მიტროპოლიტი ილარიონი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კრება ერთობისა და თანამოაზრეობის ფაქტორი გახდეს“

ilarion-alfeevi-17 ივნიისს, ტელეარხ „რასია 24“-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა კომენტარი გააკეთა, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, 16-26 ივნიის, კუნძლ კრეტაზე დაგეგმილ სრულიად მართლმადიდებელთა კრებაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით (ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი სერბეთის, ანტიოქიის და საქართველოს ეკლესიის პოზიციები). აღნიშნული ინტერვიუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მეუფე ილარიონმა განაცხადა:

„აღნიშნული კრებისათვის მზადების პროცესი, საერთო ჯამში, 55 წლის განმავლობაში გრძელდებოდადა როგორც ეხლა ირკვევა, ეს მზადება კიდევ არ დასრულებულა, იმიტომ, რომ გარკვეული ეკლესიები მასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ერთ-ერთმა ეკლესიამ, კერძოდ, ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკვე განაცხადა უარი მასში მონაწილეობის მიღებაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ დღეს კიდევ ორმა – ანტიოქიისა და სერბეთის ეკლესიებმა, თქვან უარი მონაწილეობაზე.

ჩვენ შევთავაზეთ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ჩაეტარებინა კრებისწინა შეხვედრა, სადაც გადაწყდებოდა ყველა ის საკითხი, რა მიზეზებითაც ეკლესიები ერთმანეთზე მიყოლებით უარს ამბობენ კრებაში მონაწილეობაზე. თუ ეს საკითხები გადაწყდება, ესე იგი, კრება შედგება. თუ ვერ გადაწყდება, მაშინ ალბათ მისი გადადება აჯობებს (10 ივნისს ცნობილი ხადა, რომ კონსტანტინეპოლმა უარი განაცხადა კრებისწინა შეხვედრის ჩატარებაზე. მთარგმნ.).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კრება ერთობისა და თანამოაზრეობის ფაქტორი გახდეს, რომ მასზე ადგილი არ ჰქონდეს რაიმე უსიამოვნო სიურპრიზს მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის.

კრებაზე გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იქნას კონსენსუსით, ანუ ერთსულოვნებით. ეს გულისხმობს არა უბრალოდ ყველა დამსწრე პირის თანხმობას დარბაზში ამა თუ იმ განცხადებაზე, ამა თუ იმ დოკუმენტზე, არამედ იმას, რომ ყველა ეკლესიამ თანაბრად გამოხატოს თანხმობა მათთან დაკავშირებით.

თუკი თუნდაც ერთი, ორი ან სამი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია არ დაესწრება, ეს ნიშნავს იმას, რომ კონსენსუსი არ იქნება. და როგორი იქნება ამ კრების ლეგიტიმურობა, როგორ მიიღებენ მის გადაწყვეტილებებს იმ ეკლესიაში, რომელმაც უარი განაცხადა მასში მონაწილეობის მიღებაზე,  არა რაიმე ტექნიკური, არამედ პრინციპული მოსაზრებით?“

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაგეგმილია 13 ივნისს, სადაც განიხილება  რუსეთის ეკლესიის კრებაში მონაწილეობის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ოთხმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ (საქართველო, სერბეთი, ბულგარეთი, ანტიოქია) უარი თქვეს 16-26 ივნიის, კუნძლ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილებისგან.

თარგმნა რუსუდან გასიტაშვილმა
წყარო: patriarchia.ru

სტატია აღებული საიტიდან kenozisi.ge