მართლლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მიმართ მაღალი ინტერესის გამო, პირველ ეტაპზე, სოციალური ქსელ Facebook-ის საშუალებით, შეიქმნა ჯგუფი – „წმინდა და დიდი კრება“. ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენდა, შექმნილიყო ღია სივრცე, სადაც:

ა.   იქნებოდა დისკუსია მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრების მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ.   წარმოჩნდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა კრების მუშაობაში;
გ.   ერთ სივრცეში მოიყრიდა თავს კრებასთან დაკავშირებულ სტატიები, წერილები, მოსაზრებები.

„ჯგუფისადმი“ საზოგადოების დიდ ინტერესმა გვიბიძგა საიტის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც შეიქმნა წმინდა და დიდი კრების ოფიციალური ვებ-გვერდის (holycouncil.org) ანალოგოიურად.

საიტზე გაშუქდება წმინდა და დიდ კრებასთან  დაკავშირებული საკითხები. კერძოდ განთავსდება:

ა.   მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრებისწინა ოფიციალური დოკუმენტები (6 ენაზე); და კრების მომზადების ხანგრძლივი ისტორია;
ბ.   განთავსდება ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი რომელიც მიღებული იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ;
გ.   წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებული უკვე გამოქვეყნებული საკითხები;
გ.   წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებული ნათარგმნი წერილები.

საიტი მზადაა თანამშრომლობისთვის აღნიშნული საკითხებით დაკავშირებულ ნებისმიერ პირთან. ვფიქრობთ საიტი ხელს შეუწყობს აღნიშნული კრების და ზოგადად საეკლესიო ცხოვრებაში სინოდალურობის მნიშვნელობის გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.

საიტის დამფუძნებელი და ადმინისტრატორი
ირაკლი ჯინჯოლავა

ჟენევა, 30 მაისი 2016 წ.

 

P.S. საიტი მუშაობს საცდელ რეიმში. შესაბამისად, შესაძლოა იყოს ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. გთხოვთ, ამ და სხვა სახის შენიშვნები მოგვწეროთ ელფოსტის საშუალებით.

დიდი მადლობა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: jinjolava_irakli@yahoo.com

ტელ.: +4915734873759