თეოლოგი თეიმურაზ ბუაძე – შექმნილი სიტუაციის ანალიზი

Bildschirmfoto 2016-06-11 um 12.36.28ამ პოსტს არ ვწერ სინოდის გადაწყვეტილების გასაკრიტიკებლად. ეს კანონიკური თვალსაზრისითაც გაუმართლებელი იქნებოდა და გულწრფელად ვამბობ, ამის არავითარი სურვილი არ მაქვს. ჩემი სურვილია ის სიტუაცია შევაფასო, რომელშიც აღმოვჩნდით. კონსტანტინეპოლის პატრიარქი დიდი და წმინდა კრების ჩატარებას მაინც აპირებს. ამ კრებას თავიდანვე ჰქონდა მინიჭებული უნივერსალური სტატუსი და საკითხავია დაკარგავს თუ არა ის საყოველთაოობას, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე წევრმა მას ბოიკოტი გამოუცხადა? უნივერსალურობა ყოველთვის რაოდენობრივ სისრულეს არ გულისხმობს. არც ერთ წინა მსოფლიო კლებას არ ესწრებოდა აბსოლუტურად ყველა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელი. 


კონსტანტინეპოლის პატრიარქს კანონიკური უფლება აქვს მოითხოვოს, რომ კრების გადაწყვეტილება ყველასთვის სავალდებულო იყოს. საკითხავია, რამდენად შეეძლებათ კრებაზე არ დამსწრე ეკლესიებს კონსესუსის არგუმენტის გამოყენება. ამ შემთხვევასი კონსესუსის პრინციპი, მხოლოდ კრების მონაწილეებზე ვრცელდება, კონსესუსს ხომ თავისი პროცედურული ასპექტიც აქვს? 


დიდ კრება შეუდარებლად უფრო მაღალი ინსტანციაა, ვიდრე მისი მოსამზადებელი შეხვედრები. კამათებს და მსჯელობებს, რომელიც კრებამდე ხდებოდა, ყველფერს, გადაფარავს კრების დროს კონსესუსის პრინციპით მიღებული გადაწყვეტილებები. მომავალ კრებაზე კონსესუსი ნამდვილად იქნება, რადგან ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა, იქ აღარ მიდის.


სავარაუდოდ კრების დამთავრების შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქი კრებაზე არდამსწრე ელესიებს მიღებულ დოკუმენტებზე ხელმოწერას შესთავაზებს და შეიძლება ვადებიც დათქვას. მთავარი კითხვა ესაა: აღმოვჩნდებით თუ არა სქიზმაში თუ უარს ვიტყვით მათ ხელმოწერაზე?
თუ ხელს არ მოაწერენ, დარჩება ერთი შესაძლებლობა: ეკლესიებმა რომლებმაც უარი თქვეს კრებაში მონაწილეობაზე, თავად უნდა მოაწყონ ახალი კრება და იქ კრეტაზე მიღებული გადაწყვეტილებები დაგმონ. ეს უკვე კანონიკურად გაფორმებული სქიზმა გამოვა.


თუ მართლმადიდებელი ეკლესია ორ კონსტანტინეპოლის და მოსკოვის ჯგუფებად დაიყოფა, ჩვენ სავარაუდოდ ამ უკანასკნელში აღმოვჩნდებით. ამ შემთხვევაში გაეხსნება თუ არა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ხელები, რათა აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალურობა მიანიჭოს?
გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოწამეობრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხული რუსეთის პატრიარქი ტიხონი ჩვენი ავტოკეფალიის საშინელი მოწინააღმდეგე იყო. ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია დეფაქტო მოიპოვა წინა საუკუნის ოციან წლებში, დეიურე კი ის კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ მოგვანიჭა. ღმერთმა ნუ ქნას და სქიზმის შემთხვევაში, თუ ჩვენ რუსეთის მხარეს აღმოვჩნდით და კონსტანტინეპოლს ჩამოვშორდით, ხომ შეიძლება, ოდესმე რუსეთის ეკლესიის რომელიმე უმაღლესმა იერარქმა ეჭვის ქვეშ დააყენოს ჩვენი ავტოკეფალიის მართებულობა?
ღმერთმა ქნას, რაც მე დავწერე გულწრფელად შეწუხებული კაცის სულელური ვარაუდები და შიში იყოს და სხვა არაფერი!

ტექსტი აღებულია თეიმურაზ ბუაძის „ფეისბუქ“ გვერდიდან