კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება წმინდა და დიდი კრების თაობაზე

ekklisia_kiprou1მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება არის შვიდი მსოფლიო კრების და მათთან გათანაბრებული ადგილობრივი კრებების გაგრძელება.

 

ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო,

უფალმა ღირსნი გაგვხადა  გვეცხოვრა დღეს და მონაწილეობა მიგვეღო, მართმადიდებელი ეკლესიის  წმიდა და დიდი კრების პროცესებში. როგორც მოძღვარნი ჩვენს ვალდებულებად ვთვლით ვაცნობოთ ღვთის  მორწმუნე ერს მიღებული  გადაწყვეტილებების შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვთ მათ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.

მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება არის შვიდი მსოფლიო კრების და მათთან გათანაბრებული ადგილობრივი კრებების გაგრძელება.

ასეთებია მაგალითად, ფოტიოსის დროს შემდგარი კრება, რომელმაც დაგმო  სარწმუნოების სიმბოლოში ფილიოკვეს ჩამატება. ასევე წმიდა გრიგოლ პალამას დროს ჩატარებული კრებები, რომლებმაც განმარტეს თუ როგორ განსვავდებიან ერთმნეთისაგან საღვთო ბუნება და ღვთის უქმნელი ენერგიები.

წმიდა და დიდი კრების მომზადება მრავალი წლის მანძილზე  მიმდინარეობდა, პროცესები განსაკუთრებით დაჩქარდა უკანასკნელი ორმოცდათხუთმეტი წლის განმავობაში, ანუ მას შემდეგ რაც 1961 წ. კუნძულ როდოსზე გაიმართა პივრელი პანორთოდოქსული კონფერენცია.

წმიდა და დიდი კრების მოწვევა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ბევრი მიზეზის გამო გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა.  პირველ რიგში საჭირო იყო იმის  ცხადად დეკლარირება, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა რომლებმაც თავი იჩინეს ქრისტიანობის მეორე ათასწლეულში, მართლმადიდებელი ეკლესია რჩება ერთ, წმიდა და სამოციქულო ეკლესიად, რომელიც  ფლობს და იცავს ჭეშმარიტებას სრულად,  როგორც იგი მიიღო  ქრისტესა და მოციქულთაგან.

ასევე საჭირო იყო  ყველასთვის განემარტა, რომ ეკლესიის ერთიანობა არ ირღვევა თოთხმეთ ავტოკეფალურ ეკლესიად მისი მმართველობითი დაყოფით. ყველასთვის ერთი აღმსარებლობით,  წმიდა ევქარისტიის აღსრულებითა და სხვა საიდუმლოებებით განცხადდება ეს ერთიანობა. და ბოლოს, საჭირო იყო ცხადი გამხდარიყო ის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას შესწევს იმის უნარი გაიგოს ეპოქის პრობლემები და აჩვენოს მათი გადაჭრის გზები.

ის ტექსტები და გადაწყვეტილებები რომლებიც წარმოდგენილ იქნენ წმიდა და დიდ კრებაზე, განხილულნი იყვნენ ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე და ხელი მოეწერათ  მართლმადიდებელი ყველა ეკლესიის მიერ. ამგვარად, ის ფაქტი, რომ კრებაზე არ გამოცხადდა ოთხი ეკლესია, პოლიტიკური და  შიდა საეკლესიო მიზეზთა გამო,  არ აკნინებს არც წმიდა და დიდ კრებას და არც ამ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას.

ამასთანავე, მსოფლიო კრებებზე ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის არ ყოფნას   არ დაუმცირებია მათი ავტორიტეტი. ცნობილია, რომ  მეორე მსოფლიო კრებაზე არ იმყოფებოდა რომის ეკლესია რომელიც მაშინ ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და ამასთანავე პირველი საყდრის მფლობელი გახლდათ.  ასევე, მესამე მსოფლიო კრებას არ ესწრებოდა ანტიოქიის ეკლესია.

წმიდა და დიდი კრება დაკავდა შემდეგი საკითხებით:

  1. მართლმდიდებელი ეკლესიის შიდა მოწყობის პრობლემების გადაჭრა. ასევე  ახლიდან განიხილა ის განკარგულებანი, რომლებმაც ცვლილებები განიცადეს მათი დაკანონების შემდეგ.

ამგვარად, პირველად განიხილა მარხვის თემა. მაშინ როდესაც დაწესდა სამარხვო საკვები, (მისი სულიერი ხასიათის მიღმა) ქრისტიანობა განფენილი იყო ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ, სწორედ ამიტომ სამარხვოდ შერჩეულ იქნა ის საკვები რაც ამ ტერიტორიაზე  იწარმოებოდა.

დღეს მართლმადიდებლობა მოიცავს  მთელს დედამიწას, სწორედ ამიტომ, წმიდა და დიდმა კრებამ დაადასტურა რა მარხვის სულიერი ხასიათი, მისი დაცვისა და  სულიერი ბრძოლის იარაღად გამოყენების აუცილებლობა,  ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას მისცა უფლება,  საკუთარი ქვეყნის კლიმატური პირობების გათვალიწინებით დაარეგულირონ კონკრეტული განკარგულებანი.

შემდეგ განხილულ იქნა ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებანი. დღეს მართლმადიდებლები არ ცხოვრობენ მხოლოდ მართლმადიდებლურ საზოგადოებაში, არამედ უწევთ ცხოვრება ასევე სხვა აღმსარებლობების  და  რელიგიების  წარმომადგენელთა შორის. წმიდა და დიდმა კრებამ დაადასტურა ეკლესიის ისტორიული პოზიცია, რომ ქორწინება არის დიდი საიდუმლო, რომელიც შეესატყვისება  ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობას. კრება  კიდევ ერთხელ აძლევს  ავტოკეფალურ ეკლესიებს უფლებას, ადგილობრივი პირობების გათვალიწინებით  განსაჯონ მართლმადიდებელთა და სხვა აღსარებლობის წარმომადგენელთა შორის ქორწინება.

დაგმობილ იქნა ასევე ერთ ქალაქში  ერთზე მეტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის არაკანონიკური არსებობა, როგორც ეს  ხდება დიასპორაში. აღნიშნული პრობლემა წარმოიქმნა უკანასკნელ საუკუნეებში მართლმადიდებელ მორწმუნეთა ემიგრაციაში წასვლის შემდგ.

წმიდა  და დიდმა კრებამ იმსჯელა  ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის მისიის შესახებ თანამედროვე სამყაროში. აღნიშნა, რომ ადამიანი  ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი და ხაზი გაუსვა მის ფასეულობასა და უნიკალურობას. ასევე აღინიშნა ადამიანის როლი, რომლის შესრულებისკენაც  იგი მოწოდობულია,  როგორც ეკლესიის წევრი.

2. კრებაზე დიდი ყურადღება მიექცა:

ა) ქრისტეს სახარების ქადაგების აუცილებლობას იმ ხალხებში ,სადაც   ჯერ არ სმენიათ ქრისტეს სიტყვა,  ასევე მუდმივი ქადაგება  უკვე მორწმუნეთა შორის.

ბ) სახარებისეული პრინციპების დამოკიდებულებას მეცნიერებასა და თანამედროვე ტექნოლოგიასთან.

გ)   ქრისტიანული განათლების თემას, გლობალიზაციის საკითხს, დამანგრეველ ომებს და  ლტოლვილთა პრობლემას,   რომელიც ამჟამად დგას.  კრებამ მოუწოდა მათ, ვისაც ხელთ  უპყრიათ ძალაუფლება, შეაჩერონ ეს პროცესები  და იზრუნონ ლტოლვილთა მშვიდობიან დაბრუნებაზე თავიანთ უწინდელ საცხოვრებელ ადვილებში.

დ) ქრისტიანთა დევნას ახლო აღმოსავლეთში, რაზეც კრებამ  ხმა აიმაღლა და  გააპროტესტა. მოითხოვა რელიგიური თავისუფლების დაცვა ყველა ადამიანისათვის და დაგმო რელიგიური ფანატიზმი.

ე) ეკოლოგიურ პრობლემებს და ყველას მოუწოდა უფლის ბრძანების თანახმად. გარემოს დაცვისაკენ. მიმართა ახალგაზრდებს რომლებიც არიან მართლმადიდებელი ეკლესიის გარდამოცემის გამგრძელებელნი და მოუწოდა მათ მისი დაცვისაკენ.

  1. წმიდა და დიდმა კრებამ განიხილა მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულების საკითხი დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან. იმ დოკუმენტში რომელიც დამტკიცდა, დასაწყიშივე აღნიშნულია მართლმადიდებელი ეკლესიის თვითშეგნება, რომ წარმოადგენს ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. მკვეთრად გაესვა ხაზი, რომ დიალოგები რომლებსაც აწარმოებს მართლმადიდებელი ეკლესია სხვა აღმსარებლობებთან მიზნად არ ისახავს რაიმე სახით დათმობაზე წასვლას სარწმუნოების საკითხებში. დიალოგების მიზანია მათი ეკლესიის წიაღში დაბრუნება რომლებიც მოსწყდნენ მას. წმიდა და დიდი კრება აღიარებს ისტორიულ სახელწოდებას «ეკლესია» მათ მიმართ რომლებიც დაშორდნენ მას, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი რწმენის ჭეშმარიტების აღიარებას. ამასვე იქმოდა წმ. ბასილი დიდი არიანელთა  და წმ. ნექტარიოსი კათოლიკეთა მიმართ, ასევე ეკლესიის სხვა მამანი. ბასილი დიდი საღმრთო ლიტურგიაზე  მიმართავს უფალს და ევედრება: «დაამშვიდე ეკლესიასიათა შორის განხეთქილებანი» დიდი ორშაბათის ერთ-ერთ ტროპარში ვკითხულობთ ღვთისადმი ვედრებას: «განამტკიცე მეუფება ეკლესიისა და კვერთხნი მისნი შემოჰკრიბენ.»

ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო, ყოველივე იმის შემდეგრაც  ზემოთ განგიცხადეთ, ყველანი ვალდებულნი ვხდებით გავაცნობიეროთ ჩვენი ვალდებულებანი  ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში, განსაკუთრებით კი ეკლესიის წიაღში. ვეთანხმებით რა  წმიდა და დიდი კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, როგორც გზის მაჩვენებელთ თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, ყველანი მოწოდებულნი ვართ გავხდეთ უფლის ნების მსახურნი და მისი თანამუშაკნი ეკლესიის აღმშებებლობაში.

ყველა დოკუმენტი, როგორც ცირკულარი ასევე  კრების მიმართვა ერისადმი, გამოქვეყნდებიან ჟურნალ ,,მოციქულ ბარნაბას’’ შემდგომ გამოცემაში და დაურიგდება მორწმუნე ერს.

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა  და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოვეთა თანა ამინ.

 

წყარო: Romfea.gr

ბერძნულიდან თარგმნა ნიკოლოზ ღონღაძემ