მიტრ. ილარიონი კრეტის კრების გარეშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ

ilarion-alfeevi-1მიტროპოლიტი ილარიონის ბრიფინგი რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებასა და კრეტის კრების გარეშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ

ა.წ. 13 ივნისს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) და საზოგადოება/მასმედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავჯდომარემ ვლადიმერ ლეგოიდამ, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის  საგანგებო სხდომის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ვლადიმერ ლეგოიდა:

– მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო! დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის მიმართ. როგორც  მოგეხსენებათ, დღეს მოწვეულ იქნა წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით. ვთხოვ მეუფე ილარიონს გაგვაცნოს დღევანდელი სხდომის შედეგები, რის შემდეგაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები.

მიტროპოლიტი ილარიონი:

– ბოლო პერიოდში რუსული მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღის წესრიგში მთავარ საკითხად იდგა წმინდა დიდი კრება, რომელიც უნდა ჩატარდეს კუნძულ კრიტზე ა.წ. 18-26 ივნისს. 55 წლის მანძილზე რუსული მართმადიდებელი ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა მის მომზადებაში. ჯერ კიდევ 1960 წელს შეიქმნა  კრებაზე  განსახილველი თემების ფართო კატალოგი. რუსული ეკლესია ამ თემაზე მუშაობდა. მზადება მიმდინარეობდა მთელი ამ ხნის განმვლობაში, მაგრამ დიდი შუალედებით. ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ მთელი 55 წელი მართმადიდებელი ეკლესია ემზადებოდა სრულიადმართლმადიდებელთა კრებისთვის. შესვენებები ზოგჯერ ხანგრძლივი იყო – ათი ან მეტი წელი. კრებისთვის მზადება გააქტიურდა ბოლო რამდენიმე წელია. ა.წ. იანვარში ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართა თათბირზე მიღებულ იქნა კუნძულ კრეტაზე, დათქმულ დროს, წმინდა დიდი კრების ჩატერების გადაწყვეტილება.  მინდა აღვნიშნო, რომ ანტიოქიის მართმადიდებელმა ეკლესიამ ხელი არ მოაწერა ამ გადაწყვეტილებას, მაშასადამე ეს გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა სრულიად მართმადიდებლური, სანამ ანტიოქიის ეკლესია არ მოაწერდა ხელს, თუმცა გვქონდა იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება ხელმოწერილი იქნებოდა.

ბოლო დროს ადგილობრივ მართმადიდებელ ეკლესიებში გაძლიერდა კრიტიკა მომავალი კრების მიმართ, მის ცალკეულ დოკუმენტებზე და მზადების პროცესებზე. ჩვენს ეკლესიაში კრიტიკა ისმოდა მრევლისგან, სასულიერო პირებისგან და ეპისკოპოსებისგან. ყურადღებით ვრეაგირებდით ამ კრიტიკაზე, ვცდილობდით გაგვერჩია ხორბალი ღვარძლისგან, ვინაიდან კრიტიკა იყო კონსტრუქციული, მაგრამ იყო სხვადასხვა სახის დემაგოგიაც და სპეკულაციაც წმინდა დიდი კრების ირგვლივ.  ჩვენ განვმარტეთ დოკუმენტების თემატიკა რომელიც მზადდებოდა, და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ეკლესიის დაჟინებული  მოთხოვნით, ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობა მიეღო მის განხილვაში და თავისი აზრის გამოეთქვა.  ამ განხილვების შედეგად წმინდ სინოდის შეკრებაზე მეღებულ იქნა შესწორებები ორ დოკუმენტში, რომელიც მზადდებოდა წინასაკრებო პროცესში. ამავე შეკრებაზე ჩვენ რეაგირება მივეცით სიახლეს, რომელიც იქ გაჟღერდა, კერძოდ, ბულგარეთის მართმადიდებელი ეკლესია უარს აცხადებდა წმინდა დიდ კრებაში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენ თავიდანვე, კრებისწინა პროცესში, 1961 წლიდან მოვითხოვდით, რომ ყველა გადაწყვეტილება წმინდა დიდი კრების უნდა მიღებულიყო კონსენსუსით, ერთხმად. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ კონსენსუსი ნიშნავს, წმინდა დიდ კრებაში ყველა აღიარებული ავტოკეფალური ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას. ე.ი. თუ ერთი ადგილობრივი ეკლესიაც დააკლდა – უკვე კონსენსუსი არ არის. ეს ჩვენი თვალთახედვაა.  როდესაც ბულგარეთის ეკლესიამ გამოაცხადა დიდ კრებაში მონაწილეობის არ მიღების შესახებ, ჩვენ მოვიწვიეთ წმინდა სინოდის საგანგებო  თათბირი, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება მივმართოთ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს წინადადებით, ჩატარდეს 10 ივნისიდან წმინდა დიდი კრების წინათათბირი, რომ განვიხილოთ დაგროვილი პრობლემები, ყველა მართმადიდებელ ეკლესიას შეძლებოდა კრებაში მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ ჩვენი წინადადება არ იქნა მიღებული. განგვიმარტეს, რომ არ იყო საკმარისი დრო დიდი კრების წინათათბირის ჩასატარებლად. ბოლო დღეებში კიდევ ორმა ეკლესიამ ოფიციალურად თქვა უარი კრებაში მონაწილეობის მიღებაზე. ესენია: ანტიოქიის და საქართველოს ეკლესიები. სერბეთის მართმადიდებელმა ეკლესიამ გამოთქვა აზრი კრების ვადების გადატანის თაობაზე.  ამ სიტუაციაში წარმოიშვა წმინდა სინოდის თათბირის კვლავ მოწვევის აუცილებლობა, რომ მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება: გავმგზავრებულიყავით თუ არა წმინდა და დიდ კრებაზე? დღეს ჩვენ ეს სიტუაცია განვიხილეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება: ზემომოხსენიებული ეკლესიების არმონაწილეობით, ჩვენც ვერ მივიღებთ მონაწილეობას კრების მუშაობაში. ვინაიდან ეს კრება ასეთ შემთხვევაში უკვე არ იქნება სრულიად მართმადიდებულთა კრება, კონსენსუსი ვერ იქნება მიღწეული ვერცერთ საკითხში. ე.ი. ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება კრების ვადების გადატანა.  ამ წინადადებით ვაპირებთ მივმართოთ კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეოსს.

კონსტანტიპოლის პატრიარქის თქმით წმინდა დიდი კრების რეგლამენტი ყველა ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიის თანხმობით გადაწყდა. ეს თანხმობა არ იყო არც სინაქსზე (შეკრებაზე, მთარგმნ.), რომელიც იანვარში ჩატარდა, ვინაიდან გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამ. ეს თანხმობა არც დღეს არის მიღწეული, მას შემდეგ რაც სამმა ეკლესიამ უარი განაცხადა კრებაში მონაწილეობის მიღებაზე. მაშასადამე, თუ კი ეს კრება მაინც შედგება, მაშინ დაირღვევა კრების რეგლამენტი, ვინაიდან იგი უნდა იყოს მოწვეული ყველა ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიის თანხმობით. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ჩავატაროთ წმინდა დიდი კრება სხვა დროს, რომელიც გამოიკვეთება გადაწყვეტილებების შედეგად. ეს დრო კი მოვახმაროთ დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას და ღირსეულად მოვემზადოთ წმინდა დიდი კრებისათვის.  ის ეკლესიები, რომლებმაც უარი თქვეს კრებაში მონაწილეობის მიღებაზე წარმოადგინეს თავისი არგუმენტაციები. ეს არგუმენტები ასახულია რუსული მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განცხადებაში, რომელის უახლოეს წუთებში გამოქვეყნდება.  – მსოფლიო მართმადიდებლების როგორი პრობლემები გამოავლინა საღმა აზრმაკრების მომზადებისას?

როგორც ცნობილია, ანტიოქიის პატრაირქმა შეწყვიტა ურთიერთობა იერუსალიმის პატრიარქთან ყატარსა და მთლიანად არაბეთის ნახევარკუნძულზე საეკლესიო იურისდიქციის გავცელების შესახებ დავის გამო. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ დაურეგულირებელია ურთიერთობები რუმინეთის ეკლესიათან, რომელმაც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე თავისი ეპარქია შექმნა. ასეთივე პრობლემებია ჩვენთანაც – რუმინეთის ეკლესიამ  მოლდოვას ტერიტორიაზე თავისი იურისდიქცია  შექმნა, რომელიც რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას წარმოადგენს.

დაურეგულირებელია პრობლემები ესტონეთთან, სადაც, 1996 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პარალელური იუსრისდიქცია შექმნა. საქართველოს ეკლესიაც მიუთითებს მთელ რიგ პრობლემებზე, მათ შორის დიპტიხის საკითხზე. ეს პრობლემა იმასთან არის დაკავშირებული, რომ საქართველოს ეკლესია ჩვენი აზრით და საქართველოს ეკლესიის აზრითაც, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა რიგში მეექვსე ადგილს უნდა იკავებდეს. კონსტანტინოპოლმა კი იგი მეცხრე ადგილზე დააყენა. პრობლემაა აგრეთვე ისიც, რომ მართლმადიდებელთა კრებაზე არ არიას ამერიკის  ეკლესია, რადგან მისი ავტოკეფალია ყველას მიერ არ იქნა ცნობილი.

ეკლესიაში მშვიდობისა და ერთობის დამკვიდრებისათვის ჩვენ მზად ვიყავით თვალი დაგვეხუჭა აქ ჩამოთვლილ ზოგიერთ პრობლემაზე და ბოლო წუთამდე ვაპირებდით კრებაში მონაწილეობას, შევქმენით დელეგაციაც, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო კრეტაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ ოთხი ეკლესია არ იღებს მონაწილეობას ამ კრებაში, გადავწყვიტეთ, გამგზავრების საკითხი სინოდზე განგვეხილა. და სწორედ დღეს იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

– თუ კონსტანტინეპოლის პატრიარქი არ მიიღებს ყურად თქვენს მოსაზრებას?

– მაშინ ჩვენ თავიდან შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ შემდგომში.

– როგორი გაკვეთილი შეიძლება მიიღოს რიგითმა მრევლმა და სასულიეროპირებმა  სიტუაციიდან გამომდინარერაც კრების მომზადებისას ირგვლივშეიქმნა? 

– ჩემი აზრით შექმნილი სიტუაცია არ არის კატასტროფული, შეიძლება ჩავთვალოთ რიგითად. ჩვენ, სინამდვილეში, ყველა ერთად ვემზადებოდით წმინდა დიდი  კრებისათვის და ვერ შევძელით მისი მომზადება ისე, რომ ყველა ეკლესია ყოფილიყო დაკმაყოფილებული.   ჩემი აზრით, უნდა გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და ვაღიაროთ, რომ ეკლესიათა ხმების იგნორირება არ შეიძლება. თუ ეკლესია გამოხატავს თავის სატკივარს, ის უნდა გადაიჭრას. თუ ეკლესია გვთავაზობს თავის შენიშვნებს დოკუმენტთან დაკავშირებით, უნდა მივუდგეთ ყურადღებით. შექმნილი სიტუაცია მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ პრობლემები რომლებზეც ეკლესიები წინასაკრებო პერიოდში საკმაოდ ღიად საუბრობდნენ, როღორღაც მიჩუმათებული იქნა და გადატანილი მომავლისთვის. მაგალითად, ანტიოქიის ეკლესიამ არ მოინდომა, რომ კატარის პრობლემის განხილვა გადატანილიყო კრების შემდგომი პერიოდისთვის. სწორედ ანტიოქიის ეკლესიამ განაცხადა, რომ კრება უნდა იყოს გამოხატულება მთელი ეკლესიის ერთობისა.   ეკლესიის ერთობა გამოხატულია ევქარისტიის ერთობლივ მსახურებაში. თუ ერთ ეკლესიას არ შეუძლია მონაწილეობა ევქარისტიის ერთობლივ მსახურებაში ე.ი. ეს განსაკუთრებული სიტუაციაა, რომელიც უნდა გადაწყდეს წმინდა დიდი კრების მოწვევამდე. სწორედ ასეთი სიტუაციები აღმოჩნდა რამოდენიმე გადაუწყვეტელი და ეკლესიები ერთმანეთის მიყოლებით უარს აცხადებენ დიდ კრებაში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენ არ შეგვეძლო უბრალოდ, წყნარად გვეყურებინა ამ პრობლემებისთვის  და როგორც ახლა ზოგიერთები აცხადებენ – ხოუარი თქვეს, –  ეს მათი პრობლემაანუმიიღებენ მონაწილეობასჩვენ მაინც შევიკრიბებითჩავატარებთ დიდ კრებას იმშემადგენლობით რომელიც იქ იქნება; მივიღებთ გადაწყვეტილებას და ის გახდებაყველასთვის აუცილებელი“.  ასე არ ხდება წმინდა დიდ კრებაზე. მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ეკლესიამ და მხოლოდ მაშინ იქნება მისი გადაწყვეტილებები ლეგიტიმური.

თარგმნა ნანა ასათიანმა
წყარო: patriarchia.ru

 

სტატია აღებულია საიტიდან kenozisi.ge