იერუსალიმის საპატრიარქო – აუცილებელია საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევა

theophilosიერუსალიმის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევა.

გენადი მელნიკი: იერუსალიმის საპატრიარქო აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს საერთო           მართლმადიდებლური კრება. საპატრიარქოს პოზიცია დაფიქსირებულია პატრიარქის მრჩევლის- თეოლოგ თეოდოროს იანგოსის კომენტარებში და დამტკიცებულია იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოსის მიერ, როგორც იერუსალიმის საპატრიარქოს პოზიცია.

„საერთომართლმადიდებლური კრება მთელი ეკლესიის საქმეა და არა მხოლოდ მისი                ცალკეული წარმომადგენლების და იგი უნდა გახდეს იმედის მომცემი გზავნილი მთელი          მართლმადიდებელი სამყაროსადმი“ – ნათქვამია კომენატარებში.

აღიარებს რა, რომ არსებობს საკამათო საკითხები, იერუსალიმის პატრიარქი შენიშნავს, რომ ამ დრომდე მთელი საეკლესიო სავსება უჭერდა მხარს და იწყნარებდა კრების დოკუმენტებს.    იერუსალიმის პატრიარქი დარწმუნებულია, რომ შედგება ნაყოფიერი დიალოგი და გამოტნლ იქნება დადებითი დადგენილება საერთომართლმადიდებლურ კრების სამუშაოში.

„პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, როგორც კრების მონაწილენი, ძალზედ           დიდია. ეს სიდიდე კრების მოწვევაში ან მისი სამუშაოს წარმატებით დასრულებაში კი არ         მდგომარეობს, არამედ ხვალინდელ დღეში, ანუ სინოდალური ინსტიტუტების სამუშაოების      გაგრძელებაში საერთომართლმადიდებლურ დონეზე“ – ნათქვამია კომენტარებში.

“მაშასადამე, აუცილებელია საერთომართლმადიდებლური ძლიერი სინოდალური ორგანოს     არსებობა”- ნათქვამია იერუსალიმის საპატრიარქოს განცხადებაში.

კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანია, რომ ჩაატაროს კრება კუნძულ  კრეტაზე 16-26 ივნისს. წინა კვირას ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა   უარი განაცხადა კრებაში მონაწილეობის მიღებაზე, ასეთივე ვადაწყვეტილება მიიღო ანტიოქიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიმართა კონსტანტინოპოლის  პატრიარქს და ამ მიმართვაში მან დაიჩივლა, რომ დგას გარკვეული სიძნელეების წინაშე, რათა მიიღოს მონაწილეობა საერთომართლმადიდებლურ კრებაში და ითხოვა ამ კრების გადადება გარკვეული დროით. ასევე მოითხოვა, რომ დადგენილ დროში შემდგარიყო საერთომართლმადიდებლური დოკუმენტი (დადგენილება).

 

წყარო

მცირედი შემოკლებით რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა

 

სტატია აღებული საიტიდან OrthodoxTheology.ge