სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრების დადგენილება

img_9401-z-sსერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრების დადგენილება
15  ივნისი, 2016 წელი

 

15 ივნისს, ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოს რეზიდენციაში, პატრიარქ ირინეოსის თავმჯდომარეობით გაიმართა წმინდა სინოდის გაფართოებული სხდომა. მონაწილეებმა იმსჯელეს მომავალ დიდ კრებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და წარმოადგინეს შემდეგი მიმართვა:

„ძმური სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და იმედით ვემზადებით წმინდა და დიდი კრებაზე მონაწილეობისთვის, რომელიც ღვთის წყალობით კრეტაზე მართლმადიდებლურ აკადემიაში 2016 წელს 17-დან 26 ივნისის ჩათვლით გაიმართება. წმინდა სინოდმა გაფართოებული შემადგენლობით ბელგრადში სერბეთის საპატრიარქოში გამართულ 15 ივნისის სხდომაზე. წმინდა სინოდმა, გაფართოებულ სხდომაზე, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განვითარდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ, მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

 უპირველეს ყოვლისა, გვესმის რა კრების უდიდესი მნიშვნელობა, გვსურს, ეკლესიის აღშენების სულისკვეთებით, ხელი შევუწყოთ, რომ ამ დიდმა და წმინდა კრებამაც დააკმაყოფილოს ის კრიტერიუმები და გაამართლოს ის სახელი, რაც გააჩნდა იმ კრებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიის ისტორიაში. ამასთან, ჩვენი ეკლესია მოითხოვს, რომ არა მხოლოდ სერბეთის ეკლესიის პრობლემები და საკითხები იქნას განხილული, არამედ იმ ადგილობრივი ეკლესიებისაც, რომლებმაც უარი თქვეს კრებაში მონაწილეობაზე. ამიტომ, წმინდა და დიდი კრება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ყველა საკითხი არ იქნება განხილული და ის არ შეიძლება იყოს წინასწარ მომზადებული და შედგენილი რეგლამენტების მძევალი. მხოლოდ სრული კონსენსუსის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს ეს კრება წმინდა და დიდ კრებად. ამიტომ, ჩვენი ეკლესია დაჟინებით მოითხოვს, რომ კუნძულ კრეტაზე გამართული კრება იყოს დასაწყისი ერთიანი პროცესისა და საკითხები გადაწყდეს მსოფლიო კრებების სულისკვეთებით და ტრადიციით. იმ შემთხვევაში, თუ კრებაში მონაწილე ეკლესიები, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეთაურობით შეუვალნი იქნებიან იმ პოზიციში, თითქოს, კრებაზე არ მყოფი ეკლესიები, არასერიოზული მიზეზების გამო უცხადებენ ბოიკოტს კრების მუშაობას და უარს იტყვიან, გაითვალისწინონ ყველა ის საკითხი, პრობლემა თუ უთანხმოება, სერბეთის ეკლესიის წარმომადგენლობა, სამწუხაროდ, იძულებული იქნება დატოვოს ეს კრება და, შესაბამისად, შეუერთდეს კრებაზე არ დამსწრე ეკლესიებს.

წარმოდგენილი პოზიცია წარმოადგენს, 2016 წლის მაისში ჩატარებული სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა კარების გადაწყვეტილებების ცხოვრაბაში ეტაპობრივ დანერგვას.

ჩვენი საეკლესიო და სამოძღვრო პასუხისმგებლობითა და სულიწმინდის განმანათლებელი მოქმედების იმედით ვაფიქსირებთ ამ პოზიციას.

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი,
წმინდა სინოდის თავმჯდომარე“.

  P.s. დღევანდელი მდგომარეობით მართლმადიდებელთა წმინდა და დიდ კრებაში კრეტაზე, 16-27 ივნისს მონაწილეობას იღებს 10 მართლმადიდებელი ეკლესია, ესენია:კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის, რუმინეთის, კვიპროსის,
საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესია.
 კრებაში მონაწილეობას არ იღებს და მის გადადებას ითხოვს 4 მართლმადიდებელი ეკლესია, ესენია:
ანტიოქიის, რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთის.

თარგმნა: ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: pravoslavie.ru 

სტატიე აღებული საიტიდან kenozisi.ge