რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (13.06.2016)

239101.pრუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება წმინდა და დიდი კრების შესახებ (13.06.2016.)
[დასკვნითი ნაწილი]

13 ივნისს, რუსეთის მართლმადიებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, საგანგებო სხდომაზე, განიხილა წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები და კრებაზე რუსეთის ეკლესიის მონაწილეობის საკითხი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განცახდებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე:

„ …ერთადერთ შესაძლებელ გადაწყვეტილებად რჩება წმინდა და დიდი კრების მომზადების გაგრძელება და შემდგომში საერთო მართლმადიდებლური შეთანხმების მიღწევა მისი სხვა ვადებში ჩატარების თაობაზე. ზემოთქმულთან დაკავშირებით, წმინდა სინოდი 2016 წლის 2-3 თებერვლის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრობო კრების გადაწყვეტილების შესასრულებლად (დადგენილება, პუნქტი 6), განაჩინებს:

1. მხარი დაეჭიროს ანტიოქიის, საქართველოს, სერბეთისა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წინადადებას საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მოწვევის გადავადების შესახებ იმ დროისათვის, რომელიც შემდგომში უნდა დადგინდეს საერთო მართლმადიდებლური მსჯელობისა და ყველა საყოველთაოდ აღიარებული ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს შორის აუცილებელი შეთანხმების შედეგად;  

2. დაუყოვნებლივ გაეგზავნოს შესაბამისი წინადადება კონსტანტინეპოლის უწმინდეს პატრიარქ ბართლომეოსს და ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს; 

3. იმ შემთხვევაში, თუკი ეს წინადადება უწმინდესი კონსტანტინეპოლის ეკლესიის მიერ არ იქნება მიღებული, ხოლო კრება კრეტაზე მაინც იქნება მოწვეული, მიუხედავად რიგი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობის არარსებობისა, მაშინ ღრმა მწუხარებით უნდა ვაღიაროთ მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მონაწილეობის შეუძლებლობა; 

4. ყოველმხრივ გაგრძელდეს ძალისხმევა საყოველთაო მართლმადიდებლური თანამშრომლობის განსამტკიცებლად მომავალი წმინდა და დიდი კრების მომზადების საქმეში, რომელიც მოწოდებულია გახდეს ჭეშმარიტი მოწმობა წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ერთობისა. 

5. კვლავ გამოითქვას აზრი იმის შესახებ, რომ კრების წარმატებით მომზადებას ფრიად წაადგება საყოველთაო მართლმადიდებლობის სამდივნოს რეალური მოქმედების გააქტიურება, რომლის ჩარჩოებშიც შესაძლებლად გვეჩვენება პრობლემური თემების გადასაწყვეტად შემოსული წინადადებების შესწავლა, არსებულ უთანხმოებათა დარეგულირება, აუცილებელი დოკუმენტების დახვეწა და ყველა დაბრკოლების აღმოფხვრა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოსაწვევად და მის ღვთისათნოდ დასასრულებლად; 

6. უაღრესად სასურველად იქნეს მიჩნეული, ბევრი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინადადებათა გათვალისწინებით, რომ მომავალ კრებაზე შეუზღუდავად შეძლოს მონაწილეობის მიღება ღვთის წმინდა ეკლესიების ყველა მღვდელმთავარმა, რამეთუ ეს უეჭველად აამაღლებს კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა საერთო მართლმადიდებლურ ავტორიტეტს. „ეკლესიის სახელი – ეს არ არის სახელი განყოფის, არამედ ერთობისა და თანხმობის“, – გვასწავლის წმინდა მვდელმთავარი იოანე ოქროპირი (კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის განმარტება. საუბარი 1,1). თანხმობისა და ერთსულოვნებისათვის, ჩვენ გვმართებს სულგრძელებითა და ძმური სიყვარულით, ურიერთსაყვედურისა და ეკლესიის ღმერთკაცობრივი სხეულისათვის ახალი წყლულების მიყენების გარშე, შევისმინოთ ერთმანეთისა და, უფრო მეტად, საღმრთო გამოცხადების, რომელიც დაბეჭდილია წმინდა წერილსა და წმინდა გარდამოცემაში, ვისმინოთ, „რასა ეტყჳს სული ეკლესიათა“ (გამოცხ. 2:7), და გამოვიტანოთ აუცილებელი დასკვნები იმ შეცდომებიდან, რომელნიც ადამიანური უძლერებით იქნა დაშვებულ წმინდა და დიდი კრების მიმდინარე მზადების პერიოდში, რათა, ღმრთისა ძალითა, მივაღწიოთ ამ დიდი მოვლენის დაუბრკოლებელ აღსრულებას ღმრთის სადიდებლად და მართლმადიდებელი ეკლესიის უმეტესი სარგებლისათვის.  წმინდა სინოდი კვლავ მოუწოდებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს, კლირიკოსებს, მონოზვნებსა და ერისკაცებს გაძლიერებული ლოცვისკენ, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოავლინოს ამ საქმეში თავის ყოვლადძლიერი შეწევნა და თავისი წმინდა ნება“.

თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ
წყარო: patriarchia.ru

 სტატია აღებულია საიტიდან kenozisi.ge