ალექსანდრიის პატრიარქი ადგილობრივ ეკლესიებს მოუწოდებს, რომ წმინდა და დიდ კრებაში მიიღონ მონაწილება

10479902_660444264042336_4740727477061127404_oრელიგიური სიახლეების ვებგვერდი romfea.gr, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის, თეოდორე II-ის, ბერძნული რადიოსადმი (98,4) მიცემულ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მისი უნეტარესობა ყველა ადგილობრივ ეკლესიას მოუწოდებს, რომ მიიღონ მონაწილეობა კრეტაზე გამართულ მართლმადიდებლურ კრებაზე.

პატრიარქი კრეტის კრებას ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია მაღლა უნდა იდგეს პოლიტიკისგან, ნაციონალური და და რასობრივი მისწრაფებებისგან“. „წარმოუდგენელია ბოლო მომენტში, პირადი მისწრაფებების, დიპტიხში პირველობის სურვილის და კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ კოორდინატორის როლის შესრულებით უკმაყოფილების გამო უარი ითქვას იმ კრებაში მონაწილეობაზე, რომელიც ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაიგეგმა“ – განაცხადა პატრიარქმა თეოდორემ.  

ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის აზრით, ბულგარეთის ეკლესია უკვე აღარ შეცვლის გადაწყვეტილებას, განსხვავებით სხვა სამი ადგილობრივი ეკლესიისაგან (საქართველო, სერბეთი, ანტიოქია. ამ განცხადების დროს რუსეთის ეკლესიის პოზიცია ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი. მთარგმნ.), რომელთაც კრებისთვის ასეთი კატეგორიული “არა” არ უთქვამთ.  

უნეტარესი თეოდორეს აზრით, იმ ეკლესიათა მეთაურები, რომლებიც ისეთ ამაო საკითხებს აყენებენ, როგორიცაა პატივის პირველობა, „თავიანთი მდიდრული ტახტებიდან წამოდგნენ  და მოინახულონ აფრიკა, რომ იგრძნონ ქრისტეს ღარიბი და მოკრძალებული შვილების მნიშვნელობა“.  

 

თარგმნა ალექსანდრე ჩომახიძემ
წყარო: sedmitza.ru

სტატია აღებულია საიტიდან kenozisi.ge