ბაჩის მიტროპოლიტი ირინეოსი განმარტავს, თუ რატომ არ მოაწერა ხელი ერთ დოკუმენტს

batskasბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი, რომელიც კრეტის კრებაზე სერბეთის ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობდა, განმარტავს, თუ რატომ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“

ამგვარად მეუფე ადასტურებს ინფორმაციას, რომ იგი მათ შორის იყო, ვინც ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
“მე ხელი არ მოვაწერე დოკუმენტს „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“. იმ მიზეზით, რომ ეპისკოპოსებს – კრების წევრებს – გვქონდა აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ხმის უფლება არ გვქონდა. კრებაზე მოციქულთა მიერ მიღებული და წმინდა მამების მიერ გადმოცემული წესი „ერთი ადამიანი – ერთი ხმა“ შეიცვალა სხვა წესით: „ერთი ავტოკეფალური ეკლესია – ერთი ხმა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხმის უფლება მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიებს ჰქონდათ“ – განაცხადა მეუფემ.

ამ წესიდან, მისი აზრით, გამოდის, რომ:
1. კრება წარმოადგენდა არა ეკლესიის ერთიანი სხეულის, არამედ პარლამენტის მსგავს ინსტიტუტს, რომელიც დამოუკიდებელი და თვითკმარი ეკლესიებისგან შედგება.
2. ეკლესიის წინამძროლთა შეკრება თავისი არსით მოქმედებს, როგორც პაპების შეკრება.
3. ნებსით თუ უნებლიედ, კრება დაეშვა ეკლესიის წინამძოლთა შეკრების დონეზე, რომელთაც უბრალოდ ფართო წარმომადგენლობა ახლდათ თან.

„ამის გამო – ასკვნის მეუფე ირინეოსი – განსხვავება მართლმადიდებელ ეპისკოპოსსა და არამართლმადიდებელ დამკვირვებელს შორის მხოლოდ ის არის, რომ პირველს შეუძლია ისაუბროს თავისი შეხედულებისამებრ, მეორე კი ჩუმად ზის, არც ერთი და არც მეორე არაფერს წყვეტს“.

ერთადერთი, რისი გაკეთებაც მეუფეს შეეძლო, იყო ის, რომ ხელი არ მოეწერა დოკუმენტისთვის, რომელსაც არ ეთანხმებოდა.

„მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც მე არ მოვაწერე ხელი დოკუმენტს, – მისი ეკლესიოლოგიური ორაზროვნება და საეჭვო შინაარსია რამდენიმე ადგილას, რომლებიც ერეტიკული სწავლების საზღვრებს ეხება“ – განაცხადა ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა.

 

წყარო

მოამზადა თამარ მამაცაშვილმა

ქართული წყარო