კრებისაკენ


– ტელმესოს მთავარეპისკოპოსი იობი (გეჩა)

  1. მოკლე ისტრორია

მსოფლიო პატრიარქ იოაკიმე III-ის 1902 წლის პატრიარქალური და სინოდალური ენციკლიკით, მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების პრიმატები იქნენ მოხმობილნი, რათა ეთანამშრომლათ იმ პრობლემათა მოგვარებაზე, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. იმ დროისათვის ეს იყო ნაპერწკალი, რომელმაც სტიმული მისცა საერთომართლმადიდებელი კრების მომზადებას. 1930 წლეს, ათონის მთის ვატოპედის მონასტერში, მსოფლიო პატრიარქ ფოტიოს II-მ მოიწვია მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის შეხვედრა, რომლის მუშაობისასაც დაადგინდა განსახილველი 17 თემის პირველადი სია. შეხვედრაზე დასმულ საკითხთა შორის იყო მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობები, მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება სხვა ეკლესიებთან და ქრისტიანულ კონფესიებთან, კალენდრის თემა და დისციპლინარული წესრიგის სხვადასხვა საკითხები. ეს კრება იყო აუცილებელი შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილებებისათვის, რათა მართლმადიდებელ ეკლესიას დაემოწმებინა XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ახალი ავტოკეფალური ეკლესიების გამოჩენა და ახალი საუკუნის გამოწვევები გადაეგზავნა ეკლესიისათვის, რომელიც პირველი მსოფლიო ომის მიერ უკვე ირყეოდა.

  1. მსოპლიო პატრიარქ ათანაგორას წვლილი

სწორედ მსოფლიო პატრიარქი ათანაგორა იყო, რომელმაც, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, გააცოცხლა კრების მოწვევის იდეა, 1951 და 1952 წლებში, პატრიარქალური და ავტოკეფალური ეკლესიების პრიმატების მისამართით გაგზავნილი ორი ეპისტოლის საშუალებით. თუმცა, 1961 წლამდე ვერ მოხერხდა პირველი საერთომართლმადიდებელი კონფერენციის შეხვედრა როდოსზე. როდოსის კონფერენციით ოფიციალურად და საბოლოოდ დაიწყო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების მომზადების პროცესი. კონფერენციამ შეიმუშავა განსახილველი საკითხების გრძელი სია, რომელიც უნდა გადაჭრილიყო კრების მიერ და მოხდა მათი 8 კატეგორიად კლასიფიკაცია: 1) რწმენა და დოგმა; 2) ღმრთისმსახურება; 3) ეკლესიის ადმინისტრაცია; 4) მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობები; 5) მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი; 6) მართლმადიდებლობა და მსოფლიო; 7) თეოლოგიური თემები (მათ შორის, იკონომიის საკითხი აკრიბიის წინააღმდეგ, მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება სხვა რელიგიებისადმი, ევთანაზია და კრემაცია); 8) სოციალური საკითხები (როგორიცაა: ოჯახი, ახალგაზრდები, დისკრიმინაცია).

ეს სია, როგორც ზედმეტად ამბიციური, 1976 წლეს შამბეზიში ჩატარებულ პირველი საერთომართმადიდებელი კრებისწინა კონფერენციის მიერ შემცირდა 10 საკითხამდე და უპირატესობა მიენიჭა სამი ძირითადი მიმართულებით ფოკუსირებას: მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობები, მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი და მართლმადიდებელი ეკლესიის მოწმობა თანამედროვე მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა 10 საკითხი წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგისათვის: 1) კალენდრის საკითხი; 2) დაბრკოლებანი ქორწინებისათვის; 3) მარხვის წესის ადაპტაცია თანამედროვე პირობებში; 4) მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება სხვა ეკლესიებთან და ქრისტიანულ კონფესიებთან მიმართებაში; 5) მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენური მოძრაობისადმი; 6) მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა სამყაროსთან; 7) მართლმადიდებელი დიასპორის საკითხი; 8) ავტოკებალია და მისი გამოცხადების წესი; 9) ავტონომია და მისი გამოცხადების წესი; 10) მართლმადიდებელი ეკლესიის დიპტიხი.

  1. კრების მომზადების ხანგრძლივი პროცესი

1976 წლეს, შამბეზიში ჩატარებულმა პირველმა საერთომართლმადიდებელმა კრებისწინა კონფერენცამ ასევე შეიმუშავა წმინდა და დიდი კრების მომზადების მეთოდოლოგია. მსოფლიო საპატრიარქოს შამბეზის მართლმადიდებელ ცენტრში დაარსდა წმინდა და დიდი კრების მომზადების სამდივნო. სამდივნოს მიზანი იყო შემუშავებულ 10 თემასთან დაკავშირებით მიეღოთ წინადედებები თითოეული პატრიარქალური და ავტოკეფალური ეკლესიისგან, შესაბამისად, ეწარმოებინათ ანგარიში, რომელსაც შემდგომში შეამოწმებდა მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეული მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისია. საჭიროებისაებრ, იგი არაერთხელ ესწრებოდა შეხვედრებს, სანამ მიიღწეოდა შეთანხმება წარდგენილ საკითხებზე სხვადასხვა პატრიარქალურ და ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.

ტექსტი ჯერ აღწევდა კონსენსუსს და შემდგომში, სამდივნოს მიერ, ეგზავნებოდა თითოეული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, რათა მომხდარიყო მათი რატიფიცირება, ან ხელმეორედ კომენტირება. თითოეული ეკლესიის საბოლოო კომენტარები გადაეგზავნა სამდივნოს, რომელმაც მხედველობაში მიიღო ისინი საბოლოო ტექსტისათვის. შემდგომში, მსოფლიო პატრიარქის მიერ მოწვეულ საერთომართლმადიდებელი კრებისწინა კონფერენციის მხრიდან მოხდა მათი განხილვა და ერთსულოვნად მიღება. ამგვარად მიმდინარეობდა მსჯელობა განსხვავებული თემების ტექსტებიზე, კრების განვითარების ბოლო საფეხურამდე, რათა დოკუმენტები კრების მიერ ყოფილიყო აღიარებული. ახლა შეგვიძლია გავიგოთ წმინდა და დიდი კრების მომზადების განგრძლივი და რთული პროცესი, რომელიც იყო დაფუძნებული ერთსულოვნების პრინციპზე.

ამგვარი სულისკვეთებით, 1982 წელს, შამბეზის მეორე საერთომართლმადიდებელმა კრებისწინა კონფერენცამ მიიღო ტექსტი სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის, ქორწინებისათვის დამაბრკოლებელ საკითხი, მარხვის წესის ადაპტაცია თანამედროვე პირობებში, კალენდრის საკითხი (ძირითადად, აღდგომის საერთო დღეს აღნიშვნაზე; შემდგომში მართლმადიდებელი ასტრონომებისა და კანონისტების კონფერენცია შეიკრიბა შამბეზიში). 1986 წელს, შამბეზის მესამე საერთომართლმადიდებელმა კრებისწინა კონფერენცამ მიიღო ტექსტები: „მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ხალხთა შორის ძმობისა და სიყვარულის განხორციელებისათვის, რასაობრივი დისკრიმინაციისა და სხვა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის“, მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენური მოძრაობისადმი, მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ქრისტიანული სამყაროსადმი. ასევე, მიიღო კრებისწინა მოსამზადებელი კონფერენციებისა და მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის რეგლამენტი, რომელშიც ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნა მიღებული. პროცედურული საკითხების გათვალისწინება მოხდა წარმოდგენილი დელეგაციების მეთაურთა ორი მესამედის (2/3) მიერ.

2009 წელს, შამბეზის მეოთხე საერთომართმადიდებელმა კრებისწინა კონფერენციამ მიიღო საბოლოოდ ტექსტი მართლმადიდებელ დიასპორაზე, რომლის რატიფიცირება მოხდა მართლმადიდებელი საეპისკოპო ასამბლეების 12 რეგიონში: 1) ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, 2) სამხრეთ ამერიკა, 3) ავსტრალია – ახალი ზერლანდია – ოკეანეთი, 4) დიდი ბრიტანეთი – ირლანდია, 5) საფრანგეთი, 6) ბელგია – ნიდერლანდები – ლუქსემბურგი, 7) ავსტრია, 8) იტალია და მალტა, 9) შვეიცარია, 10) გერმანია, 11) სკანდინავია, 12) ესპანეთი და პორტუგალია. 2014 წლის მართლმადიდებელი ეკლესიის პრიმატთა სინაქსისზე მოხდა ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის რეგიონის გაყოფა კანადისა და ა.შ.შ.-ს რეგიონებად, ხოლო მექსიკა მიუერთდა სამხრეთ ამერიკის რეგიონს და ეწოდა „ლათინო ამერიკა“. ამ საერთომართლმადიდებელმა კრებისწინა კონფერენცამ ასევე მიიღო დიასპორული საეპისკოპოსი ასანბლეების სამუშაო რეგლამენტი.

  1. კრების საოლოო მონაკვეთი

2014 წლის მარტში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა სინაქსისი შეიკრიბა კონსტანტინოპოლში (მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში, ფანარში), გადაწყდა, რომ მოეწვია სპეციალური მართლმადიდებელთაშორისი კომისია, რათა მიმოეხილა მეორე და მესამე საერთომართლმადიდებელი მოსამზადებელი კონფერენციის (1982 და 1986 წწ.-ში) რამდენიმე ტექსტი. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა სინაქსისმა მიიღო წესი, რომ ყველა გადაწყვეტილება კრების მუშაობაში იქნება მიღებული ერთსულოვნად, კონსენსუსის პრინციპის საფუძველზე. უკვე გადაწყვეტილია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება იქნება მოწვეული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, 2016 წელს. კრებას უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის პრიმატები დასხდებიან მის მარჯვნივ და მარცხნივ. თითოეული ეკლესია გზავნის დელეგაციას, რომელიც შედგება მისი პრიმატისა და 24 ეპისკოპოსისაგან.

მსოფლიო საპატრიარქოს შამბეზის მართმადიდებელ ცენტრში, სპეციალური მართლმადიდებელთაშორისი კომისია რეგულარულად მართავდა შეხვედრებს (ოქტომბერი 2014, თებერვალი 2015, მარტი-აპრილი 2015). მოხდა განხილვა ტექსტებისა, როგორიცაა, მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენური მოძრაობისადმი, მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი, და გაერთიანდა ისინი ერთ დოკუმენტში, სახელად „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსთან“. გარდა ამისა, ტექსტი, „მართლმადიდებლი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად,  რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად,“ განახლდა და ჩასწორდა. ტექსტმა მარხვის წესებზე განიცადა უმნიშვნელო სარედაქციო ცვლილება.

2015 წლის ოქტომბერში, შამბეზიში გამართულმა მეხუთე საერთომართმადიდებელმა კრებისწინა კონფერენციამ დაამტკიცა ტექსტი „ავტონომია და მისი გამოცხადების წესი“, რომელიც შემუშავდა 2009 წელს მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის მიერ. კონფერენციამ ასევე განიხილა საერთომართლმადიდებელი კრების სამუშაო დოკუმენტები, რომელიც განხილური იყო სპეციალური მართლმადიდებელთაშორისი კომისიის მიერ, 2014 წლის ოქტომბრის, 2015 წლის თებერვლისა და მარტ-აპრილის შეხვედრებზე. დოკუმენტები, სათაურად „მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“ და „მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს“, დამტკიცდა. მეორეს მხრივ, დოკუმენტის, სათაურად „მართლმადიდებლი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად,  რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად,“ შეეცვალა სახელი, „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში“, თუმცა ვერ იქნა მიღწეული ერსულოვანი შეთანხმება, რის შედეგადაც რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების დელეგაციების მეთაურებმა მას არ მოაწერეს ხელი.

  1. 2016 წლის იანვრის პრიმატთა სინაქსისი

ამდენად, წმინდა და დიდი კრების დღის წესრიგის 10 საკითხიდან, ბევრი მცდელობის მიუხედავად, მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისეიბის შეხვედრებზე, 2 საკითხზე ვერ მოხდა კონსენსუსის მიღწევა. ესენია: ავტოკეფალია და მისი გამოცხადების წესი და დიპტიხის საკითხი. 2016 წლის იანვარში, მართლმადიდებელი ეკლესიების პრიმატთა სინაქსისზე გადაწყდა, რომ აღნიშნული 2 საკითხი არ იქნება გატანილი განსახილველად მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებაზე, მაგრამ შემდგომ სხვა კრებაზე იქნება გატანილი. სინაქსისმა გადაწყვიტა, დღის წესრიგიდან ამოეღო კალენდრის საკითხი, რადგან ზოგიერთი ადგილობრივი მართმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, მათ არ სურთ და არ არის მზაობა კალენდრის რეფორმისათვის. გარდა ამისა, სინაქსისმა მნიშვნელოვნად გადაამუშავა ტექსტი ქორწინების დაბრკოლებებზე, რომელიც ამჟამად იწოდება „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები“. ეს ტექსტი არ იქნა ხელმოწერილი ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიათა მიერ. ანტიოქიის ეკლესიამ ასევე არ მოაწერა ხელი 2016 წლის სინაქსისის გადაწყვეტილებას. იმის გათვალისწინებით, რომ 2 ტექსტი, მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენური მოძრაობისადმი და მართლმადიდებელი ეკლესიების დამოკიდებულება ქრისტიანული სამყაროსადმი, უკვე გაერთიანებულია, კრების დღის წესრიგში დარჩა 6 საკითხი, დამტკიცებული 2016 წლის სინაქსისის მიერ.

შესაბამისი ტექსტებია:

  1. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში
  2. მართლმადიდებელი დიასპორა
  3. ავტონომია და მისი გამოცხადების წესი
  4. ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები
  5. მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს
  6. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი რთული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, 2016 წლის იანვრის პრიმატთა სინაქსისმა გადაწყვიტა კრება არ გამართულიყო კონსტანტინოპოლში და საბოლოოდ გადაწყდა წმინდა და დიდი კრების მოწვევა კრეტის მართმადიდებელ აკადემიაში, 2016 წლის 18 – 17 ივნისს. კრების გახსნა მოხდება სულთმოფენობის დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიის შემდგომ და დახურვა – ყოველთა წმიდათა კვირას, თანახმად მართმადიდებელი კალენდრისა.

სინაქსისმა ასევე მიიღო ტექსტი, „მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმიდა კრების გამართვისა და საქმიანობის რეგლამენტი“. ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამ. ტექსტის თანახმად, თითოეული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში შევა 24 ეპისკოპოსი (როგორც ეს გადაწყდა 2014 წლის პრიმატთა სინაქსისზე) და „შეიძლება ახლდეს საგენგებო მრჩეველები: სასულიერო დასი, ბერები და საეროები, თუმცა მათი რიცხვი, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ექვსს (6). ასევე მოიწვევა დამხმარე პერსონალი სამი ადამიანის რაოდენობით თითოეული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან“ (თავი მე-3). კრების ოფიციალური ენები იქნება ბერძნული, რუსული და ფრანგული, ხოლო ინგლისური და არაბული, როგორც სამუშაო ენები (თავი მე-9). გარდა ამისა, შეიქმა საერთომართლმადიდებელი კრების სამდივნო. „მისი წევრია ყველა წარმომადგნელობის ერთი მღვდელმთავარი და ასევე წმიდა და დიდი კრების მომზადების მდივანი, რომელიც აკვირდება საერთომართლმადიდებელი სამდივნოს მუშაობას“ (თავი მე-6). ამ 15 ეპისკოპოსს „ეხმარებიან შესაბამისი მრჩეველები: სასულიერო დასი, ბერები და საეროები, რომლებიც ამოირჩევიან ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგელობიდან. […] ასეთ მრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორ ადამიანს თითო დელეგაციიდან“ (თავი მე-6). თვეულებრივ, სამდივნო თავის მუშაობას ახორციელებს 2016 წლის თებერვლის ბოლოდან, ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, რომლებიც დაესწრებიან კრებას (თავი მე-16). ჟურნალისტები და მოწვეული დამკვირვებლები სხვა ეკლესიებიდან და ქრისტიანული კონფესიებიდან, ისევე როგორც, სხვადასხვა ქრისტიანული ორგანიზაციებიდან, დაესწრებიან კრების გახსნისა და დახურვის ცერემონიალს, რა თქმა უნდა, ხმის მიცემისა და სიტყვით გამოსვლის უფლების გარეშე (თავი მე-14 და მე-16).

ასე სრულდება კრების მომზადების ხანგრძლივი მუშაობა, რომელიც გაგრძელდა 40 წელიწადი. მისი მეთოდოლოგიის მიღწევაა – კონსენსუსის მეთოდი (ანუ გადაწყვეტილების მიღება ერთსულოვნად), რომელსაც გააჩნია მთავარი სირთულე, დაარწმუნოს, რომ წმინდა და დიდი კრების მიზანია მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის დამოწმება, და არა სქიზმებისა და განხეთქილების საბაბის მიცემა. ამისათვის, მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა უნდა ვილოცოთ, რათა ნუგეშინისმცემელმა შთააგონოს კრების მამები. ამიტომაც პრიმატებმა, 2016 წლის სინაქსის შეხვედრზე, „თავმდაბლად მოიხმეს სულიწმინდის მადლი და დალოცვა, მგზნებარედ მოუწოდეს სასულიერო პირებსა და ერისკაცთ ეკლესიის სისავსის (pleroma) ლოცვისაკენ, წმინდა და დიდი კრების მომზადებისა და მისი მსვლელობის დროს“ (2016 წ., 27 იანვრის პრესრელისი).

წყარო

ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ჯინჯოლავამ