რუმინეთის პატრიარქი ეკლესიის წინაშე პასუხიმსგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს

1526428_570097979743632_1752880622_nრუმინეთის პატრიარქი მართლმადიდებლებს ეკლესიის წინაშე პასუხიმსგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს

2016 წ. 7 ივნისს, რუმინეთის ეკლესიის წმ. სინოდის სამუშაო სესიის გახსნისას, რუმინეთის პქტრიარქმა დანიელმა წმიდა და დიდი კრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მართლმადიდებლებს ეკლეაიის ერთობის წინაშე პასუხიმგებლობის მნიშვნელობა შეახსენა.

უნეტარესმა დანიელმა აღნიშნა: “ყველას არ ძალუძს მონაწილეობა მიიღოს კრების მუშაობაში, მაგრამ ყველას აქვს პასუხისმგებლობა იშრომოს და ილოცოს მისთვის, რათა მომავალი კრების წარმმართველი იყოს სული წმინდა და არა სული ამა სოფლისა. გვაქვს მორალური ვალდებულება დავამოწმოთ რწმენის ერთობა, არა მხოლოდ საკუთარ სახლებში, არამედ საერთომართლმადიდებლურ დონეზეც. უდიდესი მადლია ეკლესიის ერთობა რწმენაში, რომელიც გამოიხატება საკრამენტალურ ერთობაში, მაგრამ ასევე უნდა გამოიხატოს მსოფლიოში ეკლესიის მიერ წარმოებულ მისიასა და პასტორალური მსახურების ერთობაშიც. უნდა გამოვხატოთ ერთობა და ასევე თანაპასუხისმგებლობა. მართლმადიდებლობა სინოდალურია მისი ორგანიზების ყველა საფეხურზე (ადგილობრივი, რეგიონალური, უნივერსალური). სინოდი არის ინსტიტუცია, რომელსაც აქვს მაქსიმალური პასუხისმგებლობა შეინარჩუნოს ციცხალი და ნამდვილი რწმენა, გამოცდილება ქრისტეში და ეკლესიის ორგანიზების ყველა დონეზე პასტორალური მსახურების ერთობა.“

 

წყარო: basilica.ro

 

 

სტატია აღებულია საიტიდან OrthodoxTheology.ge