ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ულტიმატუმი საერთომართლმადიდებელ კრებას

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობითმა ორგანომ- წმიდა სინოდმა, პირველ ივნისს განაცხადა, რომ შეიძლება არდაესწროს სრულიადმართლმადიდებელთა კრებას, რომელიც კუნძულ კრეტაზე უნდა გაიმართოს ამა წლის 16-26 ივნისს.

წმ.სინოდმა მკაცრად მოითხოვა კრების გადადება მანამ, სანამ მათი სხვადასხვა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება ნაკლებადსავარაუდოა, წმ.სინოდის ეს განცხადება ნიშნავს კრებაზე არდასწრებას.

სრულიადმართლმადიდებლური კრება პირველად იგეგმება უკანასკნელი 1000 წლის მანძილზე, მაგრამ მის შესახებ დღესაც ურთიერთგამომრიცხავი აზრები ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტია ისიც, რომ კრება ტარდება კუნძულ კრეტაზე და არა სტამბოლში, სადაც იმყოფება მსოფლიო პატრიარქი. ეს ცვლილება განპირობებული იყო რუსეთის მოთხოვნით, რადგან დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა, ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის.

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომლის მეთაურებიც განიცდიან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა სერიოზულ გავლენას, განაცხადა რომ არ მიიღებს მონაწილეობას კრებაში, თუკი ,,თემატურ და საორგანიზაციო’’ ცვლილებების თაობაზე, ბულგარელთა შენიშვნები არ იქნება ანგარიშგაწეული და პატივცემული.

წმიდა სინოდმა პირველ ივნისს განაცხადა, კრეტაზე გასამართ წმიდა და დიდი კრების თაობაზე ჰქონდა ,,ვრცელი განხილვები.’’

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა შექმნეს არაერთი პრეტექსტი, რათა გადაედოთ სრულიად მართლმადიდებელი კრების ჩატარება და ეთქვათ, რომ თუკი მათ მიერ შემოთავაზებულ ვადამდე გაიმართება კრება, ბულგარეთის ეკლესია მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

წმ.სინოდმა გამოყო 6 საკითხი, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

ეკლესიამ მოითხოვა იმ კანონების დღის წესრიგიდან ამოღება, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ქრისტიანობისთვის. აგრეთვე დასძინა, არსებობს თანამედროვე შეუსაბამობა და დროული მოთხოვნები, წმიდა და დიდი კრების რეზოლუციისთვის.

(წმ.სინოდს არ განუცხადებია თუ რის შესახებ იყო ეს საკითხები).

სამაგიეროდ აღნიშნა ავტოკეფალურ ეკლესიების უკვე ოფიციალურად განცხადებული პოზიცია, რომ არ ეთანხმებიან ზოგიერთ იმ ტექსტს, რომლებიც უკვე დამატებულია კრებაზე განსახილველ დოკუმენტებში.

ასევე გააპროტესტა დიდი და წმინდა კრების

რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც კრების მსვლელობისას დოკუმენტების რედაქტირება შეუძლებელია

უფრო მეტიც, ბულგარეთის ეკლესია აპროტესტებს კრების შეხვედრებისთვის დათქმულ დარბაზში, ავტოკეფალურ ეკლესიათა პირველიერარქებისთვის შემოთავაზებულ განლაგების წესს, რადგან ის არღვევს ,,მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურთა შორის თანასწორობის პრინციპს.’’ წმ.სინოდმა ასევე გააპროტესტა სრულიად მართლმადიდებელ კრებაზე დამკვირვებელთა და სტუმართა შეუსაბამო მდებარეობა.

საბოლოოდ წმ.სინოდმა უარი განაცხადა, რომ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიადმართლმადიდებლურ კრებაში მონაწილეობისთვის საჭირო ,,დიდი და გაუმართლებელი’’ ხარჯების გაღებისთვის.

წმ.სინოდმა განაჩინა, რომ სრულიადმართლმადიდებლური კრებისთვის ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რათა გადაიდოს იგი იქამდე, სანამ მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო თუკი ეს პროცესები არ განახლდება, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს მასში მონაწილეობას.

 

წყაროები: http://sofiaglobe.com და http://www.bg-patriarshia.bg

 

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა

 

სტატია აღებული საიტიდან OrthodoxTheology.ge