სერბეთის პატრიარქის წერილი მსოფლიო პატრიარქს წმინდა და დიდი კრების თაობაზე

 

DSC_2917

 

ვაქვეყნებთ სერბეთის პატრიარქ ირინეოსის მისალოც წერილს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისადმი მისი ანგელოზის დღის გამო. საინტერესოა ის პარაგრაფი, რომელიც ეხება წმინდა და დიდი კრებას.

სერბეთის პატრიარქი წერს: „თქვენს საპატრიარქო ყოვლადუწმინდესობას გააჩნია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ეკლესიის ერთობისათვის და მსგავს მოშურნეობასვე იჩენს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მოსაწვევად, რომელიც მოწოდებულია მართლმადიდებლურ სამყაროს მისცეს იმედისმომცემი უწყება და გახსნას ახალი ჰორიზონტები ეკლესიის სამოძღვრო საქმიანობისა და თეოლოგიური სიტყვისათვის. ჩვენი მოკრძალებული შეხედულებით, სერბეთის ეკლესია თავის დადებით წვლილს შეიტანს კრეტის წმინდა და დიდი კრების საქმიანობაში.“

 

წყარო

 

მოამზადა თორნიკე მამნიაშვილმა