დიდი და წმიდა კრება, დღის მოვლენები – 17 ივნისი

13434755_10154271717799158_8848767392109063783_nუახლესი ინფორმაციით სერბეთის ეკლესია გამოდის შეთავაზებით, მოიწვიონ კრებაზე ის წინამძღოლები, რომელთაც უარი თქვეს კრეტაზე ჩასვლაზე.
დღესვე კრებას მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რომელმაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობის მხარდაჭერა გამოხატა, იმის მიუხედავად ვინც ესწრება და ვინ არა დიდ და წმიდა კრებას, და აღნიშნა, რომ სჯერა შეხვედრა კრეტაზე ხელს შეუწყობს  იმ დიდი და წმიდა კრების მომზადებას, სადაც გამონაკლისის გარეშე ყველა  ავტოკეფალური ეკლესია გაერთიანდება ( ციტატა –  Верю, что при наличии доброй воли встреча на Крите может стать важным шагом по преодолению возникших разногласий. Она может внести свой вклад в подготовку к тому Святому и Великому Собору, который объединит все без исключения Поместные Автокефальные Церкви – სრული ტექსტი).
შეგახსენებთ,   კრებაზე წარმოდგენილი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიათა მეთაურების სიას (იხ. ფოტო)

1. კონსტანტინეპოლისა – ყოვლადუწმიდესი ბართლომე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი; კათედრა კონსტანტინეპოლში (სტამბული).

2. ალექსანდრიისა – უნეტარესი თეოდორე II, პაპი და პატრიარქი დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა; კათედრა ალექსანდრიაში.

3. იერუსალიმისა – უნეტარესი თეოფილე, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა; კათედრა იერუსალიმში.

4. სერბეთისა – უწმიდესი ირინეოსი, პეჩის მთავარეპისკოპოსი და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტი, პატრიარქი სრულიად სერბეთისა; კათედრა ბელგრადში.

5. რუმინეთისა – უნეტარესი დანიელი, პატრიარქი სრულიად რუმინეთისა; კათედრა ბუქარესტში.

6. კვიპროსისა – უნეტარესი ქრიზოსტომოს II, მთავარეპისკოპოსი ახლისა იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსისა; კათედრა ნიქოზიაში.

7. ელადისა – უნეტარესი იერონიმე II, მთავარეპისკოპოსი ათენისა და სრულიად ელადისა; კათედრა ათენში.

8. ალბანეთისა – უნეტარესი ანასტასი, მიტროპოლიტი ტირანისა და მთავარეპისკოპოსი სრულიად ალბანეთისა.

9. პოლონეთისა – უნეტარესი საბა, მიტროპოლიტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთისა; კათედრა ვარშავაში.

10. ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის – უნეტარესი როსტისლავი, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკიისა; კათედრა პრაღაში.

 

წყარო

 

სტატია აღებულია საიტიდან OrthodoxTheology.ge