სინოდალურობა და პრიმატი: მოსაზრებები კიეტის დოკუმენტის შესახებ

14333840_10209563235251852_3332029688416023216_nავტორი: პროფესორი დიმიტრი კერამიდასი

დოკუმენტი “სინოდალურობა და პრიმატი პირველ ათასწლეულში” ერთ-ერთია კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის თეოლოგიური დიალოგისთვის შექმნილი შერეული საერთაშორისო კომისიის დოკუმენტთა სიიდან.  კიეტის შეხვედრის მიზანი იყო 1980 წელს დაწყებული ორმხრივი დიალოგის გაგრძელება და ეკლესიის საკრალურ ბუნებასთან დაკავშირებული თემებზე დადებითი განწყობით კონცენტრირება. 

წინა ტექსტებთან შედარებით, კიეტის დოკუმენტი უფრო მოკლეა და თეოლოგიურად ნაკლებად გაბედული, რომელიც თითქოს ორიგინალურს არაფერს გვთავაზობს. ეს ალბათ რედაქტირების ფაზაში წარმოქმნილი სიძნელეების და ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ რავენის დოკუმენტის მიუღებლობის ბრალია. შესაბამისად, შემუშავდა უფრო  მისაღები ვერსია, რომელიც მაინც მიყვება რავენის მთავარ ხაზს, ასევე ოთხმოციანების დოკუმენტებისას და ეძიებს ეკლესიათა შორის საერთო და საზიარო ელემენტებს.  ტექსტი განიხილავს ურთიერთობას პრიმატსა და conciliarity-ის შორის პირველი ათასწლეულის განუყოფელ ეკლესიაში ადგილობრივ, რეგიონალურ და უნივერსალურ დონეზე. განსაკუთრებული აქცენტებია დასმული საეკლესიო ერთობის კუთხით საიდუმლოსა და სამების არსის საფუძვლებზე, 34-ე სამოციქულო კანონზე, როგორც კრების “პირველ” და “მრავალთა” შორის დამოკიდებულების შეცნობის საფუძველზე, ეპისკოპოსთა ინსტიტუტის ევქარისტიული წარმოშობის აღიარებაზე, ასევე პირველი ათასწლეულის ე.წ. “პენტარქიაზე”.  დოკუმენტი ადასტურებს, რომ საეკლესიო ცხოვრება მომდინარეობს საკვანძო ელემენტისგან (ევქარისტიული სინაქსი) რომელიც ვითარდება სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან შეხვედრამდე, შესაბამის ეპისკოპოსთა სახით, და შემდეგ აღწევს უნივერსალურ ეკლესიამდე, ქრისტიანულ ecumene-მდე, რომელშიც “აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეპისკოპოსებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ერთადერთ ეკლესიას ეკუთვნოდნენ”. სხვა სიტყვებით, საქმე ეხება მართლმადიდებელი ეკლესიოლოგიის პრინციპებს, რომლებიც რთულად მისაღები არ უნდა ყოფილიყვნენ.

პრიმატსა და სინოდს შორის ურთიერთობაში დაბრკოლებად რჩება პირველ ათასწლეულში რომის ეპისკოპოსის ფუნქცია უნივერსალური ეკლესიის კონტექსტში და მოიცავდა თუ არა მისი საპატიო პრიმატი კანონიკურ-იურისდიქციულ პრეროგატივებს აღმოსავლეთში. მხარეები შემოიფარგლნენ იმის დადასტურებით, რომ “რომის ეპისკოპოსის პრიმატი სხვა ეპისკოპოსებს შორის განმარტებული იყო როგორც  მოციქულებს შორის პირველის, პეტრეს მემკვიდრეობით გამოწვეული პრეროგატივა. მსგავსი გაგება არ იყო მიღებული აღმოსავლეთში, რომელიც ამ საკითხის ინტერპრეტაციას წერილებსა და წმინდა მამებთან სხვაგვარად ახდენდა”. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნშნულ საკითხს მომავალში დაუბრუნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ისტოირულ-ჰერმენევტული პრობლემები ხელს უშლის პრიმატის შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიებებას, იმედია პაპი ფრანცისკეს განცხადებები და ჟესტები სინოდალურობის სასარგებლოდ შესაძლებელს გახდის დებატების მიმართვას უფრო ფართო თანხმობისკენ.

კრეტის დიდმა მართლმადიდებლურმა კრებამ ეკლესიებს შესაძლებლობა მისცა ერთობლივად ეფიქრათ და  გამოეხატათ აზრი. თუმცა, ამავე კრებამ გამოავლინა უთანხმოებები მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და ის ფაქტი, რომ სინოდალურობის განხორციელების პრობლემა არსებობს თავად მართლმადიდებლებთან. ამ კონტექსტში, რომის გზამ conciliarity-სკენ, ისევე როგორც მართლმადიდებლობისამ, მრავლობითიდან (ეროვნული ეკლესიები) მხოლობითამდე (conciliarity), შეიძლება ხელი შეუწყოს პრიმატსა და სინოდს შორის ურთიერთობის სხვაგვარად აღქმას, ისე, რომ პირველმა არ დაჩრდილოს მეორე და პირიქით. შედეგად კი, მივიღოთ ბუნებრივი და სასურველი ურთიერთდამოკიდებულება, “პირველისა” და “მრავალთა” პასუხისმგებლობით განმტკიცებული, განუყოფელი ეკლესიის სულის შესაცნობად. მხოლოდ ისეთი დიალოგი დაექვემდებარება ერთიანობის იდეის ლოგიკურობას, რომელშიც მხარეები მიიღებენ იმას, რაც ქრისტიანულ რწმენასთან შესაბამისობაშია და რომელშიც არ იქნება აპოლოგეტური კონტრასტების მუდმივობა.

შერეული კომისიის დოკუმენტები მოუწოდებენ საეკლესიო ხელმძღვანელებს თეოლოგიურ დიალოგში მეტად ჩართონ თეოლოგები, სასულიერო პირები, სამონასტრო სამყაროს წარმომადგენლები, ხალხი. სინოდალურობის კვალზე დამყარებული ეკუმენიზმი საჭიროებს არა მხოლოდ ცალკეული ელემენტების, არამედ ეკლესიის მთლიანი მექანიზმის ჩართულობას. ჩვენი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს მართლმადიდებლობის პრინციპული მიზანი მას შემდეგ, რაც კრეტის კრებაზე ოფიციალურად გაცხადდა, რომ ეკუმენიზმი “არ ეწინააღმდეგება” მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებას. ეკუმენური დიალოგის ნაყოფთა სტერილური გაპროტესტება ნიშნავს მართლადიდებლობისთვის უნივერსალური ამოსუნთქვის ხელის შეშლას. ტრადიციონალიზმისა და ეთნოფილეტიზმის გამყოფი მენტალობა აბრკოლებს კრების მისაღებად გახდომას და ართმევს ეკლესიას წინასწარმეტყველურ ხასიათს, რომელიც სინოდალური სისტემით არის გარანტირებული. ეს იქნება ბილიკი, რომელზეც დღეიდან პირისპირ იქნებიან კათოლიკეები და მართლმადიდებლები.

წყარო

თარგმნა ირაკლი ვეკუამ

აღებულია საიტიდან Orthodox Theology