წმინდა სინოდზე წარმოდგენილი წერილი მიტროპოლიტი ანდრია გვაზავას მიერ

13419116_621026344733053_5842564770845056156_nმომავალი კრების მოწვევის მთავარ მიზანს მსოფლიოს წინაშე მართლმადიდებელთა ერთობის წარმოჩენა და თანამედროვეობის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიციის გამოხატვა წარმოადგენს.დღეს კი,დიდი გულისტკივილით გვიწევს იმის თქმა,რომ შექმნილი რეალობიდან გამომდინარე,ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1) მიუხედავად არაერთი მცდელობისა,ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის დღემდე ვერ მოხერხდა ევქარისტიული კავშირის აღდგენა;

2) ანიოქიის ეკლესიამაც,მთელი რიგი სერიოზული საკითხების გამო,რომელთა მოგვარებაც შეუძლებელია დარჩენილ დროში,უარი თქვა კრებაში მონაწილეობაზე.
3) ანტიოქიის ეკლესიას ხელი არ აქვს მოწერილი 2016წლის ეკლესიიის წინამძღოლთა განჩინებაზე,რომლითაც გადაწყდა წმინდა და დიდი კრების მოწვევა,განისაზღვრა მისი ჩატარების თარიღი,ადგილი და განსახილველი საკითხების ნუსხა.მას ასევე არა აქვს ხელი მოწერილი წმინდა და დიდი კრების მუშაობის რეგლამენტზე,რის გამოც ეს დოკუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს დამტკიცბულად.
4) ბულგარეთის ეკლესიამ ოფიციალურად განაცხადა,რომ არ მიიღებს მონაწილეობას კრებაში და ჩამოაყალიბა საკუთარი მოთხოვნები;

5) არსებული ვითარებიდან გამომდინარე,სერბეთის ეკლესია კრებაში მონაწილეობას პრობლემატურად მიიჩნევს და ითხოვს მის გადადებას უკეთ მომზადების მიზნით.

6) საქართველოს ეკლესიის არაერთგზისი მოთხოვნის მოუხედავად,წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი დოკუმენტების პროექტები მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლთა ბოლო შეხვედრის შემდგომ, ანუ ა.წ. თებერვლიდან გასაჯაროვდა.ადგილობრივ ეკლესიათა წმინდა სინოდების სამღვდელოების ღვთისმეტყველებისა და მორწმუნე ერის მიერ ტექსტების განხილვის შედეგად გამოვლინდა მათში არსებული არაერთი დოგმატური,კანონიკური და ტერმინოლოგიური ცდომილება.

7) მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის მერვე მუხლის მკაფიო მოთხოვნისა,რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება,დღის წესრიგში შესულია დოკუმენტი:,,ქორწინების შესახებ”,რომელზეც ჩვენს დელეგაციას,დოგმატური მიზეზების გამო ხელი არ აქვს მოწერილი;ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც.

8) ტექსტი: ,,მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან”იმთავითვე მოუღებელი იყო საქართველოს ეკლესიისათვის და ჩვენი დელეგაცის მხრიდან ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერა,როცა მას დაემატა შენიშვნა:” საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან,პირველი 1997, ხოლო მეორე -1998 წელს,რადგან მათ საკუთარი განსხვავებული აზრი გააჩნიათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ,რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთაშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.

ამა წლის 25 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა,რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს ეკლესიოლიგიურ და ტერმინოლოგიურ დიდ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭირობს;ხოლო თუ ამ სახის ცვლილებები არ განხორციელდება,საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს.9)გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს ასევე დოკუმენტი ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”.

10) უნდა ხაზგასმით აღინიშნოს,რომ კრების დღის წესრიგი , თემების განხილვისათვის გამოყოფილი დრო,აგრეთვე პროცედურების გაურკვევლობა შეუძლებელს ხდის ტექსტების პუნქტობრივ განხილვას და მათში არსებითი ხასიათის ცვლილებების შეტანას წმინდა და დიდი კრების მსვლელობის პერიოდში.

11) წმინდა და დიდი კრების მომზადებისთვის შექმნილი საერთო მართლმადიდებლური სამდივნო არის უფუნქციო,რადგან გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მას არ ეძლევა.საქართველოს ეკლესიამ და სხვა ეკლესიებმაც ამის გამო არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პროტესტი.
ყველასათვის კარგად არის ცნობილი საქ-ოს ეკლესიის კონსტრუქციულობა წმინდა და დიდი კრების მომზადების საქმეში.კრების დროულად ჩატარების მიზნით , 2016წლის იანვარში,ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე,ჩვენ დღის წესრიგიდან მოვხსენით და შემდგომში განხილვისთვის გადავდეთ,,დიპტიქების” შესახებ ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკითხი.ასევ დავთანხმდით,რომ კრებაზე არ ყოფილიყო შეფასებული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვადასხვა კონფესიებთან წარმოებული დიალოგები.

მოხდა კი ისე,რომ ჩვენი დათმობა რის გამოც საკუთარი ეკლესიის წიაღში კრიტიკა მივიღეთ,უშედეგო აღმოჩნდა,რადგან კრების ჩატარების მიზანი და ყველას მიერ აღიარებული მთავარი პრინციპები მაინც არ იქნა დაცული და ჩვენი დათმობაც უშედეგო აღმოჩნდა.

ვფიქრობთ, რომ არსებულ ვითარებაში წმინდა და დიდი კრება ვერ შეძლბს მსოფლიოსთვის მართლმადიდებელთა ერთობის წარმოჩენას და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე.უფრო მეტიც,არსებობს ახალ დაპირისპირებათა წარმოქმნის რეალური საფრთხე. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად კი ყველას გვმართებს საერთო ძალისხმევა

 

 

წყარო