წინამძღვართა ჩასვლა კრეტაზე

favicon-196x196-1ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა ჩასვლას წმინდა და დიდი კრების სამუშაოების დასაწყებად სათავე დაუდო მსოფლიო პატრიარქის ჩასვლამ ხანიაში. წმინდა და დიდი კრების პრესსამსახურის ცნობით, კრეტაზე ასევე იმყოფებიან სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი და ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი., რომლებიც გუშინ ჩავიდნენ იქ. დღეს ელოდებიან იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს, რუმინეთის პატრიარქ დანიელის, ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმეს, ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასისა და პოლონეთის მიტროპოლიტ საბას ჩასვლას. ხანიას აეროპორტში აღმართულია დროშები და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები ადგილიბრივი ეკლესიების მეთაურთა ჩასვლის გამო. “დასკალოიანის” აეროპორტის შესასვლელში აღმართულია საბერძნეთისა და ევროკავშირის დროშები თოთხმეტივე მართლმადიდებელი ეკლესიის დროშასთან და წმინდა და დიდი კრების ემბლემასთან ერთად.

 

ბერძნულიდან თარგმნა თორნიკე მამნიაშვილმა

წყარო: amen.gr