რა არის წმინდა და დიდი კრება?

წმინდა და დიდი კრება – სულთმოფენობა 2016

„მოუწოდა ყოველთა ერთობად“

 

წმინდა და დიდი კრების ისტორია
მსოფლიო საპატრიარქოს მთავარდიაკონი, ღმრთისმეტყველების დოქტორი, იოანე (ხრისავგისი)

მართლმადიდებელი ეკლესია არის ეკლესია მოციქულთა, ეკლესია მოწამეთა, ეკლესია მამათა და ეკლესია კრებათა. საუკუნეთა განმავლობაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩაატარა როგორც ადგილობრივი და საოლქო დიდი კრებები, ასევე საყოველთაო და მსოფლიო კრებები. რადგანაც წმინდა ზიარების ყოველი დღესასწაული დასტურია ნებისმიერი პიროვნების კავშირისა მის სამრევლოსთან, ხოლო სამრევლოსი საყოველთაო ეკლესიასთან, ამგვარად ყოველი კრება არის დამოწმება იმ კავშირისა, რომელიც არის ყოველ ადგილობრივ, თვითმწყემს ეკლესიასა და მსოფლიო ეკლესიას შორის. წმ. იოანე ოქროპირი, IV-V საუკუნეების ცნობილი კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „კრება“ „ეკლესიის“ ერთ-ერთი სახელთაგანია.

ამგვარი სულისკვეთებითა და მოვალეობით, უზრუნველყოს მართლმადიდებელთაშორისი ერთობა და განამტკიცოს მართლმადიდებელთაშორისი კავშირი, მსოფლიო საპატრიარქო დაუღალავად იღვწოდა საერთომართლმდიდებელი კრების გამართვისათვის ადრეული 1900-იანი წლებიდან.

კრებისთვის მზადება დაიწყო 1960 წლიდან და გაგრძელდა 1960-იან წლებში, ამავე დროს, კრებისწინა შეხვედრები, რომელთაც ევალებოდათ კრების დღის წესრიგის და მუშაობის წესების დადგენა, იმართებოდა 1976 წლიდან 1986 წლის ჩათვლით. დიდი შესვენების შემდეგ, რაც გამოიწვია მრავალმა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ცვლილებამ, ასევე რკინის ფარდის დაშლის შემდეგ წარმოშობილმა მოულოდნელმა რელიგიურ-სოციალურმა გამოწვევებმა, 2008 წელს მსოფლიო პატრიარქ  ბართლომე კონსტანტინოპოლელის მიერ განახლდა კრების მოსამზადებელი სამუშაოები.

ამგვარად, თითქმის საუკუნის შემდგომ კრების დღის წესრიგი განისაზღვრა, კრებაზე გასატანი დოკუმენტები შესწორდა და მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა 2016 წლის იანვარში.

არასდროს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში 14 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია არ შეკრებილა ერთი და იმავე ადგილას.

ამჟამადაც, ყოყმანის და გაუაზრებლობის, შეუთანხმებლობის და თვითწინაამღდეგობრიობის მიუხედავადაც, წმიდა და დიდი კრება შეიკრიბება კრეტის სასულიერო აკადემიაში, ღმრთისმშობლის IX საუკუნის მონასტერში, 2016 წლის 16-27 ივნისს.

„ჩვენ მხურვალედ შევთხოვთ ეკლესიის სიმრავლეს–სასულიერო დასს, კაცებსა და ქალებს, მოხუცებსა თუ ახალგაზრდებს, რათა ილოცონ ამ უნიკალური და ისტორიული მოვლენისათვის. ჩვენ განსაკუთრებით გთხოვთ ევედროთ უფალს, რომ გააძლიერეოს და შთააგონოს ეკლესიის მეთაურები, რათა განაცხადონ თავიანთი ერთობა უთანხმოებითა და გაყოფით დაზიანებული სამყაროს წინაშე. დაე აკურთხოს უფალმა წმიდა და დიდი კრება. დაე მისი უხვი მადლი იყოს თქვენთან.“

ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

 

წმიდა და დიდი კრებისკენ – ყოვლისმომცველი ცხრილი 

პირველად 1200 წლის განმავლობაში, თოთხმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია შეიკრიბება, საერთო სურვილით, რომ გააძლიერონ ურთიერთკავშირი და პასუხი გასცენ თანამედროვე მსოფლიოს სულიერ და საზოგადოებრივ გამოწვევებს.

1961 სექტ.24-ოქტ. 1

პირველი საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, როდოსი.

1962 სექტ. 26-29

მეორე საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, როდოსი.

1963 ნოემბ. 1-15

მესამე საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, როდოსი.

1968 ივნ. 8-15

მეოთხე საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, შამბეზი.

1971 ივლ. 15-28

მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისია, შამბეზი.

1976 ნოემბ. 21-28

პირველი კრებისწინა საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, შამბეზი.

  • მეთოდოლოგია და თემები  წმიდა და დიდი კრებისთვის
  • მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა სხვა ქრისტიანულ ეკლესიებთან
  • დისკუსია აღდგომის საერთო აღნიშვნაზე

1977 ივნ. 28-ივლ. 3

ყველა ქრისტიანის მიერ აღდგომის საერთო დღეს აღნიშვნის კონგრესი

1982 სექტ. 3-12

მეორე კრებისწინა საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, შამბეზი.

  • დაბრკოლებანი ქორწინებისათვის
  • მარხვასთან დაკავშირებული საკითხები

1986 თებ. 15-23

მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისია, შამბეზი.

1986 ოქტ. 28-ნოემბ. 6

მესამე კრებისწინა საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, შამბეზი.

  • მარხვასთან დაკავშირებული საკითხები
  • მართლმადიდებელი ეკლესიის მისია მსოფლიოში

1990 ნოემბ. 10-17

მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისია, შამბეზი.

  • მართლმადიდებელი დიასპორა

1992

მართლმადიდიდებლ ეკლესიის პრიმატთა  სინაქსისი, სტამბული.

1993 ნოემბ. 7-13

მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისია, შამბეზი.

  • ავტოკეფალია

1995

მართლმადიდიდებლ ეკლესიის პრიმატთა მეორე სინაქსისი, კ. პატმოსი.

2000

მართლმადიდიდებლ ეკლესიის პრიმატთა მესამე სინაქსისი, იერუსალიმი/ბეთლემი და სტამბული/ნიკეა.

2008

მართლმადიდიდებლ ეკლესიის პრიმატთა მეოთხე სინაქსისი, სტამბული.

2009 ივნ. 8-12

მეოთხე კრებისწინა საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, შამბეზი.

  • ავტოკეფალია და ავტონომია
  • დიპტიხები

2014

მართლმადიდიდებლ ეკლესიის პრიმატთა მეხუთე სინაქსისი, სტამბული.

2015 ოქტ. 10-17

მეოთხე კრებისწინა საერთომართლმადიდებელი კონფერენცია, შამბეზი.

2016 იანვ. 21-28

მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების მეექვსე სინაქსისი, სტამბული.

2016 ივნ. 16-27

მართლმადიდებელი  ეკლესიის  წმინდა  და  დიდი  კრება,    კ. კრეტ ა.

 

წყარო: მსოფლიო საპატრიარქოს პრესცენტრი, საინფორმაციო ბუკლეტი #1
(იხ.https://www.orthodoxcouncil.org/documents/3588038/0/Bulletin-Insert-May-22.pdf/a8558079-06a3-4bc6-90a8-72a320a7dfe6)

თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა