რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები (6-7 ივნისი, 2016)

Sinod-BOR

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა უწმინდესი პატრიარქი დანიელის თავმჯდომარეობით, 2016 წლის 6-7 ივნისს, საპატრაირქო რეზიდენციაში.

რუმინეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწვყვეტილებით, ის მიიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდ კრებაში.

გადაწყვეტილებათა შორის არის საკითხები:

~ მოახდინოს ახალი გზების იდენტიფიცირება, რათა მხარი დაუჭიროს ოჯახს, ახალგაზრდებსა და ღარიბ სამრევლოებს;

~ გააძლიეროს მართლმადიდებელი ახალგაზრდების რელიგიური განათლება ეპარქიებში, სკოლებისა და აქტივობების მეშვეობით ეკლესიის მხრიდან;

~ ნათლობისა და ჯვრისწერის მსახურებათა თარგმანები დაამტკიცა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე – განსაკუთრებით მისიონერული გამოყენებისათვის რუმინეთის გარეთ;

~ დაამტკიცა რუმინეთის საპატრირქოს დელეგაციის რაოდენობა, რომელებიც მონაწილეობას მიიღებენ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაში, ასევე დოკუმენტთა დღის წესრიგის ცვლილებები რწმენის ერთობის შეერთებისათვისა და თანაპასუხისმგებლობა ეკლესიის ცხოვრებასა და მისიაში საერთომართლმადიდებელ დონეზე.

 

წმინდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს, მონაზვნებსა და საეროთ, რათა გააძლიერონ ლოცვა, რომ წმინდა და დიდმა კრებამ გამოხატოს რწმენა ერთი, წმინდა და კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა, ასევე ხელი შეუწყოს ლიტურგიკულ ერთობასა და ძმურ თანამშრომლობას მართლმადიდებელი მსახურების საკეთილდღეოდ დღევანდელ მსოფლიოში.

წყარო

 

მოამზადა ირაკლი ჯინჯოლავამ