რა არის წმინდა და დიდი კრება?

წმინდა და დიდი კრება არის მართლმადიდებელი ეკლესიის 14 ავტოკეფალური (თვითმმართველი) ეკლესიის შეხვედრა.

იხილეთ დაწვრილებით: რა არის წმინდა და დიდი კრება?“

 

ვინ არის კრების მომწვევი?

კრება მოწვეულია მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მიერ. როგორც „პირველი თანასწორთა შორის“, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ინარჩუნებს გარკვეულ პრივილეგიებს, რომელნიც უნიკალურნი არიან მის მოვალეობებში, საეკლესიო წესრიგის სასიკეთოდ და მართლმადიდებელთა ერთობის ხელშეწყობისათვის.

იხილეთ მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდი

 

ვინ მიიღებს მონაწილებოას კრებაში?

14 ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესია მიიღებს მონაწილეობას კრებაში. თითოეული ეკლესიის პრიმატი უხელმძღვანელებს 24 ეპისკოპოსისა და 6 მრჩეველისგან შემდგარ დელეგაციას.

იხილეთ დაწვრილებით: ვინ მიღებს მონაწილეობას წმინდა და დიდ კრებაში?“

 

რატომ 24 ეპისკოპოსი თითოეულ დელეგაციაში?

პასტორალური და ლოჯისტიკური მიზეზების გამო, შეუძლებელია მთელი მსოფლიოდან  ყველა მართმადიდებელი იერარქის დასწრება. რიცხვი 24 დაფუძნებულია წინასწარმეტყველებაზე – უხუცესთა წევრობისათვის განკუთვნილი 24 ტახტი ქრისტეს სამეფო ტახტის ირგვლივ, რომელიც აღწერილია გამოცხადების წიგნის მე-4 თავში. (გამოცხახება 4,1-11)

 

როგორ მოხდება გადაწყვეტილებების მიღება კრების მსვლელობის დროს?

კრების ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება კონსესუსის პრინციპით. კრების მსვლელობისას თითოეული ეკლესიას ექნება ერთი ხმა თითოეული საკითხის კენჭისყრისას; თუმცა, თუ რომელიმე ეპისკოპოსი, არ ეთანხმება თავისი ეკლესიის საბოლოო გადაწყვეტილებას და შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი აზრი, მისი პოზიცია აისახება შენიშვნის სახით კრების ჩანაწერებეში.

 

რა იქნება განხილული?

მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა უკანასკნელ სინაქსისზე, რომელიც გაიმართა შამბეზიში 2016 წლის იანვარში, საბოლოოდ დამტკიცდა კრების რეგლამენტი, რომელიც გულისხმობს ექვს განსახილველ საკითხს:

ა.         მართლმადიდებელი დიასპორა
ბ.        ავტონომია და მისი გამოცხადების წესი
გ.        ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები
დ.       მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს
.         მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი
ვ.         მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში

იხილეთ კრებისწინა ოფიციალური დოკუმენტები

 

რა არის კრების მიზანი?

წმინდა და დიდი კრების მიზანია მოაგვაროს ეკლესიაში არსებული ზოგიერთი უწესრიგობა (იხ. საკითხი და ), ისაუბროს პასტორალურ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია მართმადიდებელ ქრისტიანთა წუხილთან (იხ. საკითხი და ) და კიდევ ერთხელ დაადასტუროს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელობა და როლი მსოფლიოში (იხ. საკითხი და ).

იხილეთ კრების მოკლე ისტორია

 

რატომ კუნზულ კრეტაზე?

თავდაპირველას კრება იგეგმებოდა წმინდა ირინეს ტაძარში, სადაც ჩატარდა მე-2 მსოფლიო კრება 381 წელს, დღევანდელ სტამბოლში. თუმცა რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების  გამო, ზოგიერთმა პრიმატმა მოითხოვა, კრება გამართულიყო თურქეთის საზღვრებს გარეთ. გამომდინარე იქიდან, რომ კრეტა არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში და მდებარეობას მართლმადიდებელ ქვეყანაში, კრეტის აკადემია იქნა მიჩნეული კრებისთვის შესაფერის ადგილად.

კომუნიკე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა სინაქსისისა

 

რაში მდგომარეობს კრების მნიშვნელობა?

კრება განიხილავს თემებს, რომელნიც ეხებიან ეკლესიის ცხოვრებას თანამედროვე სამყაროში, იმის იმედით, რომ გარკვევით გამოითქვას უნივერსალური ხმა ასეთი საკითხების თაობაზე. თავად ის ფაქტიც კი, რომ ეს კრება ასეთი მასშტაბის შეხვედრაა, თავისთავად სძენს მას დიდ მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეთა მანძილზე არაერთი საეკლესიო კრება ჩატარებულა, ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა ეკლესიათა და ეპისკოპოსთა ასეთი ფართო წარმომადგენლობა კრებაზე.

 

არის ეს მსოფლიო კრება?

ეს არაა მსოფლიო კრება. ეს არის „დიდი კრება“, ვინაიდან მთელი მართლმადიდებელი ეკლესია იქნება წარმოდგენილი. მსოფლიო კრება ყოველთვის იყო აღიარებული რეტროსპექტიულად ეკლესიის საერთო ცნობიერებით.

იხილეთ მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონმდებლობა

კანონიკური კრებულები

 

 

 

მოამზადა ირაკლი ჯინჯოლავამ