კონსტანტინოპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება


553 წელს იუსტინიანე I-ის ბრძანებით ქ. კონსტანტინოპოლში მოიწვიეს მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ევტიქი. კრების მიზანი იყო ნესტორიანული მწვალებლური მოძღვრების შეფარულად გამავრცელებელთა _ თეოდორე მომფსვეტელის, თეოდორიტე კრიტელის და ივა ედესელის თხზულებათა ე.წ. „სამი თვის“ განხილვა, სამივე ეპისკოპოსის ეკლესიიდან განკვეთა (მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგა ხნის გარდაცვლილნი იყვნენ) და მათი თხზულებების შეჩვენება.
მეხუთე მსოფლიო კრება, რომლის აქტებმა მისი საქმიანობის დეტალური აღწერა შემოგვინახა, მხოლოდ დოგმატური საკითხების განხილვით შემოიფარგლა და პირველი მსოფლიო კრება გახდა, რომელსაც საეკლესიო დისციპლინარული კანონები არ დაუდგენია.