარავად“ იქადაგა ეკუმენური ეკლესიოლოგიის  ერესი, რომელიც დაყოფილი ეკლესიის და ნახევრად ჭეშმარიტი ეკლესიების იდეას ემხრობა…“[92]. პატრიარქის მიმართ ბრალდებების განსამტკიცებლად  არა ტექსტში, არამედ სქოლიოში მოყავს  პატრიარქის სიტყვები შესაბამისი პუბლიკაციის მეოთხე და მეხუთე პარაგრაფებიდან.  მსოფლიო პატრიაქი ბართლომეოსი აღნიშნავს: „ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია… დაირღვა, რამაც გამოიწვია სხვადასხვა ჯგუფების წარმოქმნა; ყველა მათგანი აცხადებს, რომ გააჩნიათ ავტორიტეტი და ჭეშმარიტება. მაგრამ ჭეშმარიტება ერთია, იესო ქრისტე და მის მიერ დაფუძნებული ერთადერთი ეკლესია.  ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია 1054 წლის სქიზმამდე და სქიზმის შემდეგაც ცდილობს დაძლიოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის საკლესიო წიაღში გაჩენილ პრობლემები. საუბედუროდ იმძლავრა ადამიანურმა სისუსტემ. თეოლოგიური, სოციალური და პრაქტიკული მიზეზების ერთიანობამ გამოიწვია ის, რომ ადგილობრივი ეკლესიების ერთობა დაირღვა. ისინი  ნელ-ნელა ერთმანეთს დაშორდნენ და  დაუპირისპირდნენ“ [93].

პროტოპრესვიტერ პეტრე ჰირსის ნაშრომისა და   პარიარქ ბართლომეოსის სიტყვების   კითხვისას იბადება კითხვა:

  • სად საუბრობს პატრიარქი მრავალ, ნახევად ჭეშმარიტ ეკლესიებზე ონტოლოგიური შინაარსით? თუ მას (პატრიარქს) ბრალს ვდებთ იმაში, რომ დასავლეთის ხსენებისას იყნებს ტერმინს „ეკლესია“, მაშინ პირველ რიგში უნდა დავადანაშაულოთ პიუს IX-ის მიმართ პასუხის შემდგენლები (1848), ანუ აღმოსავლეთის პატრიარქები და ყველა იმ სინოდალური დოკუმენტის შემქმნელი, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ! შეიძლება ამგვარი უგუნურების გამართლება?
  • სად ხდება ერთობლივი ნათლობის და საერთო ევქარისტიის აღიარება? ეს როგორც ჩანს ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.
  • ტყუილია, რომ ყოველი ეკლესია თავის თავს მიიჩნევს ჭეშმარიტად და ავთენტურობის მატარებლად? (სხვაგვარად რომ ყოფილიყო მათ არსებობას აზრი არ ექნებოდა). მაგრამ ეს მათ აღიარებას ნიშნავს?
  • რატომ არ ექცევა ყურადღება პატრიარქის მითითებას, რომ ეკლესია ერთია და ჭეშმრიტებაც ასევე ერთია? პატრიარქი ნათლად მიუთითებს, რომ ჭეშმარიტი ეკლესია არის იესო ქრისტეს მიერ დაფუძნებული ერთადერთი ეკლესია და შესაბამისად ავთენტურობის და ჭეშმარიტების კრიტერიუმი  იესო ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პატრიარქი ბართლომეოსი აღნიშნავს, რომ მხოლოდ  იესო ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესიის ჭეშმარიტებასა და რწმენაში თანხმობით არის შესაძლებელი ერთობა.
  • იქნებ ის აწუხებთ რომ პატრიარქი საუბრობს სქიზმის შემდეგ შექმნილი „სხვადსხვა ჯგუფების“ შესახებ? ნუთუ შესაძლებელია, რომ სიტყვებით „სხვადასხვა ჯგუფები“ იგი გულისხმობდეს ეკლესიებს ონტოლოგიური შინაარსით? როდესაც ოდნავ ქვემოთ აღნიშნულია, რომ „ადგილობრივი ეკლესიების ერთობა დაირღვა“, რითი განსხვავდება ეს განცხადება ბასილი დიდის, წმიდა ტარასის, ან მარკოზ ეფესელის  იდენტური მითითებებისაგან? მეორე  ათასწლეულის დოკუმენტებში  მსგავსი შინაარსით არ ხდება  ტერმინ „ეკლესიის“  გამოყენება?  ამ  დოკუმენტებიდან რომელიმეში ტერმინ „ეკლესიას“ ონტოლოგიური შინაარსი ააქვს?

მოფლიო პატრიარქის  ზემოთმოყვანილ ამონარიდში სად ხდება ბაპტიზმატური თეოლოგიის გაზიარება, ან „შეერთების ეკუმენიზმის“[94]?  პატრიარქი სადმე საუბრობს ჰეტეროდოქსების საიდუმლოებების, პირველ რიგში კი ნათლისღების, აღიარების შესახებ? როგორ შეიძლება აიხსნას პროტოპრესვიტერ პეტრე ჰირსის შენიშვნა, რომ „პატრიარქიკრებამდელი დოკუმენტის მსგვასად, გამოხატავს ორ ურთიერთდაპირისპირებულ შეხედულებას, რომ ეკლესია არის ერთი, ცხადია დროის მიღმა და მიუხედავად ამისა იგი არსებობს დაყოფილ ადგილობრივ ეკლესიებში“[95]? ნათელია, რომ ამგვარი წინააღმდეგობა, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ პროტ. პეტრე ჰირსის ავადმყოფურ ფანტაზიაში და არა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის, ან  კრეტის კრების დოკუმენტების განცხადებებების შინაარსში.  სად საუბრობს პატრიარქი უხილავ (სრულად ჭეშმარიტი) ან დროის მიღმა მყოფ ეკლესიაზე?  იესო ქრისტეს ეკლესია არ არის სულიწმიდის ეკლესია? სულთმოფენობა დროის მიღმაა?  სქიზმები დროის მიღმა მოხდა?

როდემდე შეიძლება ამგვარი გახრწნილების  და უსინდისობის ატანა?

  • თუკი ჰეტეროდოქსული ქრისტიანული ერთობები ეკლესიას წარმოადგენენ, მართლმადიდებელი ეკლესია რატომ აწარმოებს მათთან დიალოგს?  ნუთუ იმდენად უცოდინარნი არიან, რომ არ იციან ეკლესიები რომლებიც საეკლესიო ზიარებაში იმყოფებიან (communio in sacris) და აღიარებენ ერთმანეთის საიდუმლოებებს, თეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად არ აწარმოებენ დიალოგს ერთობის მიღწევის მიზნით, რადგან განსხვავებების მიუხედავად არსებობს მთავარი– საეკლესიო ზიარება და  ევქარისტიული კავშირი (ანგლიკანური, ლუთერანული და ძველკათოლიკური ეკლესიები).

ნათელია, რომ მიმდინარეობს მსოფლიო პატრიარქის სიტყვების დამახინჯების შეთანხმებული მცდელობა, იმ მიზნით, რომ შეაცდინონ გულუბრყვილონი პატერიკული ტრადიცისს ერთგულების სახელით.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელობა და ძალა აქვთ სინოდალურ დოკუმენტებს თავისთავად და არა ზოგიერთი სხვა მართლმადიდებელი თეოლოგის პირად მოსაზრებებს[96], რომლებსაც მოიხმობს პროტ. პეტრე ჰირსი თავის ნაშრომში. ამ მოსაზრებების განმარტება ხშირ შემთხვევაში ხდება თვითნებურად  და წინამდებარე სტატიაში შეუძლებელია მოხდეს მათი ანალიზი. მნიშვნელოვანია, რომ პროტ. პეტრე ჰირსის მიერ მოყვანილი თეოლოგების შეხედულებები სწორი რომც იყოს, მათ მოსაზრებებს დასაყრდენი არ აქვთ კრეტის წმიდა და დიდი კრების დადგენილებებში.  დოკუმენტის მესამე პარაგრაფში აღნიშნულია რწმენასა და საიდუმლოებრივ ზიარებას  შორის განუყოფელი კავშირის არსებობა, როგორც ამას წმიდა მამები  და მსოფლიო კრებები გვასწავლიან.  ეს უკანასკნელი გამორიცხავს ჰეტეროდოქსებში საიდუმლოებების აღიარებას. დოკუმენტის მეექვსე პარაგრაფში აღნიშნულია, რომ ჰეტეროდოქსულ ეკლესიებთან კავშირი არ არსებობს. ეს გამორიცხავს არასრულყოფილი კავშირის არსებობასაც კი.  წმიდა და დიდი კრების დოკუმენტები ცხადად ამბობენ თავიანთ სათქმელს.

პროტ. პეტერე ჰირსი ახლახან ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც ესაუბრა დიასპორის რუს ეპისკოპოსებს. ამ შეხვედრის მიზანი იყო პროტ. პეტრ ჰირსს განევითარებინა და განემკიცებიანა საკუთარი კრიტიკული პოზიცია კრეტის წმიდა და დიდ კრების გადაწვეტილებების წინააღმდეგ[97]. ლოგიკურად, მას არ უნდა დავიწყებოდა  მოსკოვის საპატრიარქოს ზემოთ ნახსენები დოკუმენტის [98] შედარება კრეტის დოკუმენტთან. მოსკოვის საპატრიარქო ჰეტროდოქსების შესახებ აღნიშნავს“ 1) „ის ერთობები, რომლებიც ჩამოშორდნენ მართლმადიდებლობისაგან, არასოდეს მიჩნეულან ღმრთის მადლისაგან სრულად დაცლილად“; 2) „საეკლესიო კავშირის გაწყვეტა იწვევს კურთხეული სიცოცხლის შერყვნას და არა მის სრულ გაქრობას განშორებულთა ერთობებში“; 3) „კავშირის გაწყვეტის მიუხედავად, ნარჩუნდება გარკვეული, არასრული კავშირი“.    ამ განცხადებების გარდა, ცოტა ქვემოთ აღნიშნულია, რომ „…მართლმადიდებელი ეკლესია არ განსჯის ჰეტეროდოქსებში კურთხეული სიცოცხლე შენარჩუნებულია თუ  შერყვნილი, მიაჩნია რომ ამის განსჯა ღმერთის საქმეა“[99].

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მოსკოვის საპატრიარქოს დოკუმენტი მიუთითებს, რომ მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი ცხონება, მაგრამ იმავდროულად ცნობს საღვთო მადლის მის ფარგლებს გარეთ არსებობის შესაძლებლობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „კურთხეული სიცოცხლე“ სრულად არ გამქრალა ჰეტეროდოქსულ ერთობებში, შესაბამისად არსებობს საღმრთო მადლი. აღნიშნულია, რომ არსებობს „არასრული კავშირი“ მართლმადიდებლებსა და ჰეტეროდოქსებს შორის.  ასევე აღნიშნულია, რომ არ განსჯის ჰეტეროდოქსებში კურთხეული სიცოცხლე შენარჩუნებულია თუ  შერყვნილი, რადგან ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. შესაბამისად ეს დოკუმენტი უშვეებს „კურთხეული სიცოცხლის არსებობას და საიდუმლოებების ძალას. როდესაც პროტ. პეტერ ჰირსი შეხვდა რუს ეპისკოპოსებს, როგორც ექსკლუზივიზმის მხარდამჭრს, არ უნდა დაეგმო მოსკოვის საპატრიარქოს ეს დოკუმენტი, როგორც ერეტიკული?

თუ შევადარებთ მოსკოვის საპატრიარქოს დოკუმენტს კრტის წმიდა და დიდი კრების გადაწყვეტილებას ჩნდება რამდენი კითხვა:

  • სად საუბრობს კრეტის დოკუმენტი საღმრთო მადლის ეკლესიის გარეთ არსებობის შესახებ?
  • სად საუბრობს კრეტის დოკუმენტი  მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჰეტეროდოქსებს შორის არასრული კავშირის შესახებ?
  • კრეტის დოკუმენტი სადმე უშვებს  ჰეტეროდოქსების საიდუმლოთა ნამდვილობას?

ამ კითხვებზე პასუხი კატეგორიულია, არსად არ ხდება ამგვარი რამ.  კრეტის დოკუმენტი ჰეტეროდოქსებს მოუწოდებს დიალოგისკენ, რათა ნათელი გახდეს საიდუმლოებების, მადლის, მღვდლობის და სამოციქულო მემკვიდრეობის შესახებ მათი სწავლება. როგორც უკვე აღინიშნა, კრეტის წმიდა და დიდი კრების დოკუმენტის მიხედვით მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ვისაუბროთ ჰეტეროდოქსებში ეკლესიის შესახებ, თუ რა თქმა უნდა ამ საკითხებში თანხმობას მივაღწევთ. რომელი დოკუმენტი ეწინააღმდეგება პროტ.  პეტრე ჰირსის შეხედულებებს? რუს ეპისკოპოსებთან საუბრის დროს მას არ უნდა დაეგმო მოსკოვის საპატრიარქოს „ერესი“, რომელიც არ ეთანხმება ეკლესიის განსაკუთრებულობას და აღიარებს ჰეტეროდოქსების საიდუმლოებების ნამდვილობას? რა კავშირი აქვთ მოსკოვის საპატრიარქოს შეხედულებებს  (რომელთაც პიროვნულად  შეიძლება ეთანხმებოდე და შეიძლება არა) კრეტაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან? როდესაც მოსკოვის საპატრიარქო არ ეთანხმება ეკლესიის განსაკუთრებულობას (ἀποκλειστικότητα, Exclusivism)   ეს მართლმადიდებლობაა, ხოლო როდესაც იგი არ იგმობა, ან საერთოდ არ ეხებიან ამ საკითხს- მწვალებლობა?

ყოვლივე ზემოთ თქმულიდან დავასკვნით რომ:

  • მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიოლოგია არსებითად განსხვავდება კრეტის კრების ეკლესიოლოგიური შეხედულებებისაგან.
  • უსინდისობაა, როდესაც ექსკლუზივიზმის მომხრე ხარ,  გმობ კრეტის წმიდა და დიდ კრებას მართლმადიდებლობელი ეკლესიის  შერყვნისთვის, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს საერთოდ არ ადანაშაულებ, მაშინაც კი როდესაც ესაუბრები რუს ეპისკოპოსებს, მოსკოვის საპატრიარქოს  შეხედულებების შესახებ, აღნიშნულ საკითხზე.
  • მოსკოვის საპატრიარქომ  აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი კრეტის წმიდა და დიდი კრების დოკუმენტებს რათა შეინარჩუნოს მორალი, სერიოზულობა და ღირსება, რადგან კრების მოწვევაზე ხელი მოწერილი აქვს. ასევე, კრების წინა მოსამზადებელ ყველა შეხვედრაზე მას აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვს.  4.მოსკოვის საპატრიარქო და ჰეტეროდოქსები კრეტის წმიდა და დიდი კრების დოკუმენტებში

მოსკოვის საპატრიარქომ 2000 წელს მიიღო დოკუმენტი, სათაურით „ჰეტროდოქსების მიმართ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის  დამოკიდებულების ძირითადი საფუძვლები“[38]. ეს დოკუმენტი იყოფა შვიდ თავად, რომელთაც ემატება ორი განყოფილება [39]. დოკუმენტში ერეტიკოსები და ჰეტეროდოქსები ერთმანეთისაგან ცხადად განირჩევიან. ჰეტეროდოქსებს მიეკუთვნებიან ისინი ვისაც სწამს  სამების და იესო ქრისტეს  ღმერთკაცად და მხსნელად აღიარებენ. ერეტიკოსებს მიკუთვნებიან ისინი ვინც უარყოფენ ამ მთავარ ქრისტიანულ დოგმატებს[40]. ჰეტეროდოქსების ის ჯგუფები, რომლებთანაც რუსული ეკლესია ორმხრივ დიალოგს აწარმოებს, ან მონაწილეობს პანორთოდოქსულ დიალოგებში,  ეკლესიებად იწოდებიან.

წმიდა და დიდი კრების დოკუმენტებში, ის ქრისტიანული ერთობები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ საერთო რწმენა ძირითადი დოგმატების მიმართ, იწოდებიან ჰეტეროდოქსებად.  თეოლოგიური დიალოგის მიმართ ერთობლივი ნდობის გამო, არსებობს მათთან შეთნხმების მოლოდინი. ამგვარი რამ შეუძლებელია მოხდეს ერესების მიმართ, სწორედ ამის გამო, სამართლიანად არ ხდება მათი მოხსენება კრების დოკუმენტებში. პირველი ათასწლეულის მონარქიანისტი შეუძლებელია გაუთანაბრდეს მეორე ათასწლეულის კათოლიკეს. არცერთ მსოფლიო კრებას არ შეუწყნარებია  საეკლესიო ექსკლუზივიზმი.  მართლამიდებელი ეკლესიის პატრიკულ სწავლებას დავუპირისპირდებით იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისის გარეშე მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ მყოფ ქრისტიანულ ერთობებს ერეტიკოსებად ჩავთვლით და გამოვრიცხავთ მათი წევრების ხსნის შესაძლებლობას. ამგვარი რამ ოფიციალურად დაფიქსირდა ფლორენციის კრებაზე  ვულაში: „Contate Domino“ და ეხება კათოლიკურ ეკლესიას[41]. მსოფლიო კრებების პერიოდში ეკლესია ერთმანეთისაგან განარჩევდა  ერესებს და აღიარებდა ზოგიერთი მათგანის საიდუმლოებებს; აღიარებდა მათ ნათლობას, მირონცხებას და მღვდლობის საიდუმლოს, მაშინ როდესაც ამ ერსების წევრები ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში შემოსვლას განიზრახავდნენ [42]. ეკლესია ამგვარად იქცეოდა, რადგან ეკლესიის წიაღში შემოსვლა არ წარმოადგენდა  და არც ახლა წარმოადგენს მექანიკურ მოქმედებას, არც მაგიის ძალით ხდება.  ეკლესია აღიარებს მადლის არსებობას და საიდუმლოებების  ნამდვილობას მის ფარგლებს გარეთ, მაშინ როდესაც ეს საიდუმლოებები ქრისტეს ერთ და განუყოფელ სხეულში შესვლისკენ მიუძღვიან.

აღსანიშნავია ყველაზე დიდი რუმინელი  თეოლოგის, დიმიტრი სტანილოაეს მითითება[43], რომ ეკლესია ჰეტეროდოქსებთან ურთიერთობის დროს მოქმედებს „თავის სასარგებლოდ“! ეკლესიას შეუძლია აამოქმედოს ჰეტეროდოქსების მიერ შესრულებული საიდუმლოებები, ითვალისწინებს რა ავაზაკის მაგალითს, რომელიც სასუფველში შევიდა საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე.  თავიანთი საიდუმლოებებით ჰეტეროდოქსები გამოხსნის აღთქმას და იმედს მოიპოვებენ. ეზიარებიან სინათლის მკრთალ სხივს, რომელიც კათოლიკებში უფრო ძლიერია, ვიდრე პროტესტანტებში. ჰეტეროდოქსების შორიდან ესმით ის ცნობა და აღთქმა,  რომელიც გარკვვით მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში ისმის. ჰეტეროდოქსები თავიანთი საიდუმლოებებით ამყარებენ  გარკვეულ კავშირს ქრისტესთან, მიუხედავად იმისა რომ ეს კავშირი ბუნდოვანია, რადგან რწმენა რომელიც უპყრიათ შეცვლილია.

ამგვარად, დასაშვებია ვიფიქროთ, რომ თუ ჰეტეროდოქსების საიდუმლოებებში არსებობს ქრისტეს ერთ სხეულში და საღმრთო ევქარისტიაში ზიარების შესაძლებლობა, შედეგად მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია აღიაროს, ამ საიდუმლოებებში საღმრთო მადლის არსებობა. რა თქმა უნდა  ეს  არ აღინიშნა  კრეტის წმიდა და დიდ კრებაზე (შესაძლოა ეს არც არასოდეს მოხდეს).  კრებამ სავსებით მართებულად  გამოიყენა ტერმინი „ჰეტეროდოქსები“  და ამგვარად განასხვავა თანამედროვე ჰეტროდოქსები, რომლებთანაც დიალოგს აწარმოებს, ძველი და თანამედროვე მწვალებლებისაგან.

არ იქნება სერიოზული, თუ თავს მოვიტყუებთ თითქოს არ ვიცოდეთ ვინ არიან დღეს ჰეტეროდოქსები და ვინ მწვალებლები. იმის მაგივრად, რომ ვკიცხავდეთ ჩვენს უცოდინარობას და ურწმუნოებას, ვაკრიტიკებთ წმიდა და დიდი კრების გადაწყვეტილებებს! 1986 წელს პანორთოქსულ შეხვედრაზე განისაზღვრა ტერმინ ჰეტეროდოქსის შინაარსი და მოხდა მანამდე არსებული დიალოგის მსვლელობის აღწერა.  ამ შეხვედრაზე დადგინდა კრიტერიუმები  ჰეტეროდოქსების   ვიანაობის და რაობის განსასაზღვრად, რათა შეგვეძლოს განვარჩიოთ ისინი მწვალებლებისაგან. ჰეტეროდოქსები არიან: კათოლიკები,  აღმოსავლური უძველესი ეკლესიები (პროქალკედონელები), ლუთერანები, რეფორმატორები,  ძველი კათოლიკები და ანგლიკანები.

სავსებით მართებულად კრეტის წმიდა და დიდი კრების საბოლოო დუკუმენტში არ ხდება არცერთი იმ დიალოგის ხსენება, რომლებიც ჯერ განვითარების პროცესშია, რადგან მათი ხსენება შეუძლებელია ყოფილიყო, ამ ფაზაში, სინოდალური გადაწყვეტილების საგანი. ვისაც სურს ადვილად შეუძლია  მიიღოს ინფორმაცია დიალოგის პროცესის და ასევ იმ საერთო დოკუმენტების შესახებ, რომლებიც  შეადგინა შერეულმა საღვთისმეტყველო კომისიამ.

 

 

  1. სხვა ეკლესიების ისტორიული სახელწოდება

წმიდა და დიდი კრების იმ დოკუმენტის მეექვსე პარაგრაფში, სადაც საუბარია „მართლმადიდებელის ეკლესიის დამოკიდებულებაზე დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“ ვკითხულობთ: „ეკლესიის ონტოლოგიური ბუნების შესაბამისად, შეუძლებელია დაირღვეს მისი ერთიანობა. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს იმ ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელდებას,  რომლებიც არ არიან მასთან თანაზიარებაში…“. ცნობილია, რომ ეს განცხადება გახდა მკაცრი კრიტიკის საგანი იმ არგუმენტით, რომ   სხვა ქრისტიანული აღმსარებლობები მასში  ეკლსიებადაა აღიარებული, რაც არღვევს მართლმადიდებელი ეკლესიის თვითშეგნებას, რომ იგი წარმოადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და  სამოციქულო ეკლესიას. მაგრამ  რეალურად მდგომარეობა სულ სხვაგვარია და კრიტიკოსებს, თუ არ სურთ ამ დოკუმენტის წაკითხვა და გაგება,  რბილად რომ ვთქვათ, არ იქცევიან სწორად.

დოკუმენტის პირველივე პარაგრაფში, ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, გამოხატულია მართლმადიდებელი ეკლესიის თვთშეგნება, რომ იგი წარმოადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ეკლესიის ერთიანობის დაცვის წინაპირობა, როგორც დოკუმენტის მეორე პარაგრაფშია აღნიშნული, არის წმიდა წერილის და წმიდა გარდამოცემისადმი ერთგულება.  წმიდა წერილის და წმიდა გარდამოცემის ერთგულების გარეშე, მართლმადიდებელი ეკლესია არ იქნებოდა კათოლიკე ეკლესია; მას არ ექნებოდა საყოველთაო ხასიათი, კათოლიკე რწმენის და ჭეშმარიტების სისავსე, როგორც  მას მიეცა იესო ქრისტესა და მოციქულთაგან.  ეკლესიის საყოველთაოობის დაცვის საფუძველი და წინაპირობა არის სამოციქულო მემკვიდრეობა და პატერიკული გარდამოცემა. სამოციქულო მემკვიდრეობა აუცილებელი წინაპირობაა გარდამოცემული ჭეშმარიტების საყოველთაოობის დასაცავად, იმის მიუხედავად თუ როგორ გვესმის სამოციქულო მემკვიდრეობა, როგორც წესის მემკვიდრეობა, თუ რწმენის მემკვიდრეობა (ან ორივე მათგანის ერთად, უფრო სწორი იქნებოდა). კრეტის კრების დოკუმენტის მიხედვით  სამოციქულო მემკვიდრეობას გამოხატავენ საეკლესიო მამები და განსაკუთრებით მსოფლიო კრების მამები. შესაძლებელია ამ საკითხებში უთანხმოება არსებობდეს?

კათოლიკე ეკლესიის ერთიანი სხეულისაგან მოკვეთა იყო და არის საზარელი მოვლენა.  კრეტის კრების დოკუმენტის მეექვე პარაგრაფში ხაზგასმითა აღნიშნული, რომ კათოლიკე ეკლესიისაგან მოკვეთა ვერ ავნებს ეკლესიის ერთობას. ეკლესია (მართლმადიდებელი) რჩება ერთი და კათოლიკე. დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს, მისი ონტოლოგიური ბუნებით, ეკლესიას.  ნიკოლაოს კაბასილას თანახმად „ეკლესია საიდუმლოებებში  არსებობს“[44],  შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს საიდუმლოებები.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიღმა მყოფების შესახებ რა შეგვიძლია ვთქვათ?  წარმოადგენენ ისინი ეკლესიას, თუ უბრალოდ ქრისტიანულ აღმსარებლობებს? კრების დოკუმენტის მიხედვით, ეკლესია არის ერთი და კათოლიკე „შეუძლებელია დაირღვეს მისი ერთიანობა“, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია უშვებს ზოგიერთ ამ ქრისტიანულ აღმსარებლობას უწოდოს ეკლესია.  რომელიმე სხვა ქრისტიანული ერთობის ეკლესიად მოხსენიება,  არ ნიშნავს იმას, რომ მასში ვაღიარებთ ონტოლოგიურად საეკლესიო ჰიპოსტასს, ე.ი. საიდუმლოებებს.

რატომ ეწოდებათ ჰეტეროდოქსულ ქრისტიანულ ერთობებს ეკლესია?

საკლესიო გარდამოცემის თანახმად, ჭეშმარიტებისაგან მოკვეთა ხდება ამპარტავნებით. საეკლესიო ლიტერატურაში, ხშირად, ეს ქრისტიანული ერთობები ეკლესიებად იწოდებიან. მაგალითად, პაპისტები და ლათ

Author Info

ირაკლი ჯინჯოლავა

No Comments

Comments are closed.