რუსეთის ეკლესიის სინოდის განჩინება წმინდა და დიდ კრებაზე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე განხილულ იქნა ის პრობლემები, რომელნიც წარმოიშვა საერთო მართლმადიდებლური კრების მომზადების დროს.

2016 წლის 3 ივნისს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე აღნიშნულ იქნა, რომ საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატრების მოლოდინში წარმოიშვა სერიოზული პრობლემები, რომელნიც მოითხოვენ დაუყონებლივ რეაგირებას ყველა მართლმადიდებელის მხრიდან.

„ბულაგერთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2016 წლის 1 ივნისის განჩინება, ასევე წმიდა და დიდ კრებაზე ანტიოქიის პატრიარქის მონაწილეობის შესახებ დაუდგენელი მდგომარეობის გაგრძელება, დოკუმენტის – „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები“ და კრების რეგლმენტის შესახებ წინასწარი კონსენსუსის არარსებობა, მაშინ როდესაც კრების გახსნამდე ორი კვირაა დარჩენილი, ნიშნავს იმას, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, რომელნიც მოითხოვენ დაუყონებლივ რეაგირებას ყველა მართლმადიდებელის მხრიდან“ – ნათქვამია წმიდა სინოდის დადგენილებაში.

წმიდა სინოდმა დაადგინა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოითხოვს შემდეგი დოკუმენტების შესწორებას: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ და „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში (მსოფლიოში)“. აღნიშნული შესწორებების ფორმულირება მოხდა მღვდელმთავრების, კლიროსის წევრების, მონაზვნებისა და საერო პირების მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე. სინოდის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საერთო მართლმადიდებლური კრების დოკუმენტების განხილვისას, საქართველოს, სერბეთის, ბულგარეთისა და ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, ასევე ათონის მთის წმიდა კინოტის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, აღნიშნული დოკუმენტების შესწორების შესახებ, რომელნიც დიდ წილად თანხვედრაში მოდიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილ წინადადებებთან, რომელნიც ითხოვენ საფუძვლიან განხილვას იმ მიზნით, რომ მიღწეულ იქნეს საერთო კონსენსუსი.

წმიდა სინოდმა შენიშნა, რომ თუნდაც ერთი ეკლესიის არ მონაწილეობა კრებაში, წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას წმიდა და დიდი კრების ჩატარებისათვის, რადგან მისი გადაწყვეტილებები მიღებულ უნდა იყოს მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, რაც გამომდინარეობს დოკუმენტების დებულებებიდან, რომელნიც დამტკიცებულ იქნა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენელთა მიერ.

წმიდა სინოდის დადგენილების თანახმად, გამოსავალი ამ ურთულესი სიტუაციიდან, იმაში მდგომარეობს, რომ შედგეს საგანგებო, საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირი, რათა შეფასდეს არსებული სიტუაცია და ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ შესწავლილ იქნეს შესწორებები (შენიშვნები), რომელნიც არსებობენ კრების დოკუმენტებთან მიმართებით, რათა გამომუშავდეს შეთანხმებული წინადადებები (დოკუმენტები). ასეთი თათბირის საფუძველზე, როგორც ნათქვამია წმიდა სინოდის დადგენილებაში, შესაძლოა გაკეთებულიყო დასკვნა, რომელიც მიემართებოდა საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარების შესაძლებლობას, დადგენილ დროში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილება, გაეგზავნება ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლსიას.

წყარო

 

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა