მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდი კატარის საკითხის შესახებ

 

prosefxiკომუნიკე გამოიცა დღეს, 31 მაისს, სამშაბათს, წმინდა სინოდის მიერ, რომელიც დაკავებული იყო წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვით, რომელიც რამდენიმე დღეში ჩატარდება კრეტაზე.

მსოფლიო საპატრიარქოს სინოდი ასევე დაკავებული იყო კატარის ცნობილი თემითაც, რომელიც განხილვის საკითხადაა ქცეული ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის.

კომუნიკეს თანახმად, მსოფლიო საპატრიარქო სთავაზობს, წმინდა და დიდი კრების დასრულებისთანავე შედგეს კომიტეტი ამ ორი ეკლესიის წარმომადგენელთაგან, რომელიც დაექვემდებარება მსოფლიო საპატრიარქოს საკოორდინაციო პასუხისმგებლობას.

მიუხედავად ამისა, დღევანდელ კომუნიკეზე საეკლესიო წრეებში აღნიშნავენ, რომ საერთომართლმადიდებელი კრების მერე ამგვარი რამ იქნება უშინაარსო, რადგანაც ორივე ეკლესიის მეთაურმა ერთად უნდა აღასრულონ მსახურება კრეტაზე.

საკითხი უნდა გადაწყდეს წმინდა და დიდი კრების წინ… – აღნიშნა ანტიოქიის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა Romfea.gr- თან საუბარში.

 

წყარო: romfea.gr

 

 

ბერძნულიდან თარგმნა თორნიკე მამნიაშვილმა