ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა კრეტის წმინდა და დიდი კრების შესახებ დადგენილება მიიღო

coat_of_arms_of_bulgaria-svgამა წლის 15 ნოემბერს ბულგარეთის ეკლესიის სინოდმა კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სხდომას ესწრებოდა ბულგარეთის ეკლესიის სინოდის წევრი ყველა იერარქი. სხდომის ოქმი #22 ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა  სინოდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ოქმის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ:  “კრეტაზე ჩატარებული კრება არ წარმოადგენს არც დიდ, არც წმინდა და არც საერთომართლმადიდებლურ კრებას”, ამ პოზიციის გასამართლებლად კი სამ პუნქტზე ამახვილებენ ყურადღებას:

1. კრებაში არ მიიღო მონაწილეობა ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ, დაშვებულ იქნა საორგანიზაციო და საღვთისმეტყველო შეცდომები.
2. ზოგიერთი დოკუმენტთაგან შეიცავს “შეუსაბამობას მართლმადიდებელ საეკლესიო სწავლებასთან, ეკლესიის დოგმატურ და კანონიკურ გარდამოცემასთან, მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა სწავლებასა და სულთან”.
3. კრეტაზე მიღებული დოკუმენტები თანამდებნი არიან შემდგომი საღვთისმეტყველო განხილვისა და შესწორებების შეტანისა.

სამწუხაროა, რომ ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილება კრეტის წმინდა და დიდი კრებისადმი სერიოზულ საღვთისმეტყველო ბრალდებებს შეიცავს, სცდება რა კანონიკურ-სამართლებლივ უთანხმოებას, შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნეს როგორც წმინდა და დიდ კრებაში მონაწილე მართლმადიდებელ იერარქთა და ადგილობრივ ეკლესიათა დოგმატურ ცდომილებაში დადანაშაულება.

თავად ის ფაქტი, რომ ბულგარეთის სინოდის მამები, რომლებიც ოქმის ბოლოს თავს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი აგრძელებენ სრულ ერთობაში მსახურებას მართლმადიდებელი ეკლესიის დანარჩენ ნაწილთან, თანამოძმე ეპისკოპოსების შეკრებას “არა წმინდას” უწოდებს, რადგანაც თუ შესაძლებელია დისკუსიას დაექვემდებაროს კრეტის კრების სტატუსი, როგორც “საერთომართლმადიდებლურისა” ან “დიდისა” – შეუძლებელია მისი სიწმინდის ეჭვქვეშ დაყენება, რადგან თუ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია ადგილობრივი ეკლესიის კრებას (სინოდს) უწოდებს “წმინდას” მაშინ რაოდენ წმინდა იქნება ადგილობრივ ეკლესიათა უმრავლესობის გაერთანებული კრება? ან რგორ შეიძლება ასეთ მართლმადიდებელ სინაქსისს არა წმინდა ეწოდოს, მასთან სრულ ერთობაში დარჩენის ხაზგასმით?

წყარო

 

ქართული წყარი OrthodoxTheology.ge