კირილეს ეპისტოლე ბართლომეოსის მიმართ

„ჯერ გადაწყდეს დასხდომის წესი და შემდეგ ჩატარდეს კრება“

article_25783მოსკოვის პატრიარქი კირილე ითხოვს, რომ ყველა პატრიარქმა და ეპისკოპოსმა მიიღოს მონაწილეობა დიალოგში და მაგალითად სთავაზობს მის ერთ, ნახევარწრიულ მაგიდაზე გამართვას.

ახლახანს წმინდა მთაზე აღმოცენებული პროტოკოლური პრობლემების შემდეგ, მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის  წამოიჭრა წმინდა და დიდი კრების „პროტოკოლის“ საკითხი. საერთომართლმადიდებლური კრების დაწყებამდე 15 დღით ადრე (რომელიც პირველია ეკლესიათა სქიზმის შემდეგ და ჩატარდება კრეტის მართლმადიდებლურ აკადემიაში), მოსკოვის პატრიარქი კირილე თავის ეპისტოლეში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ აყენებს ორ პროტოკოლურ საკითხს, რომლებიც, მოუგვარებლობის შემთხვევაში, როგორც თვითონ აღნიშნავს, ართულებენ და აბრკოლებენ კრებაში მის მონაწილეობას. როგორც მართლმადიდებელი იერარქები აღნიშნავენ, ამ ეპისტოლეში ნათელი ხდება მოსკოვის მღელვარება — არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს თითოეული მსოფლიო პატრიარქი იყოს, არათუ პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი 13 სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართა შორის და ეს უკანასკნელნი ექვემდებარებიან მას (მსოფლიო პატრიარქს).

კირილე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აკადემიის დიდ საკონფერენციო დარბაზში წინამოსამზადებელი კომიტეტის მიერ დაგეგმილი განრიგის მიხედვით:

„ეკლესიათა მეთაურნი სხდებიან არა ნახევარწრიულად, არამედ ორ პარარელურ რიგად ერთმანეთის პირისპირ და კრების წინამძღვარი თითოეული მათგანისაგან გვერდით მხარესაა (…). გარდა ამისა, წარმოდგენილ გეგმაში ეკლესიათა მეთაურნი სხედან არათუ ერთ მაგიდასთან, არამედ თითოეული თავის ადგილზე, საკუთარ ძმათაგან მოშორებით, განცალკევებით, ისე, რომ სიტყვის გაცვლაც არ შეეძლოს საკუთრ მოყვასთან. მაგიდათა წყობა იმგვარია, რომ საერთაშორისო მედიას არც კი აძლევს საშუალებას საერთაშორისო აუდიტორიას ერთდროულად უჩვენოს ღვთის წმინდა ეკლესიათა ერთად შეკრებილი ყველა მეთაური. ამგვარად ირღვევა კრების მთლიანი სახე.“ – აღნიშნავს მოსკოვის პატრიარქი – „ის, რასაც ამ გეგმაში ვხედავთ, ძირეულად განსხვავდება იმისაგან, რაც ვისაუბრეთ ეკლესიების მეთაურთა კრებაზე, ასევე იმისაგან, რასაც ვხედავთ მსოფლიო კრებათა ხატებზე“. უგზავნის რა წერილს ბართოლომეოსს, აღნიშნავს: „შემოთავაზებული წყობა მიუღებელია ჩვენი, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისათვის და სახიფათოდ მივყავართ რომაულკათოლიკური მოდელისაკენ.“

ცხადია, მოსკოვის ეკლესიის მეთაური მოითხოვს, რომ ყოველმა პატრიარქმა და მთავარეპისკოპოსმა მიიღოს მონაწილეობა დიალოგში და რადგან სთავაზობს ნახევარწრიულ განლაგებას, ხაზს უსვამს ცენტრალურ ადგილს: „ბუნებრივია, იგი უნდა დაიკავოს თქვენმა ყოვლადუწმინდესობამ, როგორც თავჯდომარემ“. მიზანი, რისთვისაც კირილე ამას ამბობს, არის ის, რომ უჩვენოს „მთელ მსოფლიოს კრებსითობისა და ერთობის სარწმუნო სახე“.  ჩვენი ეკლესიისაგან სხვა არცერთ შემოთავაზება არ შეიძლება იქნას მიღებული, — აღნიშნავს იგი — ის გაუგებარი იქნება საღვთო ერისათვის და გახდება გადაულახავი წინააღმდეგობა კრების სხდომებზე ჩვენი მონაწილეობისათვის.

მეორე საკითხი, რომელსაც მოსკოვის პატრიარქი უყენებს მსოფლიო პატრიარქს, არის ის, თუ სად დაიკავებენ ადგილებს სხვა სარწმუნოების წარმომადგენელნი,  როგორც კირილე უწოდებს მათ. „სხვა სარწმუნოების დამკვირვებელთათვის გათვალისწინებულია ოფიციალური ტრიბუნა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა უკან. ზუსტად ამ გზით, ამატებს იგი, წმინდა და დიდი კრება არასწორად იქნება აღქმული დღევანდელი მორწმუნეების ნაწილისაგან, რომლებიც უკვე აპროტესტებენ მას, როგორც „ეკუმენისტურს“. მივიჩნევ, რომ სხვა სარწმუნოების ეკლესიათა დამკვირვებლები კრების წევრებისაგან მოშორებით უნდა ისხდნენ, რათა არ წარმოადგენდნენ  კრების ერთობლიობის ნაწილს.“

იგი ასევე მოითხოვს, რომ მის „თანამუშაკებს“ ინფორმაცია მიეწოდოთ კრების ეკონომიკური საკითხების შესახებ, ვინაიდან არსებობს საერთო ფონდი, რომელშიც წვლილის შეტანა ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწევს.

რას ამბობენ ფანარი და სხვა ეკლესიები?

ეპისტოლემ შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიო საპატრიარქოზე. როგორც საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მიტროპოლიტები აღნიშნავენ: „დაძაბულობის მიზეზი არ არსებობს. პრობლემები მოგვარდება. ისინი გამოიწვია არც თუ ისე კარგმა კონსულტაციებმა და თეოლოგიური აკადემიის დარბაზის შეზღუდულმა ტევადობამ, სადაც უნდა შედგეს კრება.

სხვა ეკლესიის იერარქები აღნიშნავენ, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მოჰყავს 2014 წელს ფანარში, ხოლო შემდეგ, იანვარში ჟენევაში  მიღებული გადაწყვეტილებები მაშინ, როცა მსჯელობდნენ  კრების ჩატარების ადგილად წმინდა ირინეს ტაძრის შესახებ და ცხადად ახსენეს ტაძარი, როგორც ყველა ეკლესიის იერარქთა შეკრების ადგილი. ამიტომ, ეს თემა დაუყოვნებლივ უნდა გადაწყდეს, რათა გათვალისწინებულ იქნას შესაძლო უხერხული სიტუაციები.

წყარი: amen.gr

ბერძნულიდან თარგმნა თორნიკე მამნიაშვილმა