პატრიარქი ბართლომეოსი: „დღეს ვართ ერთი ეკლესია“

Bildschirmfoto 2016-06-10 um 21.17.19

დღევანდელ დღეს, რომელიც არის ეკლესიის დაბადების დღე – სულთმოფენობის კვირას, წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილე 10 ადგილობრივი ეკლესიის მეთაურმა კრეტის ირაკლეოდან აჩვენეს ერთობისა და სარწმუნოების ნიშანი, გამოთქვეს რა საერთო თანამშრომლობის სურვილი და გაემიჯნენ რა განყოფას, განხეთქილებას და ჩაკეტილობას.
დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა მსოფლიო პატრიარქმა თავის ქადაგებაში, სადაც აღნიშნა, რომ „ჩვენი განსხვავებული ეთიკური წარმომავლობისაგან მომდინარე პრობლემათა მიუხედავად, ვითხოვთ ყოვლადწმინდა სულის გარდამოსვლას, რათა თანამედროვე მწყურვალე მსოფლიოს ვუჩვენოთ ჭეშმარიტების ნიშანი. სულიწმინდა ჩვენ გვაერთიანებს სრულყოფილი კავშირისათვის.“
დღევანდელი დღე ისტორიულია არა მხოლოდ ქალაქ ირაკლეოსა და კუნძულ კრეტისათვის, არამედ მართლმადიდებლობისთვისაც, ვინაიდან წმინდა მინას სამიტროპოლიტო ტაძარში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისა და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა თანამსახურებით აღესრულა საპატრიარქო წირვა, რომელიც დაემთხვა ეკლესიის დაბადების დღეს, სულთმოფენობის დღესასწაულს.
საპატრიარქო წირვას ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პროკოფი პავლოპულოსი, პოლიტიკური ელიტისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, დიდ და წმინდა კრებაში მონაწილე ეკლესიათა წარმომადგენლები და მორწმუნე მრევლი, რომელმაც გაავსო წმინდა მინას ტაძრის ეზო.
საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობისას საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პროკოფი პავლოპულოსმა წაიკითხა „მამაო ჩვენო“ , ხოლო სარწმუნოების სიმბოლო წაიკითხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იანის ამანატიდისმა.
მსოფლიო პატრიარქმა თავის ქადაგებაში წარმოთქვა სხვადასხვა გზავნილები. „დღევანდელი დღე არის ერთობის დღე, საღვთო ევქარისტია აერთიანებს. პირველი ეკლესია წარმოადგენდა 3000 ქრისტიანს, რომლებიც მოინათლნენ. დღეს ვართ ერთი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ მოვდივართ სხვადასხვა პოლიტიკური და ისტორიული გზიდან. დღეს სულიწმინდის მიერ აღესრულება ქრისტეს სიყვარული,“ – თქვა მსოფლიო პატრიარქმა.
ქადაგების სხვა ნაწილში აღნიშნა, რომ ჩვენ განსხვავებულობაში, გვაქვს რა თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი ნიჭი, ვართ ერთიანები. თითოეულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თავისი საუნჯე და მას მიუძღვნის ქრისტეს. არ არსებობს საკუთარი მნიშვნელობის არმქონე და ერთი, წმინდა და სამოციქულო ეკლესიისთვის საჭიროების არმქონე არცერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია.
მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის რაობაზე საუბრისას აღნიშნავს „წარმოვადგენთ ქრისტეს მისტიურ სხეულს და ვუგალობთ ზეციურ ეკლესიას, როგორც ეს იგალობება ამაღლების კონდაკში. ესაა ეკლესიის მისია. გედსამანიის ბაღში ჩვენი მღელვარე ლოცვისას ზოგადსაკაცობრიო მოთხოვნა რჩება ურთიერთდაპირისპირებულ სამყაროში.“
ეკლესიის მისიასთან დაკავშირებით თანამედროვე მსოფლიოში, პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა, რომ „ჩვენს ეკლესიას მართებს თანამედროვე მსოფლიოს მისცეს ერთობისა და სიყვარულის მოწმობა და განუცხადოს ერთადერთი ჭეშმარიტება ქრისტეს სიყვარულისა. ჩვენი ეკლესიის ერთობა არ წარმოადგენს ფედერალურ სახეს, და არც რომელიმე პიროვნების გარშემო ერთიანდება, არამედ გამომდინარეობს ჩვენი საერთო რწმენისაგან და მართლმადიდებლური ცხოვრებისაგან.“
შემდგომ აღნიშნა, რომ თითოეულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს თავის განსაკუთრებული საუნჯე, რომელსაც სწირავს ქრისტეს. „თვალებს არ შეუძლიათ უთხრან ხელებს: არ გვჭირდებით თქვენ. ვერც თავი ეტყვის იგივეს ფეხებს. არ არსებობს ეკლესიის შიგნით არცერთი ადგილობრივი ეკლესია, რომელსაც არ აქვს თავისი მნიშვნელობა და რომელიც არ სჭირდება ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას.“
შემდგომ შეეხო ახლადგაჩენილ არასწორ მოსაზრებებს, რომლებიც საკმაო რაოდენობის მორწმუნეს აცდუნებენ. „ეპისკოპოსები – განაგრძობს ბართლომეოსი, – მოვალენი ვართ შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები, რომ დავიცვათ მორწმუნეები დომინირებადი მცდარი აზრებისაგან.“
მსოფლიო პატრიარქმა წმინდა და დიდი კრების მოწვევას ისტორიული და დიდი შეფასება მისცა და დასძინა: ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მართლმადიდებლები ვალდებულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ სამყაროში ჩვენი მსვლელობის ერთადერთი გზა არის ერთობა. ეს გზა, რა თქმა უნდა, მოითხოვს მსხვერპლს და დიდ ძალისხმევას, და მიიღწევა მედგარი ბრძოლის შედეგად. დარწმუნებული ვარ, რომ კრება, სულიწმინდისმიერი თათბირით, გულწრფელი დიალოგითა და ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნით, წვლილს შეიტანს ამ მიმართულებით.
ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მორწმუნეთა ერთობა „წარმოადგენს ჩვენი დანიშნულების მიზანს“ და აღნიშნა, რომ „ჩვენი საეკლესიო ერთობა არ წარმოადგენს რაიმე სახის ფედერაციას, და არც რომელიმე ადამიანისაგან გამომდინარეობს.“ – აღნიშნავს მსოფლიო პატრიარქი.
წყარო: amen.gr

 

მოამზადა თორნიკე მამნიაშვილმა